კარუსელმა ტრიალი დაიწყო

ავტორი: Javaxa, 11-07-2018, 16:53, კატეგორია - სიახლეები, 1 650, 18


"ლივერპულის" ირგვლივ სატრანსფერო ჭორებზე საუბრები არ წყდება, თუმცა სამწუხაროდ მათგან არცერთი მეკარე არაა. გუშინ იწერებოდა, რომ "ლივერპული" და პაოლი დიბალა უბრალოდ ბოროტი ჭორი იყო და ფეხბურთელი საერთოდ არ შედიოდა იურგენ კლოპის გეგმებში, თუმცა იტალიელები სხვაგვარად ფიქრობენ.

TyC Sports-ი ჯიუტად იუწყება, რომ "მერსისაიდელები" პირველ ოფიციალურ წინადადებას ამზადებენ და ეს შეთავაზება თავდაპირველად 90 მილიონი ევრო იქნება. როგორც იცით, "ბებერი ქალბატონის" რიგები 105 მილიონად კრიშტიანუ რონალდუმ შეავსო და "იუვე" რის "იუვეა", თუ ეს თანხა არ ამოიღო.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, "ბიანკონერი" მზადაა პაოლო დიბალასა და გონსალო იგუაინზე ყველანაირი წინადადება განიხილოს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გეგმები აქვს 25 წლის არგენტინელს, რომელმაც "ზებრების" რიგებში 98 მატჩში 52 გოლი შეაგდო.

კომენტარები


Javaxa
ადმინისტრატორი

გადაიხადე ეგ 80 მილიონი და დაისვენე წინა ხაზში კაი ხანი. სადაც 55 ფეკირში ისვრიდი იქ 25 მილიონის დამატება შენთვის არაფერია. გვაღირსე ერთი წესიერი მეკარე და თუ გინდა 3 წელი ტრანსფერი აღარ გააკეთო შე სათვაალებიანო გერმანელო ქერა ეშმაკო

Scouser_Galski
მომხმარებელი

სისულელე მგონია ეს უბრალო ჭორია ფეკირზე დაჟოშკეს 10 მილიონი და ეს ხალხი 100 გადამხდელია?

Stevie8
მომხმარებელი

დღევანდელი სატრანსფერო ფასებიდან გამომდინარე დიბალა მინიმუმ 150 მილიონი ღირს 90ად თუ გაყიდა ეს იუვემ იმენა ყველაზე გამოკარიუსებულები იქნებიან

chipe888
მომხმარებელი

Scouser_Galski,
ფეკირზე დაჟოშკეს იმიტომ რო ფეკირია და დიბალა სხვა პონტია. ამ იუვესი ვერ გამიგია,რატომ უნდა გაყიდო დიბალა და მოიყვანო რონალდუ,რომელსაც ცხვარი ყავს ფეხზე გამობმული. მაგ 105 მილიონს მაისურების გაყიდვით ამოიღებენ და მარტო ამისათვის იყიდეს რონალდუ. დიბალა ძალიან კარგი ფეხბურთელია და რონალდუსთან ერთად უნდა ითამაშოს. რონალდუს პასის მიმცემი ხომ უნდა და ვინ მისცემს პასს ჯანი თუ ხედირა იქნებ ბენტაკური. პიანიჩი კი არის,მაგრამ გუშინაც გამოჩნდა,რო 1 კაცით თამაში შეუძლებელია. მე კი მინდა დიბალა გუნდში,მარა კარგი მეკარე მირცევნია სულ რო მესი,რონალდუ,ნეიმარი ერთად მოვიდნენ. მეკარე კლოპო შენი გერმანელი დედა გავკარი დილა საღამოს

shoti
მომხმარებელი

დიბალას ამბიდან არვიცი რა გამოვა მარა კარში რო შ ა მ ბ ა ლ ა გვყავს ეგ ფაქტია.

gio_chyoi
რედაქტორი

ფეკირში რო იხდიან 55 მილიონს მართლა, გაყიდოს ეს ხარახურა ხალხი დაამატოს ფული და ეს იყიდოს, ამაზე კარგი ვინ უნდა მოიყვანო, მთელი კარიერა წინ აქვს თან ჯერ. თან საერთოდ არ მეხატება გულზე ეს ფეკირი

LUIS SUARES 001
VIP Member

ამათი ატაფერი დაიჯერება და სანამ ტრანსფერს არ ვნახავ არც მჯერა

heerenveen
მომხმარებელი

ეგ ტრანფერი არარეალური მგონია 90 მილიონს არ გადაიხდიან, რა დიბალაზეა საუბარი როცა კარში დაუნი დგას, პირველ რიგში მეკარეა მოსაყვანი.

gio-torres
მომხმარებელი

თურმე რამდენი ადამიანი ყოფილა კლოპის ტრანსფერებით უკმაყოფილო :D კარგით რა :დ ტიპს ფული არ დუხარჯავს თითქმის და რა ძლიერი გუნდი ყავს.
კი ბატონო ძაან მომწონს დიბალა და ძაან მინდა მოვიდეს, მაგრამ კლოპს როცა შეუძლია უფრო იაფად იყიდოს ფეხბურთელი, რომელშიც პოტენციალს ხედავს და არც წნეხის ქვეშ იქნება ვაიდა ამდენი რო გადაიხადე სადაა შედეგიოოოო.
მაგალითისთვის მხოლოდ რობერტსონი და სალაჰი კმარა. რა ფასებში იყიდა ორივე და ერთ წელიწადში ოთხმაგი და ხუთმაგი ფასი ადევთ )))
გუნდის ბირთვი არსებობს და თუ უნდა საქართველოს ჩემპიონატიდან კაპანაძე წაიყვანოს 500 ლარად ლიჟბი აათამაშოს ტიპი და შედეგი დადოს.

gio_chyoi
რედაქტორი

gio-torres,
კარიუსი მე მოვიყვანე? ყველანაირი კარგი ტრანსფერი გადაფარა მაგ შეცდომით და რატო არი ეს გამართლება რო ფული არ დაუხარჯავს და რა გუნდი ყავს, მერე დახარჯოს ხო ეუბნებიან მოგცემთ ფულსო

gio-torres
მომხმარებელი

gio_chyoi,
და მაგ კარიუსით ფინალამდე მივიდა . ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კარიუსის შეცდომების გამო კლოპი რო გაუშვან შენ კმაყოფილი დარჩები ))))
აი სად გინახავს ეს ამერიკელები, რომ ვინმეს ფულს აძლევდნენ. კარგი რა ეგრე იწერება რაც მოვიდნენ რო ფულს მოგცემთო . საბოლოოდ დღეს ესეთი სურათია : გაყიდული ფეხბურთელებიდან მიღებული თანხა აღემატება დანახარჯს.
ამერიკელებისთვის ეს ფეხბურთი ბიზნესია და კლოპი იდეალურია მათთვის. მადლობელი ვიქნები იმითაც, რომ ეხლა ვინც გვყავს გუნდში ლიდერები ისინი არ გააყიდინონ და ახალების აღმოჩენა არ მოთხოვონ ))))

gio_chyoi
რედაქტორი

gio-torres,
და ფინალამდე რო მიხვედი რომელ ერთ თამაშში გაიგიჟა თავი კარიუსმა ეგეც მითხარი აბა, შენ რამე დამსახურებად უთვლი კარიუსს რო ფინალში გავედით? მე რო ვდგმარიყავი კარში ალბათ იგივე იქნებოდა, პორტოს კარში არ დაურტყავს, პირველ თამაშში არც სიტის და მერე კიდე კი რაც დაურყტეს ყველა გაუშვა მგონი. და ფინალში რა ქნა იმას აღარც ვახსენებ. კარიუსის გამო კლოპი კი არ უნდა გაუშვან კლოპმა უნდა გაუშვას კარიუსი სანამ მართლა გაუშვეს მაგის გამო

gio-torres
მომხმარებელი

ეხლა კარიუსის გიჟ გულშემატკივრად გამოგყავარ ?)))) მოკლედ სულ სხვაგან ვარ მე და სულ სხვაგან ხარ2 შენ )))
ცუდი ისაა რომ ამ მწვრთნელმა ათიდან ცხრა კარგი რომ გააკეთა მაინც იმ ერთზე აკეთებ აქცცენტს .
მოდი აბა გადახედე კლოპის მოსვლამდე რა ხდებოდა გუნდში. მეკარე,მცველი, ნახევარმცველი, ფორვარდი ... ყველას ვნატრულობდით გუნდში და ეხლა ყველა პოზიციაზე მეკარის გარდა მინიმუმ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავს , რომლებზეც არცერთი ტოპ კლუბი უარს არ იტყოდა.
ელემენტარული ფლეშსქორზე შესვლას რა უნდა ტო :დ და ნახე შემადგენლობები მაშინდელი და ეხლანდელი ))))

Capitan
მომხმარებელი

dybala oblaki an alisoni da martla agar moiyvanos 2 weli agaravin

PRINCE
ტოპ კომენტატორი

gio-torres,
მაგ შენმა ნაქებმა შემადგენლობამ ტიტულების მოგება თუ არ დაიწყო უკვე, დამიჯერე 10-15 წლის მერე აღარავის ემახსოვრება ის, თუ როგორ აათამაშა კლოპმა რობერტსონი და ჩემბერლენი ერთ დროს. ჩათვალე რომ სულ წყალში ჩაყრილი შრომა იქნება, თუ გუნდის წინსვლამ შესაბამისი, ლოგიკური შედეგი არ გამოიღო. ჩვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კლუბის მუზეუმში ტიტულებს ანთავსებენ და არა წარსულის ლამაზ მოგონებებს. ასეთი კარგი შანსი რომ აქვს და ხისთავიანობით თვითონვე უშლის ხელს საკუთარ თავს წარმატების მიღწევაში, მაგას ჯავრობს ეს ხალხი, თორემ გულის სიღრმეში კლოპის წასვლა არავის არ უნდა.

mamimi
მომხმარებელი

PRINCE,
აბა რაა Fინალში გასვლა ვინმეს ტიტული თუ გონია ძალიან ცდება. ორი წლის მერე არავის ემახსოვრება ლივერპული ფინალში რო იყო, აი რეალის მოგებული კი ყველას, იმიტო რო ფინალში გასვლა ტიტულის მოგებას არ ნიშნავს !

GoGson
VIP Member

ისე მოხდა რო ამ კარიუსმა ყველა ვარსკვლავი შეგვაძულა ობლაკის და ალისონის გარდა :დდდ სულ რო მესი მოვიდეს ვიტყვით რათ გვინდაო :დდდდდდდდ

არა , მაგრად ჟღერს დიბალა, კარგი იქნებოდა მარკეტინგულადაც და ისეც, მაგრამ მაინც მეეჭვება, დიბალასნაირი მასტი არამგონია მოვიდეს. სიმართლე გითხრათ მიუხედავდ ვარსკვლავური სტატუსისა, 10 ნომერზე უფრო მეპასე და გუნდური მოთამაშე მინდა, ვიდრე ინდივიდუალისტი რომელიც მესისთან ერთად ვერ თამაშობს და ხელს უშლის და წარმოიდგინეთ სალაჰი მანე ბობის რაღას უზამდა )) ამიტომ ფეკირი მირჩევნია შესაბამის ფასში და ის 50 მილიონი რაც დარჩებათ მეკარეს მოახმარონ რა.

gio-torres
მომხმარებელი

ხოდა 2-3 წლის წინ რო არავინ გყავდა გუნდში და დღეს 5-6 კაცი გყვას აცადე კიდე , მიეცი დრო . ვაა საოცრებაა ტო :დ ვიყო მილიარდელი ნეტა , ვიყიდდი ჩემ საყვარელ ლივერპულს და ბაზარი არაა მივცემდი ფულს და ვაიძულებდი იყიდე ვინმეთქო , არ მინდა ეს აღმოჩენებითქო, მაგრამ ამერიკელებს სულ მაგრად კიდიათ ფეხბურთი და უბრალოდ ბიზნესიაა მათთვის და ამ რესურსით რაც კლოპმა გააკეთა კრიტიკას რანაირად იმსახურებს აი ეგ საერთოდ არ მესმი))))))
8-9 ადგილებზე გადიოდა ლივერპული და.... კააროჩე რა აზრი არ აქვს )))))))))))))))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze