„სპორტინგთან“ კონტრაქტი 4-მა ფეხბურთელმა გაწყვიტა » Liverpool Fc - ფანკლუბი

„სპორტინგთან“ კონტრაქტი 4-მა ფეხბურთელმა გაწყვიტა

ავტორი: gio_chyoi, 12-06-2018, 13:00, კატეგორია - სიახლეები, 2 546, 15


მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 1 თვის წინ პორტუგალიური ლისაბონის „სპორტინგის“ ისტორიაში ალბათ ყველაზე სამარცხვინო ფაქტი მოხდა.

ხელკეტებითა და სხვა საგნებით შეიარაღებული ფანები გუნდის სამწვრთნელო ბაზაზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებსა და სტაფს ფიზიკურად გაუწორდნენ. თავდამსხმელების რაოდენობა დახლოებით 50 იყო.

ამ ყველაფრის შემდეგ, რამოდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა კლუბთან კონტრაქტი გაეწყვიტა, რაზეც, რა თქმა უნდა, კლუბი ვერ შეეწინააღმდეგა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ უკანასკნელი 4 ფეხბურთელი, რომლებმაც კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტეს არიან: 1. გუნდის მთავარი მეკარე რუი პატრისიო 2. ვილიამ კარვალიო 3. ლისაბონელთა 10-ანი ბრუნო ფერნანდეში და 4. გარემარბი ჟელსონ მარტინში

ეს ორი უკანასკნელი, ბრუნო ფერნანდეში და ჟელსონ მარტინში ბოლო პერიოდში „ლივერპულს“ არაერთხელ დაუკავშირეს.

ჟელსონ მარტინშით მერსისაიდელები გასულ ზაფხულს იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა ტრანსფერი არ შედგა, რისი მთავარი მიზეზიც შესაძლოა მისი სატრასფერო ფასი იყო. კერძოდ კი ლისაბონელები ფეხბურთელს დაახლოებით 50 მილიონ ფუნტად აფასებდნენ. ახლა კი მისი შეძენა უფასოდაა შესაძლებელი.

გასულ სეზონში „წითლებს“ აგრეთვე დაუკავშირეს ბრუნო ფენანდეში, რომელმაც გასულ სეზონში დიდი წინსვლა განიცადა და სერიოზულად განვითარდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოთაღნიშნული ფეხბურთელი სწორედ იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელი პოზიციის ფეხბურთელების ძიებაშიც  არის ახლა „ლივერპული“. 

ბრუნო ფერნანდეში ტიპიური 10 ნომერია, რა პოზიციაზეც სწორედ ნაბილ ფეკირი თამაშობს. რაც შეეხება ჟელსონ მარტინშს, იგი იმ ტიპის გარემარბია, რომელსაც ფორვარდად თამაშიც შეუძლია.

ბოლო პერიოდში „ლივერპულს“ სერიოზულად უკავშირებენ ხერდან შაჩირის, რომლის სატრანსფერო ფასადაც 12 მილიონი ფუნტი სახელდება და რაც, ალბათ, მთავარი მიზეზი იყო მისით დაინტერების. აშკარაა, რომ კლოპს იგი უბრალოდ გუნდის შესავსებად სჭირდება, რათა საკმარისი რესურსი ჰქონდეს. ამ მხრივ კი, მიგვაჩნია, რომ ჟელსონ მარტინშის შეძენა ბევრად უკეთესი იქნებოდა, ჯერერთი რომ იგი საერთოდ უფასოდაა ხელმისაწვდომი, და ამასთან შაჩირიზე ახალგაზრდაა და ბევრად უკეთესი განვითარების პერსპექტივა აქვს.

ბრუნო ფენანდეშიც ძალიან ტექნიკური, კრეატიული და მრავალმხივი ნახევარმცველია და ჟელსონ მარტინშივით, ის ფაქტი, რომ მისი შეძენაც უფასოდ იქნება შესაძლებელი, აღნიშნულ ტრანსფერს ასმაგად მიმზიდველს ხდის.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

არა ძმაო ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ასეთი რაღაც მე არ მახსვოს, ალბათ მილიონში ერთხლე ხდება ასეთი ფაქტი. უნდა ეცნენ ეხლა და ეს ორი კაცი მოიყვანონ, რაის შაჩირი ჟელსონა ბევრად უკეთესია და ბრუნო ფერნანდეში კიდე არ ჩამოუვარდება მაგ ფეკირს.
ვილიამ კარვალიო უბრალოდ აღარ გვჭირდება იმიტო რო მაგის პოზიციაზე ფაბინიო მოვიყვანეთ უკვე.
ეს ორი კაცი რო მოიყვანონ უფასოდ მერე შეეძლებათ მეკარეში ძაან დიდი ფულის გადახდა

chipe888
მომხმარებელი

არცერთის მომყვანები არ არიან ამ ოთხიდან,თუ არ გჯერათ მოვიცადოთ და გავგებთ

gio_chyoi
რედაქტორი

რავი ძმაო აი შაჩირიში და ფეკირში ვთქვათ რაც თქვეს ფასები ანუ დაახლოებით 65 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადათ ხო? 53 ფეკირი 12 შაჩირი. ხოდა წარმოიდგინა მოგყავს მინიმუმ იმავე დონის ფეხბურთელები და 65 მილინოს ფუნტს ზოგავ. იმ ახალი ტრიბუნის გაკეთება რო უნდათ მაგ ფულით გააკეთებდნენ, ძალიან მომგებიანი რაღაცაა რა

ThisIsAnfield
მომხმარებელი

Ai amas qvia tuzi daecao da avroram isrolao :))) exla yvelaferi unda qnan ro minimum gelsoni davitriot da tu orive iqneba vabshe kanfeet!!!

GoGson
VIP Member

აი აქედან რო არც კი ეცადონ არცწრთზე ძაან გამიტყდება, როგორც დევრეი არ ცადეს.... ცვეტში დანაშაული იქნება... კონკყრენტი განსაკუთრებით ჯელსონზე ბევრი იქნება... თან ვიღაც ძირითადსაც მიცემს. .. აი ფერდანდეში უეჭველი დასათრევია , გნებავთ პატრისიო

gio_chyoi
რედაქტორი

იწერება რო ალისონს არ იყიდის ლივეპრულიო, ობლაკი თავიდანვე ჭორი მეგონა და ეხლაც მგონია რო საერთოდ არც კი ყოფილა არანაირი დაინტერესება მაგის მიმართ და სულ ჟურნალისტების შეთხზულია მაგასთან დაკავშირებული ჭორები. აქედან გამომდინარე, 25 და 30 მილიონი ბატლენდებში გადახდას იმაზე დაფიქრებაც შეიძლება ეს რუი პატრისიო ხო არ მოიყვანო. ნაკრებში რაც მე ვუყურე ევროპაზე ძაან ნორმალურად თამაშობდა

AGERIII
მომხმარებელი

მარტინში თუ დავითრიეთ 3 წელში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება ლივერპულში

LUIS SUARES 001
VIP Member

ეხლა უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად თუ არა კიდევ დაგვასწრებენ და აგვახევენ ცხვირწინ იგრიკებს

cotne_suarez
მომხმარებელი

bolos shei givens moiyvanen karebshi romelmac kariera daasrula da 1 tvis win pexburtshi dabrunebaze gamotqva survili : D :D ager naxet nik poupic sanatrebeli gaxdeba :D :D :D an eset txel mekareebze rato aketeben aqcent :D D:

temotemura
მომხმარებელი

მოიყვანონ რა ესენი მაინც ბრუნოც და ჟელსონიც. მეკარეზეც არ ვიტყპდი უარს. მაგრამ უკეთესის იმედად ვარ მაინც.

Ynwa Scousers
VIP Member

არსენალთან შეათანხმო მარტინესმა

fromanfield
მომხმარებელი

მარტინეშის გამაზვა იქნება ყველაზე დიდი *ცენზურა*ობა

თუ არ გამაზეს უკვე

kloppo
მომხმარებელი

კაროჩე ეხლა ვუყურე და ორივე ძაან მაგარია. ბრუნო შორიდან ურტყამს საოცრად და ავტობუსებთანაა კაი და მარტინესი იმენა კლოპის ფეხბურთელია სწრაფი მოქნილი და ზანგი :დდდ ნეტა ორივე იყიდინ . იმენა ტუზია მართლა რა ასეთი რაღაც 100წელში ერთხელ თუ მოხდება

DIMAX777
მომხმარებელი

აუ ადმინ ძაან გთხოვ კომენტარების ქვეშა განვლილი მატჩებიდან მოაშორე რა რეალთან ნათამაშევი ფინალი რამდენი ვხედავ სულ დესის გინებას ვიწყებ რამოსის მიმართულებით

lasha77
VIP Member

კარვალიუ და მარტინესი ძალიან კარგი შენაძენი იქნებოდა გუნდისთვის . რუი პატრისიოც გაასწორებდა მეორე მეკარედ .

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze