კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 7-07-2018, 21:37, კატეგორია - სიახლეები, 1 117, 6


დღეს "ლივერპულმა" პრე-სეზონზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. მერსისაიდელები "ჩესტერს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე 7:0 გაანადგურეს.

გოლები ჰარი უილსონმა(2), დანიელ სტარიჯმა(2), ჯეიმს მილნერმა, დენი ინგსმა და რაიან კენტმა გაიტანეს. მატჩის შემდგომ ინტერვიუში, იურგენ კლოპმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

შედეგით და თამაშით კმაყოფილი
რა თქმა უნდა, პირველი ტაიმით ბედნიერი არ ვიყავი. ეს კარგი არ იყო, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ბევრი არ მიფიქრია იმაზე თუ როგორი იქნებოდა დღეს ჩვენი ძირითადი შემადგენლობა, როგორ ითამაშებდნენ ისინი ერთად. ეს ბიჭები პრე-სეზონზე ერთად მუშაობენ. დღეს პირველი მატჩი ჩავატარეთ, მოედანი მშრალი იყო და ქარი უფრო რთულს ხდიდა თამაშს. მეორე ნახევარი უკეთესი იყო. კარგად გამოიყურებოდა ნაბი კეიტაც.

სტარიჯის დუბლი
მე მისგან ბევრი კარგი მომენტი მახსოვს და ჩემზე შთაბეჭდილების მოსახდენად, უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ვიცი მისი უნარების შესახებ.

კეიტას და ფაბინიოს პირველი კვირა
კლასი. ნაბი კეიტა სწრაფია, ჩქარა აზროვნებს და კონტრპრესინგიც მშვენივრად გამოსდის. "მონაკო" კი განსხვავებულ სტილში თამაშობს, ამიტომ შესაძლოა, ფაბინიოს მეტი დრო დასჭირდეს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, კარგი მეპასეა, ნამდვილი საყრდენი ნახევარმცველია. თუ გსურთ რომ ჩვენი გუნდის წევრები იყოთ, მაშინ სწორედ ამ ორი ფეხბურთელივით უნდა ითამაშოთ.

ლორის კარიუსის თამაში
არ ვთვლი, რომ რაიმე განსხვავებულის მოლოდინი უნდა მქონოდა. ის კარგად გამოიყურებოდა. ქარის გამო, მეკარისთვის თამაში რთული იყო. უნდა ვიმუშავოთ ჩვენს სისუსტეებზე და გამოვიყენოთ ძლიერი მხარეები - შემდეგ კი ყველაფერი კარგად იქნება.

"ჩესტერის" დახვედრა
ფანტასტიური იყო, ძალიან კარგი. ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ავტოგრაფი დამერიგებინა. 

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპ შეეშვი ამ კარიუსს თუ არა როგორც ნეიმარის ქაჯობამ დაღუპა ბრაზილია ისე დაგღუპავს ეგეც ,პიკფორდზე იჩალიჩე ან ალისონზე გირჩევნია

_z_l
მომხმარებელი

მომნატრებია ამის ვერდიქტების კითხვა :) უილსონს არ ვიმჩნევო, სტარიჯი არ მევასებაო და კარიუსზე ცუდი აღარაფერი თქვათო :)

Javaxa
ადმინისტრატორი

ევერტონელ პიქფორდზე როგორ უნდა იჩალიჩოს? რას აღარ დაწერთ ხოლმე ღა :დ

gio_chyoi
რედაქტორი

პიკფორდზე როცა საჭირო იყო მაშინ უნდა ეჩალიჩა, ეხლა კაი დროსია, ევერტონში თამაშობს, მაგის და მანჩესტერის გარდა სხვაგან რო თამაშობდეს კი, მარა ევერტონიდან ლივერპულში ვინ გადავა

GoGson
VIP Member

პიკფორდზე და კინზე მასე ჩავიქნიე ხელი :დდდ

bulleye
მომხმარებელი

არადა პიკფორდი რა მაგარია :)

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze