x

ტიტე ენფილდით აღფრთოვანებულია

ავტორი: gio_chyoi, 4-06-2018, 12:16, კატეგორია - სიახლეები, 1 937, 19


სელესაოს მთავარი მწვრთნელის, ტიტეს განცხადებით, ენფილდს ვერაფერი შეედრება.

ვეტერანი ბრაზილიელის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ ხორვატიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ახლადდაბრუნებული ნეიმარისა და ბობი ფირმინოს გოლების წყალობით 2-0 დაამარცხა.

გამარჯვების შემდგომ, ტიტემ განაცხადა, რომ იგი ენფილდზე ცოტა ხნის ინ იმყოფებოდა სწორედ იმ მატჩზე, სადაც მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რომა“ დაამარცხეს ანგარიშით 5-2.

ეს მის ცხოვრებაში პირველი და ერთადერთი შემთხვევა აღმოჩნდა, რომდესაც იგი ფეხბურთს ფეხზემდგომარე უყურებდა.

„მე აქ რომასა და ლივერპულს შორის გამართულ შეხვედრასაც დავესწარი, სადაც ლივერპულმა 5-2 გაიმარჯვა. ვუყურებდი თამაშს და მთელი ეს დრო ფეხზე ვიდექი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მე თამაშს ფეხზემდგომარე ვუყურე, ფანებმა უბრალოდ დაჯდომის საშუალება არ მომცეს. ჩვენ მხოლოდ შესვენებაზე ვისხედით.“ - განუცხადა მან ESPN-ს

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ძალიან მაგარი გუნდი ყავს ბრაზილიას. მე პირადად მგონია რო ესენი მოიგებენ

GoGson
VIP Member

მთავარია ალისონს თუ მოეწონაა))))))))))

ტიტე ისე ძაან დებილიააა ... როჟა რავი ჟესუსის ნათლიაააა თუ ბიძა. ჯერ ბობის უთამაშებლობა. მერე კიდე სილვას კაპიტნის სამკლავური.. კაროჩე არვიცი, მე მაგალითად რამოდენიმე წელში გუარდიოლა გამისწორდება ბრაზილიის მწვრთნელად

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ხოდა ურჩიე ალისონს:)))

gio_chyoi
რედაქტორი

კაპიტანი მეც ძალიან გამიკვირდა და არ მომეწონა, რატო აირჩია ჟესუზი წარმოიდგენელია

janklodklop
მომხმარებელი

ეს რომელი ტიტეა? აქცია რო მიყავს რუსთაველზე?

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
კაპიტნობის როტაცია აღარ გამიგია, ანუ ფეხბურთელებმა სამკლავურს უნდა უყურონ ვის ეკეთება :)

_z_l
მომხმარებელი

მიუხედავად იმისა, რომ 10 ნომერი ყავთ ნაგავი, ბრაზილია მაინც უნდა გახდეს ჩემპიონი. წესით გერმანიასაც უნდა მოუგოს, ესპანეთსაც და საფრანგეთსაც. მთავარია არგენტინას არ გადაეყაროს :)

რატომღაც მგონია, რომ გვარდიოლა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გახდება

_z_l
მომხმარებელი

ციტატა: reversi
_z_l,
10 ნომერი ნეიმარია ეგეც არ აკლებს მარა ალბათ 11-ს გულისხმობდი ;დ

gio_chyoi,
მეც პირველად გავიგე პროსტა ყევლა თამაშში ცვლის და სტატია იყო რაღაცა მატჩისწინა შემადგენლობებზე გააგრძელებს ტრადიციას ტიტე და ბრაზილიას კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი უკაპიტნებსო ;დ


:) ახსოვდა რომ ბოლოს 10 ეცვა :)

Madrid1993
მომხმარებელი

ჩემი აზრით ამ ბრაზილიას მუნდიალის მოგება შეუძლია ძალიან ძლიერი შემადგენლობა ყავთ ნუ ნეიმარი ფენომენია✨

Capitan
ტოპ კომენტატორი

ბრაზელია მევასება 2000სებიდან))))))))) ძალიან კარგი გუნდი ყავს ტიტეს ფირმინო რა დონეცა გუშინაც დაამტკიცა იმედია ძირითადს ათამაშებს...

liverpool33
მომხმარებელი

ტიაგო სილვა და მარკინიოსი დააყენოს ძირითადში და ბევრად წინ წავა ვიდრე მირანდასთან ერთად და თან რა მცველი კია ინტერი ყველა თამაშში გოლს უშვებს იმ კრგად ნაქებ შკრინიერთან ერთად

gio_chyoi
რედაქტორი

liverpool33,
ძაან კაი მცველია მირანდა. აბა მარკინიოსის მაგარი მცველობა სად გამოჩნდა კაენს და მეცს ეთამაშება მთელი სეზონი. მეორე სართულზეც მირანდა ჯობნის და ისედაც გამოცდილებაც მეტი აქვს, ფიზიკურადაც უფრო ძლიერია

liverpool33
მომხმარებელი

gio_chyoi,

გუშინ თუ უყურებდი თამაშს ყველა სახიფათო მომენტი მირანდას გამო შეიქმნა არ ვამბობ რომ ყველა მომენტში თავიდან ბოლომდე დამნაშავე იყო მაგრამ დიდწილად ეგრეა. როცა გამოსაძახებელი იყო და ფორმის პიკში იყო მაშინ არ გამოუძახიათ რაც მიკვირდა და ეხლა უკვე რაღადროის მირანდაა მაგას მირჩევნოდა ჟემერსონი გამოეძახებინათ მონაკოდან

და არც ლივერპულისთვისაა ჟემერსონი ურიგო იმას თუ გავითვალისწინებთ რომ კლოპი ტოპ კლასის მცველს არ მოიყვანს

Kabula 543
მომხმარებელი

Msoplioze mainc ingliss vgulshematkivrob ,magram mgonia ro saprangetia dges yvelaze dzlieri gundi da mere germania am orshi erterti igebs msoplios

gio_chyoi
რედაქტორი

liverpool33,
ტოპ კლასისას არც ვოცნებობთ ჩვენ, რამოსი და მასეთI რო არ მოვა ვიცით მარა დე ლიხტი ან ვინმე მაგდაგვარი კარგი იქნებოდა. მარა მაინც მგონია რო არ მოვა მცველი საერთოდ. მაგაში უფრო იმან დამარწმუნა კლავანზე რო თქვა ცოტა ხნის წინ ძაან მაგარიაო და რო დაიწერა უხანგრძლივებენ მაგას და მორენოსო ფირმინოს შემდეგ

liverpool33
მომხმარებელი

ძალიან ცუდი მაგრამ იმედი მაქვს ვინმე ახალგაზრდას მოიყვანს თუნდაც მაგას ან მინას მაინც

LUIS SUARES 001
VIP Member

რა ეგონა ტიტეს აბა სად მოდიოდა,ენფილდი ევრიპული ღამეების თეატრია

jackjack
მომხმარებელი

ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, "ლივერპულის" თავდამსხმელი სადიო მანე ახლოს არის "რეალში" გადასვლასთან.
ვათ? :D

gio_chyoi
რედაქტორი

jackjack,
უარყო რამოდენიმე სანდო წყარომ ეგ ინფორმაცია, არსად გაშვებას არ აპირებს ლივერპული მანესიო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ოთხშაბათი 23:00


  • ლივერპული
  • Vs

    24.10.18


  • ცრვენა ზვეზდა

მიმოხილვა


  • ჰადერსფილდი
  • 0:1

    20.10.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze