Sky Sports : "ლივერპული" ალისონს ვერ გაიფორმებს » Liverpool Fc - ფანკლუბი

Sky Sports : "ლივერპული" ალისონს ვერ გაიფორმებს

ავტორი: johnson, 11-06-2018, 17:59, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 770, 15


დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპული" ალისონის გაფორმებას ვერ შეძლებს. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

Sky-ის მტკიცებით, ტრანსფერის ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი ბრაზილიელის ღირებულებაა - როგორც იცით, "რომა" ალისონის სანაცვლოდ 80 მილიონამდე ითხოვს. მეორე ვერსიით კი თავად კიპერმა არჩევანი მადრიდის "რეალზე" გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული მედია ბეკერს "ჩელსისაც" უკავშირებდა. ვარაუდობდნენ, რომ "სამეფო კლუბი" სწორედ ბელგიელ მეკარეს დაიმატებდა, "სტემფორდ ბრიჯზე" კი პირველი მეკარე ალისონი გახდებოდა.

ჯერ უცნობია განიხილავენ თუ არა მელვუდში ბრაზილელის ალტერნატიულ ვარიანტებს. სხვადასხვა ცნობებით, "ლივერპულის" სამიზნე ობლაკია, თუმცა მისი გაფორმება მერსისაიდელებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანული პრესა "წითლებს" ნიკ პოუპსაც უკავშირებს. 

კომენტარები


GoGson
VIP Member

აიიიი არ გამკვირვებია ვაფშეე რა.. გულის სიღრმეში ვვეჭვობდი რო ამის პირველი არჩევანი რეალი იქნებოდა... იქნებ ობლაკი გამოვიდეს... მარააა რავი კაროოჩე ავიჭერი :დდდ არმინდა ეს პოუპი და ბატლენდი. არმინდა კარიუსის და კარიუსზე ოდნავ კარგი დონის კიპერი რა...

live...1986
მომხმარებელი

80 ლიმონის გახდა არ უნდა იყოს პრობლემა ასეთ კარგ მეკარეში .......... აი სხვის სასიკეთოდ თუ გააკეთა არჩევანი ეგ სხვა თემაა

chipe888
მომხმარებელი

მაინც ბრაზილიურმა სისხლმა იყივლა და წავიდა რეალში

Mate chavchavadze
მომხმარებელი

ალისონი ფეკირი მესმის 2 კვირაა ვერცერთი ტრანსფერი ვერ შედგა.ეს თუ რეალში მიდის ნავასი მაინც დაითრიონ ობლაკი მაინც ძაან არარეალურს გავს

_z_l
მომხმარებელი

ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მეკარე და 10 ნომერი. გამოდის, რომ ვერცერთი ვერ მოყავთ. ასე რისი იმედი უნდა გვქონდეს შემდეგ სეზონში? ისევ ოთხეულისთვის წვალება მოგვიწევს. ფულის გადახდა არ უნდათ და კარგად გამოჩნდა, რომ უფულოდ კლოპი სასწაულებს ვერ გააკეთებს.

heerenveen
მომხმარებელი

არ მჯერა 80 მილიონი მეკარეში ლივერპულის მფლობელებმა გადაიხადონ და არც ალისონი და არც ობლაკი, ბატლენდი ან პოუპი ეგ ორია რეალური და ორივე კარგი მეკარეა ყოველ შემთხვევაში კარიუსს ბევრად ჯობია

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

გამორიცხულია რეალმა დიდი ფული დახარჯოს მეკარეში, სხვა პოზიციებზე უფრო დიდი პრობლემები ექნებათ მალე, პახოდუ პერესი ნავასზე ანძრევს. დაჟე მგონი კურტუასაც არ დაიმატებენ.
ეს 80 მილიონი სტერლინგი კიდე ისეთივე *ცენზურა*ობა ჭორია, როგორც ფეკირის 70 მილიონი.

gio_chyoi
რედაქტორი

არაფერი დაუწერია ჯერ სქაის მიზეზად, თუ რატო არ გადავა ლივერპულში, შეიძება საერთოდ არ უშვებს რომა. ეს თ არ გამოვიდა კიდე ობლაკზე იმუშაონ ამაშიც დიდი თანხის გადახდა მოუწევდათ და გადაიხადონ ერთხელ დიდი თანხა, მეკარეა რა გეყოლება დიდი ხანი

sulkhan
VIP Member

80 ძაან ბევრია და არ გადაიხდიან ვერც გაამტყუნებ.აი 60 ან 70 კიდე რეალურია მაგრამ 80 არამგონია თუმცა ღირს რომ გადაიხადონ 10 წელი მეკარის პრობლემა მოიხსნება

chipe888
მომხმარებელი

როგორ შეგიძლია გაუწიო კონკურენცია გუნდებს,როცა ყველაზე საჭირო ტრანსფერში ფული გენანება. ფანებშიც ორ აზროვნებაა და იძახით ძვირიაო. რა არის ძვირი 80 მილიონი მსოფლიო დონის მეკარეში? ცუდმა მეკარემ 70 მილიონი რო ერთი ხელის მოსმით დაგვაკარგინა ეს არის კარგი? ინგლისელი ცხენი აღარ ვარგა და მეკარე ივარგებს? არ მინდა ეს ფეკირები და დემბელეები თუ კარში ისევ კარიუსი უნდა იდგეს. სუფთა ქართული პონტია რა. 28 წელია ქვეყანას ანვითარებენ და ისევ წუმპეში ვართ,რადგან ფულის ჭამა უყვართ. კი იციან,რომ ფულს რო არ შეჭამენ ქვეყანა წინ წავა,მარა ხო არ უღალატებენ თავის თავს.ელოდები მოძრაობის უსაფთხოების კანონს და გამოდის გუგულა და გვეუბება სიგარეტი არ მოწიოთო ან მსუქანი არ შეილება იყოს ადამიანიო. ლივერპულშიც ეგრეა. ყველა ხვდება რო პრემიერლიგა არ მოგვიგია და მეკარე არ გიდგას კარში,მარა კაცი შვილი მიმხედავი არ არის. იმ პოზიციაზე მოყავთ ხალხი სადაც არ გვჭირდება და ფულიც არ ენანებათ და რაც საჭიროა იმას არ აკეთებენ. ჯერ ერთი საქართველო წავა წინ ასეთი დამკიდებულებით და მერე ლივერპული პრემიერ ლიგას მოიგებს. დავიღალე უკვე ყოველ წელს ერთი და იგივეს მოსმენით. ადრე მიზეზი ლიგაზე ვერ მოხვედრა იყო და ეხლა რა არის მიზეზი ფეხბურთელების უარის ნეტა. ფული ენანებათ,თორე ფეხბურთელს რომელსაც ამბიცია აქვს რეალში არ გადავა. რა უნდა მოიგოს რეალში რო შეაქონ ან გადაირიონ. პირობებს სტავაზობენ და გამყიდველ კლუბსაც არ ევაჭრებია კაპიკებზე. ესაა მთავარი თორე რომელი ფეხბურთელი დაიწუნებს ლივერპულს. ბრაზილიელი კაცს ბოდიში მომითხოვია და სულ *ცენზურა*ზე არ კიდია პრემიერლიგას მოიგებს თუ არა ლივერპული ან გამყიდველ კლუბს რაში ადარდებს ლივერპულის ფინანსები. კოუტინიოს ფასი რო არ დაკლეს არ გახსოვთ?! და ეხლა რომასგან და ლიონისგან ელოდებოდნენ ფასის დაგდებას? კლოპის ბრალია და რაც დრო გადის მით უფრო ვეთანხმები იმ აზრს რო ვარსკვლავებთან მუშაობა არ შეუძლია მუშაობა და ამიტომაც არ იმატებს ეგეთ იგროკებს. იმიტომაც აგებს ფინალს ფინალზე. დაიმახსოვრეთ,რომ თუ კარგი მეკარე არ მოვიდა კლოპს ახალ წლამდე გაგდებენ,რადგან ჰენრის ბრალი არაფერი არაა. ვინც უთხრეს ის მოუყვანეს და დეიკში ამხელა მაყუთი ტენეს. ტრანვირებული იყო თან მაშინ დეიკი

RedLp
მომხმარებელი

_z_l,
კლოპი ვერ აკეთებს ფულის გარეშე სასწაულებს და ტრანსფერებს?? ხო არ ღადაობ:დდ

LUIS SUARES 001
VIP Member

გაიქეცი რეალში გაიქეცი,არ მიკვირს ბლინ

_z_l
მომხმარებელი

RedLp,
ჩვენ რა სასწაულიც გვინდა, ის ჯერ არ მოსულა. რეალის მსგავს გუნდს რომ მოუგო, მეკარე და ნახევარდაცვა უნდა გყავდეს ან სასწაულის იმედზე უნდა იყო

temotemura
მომხმარებელი

რეალში რო წავიდეს რატო უნდა გაამტყუვნო თუ ლივერის ფანი არ ხარ, რეალში წახვიდე ჯობია ამ გადმოსახედიდან.

lasha77
VIP Member

ჩვენები თუ მოინდომებენ კურტუას გადმოყვანაც შეიძლება . ობლაკი გამორიცხულია ესეც იგივე სუტუაციაშია ხოლო კურტუას წასვლა უნდა და არც გუნდია წინააღმდეგი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze