£48.4 მილიონი - ფეკირზე შეთანხმება მიღწეულია! » Liverpool Fc - ფანკლუბი

£48.4 მილიონი - ფეკირზე შეთანხმება მიღწეულია!

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 8-06-2018, 02:43, კატეგორია - სიახლეები, 2 466, 24


Liverpool Echo-ს ცნობით, დღის ბოლომდე შესაძლოა ნაბილ ფეკირი "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდეს - "წითლებს" ძალიან ცოტაღა აშორებთ ფრანგის შეძენამდე.

გუშინ საფრანგეთში მყოფმა "ლივერპულულმა" დელეგაციამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ლიონურ გუნდთან მოლაპარაკებებში და ყველაზე მთავარი, ფეხბურთელის გამოსასყიდი ფასი შეათანხმა ფრანგებთან.

თუკი დღეს ყველაფერი კარგად ჩაივლის "ლივერპული" გარანტირებულ 55 მილიონ ევროს(48.8 მილიონი ბრიტანული ფუნტი) გადაუხდის "ლიონს", მომავალში კი დანამატების სახით კიდევ მაქსიმუმ 5 მილიონის(4.4 მილიონი ფუნტი) გადახდას პირდება ფრანგებს.

სავარაუდოდ დღეს ფეკირი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით დღესვე მოაწერს ხელს "ლივერპულთან" ხელშეკრულებას. "წითლებს" საფრანგეთში სამედიცინო ჯგუფიც კი ყავთ გაგზავნილი, რათა ყველაფერი შაბათამდე მოგვარდეს, სანამ ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად რუსეთში გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოთ.
 
"ლიონის" ხელმძღვანელობა დიდი ხანი ითრევდა ფეხს ტრანსფერზე და ერჩია ფეკირი მსოფლიო ჩემპიონატის მერე გაეყიდა. 24 წლის ნახევარმცველით მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "ატლეტიკოც" ინტერესდებოდნენ, ამიტომ ფრანგებს იმედი ჰქონდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ბევრად გაზრდიდა ფეკირის ფასს.

თუმცა როგორც ჩანს, იურგენ კლოპმა და კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაიკლ ედვარდსმა, ვინც ახლა პარიზში იმყოფება მოლაპარაკებებზე, შეძლეს და კიდევ ერთ მნიშვნელოვან სატრანსფერო წარმატებას მიაღწიეს.


ფეკირი ამ ზაფხულის უკვე მესამე შენაძენი იქნება "წითლებისთვის" - მანამდე იურგენ კლოპის გუნდს "ლაიპციგში" მოთამაშე ნაბი კეიტა და ბრაზილიელი ფაბინიო შეუერთდნენ.

გერმანელი მწვრთნელი შეტევის გაძლიერებაზეც ფიქრობს. ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური კანდიდატი ჯერდან შაქირია, ვინც მას შემდეგ რაც "სტოკი" ჩემპიონშიპში დაქვეითდა სულ 12 მილიონი ფუნტი უნდა დაჯდეს. ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება დაახლოებით 10 მილიონად შეფასებული გენტის ნიგერიელი ფლანგელი მოზეს სიმონი.

მერსისაიდში ახალი მეკარის მოყვანაც განიხილება. ამჟამინდელი კანდიდატები "რომაში" მოთამაშე ალისონ ბეკერი და "ატლეტიკოს" სლოვენიელი მეკარე იან ობლაკი არიან. თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფეხბურთელებში მოთხოვილი მაღალი ფასია.

კომენტარები


James Pearce
VIP Member

დიდი ვერაფერია ეს ფეკირი მაგრამ რავი იმედია მაგრად ითამაშებს რა :D წარმატებები ნაბილს!

მეკარე ცენტრმცველი და გავედით <3

ramms01
მომხმარებელი

ავოიეეეეეეეეე, კიდე 2 ტრანსფერი და გავდივააართ!!!!!!! 5 გილოცავთ ყველას, შემდეგი გაჩერება ალისონი ან ობლაკი 3

GoGson
VIP Member

რა დიდიი ვერაფერიიი ტოო კაიი რაა))) ძაალიანნ მაგარიააააა......

შეგახსენებთ ეს ფასი იმაზე რამდრნიმე მილიონით ნაკლებია რაც ევერტონმა სიგურსონში გადაიხადააა და იმაზე 2ჯერ ნაკლებია რაც ლივერპულს ან არსენალს ლემარში უნდა გადაეხადა. ფეკირი დღეს (ანუ სანამ კლოპთან დაიწყებს თამაშს) არის რეალურად კოუტინიოს , დებრუინის , სილვას , ერიქსენის , ხამესის შემდეგ (ან მათ გვერდით) საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი. დამიჯერეთ ჩვენს გუნდში დიდი ალბათობით ამათზე უკეთესიც კი შეიძლება გახდეს და ამ ყველაფერს უკვე სექტემბრის ბოლოსკენ დავინახავთ.

რაც აქამდე მიგინებია ლივერპულის ხელმძვანელობისთვის მარტო ამ 1 თვეში, თუნდაც ამ ტრანსფერებმა არ გაამართლოს, იმდენივე მადლობა უნდა გადაცლვუხადოთ სტაფსაც , ედვარდსაც (სალაჰი , ჩემბო , დეიკი, კეიტა , ფაბინიო , ფეკირის შემოქმედს) და რათქმაუნდა კლოპს. რატომ ?
რატომ და ამ გუნდით ყველას დაანახა ჩვენი ძალა და პერსპექტივა რო რაღაც განსაკუთრებული იქმნება.
რატომ და იმიტომ რომ ყველა ფეხბურთელი ვისითაც ლივერპული დაინტერესდა სხვა გუნდებს უარს ეუბნება და ჩვენსკენ გამორბის დეიკი, ჩემბო , ფეკირი , ლემარი(არგადმოსულა მარა ხო უნდოდა)...
დარწმუნებული ვარ ფინანსები რო გაგვწვდეს ობლაკიც აუღელვებლად გადმოვა ჩვენთან....

რატომ და იმიტომ რომ იხარჯება ფული, და იხარჯება სწორად. აღარ ვართ ბორინების და მარკოვიჩების მოტრფიალე გუნდი, აღაე ვვოცნებობთ მეორეხარისხოვან იგროკებზე


ბოლოს როდის გახსენდებათ რო ჩვენს გამო სხვადასხვა ფეხბურთელებს ბაიერნის, სიტის , ჩელსის , პსჯ-ს , არსენსლის ან სხვა ამ დონის გუნდებისთვის ეთქვათ უარი ერთ სეზონში ?

მართლა რაღაც ძალიან დიდის დასაწყისი იყო ეს სეზონი...

აღარანაირი პესიმისტური განწყობა აღარ დავინახო გთხოვთ . გაიხსენეთ 4 წლისწინანდელი გუნდი და მერე შეხედეთ დეიკს , რობერტსონს , ფაბინიოს , კეიტას , ფეკირს , სალაჰს , მანეს , ბობის.... მეკარეც იქნება , არვიცი ობლაკი , ალისონი თუ ლენო.ტუნდაც კარიუსი დარჩეს. მართლა ყველაფერი გამოსწორდება. ოცნებით აღარ ვამბობ ამას. რეალური საფუძველი მაქვს

LUIS SUARES 001
VIP Member

საკაიფიდ ვძლიერდებით,ფეკირის მოყვანით ორ კურდღელს დავიჭერთ

DIMAX777
მომხმარებელი

ისე ფულის დაჟოშკვას გადავეჩვიეთ გონია

chipe888
მომხმარებელი

ამერიკელებს თუ რამე უნდათ იმას აღწევენ კიდეც. ამ ხალხმა საქმე იციან და ბიზნესის კეთებაში ამათზე შეწუწული ნაროდი არც კი მეგულება. 55 მილიონი იყიდეს ფეხბურთელი,რომელიც ნაკრებშიც გამოძახებულია და ახალგაზრდა,მაგრამ გამოცდილია. ლიონი ფეკირთან და ფეკირის გარეშე ორი განსხვავებული გუნდი იყო ამ სეზონში. მართლაც კარგი შენაძენია და გაამართლებს მგონია. ახლა მთავარია მეკარე მოვიდეს,მარტო იმიტომ არა რო გჭირდება,იმიტომაც რო გუნდმა ფინალის იმედგაცრუება არ უნდა იგრძნოს შემდეგ სეზონში. ბევრი იწერება ალისონზე,ობლაკზე,რომლებიც დიდი თანხა დაგვიჯდება და ალტერნატივებიც გაიჩითა უკვე,რომლებთაგანაც ლენოს ვარიანტიც არ იქნება ურიგო. ზოგიერთი ამ საიტის მომხმარებელი ამბობს,რომ 100 მილიონი გადაჭარბებული ფასია ლივერპულისთვის და მეკერესთის,მაგრამ ლივერპულის ხელმძღვანელობა არ უშინდება ფასებს,რადგან კარგი ფინანსური მაჩვენებლები გვაქვს. ადრე იმიტომ ვჩალიჩობდით გაურკვეველი მომავლის ფეხბურთელებზე,ჩამოწერილებზე რო ფინანსური შესაძლებლობა არ გაგვაჩნდა კოკურენცია გაგვეწია მონსტრებისათვის. ამ ყველაფერს დაემატა ლიგის ფინალში თამაში და დადასტურება ამბიციების,რომელიც ასე გვაკლდა. მეკარეში 100 მილიონი არ გავს ლივერპულს,მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ დღევანდელი სატრანსფერო ბაზრის სიგიჟეები და ფანტასტიკის სფეროდან გაძრობილი ტრანსფერები. ჯიჯი ბუფონი თავის დროზე იუვეს პარმადან რომ წამოეყვანა 50 მილიონამდე(ბონუსებთან ერთად) დაუჯდა. მაშინ ეს დიდი თანხა იყო მეკარეში გადახდილი და მაშინ ცობისთვის ზიდანი 60 მილიონად ფასდებოდა და ეს იყო რეკორდული თანხა. 100 მილიონი მიტომ ღირს ობლაკი,რომ გამოსასყიდში უწერია ეს თანხა,რაც ნეიმარის არ იყოს არ შესაბამება რეალურ ფასს. კლუბები თავს იზღვევენ საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვის საფრთხისგან და თუ გავიხსენებთ ასენსიოს,ისკოს კონტრაქტებს ნახევარ მილიარდს უკაკუნებს გამოსასყიდი თანხა. ობლაკის კლასის და გამოცდილების მეკარის დათრევა 100 მილიონად ნაჩუქარია ეხლა ან თუნდაც ალისონი 90 მილიონად. დონარუმაზეც დაიწერა მაგრამ თუ სურვილია არ მინდა დონარუმა გუნდში. ერთი იმიტომ რო პრეტენზიული ბავშვია,მეორე იმიტომ რო რაიოლაა მაგის აგენტი,მესამე არ არის იმ ფორმაში,რომ თქვა არიქა ეს კაცი ლივერპულს სჭირდებაო,რადგან შეცდომებს უშვებს ბევრს,თუნდაც უკანასკნელი იგრა გავიხსენოთ თასის ფინალში. ვშიშობ იუვემ მაგიტომ გადაიფიქრა მაგის ყიდვა და პერინზე გადაერთო. დონარუმას თაყვანისმცემლებს არგუმენტად მოყავთ იტალიელი ექსპერტების თუ ყოფილი ფეხბურთელების მოსაზრებები,რომ უპირველესი ტალანტი ყოფილა თურმე დონარუმა. შესაძლოა მართლაც გახდეს დიდი მეკარე მომავალში,მაგრამ ეხლა ტალატია და მეტი არაფერი. ეგეთი ტალანტი გრაბარაც გვყავს და ბარემ ეგ ჩავაყენოთ კარში,თუ ტალანტობაზე მიდგება საქმე. ანანიძეზეც ამბობდა მთელი ქართული და რუსული პრესა რო ტალანტია,მაგრამ რეალურად 26 წლისაა და ისევ ტალატია. იტალიური გუნდები,რომ არ ყიდოლობენ იტალიელ მეკარეს ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. რამდენი მეკარე გახსოვთ იტალიელი,ვინც ევროპის გრანდებში უთამაშია?იტალიის გუნდებს არ ვგულისხმობ.

პ.ს. გილოცავთ ყველას ფეკირის დამატებას,მაგრამ მე პირადად მეკარეს ველოდებოდი

Madrid1993
მომხმარებელი

ფეკირი გინდათ, ობლაკი, და ლოვრენის მაგივრად კარგი მცველი რომელიც ვან დეიკ შეუწყვილდება და ჩვეულებრივად იბრძოლებთ ნებისმიერ ტურნირის მოსაგებათ✨✨✨✨✨✨✨ go go go liverpool✨✨✨✨✨✨

_z_l
მომხმარებელი

მეკარეღა დარჩა და უკვე სერიოზულად დაბალანსებული გუნდი ვიქნებით. კარგი მეკარის აყვანა ალბათ ყველაზე რთული ამოცანაა, მაგრამ დადებითი ტენდენციიაცაა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები თვითონ გამოხატავენ გადმოსვლის სურვილს. იმედია, მეკარის შემთხვევაშიც ასე იქნება.

ვერ ვიხსენებ როდის ჰქონდა ლივერპულს მიყოლებით 2 წელი ასეთი წარმატებული სატრანსფერო სეზონი. როგორც სჩანს, ჰენრიმაც გამოიხედა თვალებში :) წაგებულმა ფინალმა და ფეხბურთელების დაჯილდოებაში მონაწილეობამ, ალბათ იმოქმედა :)

gio_chyoi
რედაქტორი

კარგია ძალიან რო მსოფლიომდე მოგვარდა, ჯერესერთი უკვე გაფორმებული გვყავს და დავისვნებთ და მეორე კიდე უფრო დიდი სიამოვნებით ვუყურებთ ამის თამაშს მუნიდალზე, როცა გვეცოდინება უკვე რო ჩვენი ფეხბურთელია.
ეხლა ერთი მეკარეც იქნება შეძლონ და მსოფლიომდე ან დაწყებისთანავე მოიყვანონ ობლაკი ან ალისონი და ეგაა რა. ძირითადი ბირთვი შეკრული იქნება გუნდის და მერე უკვე 1 ან ორი შემტევი თუ მოვა ისე, სკამისთვის

juja
მომხმარებელი

ვაა გაასწორა საჭირო ფეხბურთელი დავითრიეთ.
ეხლა ობლაკი გვინდა და ეგაა *ცენზურა*ი გუნდი შევიკვრებით

Ynwa Scousers
VIP Member

მსოფლიოზე იქნება გამოჩნდეს ვინმე ახალგაზრდა მეკარე კლოპოს არ შეეშლება გამოცნობა :)

mamuka1985
მომხმარებელი

fekiri aris didi verafeli.buxexexexe neta dadasturdebodes male

S.GER8ARD
მომხმარებელი

Gundi mgonnia rom im gunds emsgavseba yvela turniris favoriti rom ikos. Centris 3 kaci movida . Hendo milneri lalana oxi ai skami ukve mesmis. Carmatebebi lives. Mekare klop mekare da dedis tyvna atydeba eplshi. Epli gvindaa

PaoloMaldini
მომხმარებელი

დააადასტურეთ რააააააააააააააააააააააა

lasha77
VIP Member

ახალ სეზნზე ყველანაირ რეკორდებს მოვხსნით და ტიტულებსაც დავისაკუთრებთ . მართლაც უძლიერესი და ნოტივირებული გუნდი შენდება. კლოპის ყველას სამიზნე არისბისეთი ფეხბურთელი რომელიც მთელ სულს და გულს დებს თამაშში ,ფეხბურთელები რომლებიც მწვეთნელის ყოველ დავალებას ზედმიწევნით აკეთებენ

B.B
მომხმარებელი

კაროჩე ეხლა მეკარე აუცილებლად!ობლაკი ან ალისონი თუ იქნა ერთი 10 წელი მეკარის პრობლემა მოგვარდება, მაგრამ რაღაც არა მგონია ესენი იყიდონ. მთავარია მეკარე მოვიდეს უკვე აღარ ვჩივი ვინ :DD

live...1986
მომხმარებელი

ფეკირი სწორედ ისე ფეხბურთელია რომელიც კლოპის ხასიათში და იმ სტილში ჯდება რასაც ის გვანახებს ....ერთ ერთი საუკეთესო შენაძენი გახდება და გუნდის ლიდერი ამ ყველანაირი წინა პირობა აქვს მისი ტექნიკური არსენალი უზადოა

skauzera-16
მომხმარებელი

ფეკირს ყურის ქვემოთ ულვაშებთან რა ჭირს
??/

gio_chyoi
რედაქტორი

skauzera-16,
აუ სად დაინახე :DD რაღაც ჭირს შეიძლება დამწვარი აქვს ან რამე იმიტო რო როგორც ცხედავ მგონი არ ამოსდის წვერი

chipe888
მომხმარებელი

reversi,
ლენო იმიტომ ვთქვი რო რა იცი რა ხდება თორე მე პირადად ალისონ ბეკერი მინდა ყველაზე მეტად. გერმანული სისხლი და ბრაზილიური აზროვნება. ეს არის რასაც ალისონი აერთიანებს და ის სტერეოტიპი,რომ ბრაზილიელი მეკარე არ ვარგა,სანახევროდ ეხება ალისონს. სტერეოტიპი არ ვიცი მარა რეალობა არის,რომ ინგლისელი მეკარეები არ ვარგან კაპიკად. ჯერ სიმენი რო მახსენდება ან რობინსონი,მერე გრინი,ჰარტი ტფუი ამათი რა. ერს ფეხბურთი მოგიგონებია და ისეთი ვერ მოიგონეს თვითონაც რო ევარგათ. 1966 წელსაც ინგლისში იყო თორე ვერ მოიგებდნენ მსოფლიოს,სავარაუდოდ ჩააწყეს თამაშები. ღორჯოზე და სამბის მუსიკაზე გაზრდილი გაბრუებული ბრაზილიელები რო ფეხბურთის თამაშში გაჯობებენ ინგლისელ ერს,რომლებსაც ყველაზე მეტი კოლონია და მონა ყავდათ და ეხლაც ყავთ ბევრი,როგორ ვერ ნახეს 1 ბავშვი ვისაც მეკარეობას ასწავლიდნენ ან გერმანელი ქალი ვერ მოუყვანიათ ამ ჩემისებს თუ რა ხდება. არცერთ ინგლისურ გრანდს მეკარე ინგლისელი არ ყავს შემადგენლობაში და ამბიციები კი აქვთ. წარაკუა ესპანელებმა როგორ უნდა აჯობონ ინგლისელებს. კატალონიელები და მადრიდელები ახერხებენ შეთანხმებას,რომელსაც გვერდ ბასკები უმშვენებენ. იგებენ 2 ევროპას და ერთ მსოფლიოს. სულ ჯერარდის სიტყვები მახსენდება კუტოკებზე და ერთმანეთში საერთო ენას ვერ პოულობდნენ ლივერპულელები,ლონდონელები და მანჩესტერელები. ისე მაგარი გამოსირებული ნაროდია ბრიტანელები. საუკუნეები იბრძოდა შოტლანდია დამოუკიდებლობისთვის და ახლახან მშვიდობიანი რეფერენდუმზე უარი განაცხადეს დამოუკიდებლობაზე და ბებერი დედოფლის ტრაკის ყურება არჩიეს. ეს არაფერ შუაშია მარა მაინც,თუ ვინმე ინგლისზე დადგებით და ფსონებს გაკეთებთ,იცოდეთ მაინც

liverpool33
მომხმარებელი

მადლობა კლოპს ჩანს ეს კაცი გუნდში . ეხლა მეკარე და მერე ვინც უნდათ ))) ელისონზე არ იტყოდა კაცი უარს ))))

heerenveen
მომხმარებელი

კეიტა დიდი ხანია ჩვენია მერე ფაბიო მოვიდა ახლა ფეკირი მოდის მოკლედ ნახევარდაცვა ლაგდება ეხლა მეკარე და ცენტრალური მცველი თორემ ვანდეიკმა სანამ უნდა ათრიოს ლოვრენი

Capitan
მომხმარებელი

isetma wyaroebma daweres ro yvela vxvdebit ro drois sakitxia gaoficialureba

liverpool777
მომხმარებელი

რა ისმის ფეკირზე ვინმემ იციიტ? რა ვერ გაოფიციალურდა?

ჩაიშალაო ფეკირის ტრანსფერიოოო მართალია?

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze