ევროპული სატრანსფერო კარუსელი » Liverpool Fc - ფანკლუბი

ევროპული სატრანსფერო კარუსელი

ავტორი: gio_chyoi, 1-06-2018, 10:10, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 2 651, 21


სატრანსფერო ფანჯარა უკვე ოფიციალურად გახსნილია!

და მეკარეები ისევე მოთხოვნადები არიან, როგორც სუპერვარსკვლავი შემტევები. ეს კი, საერთოდ არაა გასაკვირი უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდგომ, სადაც მეკარემ მთლიანად გადაწყვიტა მატჩის ბედი (უარესობისკენ).

Sky Sports იტყობინება, რომ ლონდონის „ჩელსი“  მზადაა ტიბო კურტუას შეელიოს, რომლის კონტრაქტიც 2019 წელს იწურება და მის ნაცვლად გუნდში ალისონ ბეკერი მოიყვანოს.

ლონდონელთა ბელგიელ კიპერს ესპანეთში დაბრუნება სურს თავის ოჯახთან (ESPN) და მადრიდის „ატლეტიკო“ ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. ეს ყველაფერი კი „ლივერპულს“ იან ობლაკის შეძენის შანსს აძლევს. ამასთან, Goal.com-ის „ჩელსის“ კორესპონდენტი ნიზაარ კინსელა აცხადებს, რომ იგი (კურტუა) სტემფორდ ბრიჯს პრემიერ ლიგის გუნდისთვის არ დატოვებს.

ასე და ამგვარად, კარუსელი ამგვარი მიმართულებით ტრიალებს: კურტუა „ატლეტიკოში“, ალისონი „ჩელსიში“ და ობლაკი „ლივერპულში“. 

ასეთ შემთხვევაში რომაელები უმეკარეოდ რჩებიან, თუმცა, მათ შეეძლებათ სარფიან ფასად სიმონ მინოლე შეიძინონ და, საბოლოოდ, კარუსელიც თავის დანიშნულების ადგილს მიაღწევს.

ამასთან, Independent-მა დაადასტურა, რომ „ატლეტიკო“ მზადაა გაააქტიუროს ობლაკის გამოსასყიდი თანხა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

რა თქმა უნდა ძალიან გვაწყობს მოვლენების ამგვარი განვითარება, ობლაკი ყველაზე მაგარია აქედან ჯერ მარტო იმიტო რო ყველაზე პრესტიჟული მეკარეა დღეს დე ხეასტან და ნოერთან ერთად. მეკარეებში ვარსკვლავები თუ ვინმე არიან ეს სამი კაცია და ასეთი ფეხბურთელის მოყვანა გუნდის პრესტიჟსაც აწევს. თან მსოფლიო ჩემპიონატზეც არაა და მალევე რო მოიყვანონ გუნდსაც შეუერთდებოდა და მოკლედ ძაან მაგარი ტრანსფერი იქნება რა

Mate chavchavadze
მომხმარებელი

ობლაკი თუ მოვიდა ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი იქნება.დღეს ჩემი აზრით საუკეთესოა,იდეალური ასაკით,ნამდვილად შეუძლია დიდ ელიტაში ჩასაწერად ქონდეს ამბიცია კარიერის ბოლოს.არანაირი ნერვები და ემოციური ჟესტი,წყნარი პროფესიონალი რომელიც ბურთს უბრალოდ არ უშვებს

jano7
მომხმარებელი

ბლიადდდდდდ გადაიხადეტ 10000000000000 მილიარდი და იყიდეტ მეკარე რატუნდა ამას ბალამუტცჰიკობა

gio_chyoi
რედაქტორი

აუ ობლაკი რო ვნახო ლივერპულის მაისურში :)) 11 12

bulleye
მომხმარებელი

ობლაკი იქნება ბოლო დროის ყველაზე მაგარი ტრანსფერი ჩემი აზრით :)) მაგრამ ცოტა მეეჭვება

_z_l
მომხმარებელი

კაცმა არ იცის როგორ დატრიალდება ეს კარუსელი, მაგრამ ვიღაცა ალბათ მაინც შეგვხვდება. მთავარია "ჩელსიმ" "ატლეტიკოს" კურტუა ობლაკში არ გაუცვალოს, თორემ მაშინ შეგვრჩება ალისონი. და მთავარია "რეალიც" არ ჩაერიოს ამ კარუსელში, თორემ ნებისმიერს წაგვართმევს :(

giginio
VIP Member

1) batlendi. 2) taliska 3)zaha 4)centrforvardi .5) maguairi. amat moviyvandi me da kinwiskvrit gabyridi oriji, stariji , ingsi, minole, kariusi, lalana, klavani, matipi, . . dziritadshi iqnebiaan: batlendi, arnoldi,maguairi, vvd, fabinio,keita,taliska, mane salahi firmino. exla skami: wordi,lovreni,gomesi,klaini,arnoldi,moreno,hendo,milneri,jini,chemberleni,zahaa
,centrforvardi,solanke ai aqedan amaoarchios klppma 7 laci faqtiurad sharshan rac dziritadi iyo trios garda zamenaze gadainacvlebs da sigrmiseuli shemadgenloba gveyoleba. es fekiri didad ar momwons da ai lalanas adgili agaraa gundshi lonkirencias 2 uwevs chembo da jini . orive jobs lalanas

chipe888
მომხმარებელი

რავი ეს თუ გამოვიდა კარგია,მაგრამ არ მგონია. თუ კურტუას ოჯახი ენატრება და ოჯახი მადრიდში ყავს,რატო გგონიათ,რომ მაინცადამაინც ატლეტიკოში დაბრუნდება. რეალს რა არ სჭირდება მეკარე? თუ მადრიდში მარტო ატლეტიკოა? ეს ყველაფერი დიდი ჭორს გავს და ამ ხალხის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ზაჰაზეც წავიკითხე და ესეც რომ გავიგე შემდეგი დასკვნა გავაკეთე:ზაჰას შეთხვევაში ყოფილი მანჩესტერელის გადასვლა ლივერპულში რეალურია და ყოფილი ატლეტიკოელის გადასვლა რეალში არარელურია. ამაზე უცნაური ჭორი ჩემს დღეში არ გამიგია. რატო უნდა წავიდეს ალისონი რომადან ჩელსიში გაუგებარია და პირდაპირ ლივერპულში წამოიყვანონ არ ჯობია ამდენ კომბინაციებს? ჩვე ვიცი ბატლენდი ან ნავასი შეგვრჩება. გავა 2 წელი და ისევ კარიუსის მსგავსი გაგვეჩითება და ასე გაგრძელდება. რათ მინდა შემტევი,როცა ცარი კარიელია და რათ მინდა ყველაზე მეტი გოლის გატანა,როცა ტიტული არ იდება. მანეს,სალაჰს და ფირმინოს ლამის რეალის რაოდენობის გოლი გაიტანეს და ვის აქვს თასი ხელში ჩვენ თუ რეალს. და რატო არ გვაქვს? იმიტომ რო მეკარე არის *ცენზურა* და რით ვერ შეიგნეს,რომ ამდენი შემტევების მოყვანა არაფერში გამოგვადგება თუ მეკარე არ გყავდა ძლიერი და სტაბილური. კარიუსის მოსვლის მერე ამას გავიძახი და მეტი რა გავაკეთო. აგერ გამოჩნდება,რომ ამ ზაფხულს შემტევებზე ფული არ დაიზოგება და დაცვის მხრივ მაგრად მოუჭერენ, ვთუი ამათი

gio_chyoi
რედაქტორი

giginio,
სიმართლე გითხრა ფეკირს რატომღაც ტალისკა მირჩევნია და ზოგადად ფეკირის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით არ ვარ განმსჭვალული, აი ფაბინიო ძალიან მომწონს მარა ფეკირი არც ისე. ტალისკა თან ძალიან მაღალია და ეგ და ფაბინიო ძირითადში მეორე სართულზე უკვე სერიოზული ძალა იქნებოდა, პლიუს მაგას გრუიჩიც რო დაუყენო ბოლო წუთებზე ხო საერთოდ

fromanfield
მომხმარებელი

ობლაკი მოიყვანეთ გადაუხადეთ 90-100 რაც უნდათ ოგონდ ობლაკი მოიყვანეთ რა

LUIS SUARES 001
VIP Member

ჩვენთვის იდეალური ვარიანტი იქნება

Capitan
მომხმარებელი

მინოლე რომაში ალისონი ჩელსიში კურტია ატლეტიკოში ობლაკი ლივერპულში ყველაფერი იდალურად გამოვა))))) ობლაკი არის ჩემთვის საუკეთესოზე საუკეთესო ტრანსფერი იმედია გამოვა რა ტიპი სასწაული მეკარეა და თან ახალგაზრდააა

heerenveen
მომხმარებელი

ძალიან სერიოზული მეკარეა ეგ მე ალისონს მირჩევნია მაგრამ რატომღაც მეეჭვება მეკარეში ამხელა თანხა გადავიხადოთ

janklodklop
მომხმარებელი

gio_chyoi,
გიო გრუიჩს ცოცხალი თავით არ თმობ ხო 13

gio_chyoi
რედაქტორი

janklodklop,
:)) რატო უნდა დავთმო ჯერ არ წარმოუჩენია თავი, ვინც წარმოაჩინა ორიჯების და კარიუსების თამადობით და ვერაფერი ქნეს ისინი უნდა გაუშვა, მარა მაგას არ მისცემიან სათამაშო დრო და ეხლა კარდიფში კარგად თამაშობდა. ვფიქრობ რო ისევ გაანათხოვრებენ, მაგის ადგილი არ იქნება ნახევარდაცვაში, მომავალ ზაფხულს უკვე მილნერი-ლალანა წავლენ და მერე უკვე გამოუჩნდება ადგილი.
ოღონდ ეხლა პრემიერ ლიგის გუნდში უნდა გაანათხოვრონ, ისევ კარდიფშიც კარგი იქნებოდა, გადმოვიდნენ ეგენი

giginio
VIP Member

taliska magaria siswrafec aaqvs pasi da rac yvelaze mtavaria jarimas artyams magrad eg gvaklia gundshii

gio_chyoi
რედაქტორი

giginio,
ჯარიმა და მეორე სართული კიდე რაც ძალიან გვაკლია, ეგ და ფაბინიო ცენტრში იქნება უვკე დიდი ძალა ჰაერში

temotemura
მომხმარებელი

ობლაკი ოცნებებში მყავს, მაგრამ მომკალით და ვფიქრობ რომ კლოპი კარიუსის ენდობა ჯერ კიდევ.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ობლაკი საუკეთესოა ამათში, მაგრამ მეეჭვება ლივერპულმა შეძლოს მისი გაფორმება. ალისონის ტრანსფერი უფრო რეალური მგონია და მაგაზეც არავინ იტყვის უარს რათქმაუნდა.

juja
მომხმარებელი

აი ობლაკი მოიყვანონ და ნახეთ მერე ტიტულები. კაი მეკარე ნახევარ გუნდს უდრის (დე ხეა მაგის ცოცხალი მაგალითია) გადაუხადონ რამდენიც უნდათ ლიჟბი მოიყვანონ

gio_chyoi
რედაქტორი

juja,
ჯერ მგონი აგერ ფეკირს ვყიდულობთ დღე-დღეზე და მერე იმედია მეკარეს მიხედავენ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze