x

ნაბი კეიტას პირველი ინტერვიუ

ავტორი: johnson, 28-06-2018, 11:10, კატეგორია - სიახლეები, 1 020, 3


გუშინ "ლივერპულმა" ნაბი კეიტა წარადგინა. როგორც იცით, გვინეელი ნახევარმცველი მერსისაიდული გრანდის ღირსებას 8 ნომრიანი მაისურით დაიცავს, რომელიც მას პირადად სტივენ ჯერარდმა გადასცა.

კლუბის ოფიციალური საიტი გთავაზობთ კეიტას პირველ ინტერვიუს :

- ნაბი, მოგესალებით "ლივერპულში". რამდენად აღელვებული ხართ ახლა ?

- მადლობა. ვუყურებ მათ ნაჩვენებ თამაშს განვლილ სეზონში და მსურს მეც ამის ნაწილი ვიყო. მინდა მომავალ წელს მათთან ერთად კიდევ უფრო მეტს მივაღწიო.

- რატომ გადაწყვიტე გამხდარიყავი "ლივერპულის" ფეხბურთელი ?


- ეს არის კლუბი, რომლის თამაშსაც ყველაზე ხშირად ვუყურებ. ასევე, მე ვესაუბრე სადიო მანეს, რომელმაც ამ კლუბზე ბევრი რამ მიამბო. აგრეთვე, შევხვდი მთავარ მწვრთნელს - ის თავის პროექტზე მომიყვა და მოტივაცია შემმატა.

- მთელი სეზონის განმავლობაში იცოდით, რომ ზაფხულში "ლივერპულის" მოთამაშე გახდებოდით...

- ეს ადვილი სულაც არ იყო, რადგან კვლავ "ლაიფციგში" თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. ახლა კი აქ ვარ და ეს ჩემთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

- ადევნებდით თვალს "ლივერპულის" ასპარეზობას ?

- დიახ, თითქმის ყველა მატჩი ვნახე. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო. უნდა ვეცადო რომ გუნდში ადგილი დავიმკვიდრო.

- რამდენად დიდია მოლოდინი ითამაშო "წითლების" შემტევი ტრიოს უკან ?

- ძალიან დიდი. ვფიქრობ, ყველაფერი მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული. ცხადია, მოუთმენლად ველი მათთან ერთად თამაშს. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და "ლივერპულს" ევროპაში ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.

- როგორ ფიქრობ, რა შეგიძლია მოუტანო ამ გუნდს ?

- პირველ რიგში, მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ასრულებს დაცვით ფუნქციებს. ამასთანავე, ბურთი წინ უნდა ავიტანო და შეტევას დავეხმარო. მე ყოველთვის გამარჯვებისკენ ვისწრაფვი.

- კიდევ უფრო მოუმატებთ ?

- რა თქმა უნდა. ვხედავ როგორ ვითარდებიან აქ და ვიცი, რომ მეც შემიძლია იგივეს გაკეთება.

- ელოდები იურგენ კლოპთან მუშაობას ?


- მოუთმენად ველი. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული - თუ რამდენად შევძლებ მიღებული შანსის გამოყენებას, როგორ ვითამაშებ მოედანზე.

- შენ უკვე იცნობ სადიო მანეს. რამდენად დაგეხმარება ის აქ თავის დამკვიდრებაში ?

- ცხადია, მას შეუძლია დამეხმაროს. "ზალსბურგში" ჩვენ მეგობრები ვიყავით, ის ჩემთვის ძმასავით იყო. ვარჯიშის შემდეგაც კი, სახლში ერთად ვბრუნდებოდით. ახლა კი კიდევ ერთხელ ვიქნები მისი თანაგუნდელი.

 მომდევნო კვირას პრე-სეზონი იწყება და მე შევხვდები ახალ გუნდელებს. ამ ყველაფერს მოუთმენად ველი.

- "ლივერპულის" მაისური ადრეც გეთქვა. მოგვიყევი ეს ისტორია...

- მე მომწონს წითელი ფერი. ჩემთვის პატივია ამ მაისურის ჩაცმა და ამ კლუბში თამაში. ბავშვობაში ამ კლუბზე ბევრი არაფერი ვიცოდი, თუმცა როცა ახლა აქ მოვდიოდი მამამ მიამბო, რომ ადგილობრივ კლუბში სწორედ "ლივერპულის" მაისურებით ვთამაშობდით.

- თქვენ აქ 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებთ - არის ეს გარკვეული პრივილეგია ?

- დიახ, ძალიან დიდი. ეს მნიშვნელოვანი ციფრია და ის დიდ ისტორიას ატარებს. ეს უფრო მოტივირებულს მხდის, რათა მივყვე იმ ჩემი წინამორბედის ჯარიმებს.

- თქვენ ხართ პირველი მოთამაშე სტივენ ჯერარდის შემდეგ, რომელმაც 8 ნომრიანი მაისური მოირგო. ვიცი, რომ მას უკვე შეხვდით...

ეს ჩემთვის საოცარი დღეა. ეს ძალიან მოულოდნელია. მან 8 ნომრიანი მაისური გადმომცა. გავოცდი როცა ის ოთახში შემოვიდა, რადგან სტივი ლეგენდაა. ჯერარდი მოედანზე ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა და ის აქ ყველას უყვარს. ეს ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა.

- და ბოლოს, ფანები ახლა ამ ინტერვიუს კითხულობენ. რას ეტყვით თქვენ მათ ?

- მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ გუნდს დავეხმარო და უფრო მეტს მივაღწიოთ, ვიდრე განვლილ სეზონში. იმედი მაქვს, შევძლებ მათ გაღიმებას. 

კომენტარები


Capitan
ტოპ კომენტატორი

Axali 8iani))))

Ynwa Scousers
VIP Member

ეს და ფაბინიო ნახევარდაცვაში იგივე იქნება რაც მო და მანე ფლანგებზე

gerrarda_8
მომხმარებელი

zangebi xo uintelektoebi arian mara es c.h.e.m.isa vabshe uintelektoa ))) gvineaa ra ar gagvikvirdes :D

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze