x

ფაბინიო : იქ ვითამაშემ, სადაც გუნდს დავჭირდები

ავტორი: johnson, 4-07-2018, 15:41, კატეგორია - სიახლეები, 1 395, 11


ორშაბათს "ლივერპულის" ფეხბურთელთა დიდი ნაწილი მელვუდში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის დაიწყო მზადება. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად არის ფაბინიოც. როგორც იცით, ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი მერსისაიდელებმა მაისის ბოლოს დაადასტურეს.

კლუბის ოფიციალურმა საიტმა სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ფაბინიოსთან ჩაწერა ინტერვიუ :

"ბოლო წლებში ვადევნებდი თვალს ამ გუნდის თამაშს და ვიცი თუ როგორ განვითარდნენ ისინი იურგენ კლოპთან ერთად. მწვრთნელმა თქვა, რომ მე რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში. გეგმის მიხედვით, მე ცენტრში ვითამაშებ, თუმცა მზად ვარ ვიყო იქ, სადაც გუნდს დავჭირდები.

კლოპმა მითხრა, რომ ინგლისში საკმაოდ დატვირთული კალენდარია და მას ჩემი მსგავსი ფეხბურთელები სჭირდება. ეს ჩემთვის კომპლიმენტი და დიდი პატივია. სწორედ ეს იყო ჩემი კარიერული მიზანი - გადავსულიყავი დიდ კლუბში, რომელშიც ჩემი იმედი ექნებოდათ.

იმ დღეს როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყველაფერზე ვიცინოდით. ახლა კი ოცნება ამიხდა. სამედიცინო შემოწმების დროს, ყველას ვეკითხებოდი : "როდის გავხდები "ლივერპულის" ფეხბურთელი ?". ყოველ დღე ხომ არ აწერ კონტრაქტს ხელს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბთან.

მართლაც, შენი გაფორმება სურს ისეთ ისტორიულ კლუბს, როგორიც "ლივერპულია" ? კარგი რა, უბრალოდ ჩაალაგე ბარგი და წადი. ჩემთვის პატივი იქნება წითელი მაისურის ჩაცმა. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და მოუთმენლად ველი "ლივერპულთან" ერთად ტიტულების მოგებას."
- განაცხადა ფაბინიომ.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ეს რა მაგარი ტრანსფერი გამოგვივიდა. წესით ჰენდერსონი აღარ უნდა დავინახოთ ძირითადში და ეგეც პლიუსია კიდე ერთი :დ

livermori
მომხმარებელი

ამის ცოლი მაგარი როჟაა

GoGson
VIP Member

ამის ცოლმა გადაგვარჩინა უეჭველი თორე მანჩესტერს პსჯს და კიდე ბევრს ტაციაობა ქონდათ ამაზე. მიდი ფაბი , რატომღაც მგონია რო ძალიან მაგარი საყრდენიდან სუპერვარსკვლავ საყრდენად შეიცვლება ჩვენს გუნდში. საჭირო დროს 8 და 2 და 3 ნომერზეც მშვენივრად ითამაშებს

heerenveen
მომხმარებელი

მიუხედავად იმისა რომ ფაბინიო და კეიტა დავინახეთ თითქმის დარწმუნებული ვარ ჰენდესონი ისევე ძირითადში იქნება, არ ვიცი რა ამაზე სუსტი კაპიტანი თუ ყავდა გუნდს ოდესმე.

James Pearce
VIP Member

ჰენდოს ადგილი აღარაა ძირითადში ფაბინიო-კეიტა და ფეკირიც თუ მოვიდა ამ სამიდან ჰენდომ ვინ უნდა ამოაგდოს :დ ძალიან ძლიერი ნახდაცვაა ნუ წინა სამეულიც სასწაულია უბრალოდ მაგარი მეკარე და ცენტმცველი გვინდა ზამენაზეც კარგი ფეხბურთელები იქნება და საჩემპიონო გუნდი ვიქნებით :)) ცენტრმცველის მოყვანას არ აპირებსო :( მეკარეზე ალისონი გამოირიცხა რეალში მიდის ობლაკი არარეალურუა და ალბათ ისევ როგორც ხდება ხოლმე ბატლენტი ან სილესენი შეგვრჩება ბოლოს :( სანამ დროა ააწყოს საჩემპიონო გუნდი თორე მერე სალაჰი გაიქცევა და ვიყოთ ისევ ეპლის გარეშე

chipe888
მომხმარებელი

ტიტულები?! არ უმხელენ,რომ კარიუსი მის გუნდში თამაშობს თუ რა ხდება

Capitan
მომხმარებელი

ამის ცოლს უფრო ევასება ლივერპული :დდდ ჯერ რამოს დასცინა რო გამოვარდა მომოს პონტში მერე კიდე ფოტოს არ დებს რედ ან ყნწა რო არ მიაწეროს :დდდ ........ რაც შეეხება ფაბინიოს თამაშს კლოპი ისე არავის ყიდულობს თუ პოზიცის შეცვლა არ შეუძლია ფეხბურთელს ამ შემთხვევაში ფაბინიო მარჯვენა მცველიცა ჩამშლელიც და შემტევ ნახევარმცველადაც გამოიყენებს რო რამე)))))))) ისევე როგორც კეიტას შეუძლია 6 ანზე თამაში)))))) ცენტრი მოიხოდა მაგრამ ტრანსფერები კიდევ საჭიროა და პირველ რიგში მეკარე....

LUIS SUARES 001
VIP Member

Fabim wesit magari xodit unda daiwyos tamashi

gio_chyoi
რედაქტორი

ამის და კეიტას ერთად ნახვა როგორ მინდა, მალე დაიწყოს სეზონი

giginio
VIP Member

iseti cudi suni mcems rom mgonia koutinios shemcvlels ar iyidis , sayrdenebad hendersons da fabinios daayenebs da magat win keitass.

GoGson
VIP Member

ციტატა: giginio
iseti cudi suni mcems rom mgonia koutinios shemcvlels ar iyidis , sayrdenebad hendersons da fabinios daayenebs da magat win keitass.

მეეჭვება , ან თუ მასე იზამს , დროებითი ხასიათი ექნება რა და ესეიგი პროსტა გადაწევს დროს რო ზუსტად ის იყიდოს ვინც უნდა. მაინც მგონია რო მოვა მინიმუმ ერთი შემტევი ნახევარმცველი. დალშე არვიცოი , შეიძლება აღარც არავინ მოვიდეს და მეკარე , დაცვა, მარცხენა ფლანგი და ზამენიდან შეტევის გამაძლიერებელი ფორვარდი ისევ თემა იყოს მომავლის ))))
პ.ს.მარცხენა ფლანგს აღარაფერს ვერჩი , პროსტა მორენოზე უკეთესი მინდა რობოს ზამენად , მაგალითად კრესველი, ცოტა ტრავმიანია მარა გამოცდილია , 3 პოზიციაზე თამაშობს და თან კარგი ასაკიც აქ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze