9 წლის წინ დაშვებული შეცდომა » Liverpool Fc - ფანკლუბი

9 წლის წინ დაშვებული შეცდომა

ავტორი: GoGson, 8-06-2018, 04:04, კატეგორია - სიახლეები, 1 846, 19


2009 წელი.. ლივერპულის მორიგი წვიმიანი დილა... დღე და რიცხვი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ უცნობია , წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თარიღი "ლივერპულის" დღიურში სასიამოვნო მოგონებად ნამდვილად არ ჩაიწერებოდა. სწორედ ამ დღეს ქალაქ ლივერპულში სინჯებზე ჩამოვიდა 16 წლის ფეხბურთზე შეყვარებული სლოვენიელი ბიჭი - პერსპექტიული მეკარე სახელად იანი. ბიჭი რომელიც უარით გაისტუმრეს და წლების შემდეგ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო და ყველაზე მოთხოვნად მეკარედ მოგვევლინა. მოდით ოდნავ დაწვრილებით მივყვეთ:

2009 წელს როცა იან ობლაკი 16 წლის იყო , თავის მშობლიურ გუნდ "ოლიმპია" - ში დამაჯერებელი ასპარეზობით ევროპის რამდენიმე კლუბის დაინტერესება გამოიწვია, მათ შორის იყო "ჯერ კიდევ" ბენიტესის "ლივერპული". მერსისაიდულმა კლუბმა იგი აკადემიისთვის სინჯებზე მიიწვია.

ობლაკი "ოლიმპია"-ს წარმომადგენლებთან ერთად ჩაფრინდა ინგლისში, თუმცა მას მცირე ტრავმა აწუხებდა , რაზეც სლოვენიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა - საიმონ შესლარმა განაცხადა : " დიახ , მას ტრავმა აქვს, მარიბორთან თამაშის წინ გვითხრა რომ კუნთი ოდნავ სტკიოდა , თუმცა არაფერია სერიოზული",
შესლარი და ობლაკი ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ ტრავმა რომელიც უმნიშვნელოდ მიაჩნდათ მათ , უკან - სლოვენიაში დააბრუნებდა "ლივერპულიდან" მიღებული უარით.
მართლაც, მერსისაიდში ახალგაზრდა მეკარის მიმართ ინტერესი დროებით გაქრა მისი ტრავმის გამო.

ამის შემდგომ "ოლიმპია"-მ და ობლაკმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ იმ პერიოდისთვის საუკეთესო ოფცია , პორტუგალიური "ბენფიკა"-ს სახით. ტრანსფერი ოფიციალურად 2010 წელს შედგა. (1.52 მილიონი ფუნტი). ობლაკი პორტუგალიაში 4 წელი დარჩა, რა დროშიც იჯარით რამდენიმე კლუბშიც ითამაშა და საბოლოოდ "ატლეტიკოს" რადარზეც მოხვდა. 2014 წელს იგი მადრიდელებმა ძალიან მარტივად, 14.5 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ობლაკი ამ პერიოდიდან მოყოლებული ლალიგის საუკეთესო და მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მეკარედ იქცა. დღესდღეობით კი იგი დევიდ დე ხეასთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული კიპერია.

და აი ბედის ირონიაც. 9 წლის შემდეგ სინჯებზე არა მაგრამ 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ "ლივერპული" ცდილობს შეიძინოს ისევ ის სლოვენიელი ბიჭი, თუმცა რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის აზრით ეს ტრანსფერი ვერ შედგება. მაგრამ ლივერპული ობლაკის გარდა ალისონს , ბატლენდს და ლენოსაც აკვირდება.

აქვე მინდა შეგახსენოთ ბოლო 9 წლის განმავლობაში "ლივერპულის" კარის დარაჯები: პეპე რეინა , ჩარლზ იტანჯე , დიეგო კავალიერი, ბრედ ჯოუნსი , სიმონ მინოლე , დენი უორდი, ლორის კარიუსი...
გამოსწორდება 9 წლის წინ დაშვებული შეცდომა ? - ვნახოთ, წინ გრძელი ზაფხულია...

კომენტარები


GoGson
VIP Member

Inspired by javaxa :dd

gio_chyoi
რედაქტორი

ნუ ასეთი ისტორიები ბევრია საერთოდ. როგორც მახსოვს ფალკაოს ყიდვა უნდოდა ბენიტესს და ფული არ გამოუყვეს. კიდე ვენგერს უნდოდა მგონი რონალდოს ყიდვა სპორტინგიდან და კიდევ რამდენია მასეთი კაცმა არ იცის. ამიტომ კარგი სკაუტები უნდა გყავდეს და გუნდში უნდა იყოს წესიერი ხელმძღვანელობა და რა თქმა უნდა მთავარი მწვრთნელიც შესაფერისი უნდა იყოს

ramms01
მომხმარებელი

სამწუხაროა, მაგრამ ხდება ეგეთები ხშირად. ვერც დაადანაშაულებ ვინმეს.. ეხლა მთავარი ისააა რო მაღალი დონის მეკარე მოვიდეს.. აღარ აქვს ობლაკს დასამტკიცებელი არაფერი ფაქტია - ტოპ ლეველზე თამაშობს და გვჭირდება.

პრემიერლიგა ახალი გამოწვევა იქნება მისთვის და მომოსავით თუ დაბრუნდება თლა უკეთესი.

LUIS SUARES 001
VIP Member

არც მიკვირს რომ დაიწუნეს ეგ ხომ ჩვენი სენია ბლინ

GoGson
VIP Member

ძააან მინდა მარა არამგონია ობლაკი გამოვიდეს. არ იხდიან 100 მილიონს. ალბათ ალისონს მიაწვებიან რა

gio_chyoi
რედაქტორი

არ იხდიან კი არა მგონია არც უნდათ და ჭორებია ამაზე უბრალოდ. როგორც შარშან მარტო ვან დეიკი უნდოდა კლოპს და მეტი არავინ ეგრე უნდა ეხლა ალისონი მასე ვფიქრობ

James Pearce
VIP Member

რო აეყვანათ დაა*ცენზურა*ვებდნენ და წავიდოდა ჩემპიონშიპში :)) *ცენზურა* მეკარეების მწვრთნელი გვყავს და იმედია გაუშვებენ ;-) ალისონსაც დაა*ცენზურა*ვებს თუ არ გაუშვეს :დ

Fenix
VIP Member

ბოგდანი მანიგერი და დონი გამოგრჩათ -__-

B.B
მომხმარებელი

რაღაც არა მგონია ობლაკზე ჩალიჩობდნენ.ალBათ უფრო ალისონზე ,მაგრამ გამოუშვებს რომა ლივერპულში თავის მეორე ლიდერს?! თან მაინცდამაინც ჩვენ მოგვიწია ლიგიდან გაგდება რომასი :D :)))

GoGson
VIP Member

ციტატა: Fenix
ბოგდანი მანიგერი და დონი გამოგრჩათ -__-

ყველა არ ჩამომითვლია, ვინც გამახსენდა წერის დროს 2009დან ეგ იყო :დ დონი დამავიწყდა

liverpool-fan
VIP Member

რომც ეყიდათ აზრი არ ექნებოდა მაინც გაანათხოვრებდნენ და მერე გაყიდიდნენ მეც მგონია რომ მაკარეს არ იყიდიან და ნეტა ვცდებოდე

_z_l
მომხმარებელი

ბოლო 20 წელია, ვინ არ ითამაშა ლივერპულში, ყველა რგოლზე ყოფილა ძლიერი ფეხბურთელები და კარგი მეკარე მე არ მახსოვს :( საბოლოოდ უნდა დასრულდეს ლივერპულის მეკარის საგა.

თავის დროზე მიშელ პლატინიც დაიწუნეს და მესიც და ორივე მსგავს პატარა ასაკში :)

live...1986
მომხმარებელი

იანის ჩაგდება ხელში ეხლაც სავსებით რეალურია მთავარია გუნდმა ეს მიზნად დაისახოს და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას

lasha77
VIP Member

სადაც მანჩესტერიდან გაგდებული პოგბა დაბრუნდა იუნაიტედში იქ დაწუნებული ობლაკი რატომ არ უნდა მოვიდეს ? :D :D :D საჩემპიონო გუნდს საჩენპიონო მეკარე ესაჭიროება . პრემიერ ლიგა მისთვის ახალი განოწვევა იქნება . თითქმის ყველა გრადს ჰყავს შესაფერისი მეკარე და მგონია რომ კონკურენტი არ გვყავს მაგ საკითხში

liverpool33
მომხმარებელი

ობლაკი ან ელისონი სულერთია

GoGson
VIP Member

ციტატა: lasha77
სადაც მანჩესტერიდან გაგდებული პოგბა დაბრუნდა იუნაიტედში იქ დაწუნებული ობლაკი რატომ არ უნდა მოვიდეს ? :D :D :D საჩემპიონო გუნდს საჩენპიონო მეკარე ესაჭიროება . პრემიერ ლიგა მისთვის ახალი განოწვევა იქნება . თითქმის ყველა გრადს ჰყავს შესაფერისი მეკარე და მგონია რომ კონკურენტი არ გვყავს მაგ საკითხში


არსენალი , პსჯ და რეალი ))) მეტი კონკურენტი რაგინდა :დდდ რეალი აქტიურ ფაზაშია თან

juja
მომხმარებელი

ციტატა: _z_l
ბოლო 20 წელია, ვინ არ ითამაშა ლივერპულში, ყველა რგოლზე ყოფილა ძლიერი ფეხბურთელები და კარგი მეკარე მე არ მახსოვს :( საბოლოოდ უნდა დასრულდეს ლივერპულის მეკარის საგა.

თავის დროზე მიშელ პლატინიც დაიწუნეს და მესიც და ორივე მსგავს პატარა ასაკში :)



მართლა ვინები გვედგა კარებში ბოლო 20 წელში სირცხვილია. ერთი ტოპ მეკარე როგორ არ დავიმსახურეთ ((

Capitan
მომხმარებელი

ogond oblaki movides da araferi arminda agaravin moiyvanon wels tuginda )))) tipi gijia sauketesoa daakvdeba liverpools

heerenveen
მომხმარებელი

ეგ იდეალური ვარიანტია მაგრამ ძალიან მეეჭვება იმის გაფიქრებაც არ მინდა რომ მომავალ სეზონში კარიუსი იდგება ლივეს კარში, მე ბატლენდზეც თანახმა ვარ.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze