სალაჰი ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშებს

ავტორი: akaki, 11-06-2018, 21:39, კატეგორია - სიახლეები, 1 357, 10


მოჰამედ სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატს პირველივე მატჩიდან დაიწყებს, მაგრამ ტრავმა კვლავაც აწუხებს.

ჰექტორ-რაულ კუპერის თქმით ეგვიპტის ნაკრების ლიდერი მზად იყო ტკივილგამაყუჩებლების მიღებით ამხანაგურ მატჩშიც ეთამაშა, თუმცა ამის საჭიროება ვერ ნახა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად დადასტურდა, რომ სალაჰს სერხიო რამოსის მიერ ფინალურ მატჩში მიყენებული ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია და მსოფლიო ჩემპიონატზე ტკივილგამაყუჩებლების ქვეშ ითამაშებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ გროზნიში სავარჯიშოდ ჩასულ ეგვიპტის ნაკრებს გულშემატკივრები დახვდნენ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი ეგვიპტის ათიანთან სელფის გადაღება სცადა და მას ხელი გადახვია რა დროსაც სალაჰმა ნატკენ მხარზე მოიკიდა ხელი.



"ეს არის ამაღელვებელი, ღვთის წყალობით კარგად ვემზადები და ვარჯიშებიც კარგად მიდის."


მიუხედავად ამისა, სალაჰი ეგვიპტის ნაკრების პირველ ვარჯიშს რუსეთში არ შეუერთდა. ის მხოლოდ მოედანზე გამოვიდა, გულშემატკივრებს მიესალმა და ფეხბურთელების ვარჯიშს თვალი მიადევნა.

"არ ვიცი რამდენად შორს წავალთ, მაგრამ ფეხბურთელებს გვაქვს დიდი ამბიციები და გვსურს, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ" - აცხადებს სალაჰი.



როგორც იცით, ეგვიპტის ნაკრები A ჯგუფშია და პირველ შევედრას 15 ივნისს, ჯგუფის ფავორიტის ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეგვიპტელთა ექიმის თქმით, სალაჰი სრულად რეაბილიტირებული არ იქნება.

"სალაჰს რეაბილიტაცია არ დაუსრულებია, რადგან ამ ტიპის ტრავმის ბოლომდე მორჩენას 3 კვირა მაინც სჭირდება" - აცხადებს ეგვიპტის ნაკრების ექიმი.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰის ეგვიპტეს ურუგვაისთან ერთად რუსეთის და საუდის არაბეთის ძლევა მოუწევს.

კომენტარები


არუნდა გარისკოს რა ურჩევნია? 1მატჩის გამოტოვებ თუ მერე ყველა მატჩის?

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ურუგვაი მაინც ჯგუფის ფავორიტია და არუნდა ათამაშოს,რუსეთან და არაბეთან მოგებაზე უნდა იჩალიჩოს რა

GoGson
VIP Member

მომო ჭკვიანადდ იყავიიიი.... მსინც მხარიააა და ძაან არ ვნერვიულობბბ... იმედია ლივერპულს ფორმაში შეხვდება

LUIS SUARES 001
VIP Member

რამოსის კიდევ ერთხელ დედას მოვიკითხავ აქედან.მთავარია ამ ტრამვას კიდე ტრამვა არ დაემატოს და დალშე ჩვენი ლომი ეპლის დაწყების დროს მზად იქნება

gio_chyoi
რედაქტორი

არადა მაინცდამაინც პირველი თამაში დაემთხვა ყველაზე რთული

heerenveen
მომხმარებელი

რამოს ნა ბი ჭვ არი ხარ.

gabu10
მომხმარებელი

ამას სანამ განგრენა არ დაემართება ან პარალიში არ გაჩერდება ხო?

temotemura
მომხმარებელი

მომო თავს ნუ მიაკლავო კი ვწერთ, მაგრამ აბა რა უნდა ქნას? ზუსტად თავი უნდა მიაკლას და მაქსიმუმი დადოს რაც შეუძლია. მთავარია ტრამვა არ მიიღოს.

gio_chyoi
რედაქტორი

ისე 3 კვირა მაინც სჭირდებაო ტრავმის მორჩენასო და ეგრე გამოდის რა, 20 დღე გამოდის 26-დან

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

პირველი ტაიმი რო სკამზე ყავდეს და მეორე ტაიმში შეიყვანოს მგონი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze