x

უილსონი : კარგია უკან დაბრუნება

ავტორი: johnson, 4-07-2018, 15:25, კატეგორია - სიახლეები, 761, 8


ორშაბათს "ლივერპულის" ფეხბურთელთა დიდი ნაწილი მელვუდში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის დაიწყო მზადება. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად არიან ფაბინიოც და ნაბი კეიტაც.

პრე-სეზონი რამდენიმე მოთამაშითვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. მათ შორის არის ჰარი უილსონიც, რომელსაც უკვე ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. როგორც იცით, განვლილ სეზონში ის "ჰალ სიტიში" იყო განათხოვრებული და ჩემპიონშიპში საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა.

"კარგია უკან დაბრუნება და მუშაობის დაწყება. ამას მოუთმენლად ველოდი. გასულ წელს, ტრავმის გამო პრე-სეზონზე მონაწილეობა მატჩებში ვერ მივიღე. იჯარა კი ძალიან დამეხმარა. ახლა მჯერა, რომ შეიძლება ეს ჩემი სეზონი იყოს.

"ჰალში" სწორედ ის სათამაშო დრო მივიღე, რომელიც ასე მჭირდებოდა. იქ გავიტანე გოლები და გუნდს დავეხმარე ცხრილის ზედა ნაწილში მოხვედრაში. ახლა კი მხოლოდ "ლივერპულზე", პრე-სეზონზე ვარ კონცენტრირებული.

მე, როგორც "ლივერპულის" გულშემატკივარი, გასულ წელს ყველა მატჩს ვადევნებდი თვალს. ცხადია, ჩემპ. ლიგის ფინალსაც. აქ კარგი მოთამაშეები არიან თავმოყრილნი, გვყავს ახალწვეულებიც და იმედია, მომავალ სეზონში წინ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ."
- ციტირებს უილსონის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

მაგრად მჯერა უილსონის და მგონია რო წელს ძალიან გამოგვადგება

GoGson
VIP Member

მეც მჯერა უილსონის მაგრამ რო ვუყურებ ჩვენ წინა ხაზს , თან ზამენაზე პლიუს ჯინის და ჩემბოსნაირი უნივერსალები გვყავს , რაღაც კატასტროფულად უნდა მოინდომოს და დაანახოს კლოპს პერსპექტივა რო დამკვიდრდეს გუნდში. .. ამიტომ არმინდა მაინცდამაინც ეს შაქირი . მაგას მირჩევნია ფორვარდი მოვიდეს და ეს იყოს ჩემბო ლალანა ჯინისთან ერთად დანარჩენ პოზიციებზე ზამენად

chipe888
მომხმარებელი

მკიდია ჯინიც,ჩემბერლენიც და მარკოვიჩიც ამ კაცმა უნდა მიიღოს შანსი. ასეთი გულის ხალხი სანთლით არის საძებარი და ამის გუნდიდან გაშვება არ შეიძლება. უნდა მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება

Capitan
მომხმარებელი

რა თავდაჯერებული ბიჭია))))))) თუ ყველაფერი კარგად წარიმართება ერთ დღესაც გუნდის ლიდერი იქნება ალბათ ისეთი მიზანდასახული და ლიდერული თვისებები აქვს

LUIS SUARES 001
VIP Member

Uilsoni chveni momavalia

kloppo
მომხმარებელი

რატომღაც ძალიან მიყვარს ეს ბიჭი. აშკარად ძალიან ნიჭიერია , თავს იჩენს კლუბშიც და ნაკრებშიც და კლოპის ყურადღება რატომ ვერ მიიპყრო ვერ ვხვდები. სერიოზული თაობა მოდის აკადემიიდან და სჯობს ამათ მისცეს იურგენმა შანსი იმიტორო ესენი არ გაგვყიდიან , როგორც სხვები (თუ ოუენები არ გამოდგნენ) და კლუბისთვის უკეთესი იქნება

gio_chyoi
რედაქტორი

ძალიან მინდა რომ ამან დიდი ფეხბურთი ითამაშოს და რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად

gio-torres
მომხმარებელი

ძაან ამბიციურია და კარგიააა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze