x

ფეკირი ვეღარ, ახლა?

ავტორი: gio_chyoi, 11-06-2018, 13:54, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 2 015, 16


სამწუხაროდ, უკანასკნელი ცნობებით, „ლივერპული“ ნაბილ ფეკირს ვეღარ შეიძენს.

ტრანსფერი თითქმის დასრულებული იყო, თუმცა, ბოლოს აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელს გაკრვეული პრობლემა ჰქონდა მუხლზე, რასაც, წესით სატრანსფერო ფასი უნდა შეემცირებინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ტრანსფერიც ჩაიშალა.

ასე რომ, კლოპმა ფეკირის ალტერნატივა უნდა ეძიოს. გავრცელდა ხმები, რომ მას იგი ნაპოვნიც კი ჰყავდა მანუელ ლანცინის სახით, თუმცა ამ უკანასკნელმა ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და ერვონული ნაკრებიდან შინ დაბრუნდა. შესაბამისად, ეს ვარიანტიც გამოირიცხა.

Echo-მ 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც შესაძლოა ფეკირის ალტერნატივებად მივიჩნიოთ. ისინი შესაბამისობის მიხედვით არიან დალაგებულნი:

5. კრისტიან პულისიჩი, დორტმუნდის „ბორუსია“

თინეიჯერი ამერიკელი უდიდესი პოტენციალის მქონეა. მისი ზუსტი სატრანსფერო ფასი ამჟამად უცნობია, თუმცა, ცხადია, რომ გერმანელები მას იაფად ნამდვილად არ გაყიდია. ამასთან, კრისტიანის ჩვეული პოზიცია უფრო მეტად ფლანგია და არა 10-ანი.

4. მარიო გიოტცე, დორტმუნდის „ბორუსია“

თავის დროზე, იურგენ კლოპმა მარიო გიოტცე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ვისთან ერთადაც უმუშავია. მარიომაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ იურგენმა მას ფეხბურთის შესახებ „ყველაფერი ასწავლა“. მან განაცხადა რომ თავის ყოფილ დამრიგებელთან მუშაობა ისევ სურს, თუმცა რამდენად არის ამაზე თავად კლოპი თანახმა ეს სხვა საკითხია. ამასთან, მარიოს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს და ხშირადაც ტრავიანობს. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ მისმა საუკეთესო წლებმა უკვე ჩაიარა და მისი ძველი ფორმის აღდგენა რთული იქნება.

3. ტომა ლემარი, „მონაკო“

ლემარი „ლივერპულის“ რადარზე შარშან ზაფხულში გამოჩნდა, თუმცა, საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მის კარიერას დაღმასვლა თუ არა, ყოველ შემთხვევაში, წინსვლა ნამდვილად არ განუცდია. 2017/18 წლების კამპანიისას, ლიგა 1-ში მან მხოლო 2 გოლის გატანა და 8 ასისტის გაკეთება შეძლო. ეს კი იმაზე ბევრად ცუდი მაჩვენებელია, რისი დაფიქსირებაც ფეკირმა შეძლო.

2. იულიან დრაქსლერი, „პესეჟე“ 

დრაქსლერს ძალიან კარგი ტექნიკური არსენალი აქვს, მას შეუძლია დრიბლინგი, მომენტების შექმნა და გოლების გატანა. მას რომ ჩვენთან გადმოსვალზე 2017 წელს უარი არ ეთქვა, რა თქმა უნდა, ახლა უფრო მეტად გვესურვებოდა. დრაქსლერი გადმობირება უფრო მეტად მარტივი იქნებოდა პარიზელთა თავკაცის პოსტზე უნაი ემერი რომ დარჩენილიყო, თუმცა, ახლა, იულიანის თანამემამულე ტომას ტუხელის დანიშვნის შემდგომ, მისი შეძენა უფრო გართულდება.

1. მარკო ასენსიო, მადრიდის „რეალი“

ესპანელი შემტევი ნამდვილად ფენომენალურია, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი შეძენა არარეალურია. ასენსიო პოტენციური ვარსკვლავია, ამიტომ, მის გაყიდვას მადრიდელები ნამდვილად არ ისურვებენ. კრისტიანო რონალდო, ქარიმ ბენზენა და გარეტ ბეილი, სამივე მათგანი უკვე ასაკში შედის, 22 წლის ასენსიო კი გუნდის მომავალია და, ამასთან, მათ არც ფული სჭირდებათ. ასე რომ, მისი შეძენა უფრო ფანტასტიკის სფეროა, მიუხედავად იმისა, რომ იგი საოცარი შენაძენი იქნებოდა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ამ სიას კიდევ მივამატებდი ტიაგო ალკანტარას და ჰაკიმ ზიეჩს. კიდევ რავი იქნება 1-2 ვარიანტი, უბრალოდ არ მახსენდება ეხლა.
ამ სტატიაში ჩამოთვლილებს რაც შეეხებათ: 1. პულისიჩი - თუ საოცარი თანხა არ დაადეს შეიძლება მოყვანა და კოუსავით ცენტრში შეწევა.
2. გიოტცე - აღარ მჯერა მაგის გამოკეთების თორე ძაან მაგარი იყო თავის დროზე.

3. ლემარი - მოაშორეთ, არც წინა ზაფხულს მინდოდა და მითუმეტეს არც ეხლა მინდა.

4. დრაქსლერი - ძალიან კარგი ვარიანტია, თან ის მომწონს რო მაღალია საკმაოდ და ფიზიკურადაც ძლიერია.

5. ასენსიო - რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტია მარა ისკოს ყიდვა უფრო შეიძლება მგონი ვიდრე ამისი

James Pearce
VIP Member

ზიეჩი რომაში გადადის

_z_l
მომხმარებელი

მეშინია, ყველაზე იაფზე არ გააკეთონ არჩევანი და გიოტცე არ შეგვრჩეს :( ზოგადად, ნომერ პირველი სამიზნე, მაინც მეკარე უნდა იყოს და მერე ყველა სხვა დანარჩენი

momo
მომხმარებელი

Yvelaze kai varianti mainc fekiri iyo magrad gamityda ro chaishala es transferi da kidev daily mail_ma daweara barnlis mekareze da martali bazaria?

An vabshe vin aris rogori rojaa?

FLEIMEIKER
მომხმარებელი

ამათგან არცერტი არაა გუნდში საცირო

James Pearce
VIP Member

პულისიჩს კლოპი უნდა და უძლიერესი იქნება მაგარი ტალანტია

gio_chyoi
რედაქტორი

momo,
ნიკ პოუპი, ძაან კაი მეკარეა მარა მონია რო ალისონის გარდა არცერთ მეკარეზე არ ფიქრობს კლოპი. საერთოდ რაც დავაკვირდი მასე იცის ამ კაცმა, ერთს უტრიალებს მარტო ირგვლივ და ყველაფერს აკეთებს რო ეგ იყიდოს. მასე იყო კეიტაზეც და ვან დეიკზეც

sulkhan
VIP Member

ფეკირი კაი ვარიანტი იყო 10 ნომერზე.რაც შეეხება აქედან ყველაზე კაი ვარიანტი და ხელმისაწვდომი პულიშიჩი და დრაქსლერია

heerenveen
მომხმარებელი

გიოცე არა, არ მჯერა მისი.იმ ხუთეულიდან პულისიჩი მინდა.

fromanfield
მომხმარებელი

დრაქსლერი ყველაზე მაგარი ვარიანტია მაგრამ მაგას კლოპი უკვე პრინციპულად არ მოიყვანს როცა პირადად დაურეკა და ლივერპულში გადმოსვლა შეტავაზა უარი უთხრა და პარიზში გაიქცა,მაგას აღარ მიუბრუნდება გამორიცხულია არადა ამ სიიდან ერტადერთია ვინ მაგ პოზიციაზე გვჭირდება,აი გიოტცეს ამბავი აერტოდ ცირკია,ტიპს სულ ტრავმები აქ და მაგის გამო ფეკირი თუ არ მოვიყვანეთ გიოტცე დაცინვაა.პულიშიჩი კიდე ვაფშე სხვა პოზიციააა რა თორე უძლიერესია

GoGson
VIP Member

გიოთზეე არა ყენია კიდე. წავიდა მაგის დრო.
ასენსიო არარეალურია...
დანარჩენებს რაც შეეხება ფეკირი ყველას მირჩევნია მე პირადად და ვფიქრობ მაინც ფეკირზე იჩალიჩებს კლოპი. ჩემპიონატამდე შაქირი მოვა , და შეიძლება მეკარეც ... და მერე ფეკირი

giginio
VIP Member

amat suyvelas anderson taliska jobda magali swrafi teqnikuri 22 milioni girs da exla sadgac trakshia ganatxovrebuliii. amden bodial cf moiyvanos da firminos miscen 10 nomerii

LUIS SUARES 001
VIP Member

გიოცე გამორიცხულია იმიტომ რომ ტრამვიანობისკენაა მიდრეკილი ყველაზე კარგი ვარიანტი დრაქსლერი და ასენსიო იქნებიან

coco
მომხმარებელი

ოფიციალრად ლემარი უკვე ატლეტიკოს ფეხბურთელია

ოუენ_10
მომხმარებელი

არნოლდი და ოქსი არის ინგლისელი ლივერპულში ძირითადის ჰენდერსონი საერთოდ არაფერში წერია. ინგლისელი ლიდერი რო იყიდონ ვინმე კარგი იქნებოდა...

ან ალი ან სესენიონო რომ იყიდონ კარგი იქნებოდა ლივერპულისთვის

lasha77
VIP Member

ციტატა: giginio
amat suyvelas anderson taliska jobda magali swrafi teqnikuri 22 milioni girs da exla sadgac trakshia ganatxovrebuliii. amden bodial cf moiyvanos da firminos miscen 10 nomerii

გეთანხმები . ჯობს ბობის მისცენ 10 ნომრის პოზიცია ხოლო შეტევაში ფორვარდი მოიყვანონ .
მიმაჩნია რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ამერიკელია . პულისიჩი დიდი პოტენციალის ფეხბურთელია თან დორტმუნდიდან არ უნდა იყოს მისი ყიდვა რთული . ასენსიო უნდა გამორიცხოს ეგ რეალს არ დატოვებს თუ არ გამოაგდეს იქიდან

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze