x

"ლივერპულმა" მეორე ამხანაგურიც მოიგო - გოლები

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 11-07-2018, 01:04, კატეგორია - სიახლეები, 1 418, 11


დღეს "ლივერპულმა" წინასასეზონო მზადება მდინარე მერსის გადაღმა ბირკენჰედში ადგილობრივ "ტრანმერ როვერსთან" განაგრძო და "ჩესტერთან" შვიდი გოლით მოგებული თამაშის მერე, დღეს უფრო მოკრძალებულ შედეგს დასჯერდა "წითლებმა" 3-2 იმარჯვეს.

"ლივერპულმა" სამივე გოლის გატანა პირველ ნახევარში მოახერხა. ჯერ კამაჩომ, გუნდის 18 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ვინც დღეს მარჯვენა მცველად თამაშობდა, შეი ოჯოს გადაცემით მიღებული ბურთი ერთი შეხებით კარში გაგზავნა და თავისი გუნდი დააწინაურა. მეორე თავად ოჯომ გაიტანა - ნაბი კეიტას პასის მერე ბურთი საჯარიმოში შიეგდო და მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა კარის ქვედა კუთხეში. მესამე გოლი კი ადამ ლალანამ შეაგდო რაიან კენტის გადაცემის მერე.

საინტერესო იყო პირველ ტაიმში ნაბი კეიტასა და ფაბინიოს გვერდიგვერდ ნახვა. ახალწვეულები ადამ ლალანასთან ერთად იდგნენ ნახევარდაცვაში, ვინც თავის მხრივ, დღეს "წითლებს" კაპიტნობდა.

მეორე ტაიმში იურგენ კლოპმა კვლავ სრულიად განახლებული თერთმეტეული შემოიყვანა. ორიგი-სტარიჯი-უილსონის ტრიოს ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა დღეს არცერთს არ გაუმართლა. სამაგიეროდ ტრანმერმა მოახერხა ორი გოლის გატანა და საბოლოო ჯამში მასპინძლები მინიმალური ანგარიშით 3-2 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტრანმერის ორივე გოლი "ლივერპულელთა" შეცდომას მოყვა. პირველი გოლი ჯარიმიდან გავიდა, როცა ლორის კარიუსმა საკმაოდ მარტივად დარტყმული ბურთის ხელში დაჭერა ვერ შეძლო, გადაგდებულ ბურთზე კი მეტოქემ ზუსტად ითამაშა. მეორე გოლი კი პედრო ჩირიველას კისერზეა, ვინც ჯეიმს მილნერს უადგილო პასი გაუკეთა, რომელიც მეტოქემ ჩაჭრა და ბურთიც კარისკენ ზუსტად გაგზავნა.

მომდევნო მატჩს "ლივერპული" "ბერისთან" გამართავს 14 ივლისს თბილისის დროით 18:00 საათზე.


კომენტარები


S.J
მომხმარებელი

ტრანმერის 5 ნომერი რა კაცია

beqa_liverpool
მომხმარებელი

ამ კარიუსმა მაინცდამაინც მოედანზე უნდა მოისაქმოს რომ მიხვდეს კლოპი რო ნაგავია?

gio_chyoi
რედაქტორი

არ ვიცი რავი საბოლოო გამოსავალი ისაა რომ თვითონ კარიუსმა თქვას აღარ დავდგები კარშიო აბა სხვა საშველს ვერ ვხედავ, ეს თუ გვეყენა ეს სეზონიც კარში არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. ეს უორდი სათამაშოს უფრო ხშირად ამ თამაშებში იქნება მართლა კაი მეკარეა

Stevie8
მომხმარებელი

კუჭი ჰქონია აშლილი კარიუსს და მაგიტო დაუშვა ეს შეცდომა რა მაგის ბრალია, ამერიკელი ექიმები დადებენ მალე დასკვნას )))) ეჰ რა გვეშველება ესეთების ხელში

liverpool777
მომხმარებელი

ციტატა: Stevie8
კუჭი ჰქონია აშლილი კარიუსს და მაგიტო დაუშვა ეს შეცდომა რა მაგის ბრალია, ამერიკელი ექიმები დადებენ მალე დასკვნას )))) ეჰ რა გვეშველება ესეთების ხელში

11

ტვინი კი არა თვითონაა შერყეული ეს კარიუსი და კლოპიც არ ეშვება ჯიუტად.

ვატყობ ამ სეზონში კარიუსის დედა თემაში გვეყოლება ბიჭებო. 15 6

chipe888
მომხმარებელი

კარიუსი საგინებელი არაა,რადგან Yლე რო ხვდებოდეს რო Yლეა,Yლე კი არ იქნებოდა. სრული პასუხიმგებლობა კლოპზეა და ღია კარის დღე გამომიცხდებია მისი გერმანელი დედის მოკითხვაზე. მეკარე რო ვერ მიხვდება,რომ ძლიერად დარტყმული ბურთი მუშტებით უნდა მოიგერიო და ეს მეკარე ისევ კარში გიდგას,ეს არის დაცინვა გულშემატკივრის და კლუბის სახელის. აქ ბევრია ის,ვინც კლოპს იცავს და რაგირჩევნიათ, კლოპის გაშვება თუ კლუბის შერცხვენა. ჯერ ისედაც დასაფიქრებელია, მისი დატოვება კლუბში,რადგან წაგებულის მენტალიტეტი აქვს და მერე ამ უაზრო სიჯიუტის გამო. ძალიან გახარებული ვიყავი,როცა ეს კაცი ლივერპულში მოვიდა და ვფიქრობდი,რომ ის დააბრუნებდა ლივერპულს ტიტულების ბრძოლაში. ფაქტი ის არის,რომ კარგი გუნდი შეკრა,სხვას ვერც იტყვი ფინალები ითამაშა,რომელიც წააგო,მაგრამ დიდი წარმატებაა ამ რესურსით. რატო მინდა რო წავიდეს: ტიპს თავში აქვს ავარდნილი და ჰგონია რო ლივერპული მისით იწყება, შეცდომების გამეორება,რაც გამოიხატება,ჯერ მორენოსთვის ნდობის გამოცხადებით და ეხლა კარიუსის სიტუაციით,უორდის დაჩაგვრა,რეალურად არ ვიცით რრა დონის მეკარე გვყავს შემადგენლობაში, გულშემატკივრების უპატივცემულობის გამო კიდევ. ფაქტი ისაა,რომ ეს კაცი არ არის ის ვინც ლივერპულს ტიტულებისთვის ბრძოლაში გამოადგება და მისი გადაწყვეტილებები დაღუპავს გუნდს, ხომ ყველამ ნახა,როგორ შეცვალა რობერტსონის და დეიკის ტრანსფერებმა ყველაფერი და კეიტა,ფაბინიო შეცდებიან ცენტრის პონტი გამოასწორონ,მაგრამ მეკარის თემა ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ლივერპულისთვის. ერთხელ მანახა,რომ თავის შეცდომას აღიარებდეს კლოპი და ხმის ამომღები აღარ ვარ. მომენტი როცა კარიუსი გყავს სასტავში და ოჩოა დაბალი დონე ჰგონიათ. კლოპის პირადი ფანების გარდა არ მგონია,რომ ვინმეს მისი დარჩენა სურდეს ასეთი გადაწყვეტილებებით.

პ.ს. კიდევ კარგი,რომ ბელგია საფრანგეთი იყო მაგ დროს და ვერ ნახა მსოფლიომ ლივერპულის სირცხვილი

momo
მომხმარებელი

Au martla davigale ukve to ra pontia g*ცენზურა*as ra am sirma kariusma am sezonshi agar minda mag da*ცენზურა*vebulis yureba

LUIS SUARES 001
VIP Member

კარიუსთან ერთად არაფრის მოგების ტრაკი არ გვაქვს საერთოდ და რით ვერ გაიგო ამ კაცმა

GoGson
VIP Member

მართლა მეცოდება კარიუსი , წარმპმიდგენია რა ხდება მაგის თავში ეხლა ))))

ჩვენი თავებიც მეცოდება რო ამ საცოდაობას ვუყურებთ და უნდა ვუყუროთ მინიმუმ 1 სეზონი..

რა გაეწყობა , უნდა ვილოცოთ რო სასწაული მოხდეს და ლარიუსმა მეკარეობა ისწავლოს..

პ.ს. უორდი როგორც მინიმუმ მეორე კიპერად მინდა..

და ოჯო , უილსონთან ერთად ძირითად გუნდში

_z_l
მომხმარებელი

მისჯილი გვაქვს კარიუსი :(

anfield13
მომხმარებელი

აუ 5 ნომერი რა კაცია ბალეშიკი დაიმატეს ტო :DDD

და ეს *ცენზურა*ობა კარში რო გვიდგას რო ჩამოახჩონ არა? 6

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze