x

ალისონი: „ მინდა ყველაფერი მუნდიალამდე მოგვარდეს“

ავტორი: gio_chyoi, 11-06-2018, 14:26, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 468, 14


რომაელთა კიპერი მიმდინარე წელს „ლივერპულს“ უკვე ძალიან ბევრჯერ დაუკავშირეს. ბოლო პერიოდში კი ეს ჭორები ძალიან გააქტიურდა. „ლივერპულელთა“ ფორვარდმა რობერტო ფირმინომ ისიც კი განაცხადა, რომ ალისონს თავადაც დაელაპარაკა და „ლივერპულის“ შესახებ უამბო და გააცნო.

მისივე თქმით, ალისონს სხვა გუნდებისგანაც აქვს შემოთავაზებები, თუმცა თავად ბობი ძალიან მოხარული იქნებოდა თუ თავის თანამემამულეს ენფილდზე იხილავდა.

ახლა კი თავად ალისონმა გააკეთა კომენტარი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ, სურს, მისი ბედი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყდეს.

მისი შეძენით „წითელბის“ გარდა მადრიდის „რეალიც“ არის დაინტერესებული, თუმცა, „რომას“ მისი შენარჩუნებაც სურს.

“მჯერა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყდება.

სიმართლე რომ ვთქვა, ყველაფერი ჩემს აგენტს მივანდე.

თუ საქმე მუნდიალის დაწყებამდე არ გადაწყდება, მაშინ ეს მისი დასრულების შემდგომ მოხდება, რადგან მსურს მთლიანად ბრაზილიის ნაკრებზე ვიყო კონცენტრირებული.

ბევრი შესაძლებლობაა, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, თუმცა, ყოველთვის „რომასთან“ ერთად და ჩემი კლუბის პატივისცემით. ვნახოთ, რა მოხდება ამ კვირაში.“ - განუცხადა ალისონ ბეკერმა Daily Mail-ს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ნეტა მსოფლიოს დაწყებამდე ეს გავიფორმოთ და რას ვჩივი ფეკირს, მაგას მერე მიუბრუნდებიან ალბათ. დიდი ალბათობით ამდენი ფული არ აქვთ და პრიორიტეტი რადგანაც მეკარეა ჯერ ამის მოყვანა უნდათ, შაჩირისაც იმიტო ეჩალიჩებიან 12 მილიონი რო ღირს და პლიუს ფეკირზე მერე იჩალიჩებენ რო დაკლებინონ ფასი

sulkhan
VIP Member

ეს მოიყვანონ და მეტი არაფერი მინდა

S.J
მომხმარებელი

ფირმინოს მარსელომ და კაზემირომ აჯობეს და რეალში მიდის.....

მოკლედ მსოფლიომდე უნდა მოგვაარდეს ამის ტრანსფერი თორე სხვა ალტერნატივა მოვიძიოთ

heerenveen
მომხმარებელი

მივესალმები მაგრამ არ მჯერა, ბარნლის მეკარეზე მიდის საუბარი წავიკითხე და ეგ რეალური მგონია, ან ეგ ან ბეტლანდი

gio_chyoi
რედაქტორი

heerenveen,
არც ბატელნდზე და არც ბარნლის მეკარეზე არ მიდის არანაირი საუბრები, არცერთ სერიოზულ გამოცემას არ დაუწერია მაგათზე

GoGson
VIP Member

არც ბატლენდია ცუდი არც პოუპი არც ლენო არც ტრაპი... ცუდი მეკარე არცერთს არ ქვია მაქედან მაგრამმ მაგათ მოყვანას ისევ კარიუსი დავტოვო მირჩევნია, რატომ და იმიტომ რომ მიახლოებით იგივე ალბათობა და რისკი იქნება მაგის "გამოსწორებაზე " რამდენიც ზოთჩამოთვლილი კიპერების გუნდთქნ შგუებაზე და "გამართლებაზე". არამგონია რომელიმე გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, და ჩვენ ზუსტად ასეთო გვჭირდება..

ამიტომაა ალისონი პრიორიტეტული ( ეხლა ძაან მაგარია და აქვს პოტენციალი ყველაზე მაგარი გახდეს) და ნუ ობლაკიც რათქმაუნდა , ეგ ისედაც ყველაზე მაგარია ესპანელ გიჟთან ერთად.

giginio
VIP Member

chemi xma batlends . tu alisonze chalichobeenn barem oblakze ichalichon . magram tu mekare mova 10 nomerii daiviwyeet

skauzera-16
მომხმარებელი

S.J,
?

chipe888
მომხმარებელი

რაც დრო გადის მით უფრო მგონია,რომ რომაში დარჩება ალისონი.

ThisIsAnfield
მომხმარებელი

Yvelas eg gvinda alisson yvelas :)))

heerenveen
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
heerenveen,
არც ბატელნდზე და არც ბარნლის მეკარეზე არ მიდის არანაირი საუბრები, არცერთ სერიოზულ გამოცემას არ დაუწერია მაგათზე

კი აქაც დაიდო ინფორმაცია ბარნლის კიპერზე, პოუპი განიხილება

ციტატა: giginio
chemi xma batlends . tu alisonze chalichobeenn barem oblakze ichalichon . magram tu mekare mova 10 nomerii daiviwyeet

მეც ბატლენდი მინდა რადგან ალისონის ან ობლაკის მყიდველები არ ვართ

ციტატა: giginio
chemi xma batlends . tu alisonze chalichobeenn barem oblakze ichalichon . magram tu mekare mova 10 nomerii daiviwyeet

მეც ბატლენდი მინდა რადგან ალისონის ან ობლაკის მყიდველები არ ვართ

sulkhan
VIP Member

პოუპი და ესეთი საშუალო დონის კიპერები არ მინდა და მირჩევნია კარიუსის წვალებას ვუყურო.ლენო კიდე ჯობია მაგათ ყველას თუ მაინცდამაინც ვერ ყიდულობენ ალისონს ან ობლაკს.დონარუმაა კიდე კაი ვარიანტი და რავიცი აბა სად იყურებიან დავიღალეთ ამ ფეკირის ამბებით და ეხლა არცერთი არ მოვა

LUIS SUARES 001
VIP Member

ეს თუ მართლა დავიმატეთ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze