x

„ლივერპულმა“ შეთავაზება გააკეთა

ავტორი: gio_chyoi, 31-05-2018, 12:43, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 3 455, 26


იურგენ კლოპი ყოველთვის ანიჭებდა უპირატესობას ტრანსფერების ნაადრევად გაკეთებას და, როგორც ჩანს, წელსაც მსგავს პრაქტიკას მიჰყვება.

გასული 2 ზაფხულის განმავლობაში მან აგვისტოში მხოლოდ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერი გააკეთა.

მიმდინარე ზაფხულს რაც შეეხება, გუნდს უკვე გაფორმებული ჰყავს ნაბი კეიტა და ფაბინიო და, როგორც ჩანს, მათ რიგს ნაბილ ფეკირიც შეუერთდება.

ფრანგული მედიის გუშინდელი ინფორმაციით, „ლივერპულმა“ „ლიონს“ 53 მილიონი ფუნტი (60 მილიონი ევრო) შესთავაზა, თუმცა ფრნაგები ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვენ.

თუმცა, დევიდ მედოკი Mirror-დან აცხადებს, რომ ოფიციალურ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ, თავად ფეხბურთელმა ნამდვილად გამოთქვა მერსისაიდში თამაშის სურვილი.

მედოკი აცხადებს, რომ „ლივერპულის“ სპორტული დირექტორი მაიკლ ედვარდსი შეეცდება, ფრანგულ მხარესთან ფორმალურ შეთანხმებას მიაღწიოს, რადგან კლუბს („ლივერპულს“) სურს აღნიშნული ტრანსფერი მუნდიალის დაწყებამდე გაჩარხოს.

ნაბილ ფეკირმა გასულ სეზონში, „ლიონის“ მაისურით 40 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლის გატანა შეძლო. მას იურგენ კლოპი 10 ნომრის პოზიციაზე მოიაზრებს ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლივერპული“ კვირის ბოლომდე კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებდა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მართლა არ გააჯანჯლონ რა თუ მართლა მოყავთ მოიყვანონ ამ კვირაში ან შემდეგ კვირაში, ნუ მსოფლიოს დაწყებამდე. ამ ლიონის პრეზიდენტმა ეხლა მართლა თავზე არა იმასქნას რა. 1 წლის წინ არც დაესიზმრებოდა ამაში თ ამდენს ფულს გადაუხდიდნენ და დააყენოს ეხლა ერთი ადგილი, ლაკაზეტი გაყიდა ამაზე იაფად

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

არ მიყვარს მსოფლიომდე რო ყიდულობენ დიდ თანხათ მოთამაშეს , ჯერ ერთი ხშირია ტრამვიანობა და წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს და მეორეც მსოფლიოზე უფრო წარმოჩინდებიან და მერე წავა ტაციაობა და ჩვენ რომ მოგვინდება თანხის უმეტესი ნაწილი დახარჯული იქნება, თან ფაბინიო ნაყიდი გვყავს უკვე ესეც რო ეხლავე ვიყიდოთ ჩვენი მფლობელები მსოფლიოს მერე 60-80 მეტს აღარც გამოყოფენ და ეგ მარტო მეკარეს თუ ეყოფა არადა დაცვაც მისახედია და შეტევაც ფირმიონოს გარდა წინ ვერავინ რო ვერ თამაშობს, ინგსები გასაშვებია და ნორმალური შემცვლელი მოსაყვანი

bulleye
მომხმარებელი

მსოფლიომდე უეჭველი უნდა გავიფორმოთ ფეკირი

DIMAX777
მომხმარებელი

ბიჭებო იასპერ სილესენზე რა აზრის ხართ ???

LUIS SUARES 001
VIP Member

ვერ ვიტან ფრანგულ სატრანსფერო პოლიტიკას,რა ტვინს *ცენზურა*ავთ და რას ინაზებით დქვე დედა მო*ცენზურა*ულებო.

Madrid1993
მომხმარებელი

ფეკირი აუვილებლად მოსაყვანია კოუს პოზიციაზე, ასევე მოსაყვანია მეკარე და ლოვრენის მაგივრად ერთი მცველი ვან დეიკ რომ შეეწვილოს, და მერე შეიძლება ტიტულების მოგებაზე ფიქრი:)

STEVEN8
მომხმარებელი

DIMAX777,
ტიპს პენალტი არ აქვს თავის კარიერაშია ღებული მემგონი... კარიუსი მირჩევნია სილესენს თან 3 წლისაა უკვე.

heerenveen
მომხმარებელი

ციტატა: DIMAX777
ბიჭებო იასპერ სილესენზე რა აზრის ხართ ???

არაა ცუდი მაგრამ ფასი დიდი იქნება თუ სერიოზული მეკარე გვინდა ვგულისხმობ ტოპ კლასის მეკარეს ობლაკი თუ არა და ბატლენდზეც თანახმა ვარ ან კიდევ ბარნლის კიპერი

ციტატა: Madrid1993
ფეკირი აუვილებლად მოსაყვანია კოუს პოზიციაზე, ასევე მოსაყვანია მეკარე და ლოვრენის მაგივრად ერთი მცველი ვან დეიკ რომ შეეწვილოს, და მერე შეიძლება ტიტულების მოგებაზე ფიქრი:)

ციტატა: Madrid1993
ფეკირი აუვილებლად მოსაყვანია კოუს პოზიციაზე, ასევე მოსაყვანია მეკარე და ლოვრენის მაგივრად ერთი მცველი ვან დეიკ რომ შეეწვილოს, და მერე შეიძლება ტიტულების მოგებაზე ფიქრი:)

ტიტული ამ შემადგენლობითაც რეალური იყო ლიგის მოგება მაგრამ რამოსისნარი არაადამიანები ახერხებენ ყველაფერი შემოატრიალონ თან ძალიან იღბლიანები არიან.

gio_chyoi
რედაქტორი

რაის სილესენი თან უთამაშებელი, მაგი სმოყვანას ისევ კარიუსი დატოვო ჯობია

DIMAX777
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
რაის სილესენი თან უთამაშებელი, მაგი სმოყვანას ისევ კარიუსი დატოვო ჯობია

ბარსას თამაშებს ხშირად ვუყურებ და როცა სილესენია კარში დამაჯერებლად გამოიყურება არვიცი ეპლს როგორ ალღოს აუღებს მაგეამ ეგ ბიჭი აიაქსიდან მომწონს კაი მეკარეა ჩემი აზრით არ ვამბობ რო მაინდამაინც ჩვენ უნდა ვიყიდოთ და რამე მაგრამ კაი მასტია კარიუსს მაინც ჯობია ბევრად

gio_chyoi
რედაქტორი

DIMAX777,
არა თან რაღაც ფიზიკურადაც სუსტი ტიპია და მგონია გამოსვლებზე ძაან გაუჭირდება, როგორც ბრავოს მოუვიდა ეგრე მოუვა ამასაც. თუ მოვა მეკარე ძალიან მაგარი უნდა მოვიდეს, ალისონი ან ობლაკი ან კურტუა ვთქვათ. სილესენის მოყვანას მგონია აზრი არ აქვს

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
საერთოდ მასეთ მეკარეებს უჭირთ ძალიან პრემიერ ლიგაში. ვალდესი და ბრავო არიან კარგი მაგალითები. პრემიე ლიგაში გამოსვლებზე თუ ვერ თამაშობ ძალიან გაგიჭირდება

DIMAX777
მომხმარებელი

ციტატა: reversi
მეკარე რომელიც ფეხით თამაშით უფროა ცნობილი ვიდრე ხელით არ გვჭირდება

ცნობილი აფქტია რომ ვან გაალი ნაკრებში ფეხით თამაშისთვის აყენებდა სილესენს პენლებში კრულის გამოყვანაც მაგას მოწმობს
ბარსამაც მაგ მიზეზით წაიყვანა პლიუს სად ათამაშებს თასზე დაჟე ლიგაზეც არა მხოლოდ თასზე
აიაქსში კიდე არ ვადევნებდი თვალს მაგრამ ამდენი ხანი რო უპრეტენზიოდ სკამზე ჯდომა მოსწონს მანდ მთავრდება მისი ამბიცია ჩემთვის

მეკარე რო გვჭირდება ფაქტია და თან კარგი არ მგონია მომავალ სეზოში ისევ კარიუსი გაგვიხარდეს კარის დარაჯათ დონარუმაზე იწერება მაგრამ მაგ მეკარემ ისეთები აკეთა იუვენტუსთან ფინალში ისევ კარიუსი მირჩევნია ვიღაცამ დაწერა აქ და მართალია ძაან გაპიარებული ეკარეაო .. მე ობლაკი მინდა მაგალითად გამოცდილი და კარგი მეკარეა ალისონიც კარგია მაგრამ ვნახოთ რა იქნება მომავალში

Capitan
ტოპ კომენტატორი

მიეცით ეგ 5 მილიონი ფუნტიც და დროზე მოიყვანეთ სანამ მსოფლიო დაიწყო თორე კიდე გაბერავენ მერე)))))) ცენტრი გვეყოლება მოგვარებული და 1 ვინგერი და ფოვრადი დაგვრჩება დასამატებელი სტარიჯი ორიჯი ინგსი ნახუი და ზაჰა რა მაგალითად ყველგან თამაშობს წინ ან ვარდი)))))))) და აცუილებელად მოსაყვანი მეკარე ანუ ფიკიერის მერე კიდე 2 ფეხბურთელი

Emre chan 23
მომხმარებელი

ზიდანი წავიდა რეალიდან

S.J
მომხმარებელი

რა სილესენი, დონე მეკარე დაიდოს, იმიტომ რომ ეს ლივერპულია---მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი გუნდი. ჩვენ ჩელსი არ ვართ, არც პსჟ, არც სიტი. მაღალი დონის გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება----კურტუა, ობლაკი ან თვითონ ჩადგეს კლოპი კარში, არ მაინტერესებს. ეს ლ ი ვ ე რ პ უ ლ ი ა, აქეთ უნდა იხვეწებოდნენ თქვენთან მიმიღეთო..........

lashafss
VIP Member

ლივერპულში იმენა იედალური მეკარე მხოლოდ ობლაკი იქნება, აი ასე მგონია მე ! :) იან ობლაკიუს ავრელიუსი :) )) მერე ვიქნებით მკვლელი გუნდი... ფეკირი ობლაკი და ერთი თავდამსხმელი გვინდააააა

F.Coutinho
მომხმარებელი

ფეკირი კოუტუნიოს შემცვლელი როგორ იქნება კაცი მესის და დიბალას სტილისაა... კოუტინიოს კეიტა შეცვლის, კიდევ ლემარს იყიდან ალბათ... ფეკირი ლივერპულს დახატავს მოუხდება გუნდს მაგრად, 70-იც უნდა გადაიხადონ და მეტიც თუ საქმეს დაჭირდა ეგ ფეხბურთელი ძან ტექნიკურია და ბურთს კარაგდ გრძნობს

gio_chyoi
რედაქტორი

F.Coutinho,
კეიტა ნომინალური ცენტრია და ეს შემტევი როგორც კოუტინიო

danagger
მომხმარებელი

სათაურმა შეთავაზება გააკეთაო, ტექსტმა არ გაუკეთებიაო.
და რა ქნა ისე გააკეთა თუ არა? თუ არ ვიცით?

gio_chyoi
რედაქტორი

danagger,
წყაროებს შორისაა სხვაობა, მირორი აცხადებს რო არ გაუეკთებია შეთავაზება, ფრანგული წყარო აცხადებს

LM10
მომხმარებელი

ციტატა: s_u_a_r_e_z
არ მიყვარს მსოფლიომდე რო ყიდულობენ დიდ თანხათ მოთამაშეს , ჯერ ერთი ხშირია ტრამვიანობა და წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს და მეორეც მსოფლიოზე უფრო წარმოჩინდებიან და მერე წავა ტაციაობა და ჩვენ რომ მოგვინდება თანხის უმეტესი ნაწილი დახარჯული იქნება, თან ფაბინიო ნაყიდი გვყავს უკვე ესეც რო ეხლავე ვიყიდოთ ჩვენი მფლობელები მსოფლიოს მერე 60-80 მეტს აღარც გამოყოფენ და ეგ მარტო მეკარეს თუ ეყოფა არადა დაცვაც მისახედია და შეტევაც ფირმიონოს გარდა წინ ვერავინ რო ვერ თამაშობს, ინგსები გასაშვებია და ნორმალური შემცვლელი მოსაყვანი

Vin vertamashobs ligase mane momom dabobim 33 goli sheagdees ;d

PRINCE
ტოპ კომენტატორი

სიმართლე ვთქვა, ისეთი სტილის მოთამაშეა, ვინმეს რომ ეკითხა ამაზე აზრი ადრე ვეტყოდი, რომ კლოპის სტილის ფეხბურთელი არ არის თქო. ნუ რახან ეგრე გამწარებით ეჩალიჩებიან, ესეიგი ხედავენ გუნდის სქემაში. მოზრდილი თანხა რომელ ფეხბურთელშიც გადავიხადეთ ყველამ გაამართლა და იმედია არც ფეკირი იქნება გამონაკლისი.

lika
მომხმარებელი

ფეკირიც გვინდა

coco
მომხმარებელი

ფეკირი და ლემარი დაიდოს

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: coco
ფეკირი და ლემარი დაიდოს

დიდად არც ფეკირი მინდა და აი ლემარი კიდე საერთოდ არ მინდა. მაგას ბევრი სხვა შემტევი მირჩევნია, ზაჰას და პულისიჩის თამადობით

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ოთხშაბათი 23:00


  • ლივერპული
  • Vs

    24.10.18


  • ცრვენა ზვეზდა

მიმოხილვა


  • ჰადერსფილდი
  • 0:1

    20.10.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze