სეზონის რევიუ - ნაწილი II

ავტორი: johnson, 8-06-2018, 21:37, კატეგორია - სიახლეები, 1 033, 8


გუშინ განვლილი სეზონის მცირე შეჯამება შემოგთავაზეთ და გამოვყავი ის მნიშვნელოვანი ასპექტები. დღეს კი მსურს რევიუს მეორე ნაწილი დავუთმო კონკრეტულ მოთამაშეებსა და რაც მთავარია, იურგენ კლოპს !

სეზონის შეფასება
გერმანელი სპეციალისტს დავუწერდი 8,5 ქულას(10 ბალიანი სისტემით). როგორც წინა ნაწილში გითხარით, კლოპმა გამოასწორა ის პრობლემა, რაც "ლივერპულში" უკვე წლებია არსებობს - "აუტსაიდერებთან" გუნდმა უფრო მეტი ქულის მოპოვება შეძლო. ასევე, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. სეზონის წინ, არსებული რესურსით ასეთ შედეგს ალბათ მერსისაიდელთა ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ წარმოიდგენდა, მით უფრო, რომ სეზონი გუნდმა არასტაბილურად დაიწყო. გამოვყოთ ორი მთავარი პრობლემა, რის გამოც კლოპს მაქსიმალურ შეფასებას ვერ დავუწერთ :

1) განვლილ სეზონში მრავლად იყო მომენტები, როცა "წითლებმა" ძალიან დიდი უპირატესობა წამებში გაანიავეს. ამის კლასიკური მაგალითია "არსენალთან" დაპირისპირება - "ემირეიტსზე" გუნდი 0:2 იგებდა, თუმცა 5 წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაუშვა და უკვე მდევრის როლში აღმოჩნდა. ასევე, მეტად პრინციპული მატჩი "სევილიას" წინააღმდეგ - ტაიმი კლოპის გუნდმა 0:3 მოიგო, თუმცა ანდალუსიელებმა თამაშის გადარჩენა მაინც შეძლეს.

სამწუხაროდ, წელს "ლივერპულმა" ვერც კარგად ორგანიზებულ დაცვასთან შეძლო გამკლავება - "ჩელსის" და "მან. იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართულ 4 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. მეტიც, "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიომ პირველ ტაიმში ნამდვილად აჯობა თავის კოლეგას, რეშფორდმა კი ორჯერ აიღო კარიუსის კარი.

2) კლოპმა ვერ გადაჭრა ის პრობლემები, რომლებიც "ლივერპულს" ჯერ კიდევ პრე-სეზონზე ჰქონდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი მეკარეს პოზიციაა. ზაფხულში ყველამ კარგად იცოდა სიმონ მინიოლეს შესაძლებლობები და ბევრი ელოდა კიდეც, რომ ახალ სეზონს გუნდი ახალი კიპერით შეხვდებოდა. კლოპს კი კვლავ სიჯიუტემ სძლია და ბელგიელს კიდევ 1 შანსი მისცა. როგორც მოსალოდნელი იყო, მინიოლემ კვლავ არასტაბილურად ასპარეზობდა, რის გამოც მეორე წრეში გუნდის პირველი მეკარე უკვე ლორის კარიუსი გახდა. მართლაც, გაზაფხულზე იყო მატჩები, როცა კლოპის თანამემამულემ თითქოს შეძლო სქაუზერების გულის მოგება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული 2 საბედისწერო შეცდომების შემდეგ, ალბათ ყველას, მათ შორის კლოპსაც აევსო მოთმინების ფიალა. 26 მაისს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ლივერპულს" ამჟამად არ ჰყავს ისეთი მეკარე, როგორიც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდს შეეფერება. ხოლო თუ მომდევნო სეზონში, მერსისაიდელთა პირველი მეკარე კვლავ კარიუსი იქნება, მაშინ მის ყოველ შეცდომაზე უკვე კლოპი იქნება პასუხისმგებელი.

პრე-სეზონზე ასევე ჩანდა, რომ გუნდის შემადგენლობა არ იყო საკმარისად ღრმა 4 ფრონტზე სათამაშოდ. ყველაზე მეტად კი ეს შეტევის ხაზში იგრძნობოდა, რადგან შემტევი ტრიოს რომელიმე წევრის არყოფნაც კი გუნდს ძალიან ეტყობოდა. სიტუაცია უფრო დამძიმდა იანვარში, ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ. გაზაფხულზე ტრავმების ეპიდემიამ კი კლოპი იძულებული გახადა კონკრეტულ მატჩებში ნახევარდაცვის ხაზში ტრენტიც კი დაებრუნებინა. სეზონის დასკვნით, მნიშვნელოვან მატჩებში "წითლებს" ფაქტობრივად მხოლოდ სამი ცენტრალური ნახევარცველი ჰყავდათ მწყობრში. აქვე გეტყვით, რომ სალაჰისა და ფირმინოს შემდეგ, ყველაზე მეტი დრო მოედანზე განვლილ სეზონში ჟორჟინიო ვეინალდუმმა გაატარა.

ნაბი კეიტასა და ფაბინიოსა ტრანსფერებმა გულშემატკივრებს იმედი გაუჩინა, რომ ცენტრში არსებული პრობლემები მრავალი წლით გადაიჭრება. ალბათ სულ მალე ფეკირის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურდება. იმედს ვიტოვებ, ზუსტად 1 წელში, განვლილი სეზონის შეფასებისას, არც ერთ ზემოთხსენებულ პრობლემას ჩვენ აღარ ვახსენებთ.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა
ბევრისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ენდი რობერტსონი, რომელმაც სადებიუტო სეზონში "ლივერპულის" გულშემატკივართა დიდი სიყვარული დაიმსახურა და ძირითად შემადგენლობაშიც შეძლო ადგილის დამკვიდრება, მაგრამ ახლა მე შოტლანდიელზე საუბარს არ ვაპირებ.

არ შეიძლება განვლილ სეზონს ვაჯამებდე და ცალკე არ გამოვყო 19 წლის სქაუზერი, რომელმაც წელს ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ახლაც კი დედასთან და ძმებთან ერთად ცხოვრობს. როგორც ოჯახის მეგობრები ამბობენ, ის საერთოდ არ ფიქრობს ფულზე. ტრენტი უყვართ ჟურნალისტებსაც, რადგან არასდროს ამბობს უარს "მიქს ზონაში" გაჩერებასა და ინტერვიუს მიცემაზე(მაშინაც კი, როცა მისი გუნდი დამარცხდა). კლოპი კი ასეთ რაღაცეებს ძალიან აფასებს.

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ სპორტის პირველი სახეობა, რომელშიც არნოლდმა ძალები მოსინჯა, რაგბი იყო.  "პირველად როცა მან ბურთი მიიღო, 80 მეტრი გაირბინა. მე კი ვუყვიროდი : "გააკეთე პასი". - იხსენებს მისი პირველი მწვრთნელი, რომელიც ყოფილმა შეგირდემა კიევში ფინალზე დაპატიჟა.

როგორც იცით, "ლივერპულის" პირველ გუნდში არნოლდს დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე" ჰქონდა. მაშინ, ყველასთვის უცნობმა თინეიჯერმა ტრავმირებული კლაინი ჩაანაცვლა და მარჯვენა ფლანგზე ანტონი მარსიალის მეურვეობა აიღო საკუთარ თავზე. იმ მატჩში ყველას თვალში მოხვდა ახალგაზრდა მცველის კარგი ჩართვები შეტევაში და რეალურად, მაშინ ინგლისელმა მხოლოდ 1 უხეში შეცდომა დაუშვა, რომელსაც ღირებული არაფერი მოჰყოლია.

კლაინის ტრავმის გამო, მარჯვენა მცველის პოზიციაზე წელსაც ერთმანეთს გომესი და ტრენტი ეცილებოდნენ. სათამაშო დრო არნოლდს უფრო მეტი ჰქონდა და სრულიად სამართლიანადაც. მართალია, იყო მატჩები, როცა ის კრიტიკის ობიექტი ხდებოდა, მაგალითად "იუნაიტედთან", თუმცა მთლიანობაში მისთვის სეზონი წარმატებულად უნდა შეფასდეს. განსაკუთრებით კარგად ის ჩემპ. ლიგაზე გამოიყურებოდა, სადაც ლეროი სანეს ნეიტრალიზება შეძლო, ტურნირის ფინალში კი პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა.

სეზონის საუკეთესო მომენტი კი ტრენტისთვის ალბათ მაინც "ჰოფენჰაიმის" კარში გატანილი ჯარიმა იყო. ცნობისთვის, მან წელს კიდევ 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.


სეზონის საუკეთესო მოთამაშე
პირველ ნაწილში უკვე გითხარით, რომ ჟურნალისტებმა, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მოჰამედ სალაჰი დაასახელეს. მართლაც, ალბათ ვერც თავად ეგვიპტელი წარმოიდგენდა "ენფილდზე" ასეთ სადებიუტო სეზონს.

მიუხედავად ამისა, სქაუზერთა ნაწილი გუნდში საუკეთესოდ მაინც რობერტო ფირმინოს მიიჩნევს, რომელსაც ხშირად უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ მოთამაშეს. თავად კლოპი ამ საკითხს ასე უყურებს : "წელს ყველა საუბრობს სალაჰის შედეგიანობაზე, თუმცა მომოს წარმატებაში დიდი წვლილი სწორედ ფირმინოს მიუძღვის. სწორედ ის აძლევს მოს თავისუფლებას. მე ვესაუბრე ეგვიპტელს და ის აფასებს თანაგუნდელების მიერ გაწეულ შრომას."

ბრაზილიელის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია. ის უბურთოდაც კი დიდ საფრთხეს წარმოადგენს მეტოქესთვის. მისი სავიზიტო ბარათი კი მუდმივი პრესინგია. ბობი არც თავის საჯარიმოსთან ჩამოსვლას და დაცვის დახმარებას თაკილობს და ეს განვლილ სეზონში არაერთხელ ვნახეთ. თავად ფეხბურთელსაც მოსწონს თავისი როლი : "მე მომწონს სიღრმეში თამაში და დაცვის დახმარება, რადგან როცა ბურთს დავიბრუნებთ, შემდეგ უკვე მცველები უნდა წავიდნენ წინ დაეხმარონ შეტევას. ჩვენ ხომ საერთო საქმეს ვაკეთებთ". ცნობისთვის, ფირმინომ მეტოქეს 65-ჯერ აართვა ბურთი(მასზე უკეთესი მაჩვენებელი შემტევებიდან მხოლოდ ჯორდან აიუს ჰქონდა). კიდევ მრავალი ციტატის მოყვანა შეგვიძლია, რომელიც ფირმინოს გენიალურობას და უნივერსალობას დაამტკიცებს, მაგრამ უფრო მარტივი იქნება თუ უბრალოდ ციფრებით ვიმსჯელებთ - 60+ ართმევა და 50+ შემქმნილი მომენი ერთ სეზონში - ასეთი შედეგი კლუბის 130 წლიან ისტორიაში არავის ჰქონია.

და მაინც, რაოდენ მნიშვნელოვან როლსაც არ უნდა ასრულებდეს ბობი, მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ განვლილი სეზონის საუკეთესო მოთამაშე მოჰამედ სალაჰი იყო - ეგვიპტელმა ხომ წელს 34 ინდივიდუალური ჯილდო მიიღო და ვინ იცის, ფინალში მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, იქნებ "ოქროს ბურთისთვისაც" შეევლო ხელი. ეგვიპტელის პროგრესი რომ უფრო კარგად დავინახოთ, მინდა გაგახსენოთ კლოპის შეფასება მომოს პირველი "ლივერპულური" მატჩის შემდეგ : "სალაჰმა არ იცის თუ როგორ ვიცავთ ჩვენ თავს".  პრე-სეზონზე ყველა ამჩნევდა, რომ ადაპტაციისთვის მას გარკვეული დრო სჭირდებოდა. სულ მალე კიდე ის გუნდის ლიდერი გახდა.

როგორც რევიუს პირველ ნაწილში გითხარით, სალაჰის წინაში ახლა არანაკლებ დიდი გამოწვევაა - მან მომდევნო სეზონიც ასეთივე მაღალ დონეზე ჩაატაროს და საბოლოოდ დაადუმოს კრიტიკოსთა ის ჯგუფი, რომელსაც მასში კვლავ ეპარება ეჭვი.


დაუღლელი ჯარისკაცი
ჯეიმს მილნერი - ადამიანი დისციპლინა. ფეხბურთელი, რომელიც ბაზაზე პირველი მოდის და სავარჯიშო მოედანს უკანასკნელი ტოვებს. მერსისაიდში ყველა საუბრობს ვიცე-კაპიტნის მოწესრიგებულობასა და საქმისადმი დამოკიდებულებაზე. 32 წლის ასაკშიც კი, მილი მზად არის გუნდს დაეხმაროს ნებისმიერ პოზიციაზე და ნებისმიერ დროს. 2015 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსული ნახევარმცველის მომავალს ბევრი, მათ შორის მეც, სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა უკვე 2 წელია ინგლისელი კრიტიკის საბაბს არ გვაძლევს.

შარშანდელ სეზონში, მილნერისთვის ყველა თამაში განსაკუთრებული იყო, რადგან ის მისთვის უჩვეულო პოზიციაზე იყო - ჯეიმსი მარცხენა მცველის როლს ასრულებდა. წელს კი უდაოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, როცა "ეტიჰადზე" 90 წუთის განმავლობაში 13,53 კილომეტრი დაფარა. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში მან 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულმა" ნახევარდაცვის ხაზი უკვე საგრძნობლად გააძლიერა, დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონშიც კი მილნერს საქმეში ჩვენ არაერთხელ ვიხილავთ.


სეზონის საუკეთესო მატჩი
დიდი ალბათობით, ამ ნომინაციაზე ყველას განსხვავებული აზრი გვექნება, მაგრამ უმეტესობა მაინც დამეთანხმდებით, რომ საუკეთესო თამაში "ლივერპულმა" წელს "მან. სიტისთან" აჩვენა ჩემპ. ლიგის 1/4 ფინალში. გუნდმა პირველივე ტაიმში მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა, მეორე ნახევარში კი შეძლო კარი მშრალად შეინახა. იურგენ კლოპმა ყველა ასპექტში დაჯაბნა კოლეგა. გერმანელი სპეციალისტი ზუსტად მიხვდა თუ როგორ უნდა დაემარცხებინა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი, თანაც ისე, რომ საკუთარ კარში გოლიც კი არ მიეღო. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო პირველი და ყველაზე დიდი განცხადება "ლივერპულსგან" ჩემპიონთა ლიგაზე. ევროპამ დაინახა, რომ მერსისაიდში კლოპმა შექმნა გუნდი, რომელიც მაღალ დონეზე თამაშობდა როგორც ბურთით, ისე მის გარეშე.

სეზონის ციტატა
"სახალისო სულაც არ არის ფინალში წაგება. მე ყოველთვის ვეცდები აქ მოხვედრას. რაც უფრო ხშირად ცდილობ, წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვს. ვიცი ეს რა გრძნობაა, უკვე რამდენჯერმე გამოვცადე." - რთული მისახვედრი სულაც არ არის, რომ ეს სიტყვები იურგენ კლოპს ეკუთვნის.

და მაინც, მთავარი ის კი არ არის თუ რას ფიქრობს კლოპი, მთავარია, რომ გულშემატკივრებს მისი სჯერათ, სქაუზერებს სწამთ, რომ კლოპი კვლავ გაიყვანს გუნდს ფინალში და ნანატრ ტიტულს მოუტანს "ლივერპულს". ამ გუნდს პოტენციალი ნამდვილად აქვს, მენეჯერი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. კლოპი ნამდვილად კარგი ორატორია და ჟურნალისტებთან საუბარიც არ ეზარება, თუმცა გულწრფელი სწორედ ის სიტყვებია, რომელიც მან კიევში, წაგებული ფინალის შემდეგ წარმოთქვა.

დასკვნა
"ლივერპული", პეპ გუარდილას გუნდთან ერთად, უკვე განიხილება პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. გუნდი სრულად მოერგო იურგენ კლოპის სათამაშო სტილს. კლუბში განხორციელებული ცვლილებები კი გვარწმუნებს, რომ მერსისაიდში შეცდომებზე უკვე ისწავლეს - როგორც ხელმძღვანელობამ, ისე მწვრთნელმა და მოთამაშეებმა. გუნდის ლიდერებს არ სურთ "ენფილდის" დატოვება და პირიქით, ყოველდღიურად გვესმის თუ რა ძალა აქვს "კლოპის ზარს", რადგან ამ გზით "ლივერპულმა" უკვე რამდენიმე მოთამაშეს გადააწყვეტინა კარიერის "ენფილდზე" გაგრძელება. რატომ ? ისინი აქ პერსპექტივას, პოტენციალს ხედავენ. ახლა უკვე ყველამ იცის, რომ "ლივერპულს" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ტრანსფერები უკვე განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, ახალწვეულებს კვლავ ვიხილავთ. იმედი დავიტოვოთ, რომ მომდევნო სეზონი კიდევ უფრო უკეთესი იქნება და აღარ გავიგონეთ სარკაზმ ნარევ "გაცვეთილ" ფრაზას - "შემდეგი წელი თქვენია".

პირადად ჩემთვის, ახლა პრიორიტეტული გუნდში ახალი, მაღალი დონის მეკარის მოსვლაა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ჟელკო ბუვაჩის გარშემო შექმნილი აურზაური. სერბი სპეციალისტი კლოპს მოულოდნელად ჩამოშორდა, რა მიზეზით, ჯერ კიდევ უცნობია. ჩვენ არ ვიცით რას წარმოადგენს კლოპი თავისი სამწვრთნელო შტაბის მთავარი "ტვინის" გარეშე. ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება დიდი ხანია არ გავრცელებულა, ჭორები კი ძალიან ბევრია. გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ, სწამდეთ და სჯეროდეთ, რომ "ლივერპული" ნამდვილად მზად არის ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ !

We Are Liverpool - This Means More !

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

ველოდი ამ სტატიას და მადლობა!

LUIS SUARES 001
VIP Member

კარგი სტატიაა..მომავალ სეზონზე ეპლის მოგების ფავორიტები ვართ

GoGson
VIP Member

ამაფორიაქა გუგს ამ სტატიამ კარგი გაგებით )))))
ცოტა ბევრის დაწერა მინდა ყველა ფეხბურთელზე , ხვალ დავამატებ სრულად ჩემს კომენტარს. ჯერ მოკლედ ვიტყვი რობერტსონზე... 8 მილიონად ნაყიდ ბიჭს 1 სეზონში 40 მილიონად რო აღარც გაყიდი .... ჩვენი სუსტი წერტილი იმენა ჩვენ ძლიერ მხარედ აქცია. ბობი , მომო, რობერტა და დეიკი. ჩვენი 4 საუკეთესო ფეხბურთელი ამ სეზონში

gio_chyoi
რედაქტორი

დროა პრემიერ ლიგა მოვიგოთ რა, ნამდვილად დროა. საფუძველიც არის რაც მთავარია უკვე. გვყავს მაგ დონის გუნდი რო შევძოთ თასის აღება. მთავარია გუნდი შეივსოს და რესურსი გვეყოს

Ynwa Scousers
VIP Member

კლოპოს ამ სეზონში უკვე სეერიოზულად მოეთხოვება :)

_z_l
მომხმარებელი

პრემიერ ლიგის მოგების დრო ნამდვილად დადგა, ყველა წინაპირობაა ამისთვის. უნდა დავარღვიოთ იუნაიტედის ჰეგემონია და შემდეგ სეზონებში გადავუსწროთ.

მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც გვექნება შანსი და დავარღვევთ ესპანელების ჰეგემონიას ევროპაში. 2014-2018 წლებში 10 თასისან 9 ესპანეთში წავიდა

kaxelo
მომხმარებელი

გემრიელი სტატიაა :D :) <3

momo
მომხმარებელი

Ratom ar wert arapers fekirtan dakavshirebit? davijero aravis araperi axalu ar gagigiat?

Samedicino shemowmebaze ragac CHE-PE momxdara ver gaiara shemowmebao da martali bazaria daweret ra vinmem rame tu icit axali

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze