ორიჯის აგენტი: „არენდა აღარ გვსურს“

ავტორი: gio_chyoi, 2-06-2018, 00:32, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 857, 25


დივოკ ორიჯის აგენტი აცხადებს, რომ მის კლიენტს არენდით გუნდის დატოვება აღარ სურს და იგი მზადაა საკუთარი მომავალი „ლივერპულში“ საბოლოოდ გადაწყვიტოს.

ბელგიელი თავამსხმელი იჯარის წესით გერმანულ „ვოლფსბურგში“ გამოდიოდა და არცთუ ისეთი წარმატებული სეზონი გამოუვიდა როგორც გუნდს, ასევე თავად ფეხბურთელს. შეგახსენებთ, რომ „ვოლფსბურგი“ ბუნდესლიგაში მხოლოდ გადათამაშებაში გამარჯვების გამო დარჩა.

დივოკმა, საბოლოო ჯამში, 36 ჩატარებულ შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა მთელი მისი ასპარეზობა მხოლოდ ეპიზოდური გაელვებები იყო.

ახლა ორიჯი მერსისაიდში დაბრუნდება და საკუთარ მომავალს საბოლოოდ გადაწყვეტს. მას თავის გამოჩენის საშუალება პრე-სეზონზე ექნება.

მიმდინარე ზაფხული მის კარიერაში, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი იქნება.

თურქულ გამოცემა A Spor-თან ინტერვიუში მისმა აგენტმა განაცხადა: „ ჩემი აზრით, დივოკის „ვოლფსბურგში“ განათხოვრება შეცდომა იყო.

ახლა კლოპი მის მომავალს გადაწყვეტს. მას თუ მისი დარჩენა სურს, მაშინ დივოკი დარჩება, ხოლო თუ გაშვება სურს, მაშინ იგი წავა.

ჩვენ არ განვიხილავთ კიდევ ერთხელ იჯარას. ჩვენ გვსურს ისეთ გუნდში გადასვლა, რომელიც მასზე გეგმებს ააწყობს.

ამ მხრივ, ჩვენ უკვე ვესაუბრეთ „ბეშიქთაშს“.

აშკარაა, რომ მიუხედავად ასეთი წარმატებული შემტევი ტრიოსა, იურგენ კლოპის გუნდს მაინც ესაჭროება შეტევის გაძლიერება. ამ მხრივ გუნდს მხოლოდ დომინიკ სოლანკე და დენი ინგსი ეხმარებოდნენ, რომლებიც, დივოკ ორიჯიზე უკეთეს შედეგს ნამდვილად ვერ აჩვენებდნენ. 

რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი ახალი სათადარიგო ფორვარდის მოყვანა იქნებოდა, თუმცა რა კონკრეტული გეგმები აქვს ამასთან დაკავშირებით გერმანელ თავკაცს, უცნობია.

ყველაფერს კი დრო გვიჩვენებს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

გაყიდონ რა მართლა და მართლა რა. ამოვიდა ყელში ეს არაფრისმომცემი არენდები. ჯერ კიდევ წინა სეზონში ვიძახდი ვერც ინგსს, ვერც ორიჯის და ვერც სტარიჯს ვერაფერში გამოვიყენებთ, გაყიდონ სამივეთქო და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი. სამივე ტყუილად გვყავდა მთელი ეს პერიოდი. სტარიჯი ტრავმების, ორიჯი და ინგსი კიდე უკლასობის გამო. ნუ მარკოვიჩი ხო კიდე ცალკე თემაა, ეგ ვინ ვიყიდეთ ესეთი მოუშორებელი, ბორინი 2 მართლა რა. ეს 5 კაცი ერთი 50 მილიონა მაინც როგორ ვერ უნდა გაყიდო და მაგ ფასად ზაჰას ან პულისიჩს ან ვინმე მაგარ შემტევს მოიყვან

temotemura
მომხმარებელი

ისე ორიჯის არ ქონდა ცუდი შედეგი წინა სეზონში გოლების მხრივ და წელსაც გაიტანდა ალბათ. ინგსზე და სოლანკეზე უკეთ კი ითამაშებდა. ისე გასაყიდია ტყუილად არის მეც არ მესიამოვნა ისევ არენდა თუ მოინდომეს არაა ლივერპული ამის გუნდი ეს საფრანგეთში უფრო გაქაჩავს ან პრემიერ ლიგის საშუალო დონის გუნდში.

Scouser_Galski
მომხმარებელი

ეს და მისი ძმანი გაყიდონ და კაი ჰავერც მოიყვანონ იმენა მგელი იზრდება ეგ ბიჭი გერმანიის მომავალია არადა იწერებოდა მაგაზე და უცნაურად შეწყდა

gio_chyoi
რედაქტორი

გასატანია რა მთელი ბალასტი გუნდიდან, რით ვერ დაცალეს ამდენი ხანი. მინოლე-უორდი-ბოგდანი-ფლანაგანი-რენდალი-მარკოვიჩი-სტარიჯი-ორიჯი-ინგსი -ჩირიველია-კენტი-ოჯო აი ეს ხალხი საერთოდ ტყუილადაა გუნდში, აი სრულიად არაფერში გვადება აქედან არცერთი და ამათი გაყიდვით კიდე ძალინ დიდი თანხა შეიკვრება და ობლაკს ნ ალისონს იყიდდი თავისუფლად

reversi
VIP Member

gio_chyoi,
ყველა ერთად 65 მილიონის თემაა

GoGson
VIP Member

ორიჯი , ინგსი , სტარიჯი , მარკოვიჩი , მორენო , კლავანი.

რო გავყიდოთ 3 კარგი ფეხბურთელი მოგვივა სიღრმისთვის. მაგალითად ზაჰა , მაგუაერი და კრესველი

აარცერთია რეალური... უბრალოდ ამ დონის იგროკებიბგვინდა სკამზე მინიმუმ

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ახალი შემტევის ყიდვა თუ არ აქვთ გეგმაში მაშინ მომხრე ვარ ამის დაბრუნების. ინგსის და სოლანკეს სკამზე ყოლას ეს იჯდეს მირჩევნია. თუ მოიყვანენ ვინმე ნორმალურ შემტევს, ზაჰას, მარიანო დიასს, როდრიგოს ვალენსიადან, მაშინ გავარტყი ორიჯის.

gio-torres
მომხმარებელი

რავი ჩემი აზრით კლავანი უნდა დატოვოს. არაა პრეტენზიული მცველი და მშვიდად თამაშობს, შეიძლება თასებზე ათამაშოს და ნუ სკმაზე არ ამბობს უარს და ცუდი მცველი ნამდვილად არაა.
არც მორენოს გავუშვებდი და საერთოდ ნახევარდაცვაში ავწევდი, კარგად უტევს ტიპი და აქვს შემტევის თვისებები.
ორიჯი, სოლანკე, მარკოვიჩი, ჩანი დაუფიქრებლად უნდა გაუშვას. სოლანკეს ალბათ არ გაყიდის და გაანათხოვრებს

heerenveen
მომხმარებელი

გასაყიდია ეგ ისევე როგორც სოლანკე მარკოვიჩი სტარიჯი გრუიჩი კარიუსი.და მოსაყვანია ხალხი მაგრამ მჯერა რომ მოიყვანს კიდეც მაგრამ მე ვინც მინდა და მინდოდა არცერთი არ მოიყვანა და არც მოიყვანს.
კლოპი რომ მოვიდა მინდოდა მოეყვანა პიანიჩი ჰუმელსი სანე დებრუინი როუზი ობამეიანგი მაჰრეზი ზაჰა ბატლენდი, ალბათ არც მომავალში მოიყვანს.

Madrid1993
მომხმარებელი

ჩემი პირადი აზრია მაგრამ ფირმინიოს მაგივრად რომ გამოკვეთილი ცხრიანი მოიყვანოს ჯობია, არაა ცუდი ფეხბურთელი მაგრამ ფირმინიო არააა დაგეშილი გოლების შეყრაზე სხვა ფუნქციებიც აქვს და თავდასხმელი აუცილებლად ჭირდება გუნდს აგერ ლევანდოვსკიზე იწერება იქით ტიმო ვერნერი მიდის გუნდიდან იჩალიჩოს ერთ ერთზე:)

chipe888
მომხმარებელი

ორიჯი არ არის ცუდი ფეხბურთელი და ის,რომ ვოლსბურგში ვერ გაქაჩა ეს არ ნიშნავს,რომ ცუდი ტიპია. ვინმემ გაქაჩა ვოლსბურგში წელს? სხვათაშორის რობერტსონი ჰალიდან დავიმატეთ და ეს ჰალი პრემიერლიგიდან გავარდა. ორიჯი არ უნდა წასულიყო წელს არენდით,მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატმა თავისი ქნა. თამაში უნდოდა და შანსის ძიებაში იყო,რომ წასულიყო მსოფლიოზე. ეს იმის მანიშნებელია,რომ ამბიცია გაჩნია ფეხბურთელს. უნდა დარჩეს ორიჯი მინიმუმ ერთი წელი. იგსი,სტარიჯი,მორენო,კლავანი,მატიპი,კარიუსი,მარკოვიჩი,კენტი,გრიუჩი,ბოგდანი ნახუიზე. არანაირი არენდები და სირობები. გააჯმეინონ სასწრაფოდ ამ ხალხს. მეკარე და მცველი მოიყვანონ და ნუ ფეკირიც.

_z_l
მომხმარებელი

ჩემი აზრით, სკამზე ორიჯი უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ინგსი და სოლანკე. თავიდან არ ჰქონდა "ლივერპულში" ცუდი სეზონი. "ვოლფსბურგი" მართლა ჩააგდო. რა თქმა უნდა სკამზე ბევრად უკეთესს თავდამსხმელს ვისურვებდი, მაგრამ ამ სეზონში სკამზე ეა უფრო გამოგვადგებოდა ვიდრე ინგსი, სოლანკე ან თუნდაც ტრამვირებული ლალანა.

F.Coutinho
მომხმარებელი

ორიჯის თუ გაუშვებენ მაგაზე უკეთესი უნდა მოიყვანონ მაშინ ხო? მაგ შემთხვევაში გაუშვან, სხვა ვარიანტში ორიჯი კაი ზამენა იქნება

Mersisaideli
მომხმარებელი

Orijs ingsi bevrad jobia. Mebrdzoli bichia da golis gatanastan ertad sheudzlia presingis tamashi, iyos xistic da ibrdzolos. Am triso fonnze vinc ginda moiyvanon egre ver gamochndeba. Ings cota meti dro unda tamashistvis da gaixsneba. Ingsi unda darches.

Dro rom mieces da tramvam ar gatanjos isrve gagvaocebs ingsi rogorc robertsonma gagvaoca sasiamovnod. Mshvenieri iyo tramvis migebamde da dro tu miecema daamtkicebs aucilevlad. Rotaciistvis da grdzeli skamistvis mshvenieri fexburtelia da momdevno sezonshi grdzeli momqancveli sezoni gvelis.

giginio
VIP Member

xanxan aq iset ragaceebs vkitxulob vgijdebi. oriji ingss da solankes orives ertad jobia da firminos adgilas oriji ro daayeno da magis ukan firmino echvi maqvs 15 gols mainc gaitans. solanke kai jer shansi ar micemia magram ingss rac sheexeba jilka ver igebs tamashebs jilkas teqnikac undaa rac orijis bevrad metiaq vidre ingss da solankes golis algo tumdac da saertod orijim erti samjer mainc gadagavrchina es ingsi kide eqomebs ar asvenebs. nu mo*ცენზურა*t chemi xma orijis raa

lika
მომხმარებელი

არადა ეს რა კაი იყო

S.J
მომხმარებელი

ვერ გავიგე რას ერჩით სოლანკეს, ტიპს ნორმალური სათამაშო დრო არ მისცა კლოპმა. ბოლო 10 წუთით შემოყავდა, როცა 4-0 იყო ანგარიში, ორიჯის უფრო დიდი დრო ჰქონდა. უთამაშებელი ფეხბურთელისგან ვარსკვლავობას ნუ ითხოვთ, ბეილი ან ისკო ხომ არ არის

coco
მომხმარებელი

ეჰ ორიჯი

LUIS SUARES 001
VIP Member

არა და მაგრა მეიმედებოდა ორიჯის ,ამის ბედი გადაწყვეტილია უკვე

lasha77
VIP Member

სკამზე ჯდომა ამას ურდა და გაუშვან . მართალიცაა ჯერ ახაკგაზრდაა ახლა იწყებს ზოგი კარიერას . თუ ფორვარდი უნდათ მოიყვანონ ვინმე გამოცდილი რომელსაც შეუძლია შანსი გამოყენება მეტოქის საჯარისმოსთან და არც სკამზე ჯდომის პრეტენზია ექნება

Capitan
მომხმარებელი

სოლანკე დავიტოვოთ და დალშე გავყიდოთ ყველა ორიჯი სტარიჯი ინგსი კარგად იყვნენ 50 მილიონი რო ავიღოთ სამივეში მაგ ფასში ვიყიდით წესიერ ფორვარდს ტიმო ვინერს ან მსგავსი ტიპის ფორვარდს ზაჰა ფორვარდი არა მაგრამ შეუძლია მაგ პოზიციაზე თამაშიც იტოკში კლოპი იპოვის ვინმეს.... ფირმინო ვინერი სოლანკე უკვე თემააა

FOOTLAND georgia
მომხმარებელი

უდიდესი იმედები მყარდებოდა დივოკზე

gio_chyoi
რედაქტორი

მარტო სოლანკე არი დასატოვებელი. ბრიუსტერსაც მისცემს შანსს და ეგ ორი იყოს. ორიჯი-სტარიჯი-ინგსი გასაშვებია სამივე

Emre chan 23
მომხმარებელი

ორიჯი სტარიჯი უორდი ბოგდანი მორენო ლოვრენი მარკოვიჩი ინგსიი გასაშვებია . ობლაკი, შკრინიარი, ზაჰა , ბრანდტი ,

მოიყვანოონ

STEVEN8
მომხმარებელი

დიდი სიამოვნებით მოიყვანდი ჯეიმი ვარდის. სუფთად ჩვენი სტილია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze