"წითლები" მსოფლიო ჩემპიონატზე

ავტორი: johnson, 6-06-2018, 13:16, კატეგორია - სიახლეები, 942, 6


სულ რამდენიმე დღეში რუსეთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. მონაწილეებმა უკვე წარმოადგინეს 23 კაციანი განაცხადები.

როგორც ირკვევა, მუნდიალზე "ლივერპულს" 8 წარმომადგენელი ეყოლება :

* ინგლისის ნაკრებში ამჯერად მხოლოდ 2 "ლივერპულელი" მოხვდა - ბოლო წლებში მათი რიცხვი გაცილებით დიდი იყო. დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ ჯორდან ჰენდერსონს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს კი ნაკლებად სავარაუდოა თავის გამოჩენისთვის დიდი დრო დაუთმონ.

"სამი ლომი" ჯგუფში ტუნისთან, ბელგიასთან და პანამასთან მოხვდა.

* ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება სადიო მანეს. სენეგალის ნაკრები H ჯგუფში პოლონეთთან, იაპონიასთან და კოლუმბიასთან მოხვდა.

* ბევრისთვის მოულოდნელად, სერბეთის ნაკრებში უხმეს მარკო გრუიჩს, რომელიც განვლილ სეზონში "კარდიფში" იყო განათხოვრებული. ნახევარდაცვის ხაზში არსებულ კონკურენციას თუ გავითვალისწინებთ, მარკოს შანსები ძალიან მცირეა, თუმცა შესაძლოა გარკვეული დრო მას მაინც დაუთმონ.

სერბეთი E ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები ბრაზილია, კოსტა რიკა და შვეიცარია იქნებიან.

* თავდაპირველი პროგნოზები არ გამართლდა - მოჰამედ სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს. ჩემპ. ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის მიუხედავად, მომო თავის ქვეყანას მაინც დაეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ ეგვიპტე A ჯგუფში მასპინძელ რუსეთთან, ურუგვაისთან და საუდის არაბეთთან მოხვდა.

* დეიან ლოვრენისთვის დასრულდა ის პერიოდი, როცა გარკვეულ უთანხმოებათა გამო მას ნაკრებში არ იძახებდნენ. ის ახლა 23 კაციან განაცხადშიც მოხვდა, რამდენიმე დღის წინ, "ენფილდზეც" ითამაშა და დიდი ალბათობით, მუნდიალზეც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იქნება.

ხორვატიის ნაკრების მეტოქეები ნიგერია, არგენტინა და ისლანდია იქნებიან.

* პრაქტიკულად უშანსოდ არის სიმონ მინიოლე - ის მაინც მოხვდა 23 კაციან განაცხადში, მიუხედავადდ იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვეა არ უთამაშია. ამასთანავე, ყველასთვის ცნობილია, რომ ბელგიელთა პირველი ნომერი ტიბო კურტუაა.

ბელგია ჯგუფში ინგლისთან, პანასთან და ტუნისთან მოხვდა.

* "ლივერპულის" მე-8 წარმომადგენელი მუნდიალზე რობერტო ფირმინოა. დაზუსტებით რთულია იმის თქმა თუ ვისზე შეაჩერებს ტიტე არჩევანს, თუმცა ფირმინოს თავის გამოჩენის შანსი მუნდიალზე აუცილებლად ექნება.

ბრაზილიელები ჯგუფურ ეტაპზე სერბეთს, კოსტა რიკასა და შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

შემადგენლობა რომ არ არის კარგი ამითაც ჩანს. ვინც კარგები არიან ისინი ძირითადში იქნებია და სათამაშო დრო მიეცემათ(ლოვრენს არ ვგულისხმობ) და დანარჩეები კი საყურებლად მიდიან. ლიგაზე რეალის დამარცხება ხომ გვინდოდა და ნახეთ მათი სასტავი. ძირითადის ყველა ფეხბურთელი გამოძახებულია და სასტავშიც ითამაშებენ. ეს არის განსხვავება. მერე ტიტულებს ვითხვთ და რეალურად რომ შეხედო ლივერპულის შემადგენლობით ფინალში გასვლა უკვე ტიტულია. რავი რა უნდა შეიცვალოს ამ ზაფხულს არ ვიცი მარა ესე რო ვერაფერს მივაღწევთ კი ვიცი.

gio_chyoi
რედაქტორი

გრუიჩის გამოძახება გამიხარდა, ეხლა ამხანაგურში უცვლელად ითამაშია 90 წუთი და იმედია ელხა მუნდიალზეც სულ მინიმუმ მყარი ზამენა იქნება და ყოველ თამაშში შემოიყვანს, დიდი გამოცდილება იქნება. ძირითადში თუ დააწყებინებს ხო საერთოდ მაგარი იქნება.
სალაჰს რაც შეეხება აი ძაან მინდა რო ერვონულ ნაკრებშიც წარმეტებას მიაღწიოს, ვერ მოიგებს რა თქმა უნდა მარა ჯგუფიდან მაინც გაიყვანოს და იქნება კოსტა რიკა გააკეთოს 2014-ის

GoGson
VIP Member

ციტატა: chipe888
შემადგენლობა რომ არ არის კარგი ამითაც ჩანს. ვინც კარგები არიან ისინი ძირითადში იქნებია და სათამაშო დრო მიეცემათ(ლოვრენს არ ვგულისხმობ) და დანარჩეები კი საყურებლად მიდიან. ლიგაზე რეალის დამარცხება ხომ გვინდოდა და ნახეთ მათი სასტავი. ძირითადის ყველა ფეხბურთელი გამოძახებულია და სასტავშიც ითამაშებენ. ეს არის განსხვავება. მერე ტიტულებს ვითხვთ და რეალურად რომ შეხედო ლივერპულის შემადგენლობით ფინალში გასვლა უკვე ტიტულია. რავი რა უნდა შეიცვალოს ამ ზაფხულს არ ვიცი მარა ესე რო ვერაფერს მივაღწევთ კი ვიცი.


რანაირად ვერ მივაღწევთ ვერაფერს ? რას გულისხმობ. ან რას ერჩი ჩვენ შმადგენლობას ?:დ მართლა 1-2 კაცი გვაკლია მაქსიმუმ და სიღრმეც გვაქვს , კლასიც და ყველაფერი

Capitan
მომხმარებელი

უელსი რო არა მსოფლიოზე მიტყდება უილსონი და ბენი მეიმედებიან და მსოფლიოზე რო გამოჩენილიყვნენ კარგი იქნებოდა.... ლოვრენი გრუიჩი არნოლდი იმედია დონეს აიმაღლებენ ამ მსოფლიოთი და უფრო ძლიერები დაგვიბრუნდებიან)))))) არნოლდზე არც მაქ პრეტენზია უბრალოდ ყველამ ვიცით რო ამ ეტაპზე გაჩერებას არ აპირებს და აუცილებლად დიდ ფეხბურთს ითამაშებს ლივერპულის მომავალი კაპიტანი))))))))

gio_chyoi
რედაქტორი

Capitan,
ხო, საწყენია რო ვერ მოხვდა უელსი, გრუიჩის გაბრწყინება მინდა ძაან რა

LUIS SUARES 001
VIP Member

ეგვიპტეს არ უნდა გაუჭირდეს ჯგუფიდან გასვლა ,ინგლისი მეორე ადგილით გავა არამგონია ბელგიას რამე უყოს..კარგი იქნება რამეს თუ მპაბამენ თავს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze