სტარიჯი ბრძოლისთვის მზადაა

ავტორი: Javaxa, 18-06-2018, 11:17, კატეგორია - სიახლეები, 1 818, 13


დანიელ სტარიჯი "ლივერპულში" თავისი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლებს - იტყობინება Sky Sports-ი.

28 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ვესტ ბრომში" გაატარა, სადაც ექვს მატჩში თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა და "ბრომელებიც" ჩემპიონშიფში გავარდნენ.

დანის "წითლებთან" კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული და მზადაა, რომ უკანასკნელი შანსები გამოიყენოს, რომელიც პრე-სეზონზე აუცილებლად მიეცემა.

ფეხბურთელის წინააღმდეგი არც მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპია, თუმცა პრობლემა მისი ყოველკვირეული გასამრჯელოა, რომელიც £120,000 ფუნტს შეადგენს. ადვილად შესაძლებელია, რომ კუნძულელის მომავალი სწორედ ამ ფაქტმა გადაწყვიტოს.


მოგახსენებთ, რომ დანი "სკაუზერების" ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, რომელიც კლუბში 2013 წლის ზამთრიდან ირიცხება და ამ დროის განმავლობაში 98 მატჩში 48 გოლი აქვს შეგდებული.

კომენტარები


GoGson
VIP Member

გასაგებია რომ უყვართ მეც მიყვარს სტარიჯი.. მაგრამ 120 ათასი ფუნტი კიარა 12 ათასსაც რო იღებდეს მაინც წყალში გადაყრილი გამოდის იმიტომ რომ მერამდენე წელია უოვე გუნდდი ღირებულს ვერაფერს აკეთებსს , და ნუ ტრავმებზე აღარ დავიწყებ საუბარს.

ვინც ამის დარჩენას ემხრობით დამიჯერეთ არ ხართ ჩემზე ლოიალური მასტები პროსტა არც ეგეთი ლეგენდაა არაა სტარო რო 2 სეზონის გამო 4 სეზონი ფაქტიურად არაფერში აიღოს სხვაზე ორჯერ მეტი ხელფასი და პახოდუ ახალგაზრდების - ბრიუსტერის და სოლანკეს მომავალი შეაფერხოს გუნდში.

ნამდვილად მაგარო ფორვარდი თუ გვინდა გუნდში ზამენაზე , რო გააძლიეროს გამოცდილმა აგერ ვარდი დავითრიოთ. წამოვა სიხარულით. სტაროს პლიუს მაყუთი

*პირველ აბზაცში გუნდში უმდა დამეწერა და არა გუნდი

LUIS SUARES 001
VIP Member

120 000 ძაან ბევრია სტაროსთვის.თუ პრე სეზონზე ლივდრის ფორმით კიდევ ერთხელ ვიხილავ გამისწორდება ისე სტაროს ადგილს ამ ფორმაციის ლივერპულში ვეღარ ვხედავ უკვე

gio-torres
მომხმარებელი

დანი უნდა იყოს გუნდში

Ynwa Scousers
VIP Member

ინგსზე და სოლანკეზე მეტი სარგებლის მოტანა ხო მაინც შეუძლია თუ არ გაიტრამვა

skylark1
მომხმარებელი

ციტატა: reversi
თუ არ გაიტრამვა 13 13 13 13 13

13 13

gio_chyoi
რედაქტორი

კარგი რაააა, ჩაიარა ამის წყალმა უკვე კაი ხანია, არ დატოვებენ ამას გუნდში მარა შეცდომა ის იყო აქამდე რო აცადეს და არ გაუვეს. ესეც გასაშვებია და ინგსიც და ორიჯიც, თუ ბრიუსერისთვის უნდა შანსის მიცემა მაშინ ეს სამივე უნდა გაყიდოს და სოლაკნე-ბრიუსტერი ყავდეს სკამზე

giginio
VIP Member

solanke da beiusteri skamze da firmino ro daimtvres chatvalet 5 tamashidan 4 ver moigebs gundi. skamzec seriozuli forvardi unda gyavdes da is kiar unda ifiqron ro firmino tu daimtvra mahin gamoviyvantoo tamashi roar wavidess surati unda shecvalos da bedi gadawyvitos fexburtelma amas kide solanke da briusteri nagdad ver izameen

GoGson
VIP Member

ციტატა: giginio
solanke da beiusteri skamze da firmino ro daimtvres chatvalet 5 tamashidan 4 ver moigebs gundi. skamzec seriozuli forvardi unda gyavdes da is kiar unda ifiqron ro firmino tu daimtvra mahin gamoviyvantoo tamashi roar wavidess surati unda shecvalos da bedi gadawyvitos fexburtelma amas kide solanke da briusteri nagdad ver izameen


გეთანხმები. ბრიუსტერს 6 თვიან არენდას მაინც მივცემდი და სოლანკესთან ერთად ზაჰას ან ვარდის ვიყიდდი. ვისი შემოყვანაც არ "გაგიტყდება" დაძაბულ თამაშში. და ვინც რეალურად გსაძლიერებს შეტევას

gio_chyoi
რედაქტორი

giginio,
სტარიჯი მაგ მისიას უბრალოდ იმიტო ვერ შეასრულებს რო არც ძველ ფორმაში აღარაა და შენც იცი რო ნახევარი სეზონი მაინც ტრავმა ექნება. ინგსიც როგორი ტრავმიანია ვხედავთ და მაგის იმედადაც ვერ იქნები, დაბალი დონეა და ეს ორიჯიც არაფერი ფეხბურთელი არ გამოდგა ვნახეთ უკვე და მაშინ უნდა იყიდო ვინმე ახალი თორე სტარიჯის-ორიჯის და ინგსის სკამზე ჯდომას მირჩევნია სოლანკე და ბრიუსტერი იყვნენ, ამათგან ჯერ მაინც მოლოდინში ხარ რო გაამართლებენ და ისინი იცი უკვე რაც არიან

PRINCE
ტოპ კომენტატორი

სტარიჯი და სიგუას ნამცხვარი დააბრუნეთ კიდევ. ეს რომ ლივერპულის მომავალი სეზონის განაცხადში ვნახო, ცვეტში იმ ხალხის გვერდით დავდგები კლოპის გაშვებას რომ ითხოვენ. 6

lashafss
VIP Member

არადა რა მაგარი იყო სტარიჯიი :X როგორ შუშა გამოდგააა :X

danagger
მომხმარებელი

აი არასდროს არ მომწონდა ისე, როგორც ხალხი გიჟდება... ამას კარგი სეზონი ქონდა იმიტო, რო სუარესს ედგა გვერდით

lasha1888
ჟურნალისტი

ხელფასზე რატო წუხართ თქვენ ხომ არ იხდით :)

ისე უნდა წავიდეს სანამ ცოტა მაინც შეუძლია თამაში ითამაშოს ძირითადში რომელიმე კლუბში

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze