სეზონის რევიუ - ნაწილი I

ავტორი: johnson, 7-06-2018, 16:26, კატეგორია - სიახლეები, 1 288, 13


26 მაისს "ლივერპულმა" 2017/18 წლების სეზონი დაასრულა - კიევში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მერსისაიდელები მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ.

მოდით ერთად გავიხსენოთ განვლილი სეზონი და შევაფასოთ როგორც ფეხბურთელების, ისე მწვრთნელის მიერ გაწეული სამუშაო :

მითები დაცვის სისუსტეზე
"ლივერპულზე" საუბრისას გულშემატკივრებსა და ექსპერტებს ყოვეელთვის შემტევი ტრიო ახსენდებათ, რომლის გაჩერებაც პრაქტიკულად ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. ამავდროულად, გუნდის ყველაზე დიდ მინუსად დაცვის ხაზი ითვლება. სტატისტიკური მონაცემები კი ამ მოსაზრებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - გუნდმა პრემიერ ლიგის განვლილ სეზონში 38 გოლი გაუშვა, საშუალოდ 1 გოლი 1 მატჩი. "ჩელსისთან" ერთად, მერსისაიდელები ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილს იკავებენ. ასევე, "წითლები" მესამეზე არიან "მშრალად შენახული" კარის რაოდენობით და ლიდერ "იუნაიტედს" მხოლოდ 2-ით ჩამორჩებიან. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ტოპ 5 ჩემპიონატში, "სიტის" შემდეგ, ყველაზე ნაკლები დარტყმა "ლივერპულის" კარისკენ იყო მიმართული - საშუალოდ 7,4 ერთ მატჩში. რუსული ტერმინი რომ ვიხმარო, "ლივერპულის" დაცვა "проходной двор"-ს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

დაცვის სტაბილურ თამაშზე დიდი გავლენა იქონია ვირჯილ ვან დეიკის დამატებამ, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. "სუონსისთან" მატჩის შემდეგ, "ლივერპულმა" 15 შეხვედრაში მხოლოდ 10 გოლი გაუშვა. ჰოლანდიელი საკმაოდ დამაჯერებელი იყო მეორე სართულზე და არც შეტევაში ჩართვას ერიდებოდა. უმეტესად, მასთან დაცვის ცენტრში დეიან ლოვრენი გვევლინებოდა - გარკვეულწილად ამაზე გავლენა მატიპის ტრავმებმაც იქონია. მათ ერთად 12 მატჩი ჩაატარეს და 7 შემთხვევაში გუნდმა კარი "მშრალად შეინახა". ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ხორვატმა მცველმა კიდევ ერთხელ დაადუმა კრიტიკოსები და დააფიქრა გულშემატკივრები - სჭირდება კი "ლივერპულს" კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ?

დაცვის ხაზზე საუბრისას არ შეიძლება არ შევაქოთ ფლანგის მოთამაშეები, განსაკუთრებით კი ენდი რობერტსონი, რომელმაც სადებიუტო სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და პრაქტიკულად უშეცდომო იყო. გულშემატკივრებმა მას "ჩანტიც" კი მიუძღვნეს. მარჯვენა ფლანგზე კი ერთმანეთს ჯო გომესი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ენაცვლებოდნენ. ორივე მათგანი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში, გომესის ტრავმის გამო, ტრენტი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და კლოპის იმედებიც სრულად გაამართლა.

კლოპი "დაჭკვიანდა"
წინა სეზონში "ლივერპული" ძალიან კარგად გამოიყურებოდა ტოპ 6-ეულის გუნდებთან, თუმცა ცხრილის ქვედა ნაწილის ბინადრებთან "წითლები" ხშირად კარგავდნენ ქულებს. წელს კი სიტუაცია სრულიად შეიცვალა - სეზონის განმავლობაში გუნდი სულ 5-ჯერ დამარცხდა. 4 შემთხვევაში კლოპის ბიჭებს უშუალო კონკურენტებმა სძლიეს.

მერსისაიდელებმა თითქოს შეძლეს "ავტობუსებთან" გამკლავება. იყო შემთხვევები, როცა კლოპმა უარი თქვა თავის სტილზეც კი - გერმანელმა სპეციალისტმა უბურთოდ ყოფნა და მეორე ნორმად თამაში არჩია. "ვესტ ჰემთან"(4:1) ამ სტრატეგიამ იმუშავა. კონტრშეტევებზე "ლივერპულმა" უბრალოდ გაანადგურა მეტოქე - მეტოქის ჩამოწოდებული კუთხურიდან ჰარტის ბადეში ბურთის გახვევამდე სხვაობა მხოლოდ 13 წამი იყო. ოქტომბერში, "ტოტენჰემთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "წითლებს" მიჯრით 14 შეხვედრა არ წაუგიათ.

ამავდროულად, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ "სუონსისთან" განცდილი მარცხი. ამ შემთხვევაში "ლივერპულის" "მავნე ჩვევამ" კვლავ იჩინა თავი - გუნდმა 1 კვირის განმავლობაში "შეძლო" დაემარცხებინა "მან. სიტი" და წაეგო ცხრილის ბოლო ადგილოსანთან. იმ მატჩში "გედების" მთავარმა მწვრთნელმა "საცობში" მოახვედრა "ლივერპულის" შეტევა.

ცალკე საუბრის თემაა ჩემპიონთა ლიგა, სადაც კლოპმა ნამდვილად დაჯაბნა კოლეგები - თვით პეპ გუარდიოლაც კი, რომელსაც 1/4 ფინალში ორივე შეხვედრა მოუგო. ასევე, რთულია გერმანელი სპეციალისტი დაადანაშაულო ჩემპ. ლიგის ფინალის წაგებაში, ან თუნდაც მის მიერ დაშვებულ ტაქტიკურ შეცდომაზე ისაუბრო. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ განვლილ სეზონში გუნდთან ერთად კლოპიც "გაიზარდა" და "დაჭკვიანდა".



შემტევი ტრიო
არ შეიძლება ისაუბრო "ლივერპულზე" და არ ახსენო მსოფლიოში ყველაზე სახიფათო შემტევი ტრიო :

* რობერტო ფირმინო - "ის გუნდის ძრავია. ის მსოფლიო დონის მოთამაშეა. კეინისგან განსხვავებით, ის არის უფრო მეტად "ათიანი" და ცოტათი "ცხრიანი". ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია". - ამბობდა ბრაზილიელის თამაშით აღტაცებული კლოპი. მართლაც, ბობის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია და ბევრის აზრით, სეზონის საუკეთესო მოთამაშეც სწორედ ის იყო. გუნდიდან ფილიპე კოუტინიოს წასვლის შემდეგ, ის გუნდის "ტვინი" გახდა. ის არასდროს აძლევს მოსვენებას მეტოქის მცველებს და უბურთოდაც კი დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის. კლოპის საყვარელი გეგენპრესინგი სწორედ მისთვის არის შექმნილი. განვლილ სეზონში მან სულ გაიტანა 26 გოლი და გააკეთა 14 საგოლე გადაცემა.

* სადიო მანე - სენეგალელი წელს მოჰამედ სალაჰის ჩრდილში მოექცა. დიახ, შარშანდელთან შედარებით, ის წელს უფრო შედეგიანი იყო და გააუმჯობესა პირადი სტატისტიკა, თუმცა იყო მატჩები, როცა მანეს თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. სადიომ სეზონის საუკეთესო პერფორმანსი ალბათ მაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში შემოგვთავაზა. განვლილ სეზონში მან სულ გაიტანა 20 გოლი და გააკეა 8 საგოლე გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ბობისთან და სალაჰთან შედარებით მანეს ნაკლები ქება-დიდება შეხვდა, ის კლოპის გუნდისთვის მაინც საჭირო მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში ის კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

* მოჰამედ სალაჰი - "ეგვიპტელი მეფე". ალბათ თავადაც კი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ რომელიმე კლუბში შეიძლებოდა ასეთი სადებიუტო სეზონი ჰქონოდა. მერე და სად, "ლივერპულში" ? "ენფილდზე" ? მომო გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით. ის საუკეთესოდ დაასახელეს გულშემატკივრებმა, ჟურნალისტებმა და ფეხბურთელებმა. მან არაბულ სამყაროში "ლივერპულს" ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა. მანესთან ერთად, ის იდეალურად ითვისებდა თავისუფალ სივრცეებს და რაც მთავარია, იყო უნივერსალური მოთამაშე - სალაჰი ხშირად გვევლინებოდა ცენტრფორვარდის ამპლუაში. მან შემოგვთავაზა ყველაფერი - საოცარი სისწრაფე, შორეული დარტყმები, თავით გატანილი გოლები, ერთბაშად მოტყუებული რამდენიმე მეტოქე... შარშან, მომოს ტრანსფერს ბევრი პესიმისტურად შეხვდა და მას სწორხაზოვანი მოთამაშე უწოდა, თუმცა განვლილ სეზონში, "ლივერპულის" მოთამაშეებიდან, მომო ალბათ ყველაზე ნაკლებად იყო სწორხაზოვანი(ფირმინოს შემდეგ(ავტ.)). 26 მაისს მიღებული ტრავმა და წაგებული ფინალი რომ არა, მომო "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატი იქნებოდა. განვლილ სეზონში მან სულ გაიტანა 43 გოლი და გააკეთა 14 საგოლე გადაცემა. ახლა კი მის წინაშე კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა - მან მომდევნო სეზონიც ასეთ მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს და კრიტიკოსები დაარწმუნოს, რომ განვლილ სეზონში ნაჩვენები ფანტასტიური თამაში უბრალოდ "გავარდნა" არ იყო.


მენეჯმენტი
გუნდისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლა. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ბრაზილიელის სუსტ მხარეებზე - არასტაბილურობასა და უბურთოდ თამაშის არცოდნაზე, ის გუნდის ლიდერი იყო. როგორც იცით, კოუს კატალონიაში გადაბარგება აგვისტოშიც სურდა, თუმცა "ლივერპულს" მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ფეხბურთელის შენარჩუნება. მეტიც, "წითლები" არც კი განიხილავდნენ "ბლაუგრანას" შემოთავაზებებს და უარს ამბობდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაზე. სეზონის პირველ ნახევარში, ხელმძღვანელობა და იურგენ კლოპი მთელი ძალებით ცდილობდნენ ბრაზილიელის გადარწმუნებას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი უშედეგო იყო. იანვარში, კოუტინიომ თავისი გაიტანა და "ბარსელონას" რიგებში ჩაირიცხა. მის სანაცვლოდ კი "ლივერპულმა" საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო. მოგეხსენებათ, ფეხბურთელის კონტრაქტში არ იყო ჩაწერილი კონკრეტული გამოსასყიდი თანხა - ეს გარემოება "წითლებმა" სათავისოდ გამოიყენეს და კატალონიელებთან სარფიანად ივაჭრეს.

ზამთარში კოუტინიოს გაყიდვა პრაქტიკულად გადაფარა ვირჯილ ვან დეიკის დამატებამ, რომლის ტრანსფერზეც "ლივერპული" რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. როგორც უკვე გითხარით, ჰოლანდიელი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა, თუმცა ნახევარი სეზონიც კი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ვირჯილს მასზე გაცემული ავანსები გაემართლებინა. როგორც კლოპი გვპირდება, ახალი სეზონიდან გაცილებით უკეთესს ვან დეიკს ვიხილავთ, რომელიც ზუსტად ჩაჯდება გუნდის სათამაშო სისტემაში.  

იმედები გაამართლა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმაც, რომლისთვისაც "ენფილდური" კარიერა ძალიან ცუდად დაიწყო. ადაპტაციისთვის მას გარკვეული დრო დასჭირდა. მეორე წრეში კი ოქსიმ ძირითად შემაგენლობაში კოუტინიოს ადგილი დაიკავა და თავისი მოვალეობებიც ბრწყინვალედ შეასრულა. რომ არა "რომასთან" მიღებული ტრავმა, ინგლისელი ამ სეზონში გუნდისთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მოტანას შეძლებდა. როგორც იცით, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ის მოედანს ნოემბერში დაუბრუნდება.

კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან, გამართლებული იყო ნაბი კეიტას ტრანსფერი, რომელიც გუნდს სულ რამდენიმე კვირაში შეუერთდება. გვინეელი ნახევარმცველი შარშან ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მელვუდში სწამდათ, რომ კეიტა პროგრესს არც მომდევნო სეზონში შეწყვეტდა, ამიტომაც გადაწყვიტოს დაესწროთ ევროპული გიგანტებისთვის და ფეხბურთელი 1 წლით ადრე დაიბევეს. მისი ტრანსფერი გუნდს დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი დაუჯდება. არ დაგვავიწყდეს ფაბინიოც, რომლის ტრანსფერიც "ლივერპულმა" მაისის მიწურულს დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, ეს ორი მოედნის ცენტრში არსებულ პრობლემას სრულად მოაგვარებენ.

და ბოლოს, წელს გუნდს ნამდვილად შეეტყო, რომ ხელმძღვანელობა ფიქრობს "ლივერპულის" პროგრესსა და განვითარებაზე. საუბრები არ წყდება "ენფილდის" მორიგ რეკონსტრუქციაზე. ასევე, კლუბი აგრძელებს მუშაობას ტრანსფერებზე და ცდილობს გარკვეული სარგებელი ნახოს ფეხბურთელების განათხოვრებითაც, თუნდაც ფინანსური კუთხით - ამის კარგი მაგალითი იყო დანიელ სტარიჯის იჯარა.

We’re never gonna stop
ჩინეთიდან "ლივერპულს" ძირითადი შემადგენლობის მორიგი ტრავმირებული წევრი და "ბარსელონასგან" მიღებული შემოთავაზება ჩამოჰყვა. წინ კი "ჰოფენჰაიმი" იყო, რომელიც კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისგან აშორებდა. "წითლებმა" მეტოქის 1 წლიანი წაუგებელი საშინაო სერია შეწყვიტეს, "ენფილდზე" კი მარტივი გამარჯვება მოიპოვეს - ასე დაიწყო "ლივერპულის" გზა ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ !

შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფურ ეტაპზე მერსისაიდელებს გაუმართლათ, რადგან "მარიბორთან", "სევილიასთან" და "სპარტაკთან" მოხვდნენ. ბევრი თვლიდა, რომ "წითლები" პლეი-ოფის საგზურს 1-2 ტურით ადრე მაინც გაიფორმებდნენ, თუმცა "ლივერპულმა" ამჯერადაც ბოლო წამამდე ანერვიულა გულშემატკივრები.

აი პლეი-ოფში კი გუნდი გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ზოგადად, ჩემპ. ლიგაზე მერსისაიდელთა შეტევა შთამბეჭდავი იყო :  

* 40 წუთის განმავლობაში "რომას" გუნდმა გაუტანა 5 გოლი.

* "სიტის", "ჰოფენჰაიმს", "მარიბორსა" და "სპარტაკს", "წითლებმა" 20 წუთის განმავლობაში 3-3 გოლი გაუტანეს.

* "სევილიამ" მერსისაიდული გრანდისგან ნახევარ საათში 3 გოლი მიიღო.

* "პორტუს" კარი კი კლოპის შეგირდებმა 4 წუთში 2-ჯერ აიღეს.

მართლაც, ნებისმიერ სამართლიანი და ობიექტური გულშემატკივარი თუ ექსპერტი თანხმდებოდა, რომ ამ გუნდმა ტურნირის ფინალში თამაში დაიმსახურა. ცხადია, ასეთ შედეგს ვერ აჩვენებ თუ იღბალიც შენს მხარეს არ არის - "ლივერპულს" ნამდვილად უმართლებდა წილისყრის დროს, ხოლო როცა "სიტის" დაუპირისპირდა, იყო ეპიზოდები, როცა მსაჯი ძალიან საკამათო გადაწყვეტილებას იღებდა. აი ფინალში კი ფორტუნა "წითლების" მხარეს ნამდვილად არ იყო. კიევში რა და როგორ მოხდა, ყველას ისედაც კარგად მოგეხსენებათ და დარწმუნებული ვარ, არავის სურს ამ დღის კიდევ ერთხელ, დეტალურად გახსენება.

კლოპი ფინალებს კვლავ დაგვპირდა და იმედი დავიტოვოთ, რომ პირობას შეასრულებს, თუმცა ამჯერად უკვე ოქროს მედლებით დაბრუნდება მერსისაიდში.

კომენტარები


GoGson
VIP Member

ყოლისმომცველი სტატიააა. მადლიბა გუგა. კომენტარის დაწერა მინდოდა მარა ვშლიდი იმიტო რო იგივე ტექსტს ვიმეორებდი რაც ეწერა :დდდ

მაქსიმალისტი ვარ მეც ისევე როგორც სქაუზერების უმრავლესობა ბიჭებო მაგრამ თხოვნა იქნება წინა სეზონების მსგავსად (სადაც მართლა ბევრი რამ იყო გსსაკრიტიკებელი) წლევანდელ სეზონს ნუ გავაკრიტიკებთ არაობიქლექტურად და პეიმისტურ განწყობას ნუ შემოიტანთ საიტზე. მომავალი მართლა აქვს ჩვენ გუნდს.

ამ სეზონშ მიივაღწიეთ მთავარს. - მოვიპოვეთ დაფასება და შიში მსოფლიო გრანდებისგან და ნიცას და სევილიას დონის გუნდები ვეღარ გაგვიბედავენ თქმას რომ "ერთი " დონე ვართ ))))) ტიტულებიც იქნება დღეს ან ხვალ. მე კმაყოფილი ვარ ამ სეზონით. ნუ ფინალი აბსურდი იყო უბრალოდ. ამაზე არ მინდა საუბარი

gio_chyoi
რედაქტორი

კარგი სტატიაა გუგა. ამ სეზონში გამოჩნდა რო გუნდს ნამდვილად შეუძლია წარმატების მიღწევა და ცოტა უკეთესი სკამი რო გვყოლოდა ვინ იცის იქნება ეს სეზონიც დაგვესრულებინა ტრიუმფით. დაცვა ნამდვილად დალაგდა, განსაკუთრებით დაცვის ფლანგები. მთავარ პრობლემად, ჩემი აზრით, ჩამშლელი და მეკარე დარჩა სეზონის დასრულების შემდგომ და ჩამშლელი უკვე მოვიდა. ასე რომ, ეხლა ყველაზე მეტად პრიორიტეტული მეკარის მოყვანაა.
თითქმის დარწმუნებული ვარ რო კიდევ 3 ტრანსფერი გაკეთდება: 1. მეკარე 2. ფეკირი (ნუ კოუტინიოს შემცვლელი ვინმე) და 3. ერთი ფლანგის შემტევი (შესაძლოა შაქირი)
თორე ისე კიდევ იმედი მაქვს რო ფორვარდიც მოვა, ინგსი-სტარიჯი-ორიჯი სამივე უნდა გაიყიდოს, სოლანკე ჯერარდთან ან სადმე გაანათხოვრონ და 1 ფორვარდი მოიყვანონ

GoGson
VIP Member

ვარდი მაგათ ნაცვლად )))) გაასწორებდა

Lasha badzagua
მომხმარებელი

Liverpools momavai cin aq chventvis oqros medlebi aci icyeba chveni epoqa daicyo

LUIS SUARES 001
VIP Member

Guga rogorc yoveltvis erti siamovnebaa sheni statiebis wakitxva.sago dzmao

chipe888
მომხმარებელი

მეკარე?

johnson
ადმინისტრატორი

chipe888,
მეორე ნაწილში ზუსტად კონკრეტულ მოთამაშეებს განვავრცობ ;)

Ynwa Scousers
VIP Member

ფაბინიო კეიტას დუეტი იმდენად საჭირო იყო როგორც ბობი სალაჰის

juja
მომხმარებელი

მადლობა ავტორს კაი სტატიაა რაც უნდა დამეწერა და რასაც ვფიქრობდი ერთი ერთშია

Kabula 543
მომხმარებელი

Madloba dzalian momwons status

STEVEN8
მომხმარებელი

გუგა კარგი სტატიაა მარა ნახევარდაცვაზე რატომ არ დაწერე?

RUSH
რედაქტორი

ბრავისიმოოო გუგააა, ველოდები მეორე ნაწილს გიჟივით 4

lasha77
VIP Member

უმაგრესი სტატიაა . მადლოა სტატიის ავტორს . იმდენად საინტერესო იყო რომ გული დამწყდა რომ დასრულდა . მეორე ნაწილს ველოდებით :D

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze