ინგსი გუნდს ტოვებს, ორიჯი მეორე შანსს მიიღებს

ავტორი: johnson, 27-06-2018, 11:34, კატეგორია - სიახლეები, 1 228, 10


დენი ინგსმა "ლივერპულის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports და The Telegraph ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, ინგლისელ თავდამსხმელს რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. მერსისაიდში თავის დამკვიდრებაში კი მას ხელი ტრავმებმა შეუშალა. წყაროს მტკიცებით, "წითლების" თავკაცს, იურგენ კლოპს არ სურს ინგსის გაყიდვა, თუმცა თავად 25 წლის შემტევისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე ხშირად გასვლაა.

სხვადასხვა ცნობებით, დენის შეძენა პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდს სურს. მის მიმართ ინტერესს კუნძულს მიღმაც იჩენენ.

Liverpool Echo კი წერს, რომ კლოპი კიდევ ერთ შანსს მისცემს დივოკ ორიჯის, რომელმაც განვლილი სეზონი იჯარით "ვოლფსბურგში" გაატარა, სადაც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და მხოლოდ 7 გოლის გატანა შეძლო.

როგორც იცით, სადიო მანე და რობერტო ფირმინო განაგრძობენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას, რის გამოც გუნდს ივლისის ბოლომდე ვერ შეუერთდებიან. სწორედ ამიტომ, პრე-სეზონი იქნება შანსი როგორც ორიჯისთვის, ისე სოლანკესთვის და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებითვის. 

კომენტარები


live...1986
მომხმარებელი

სოლანკეც იგივე ბედს გაიზიარებს რასაც ორიჯი....მე ვერ ვხედავ სოლანკეში პოტენციალს

RedLp
მომხმარებელი

არაფერ შუაშია მაგრამ ლოვრენი მსოფლიო ჩემპიონი რო დაბრუნდესსმაგარი ღადაობა იქნება:)) ხორვატია მინიმუმ ნახ ფინალს ითამაშებს

GoGson
VIP Member

ინგსი გასაყიდია...

სტარიჯიც რათქმაუნდა..

ორიჯისაც მივაყოლებდი , ქონდა შანსები ჩვენთანაც და სუსტ გუნდშიც, საშუალო დონეა რაა ...

სოლანკეს ერთ სეზონს მივცემდი შანსსს კიდე. არაა სხვათაშორის ტლანქი ფორვარდი როგორც ბევრს გგონიათ... მოძრავია საკმაოდ და დახვეწილი პირველი შეხება აქვს.

ერთი ფორვარდი მოსაყვანია რო სოლანკეს დაუმშვენოს გვერდი სკამზე. მე ვარდუ ან ზაჰა მინდა მარა გამორიცხულია..

ვაფშე ფორვარდის მოსვლაა გამორიცხული თუ ფაფხურა ორიჯი მოყავს. რავი რა... კაი მეკაეე და 10 იყიდის და ავიტან რამენაირად :დდ

liverpool-fan
VIP Member

ნუ ინგსი თუ გაყიდა სტარიჯიც წავა სავარაუდოთ და მარტო სოლანკეს იმედზე ვერ დავრჩებით ან ვინმეს იყიდის ან არადა ორიჯის დაიტოვებს მაშიმ

James Pearce
VIP Member

ირიჯი მაგარი *ცენზურა*ა რა ტიპი ვულსბურგში გაუშვეს სადაც თითქმის სულ ათამაშებდნენ და მხოლოდ 7 გოლი გაიტანა :|

gio_chyoi
რედაქტორი

სწორი გადაწყვეტილებაა მარა ორიჯიც გასაყიდია

Ynwa Scousers
VIP Member

აუუ კაი რააა რა ორიჯიი

GoGson
VIP Member

ან ამ ბრიუსტერს რას უპირებს , იქნებ მბაპე გვყავს გუნდში და არვიცით.... გაააჯმევინოს ამ ორიჯის რა. მიაყოლოს სტაროც და ინგსიც. პახოდუ ეს ორივე მირჩევნია ორიჯის ))) თან ორიჯი უფრო ძვირათაც გაიყიდება

heerenveen
მომხმარებელი

ორიჯის რა შფანსი უნდა მიეცეს არ მესის, ვოლფსბურგში ვერაფერს აკეთებს

LUIS SUARES 001
VIP Member

Orijim volzburgshi veraferi gaaketa da mitumeyes chventan ras gaaketebs..sanamde dasvams klopi skamze sakitxavia

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze