BBC: ლივერპულს შაჩირი სურს

ავტორი: akaki, 11-07-2018, 19:01, კატეგორია - სიახლეები, 1 089, 13


უკვე ბრიტანეთში ყველაზე ავტორიტეტული წყარო, BBC-იც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლივერპული სტოკთან შაჩირის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჯერდან შაჩირის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა £13მლნ. გახლავთ. წითლებს სურთ მოლაპარაკების პროცესი დიდი ხნით არ გაიწელოს და მზად არიან სტოკს რამდენიმე მილიონით მეტიც შესთავაზონ, სანაცვლოდ კი დიდი ალბათობით ფეხბურთელი ლივერპულში შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შაჩირი სტოკს 2015 წელის აგვისტოში მილანის ინტერიდან £12მლნ-დ შეუერთდა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

და სტოკში გაანათხოვრებს უილსონს, რაში სჭირდება ეს ფეხბურთელი ვერ გავიგე, რაც ამან უნდა ქნას სკამზე იმას ოჯო და უილსონი ერთად მშვენივრად შეასრულებენ ამაზე ფიქრს და მუშაობას მეკარე მოიყვანოს ის ურჩევნია

LUIS SUARES 001
VIP Member

რათ გვინდა ეს უკვე მერამდენეჯერ ვწერ მეკარე მოიყვანე მეკარე

fromanfield
მომხმარებელი

მუშაობა ჭირდება მაღალი დონის მეკარის მოყვანას და ამას რა მუშაობა ჭირდება თუ უნდათ ერთი ხელის დაქნევით გამოიქცევა

heerenveen
მომხმარებელი

ეგ რათ უნდა კლოპს არ მესმის

chipe888
მომხმარებელი

მაგარი Yლეა ეს კლოპი რა. რა გამოდის უილსონ ისედაც მცირე შანსი უფრო უმცირდება და რა ჩემს ფეხებათ უნდა მუხლიკვიცა შაჩირი

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

უილსონი არაფერ შუაშია საერთოთ.
ჯერ ერთი, 2 ვინგერის პოზიციაა და ორი ძლიერი ზამენა გვჭირდება აუცილებლად, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ფირმინოს რამე რო დაემართოს, სალაჰი იქნება ხოლმე ფორვარდის პოზიციაზე.
მეორე, ესაა ის ნანატრი კოუტინიოს შემცვლელი ბევრი რო ითხოვს. არარეალურია ჰენდო-ლალანა-მილნერი-ჩემბო-ჯინი-კეიტა-ფაბინიოს შემხედვარე კლოპი კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველის დამატებას ფიქრობდეს. თუ ვცდები აგერ სატრანსფერო ფანჯარა რო დაიხურება შემახსენეთ.
ფეკირი ედვარდსის ნაჩალიჩარი იქნება და ბოლო მომენტში კლოპმა უთხრა, შენ *ცენზურა* არ გაქვს ეგ რა ჩემ ფეხებად მინდაო, სიტყვასიტყვით. აი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა კლოპის ფეკირზე ჩალიჩი და რადგანაც არ მოყავს ესეიგი არც უნდოდა, თორემ კეიტა-ვანდეიკის საგა კარგადაა ცნობილი.

gio_chyoi
რედაქტორი

წითელი ნიუტონა,
და სალაჰი ფორვარდად რათ მინდა გამაგებინე. ორი ვინგერი როა საჭირო მერე ოჯო-უილსონი მშვენივრად შეასულებენ მაგ საქმეს და ჩვენიანი მაინცაა ორივე თან. ამის ყიდვას ჯობია ფორვარდი იყიდოს ფირმინოს შესაცვლელად, სოლანკე გაანთხოვროს და დანარჩენი გაყიდოს სამივე

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

gio_chyoi,
არც მე მინდა, მაგრამ ფაქტია კლოპი მაგას გაიძახოდა სულ და ფორვარდს კიდე არ მოიყვანენ. თანაც ინგსი-სოლანკე-სტარიჯი თუ დაამწნილა ერთი პოზიციის ზამენაზე, არც უილსონი-ოჯო-შაქირის ყოლა გაუჭირდება 2 პიზიციის გასაძლიერებლად.

Capitan
მომხმარებელი

am fasshi idaluria variantia mgoni)) nu ratqmaunda mekare aucilebelia

PRINCE
ტოპ კომენტატორი

უეჭველი მოსაყვანია და საერთოდ არაფერ კავშირში არაა ახალი მეკარის მოსვლა-არ მოსვლასთან. ამაში გადახდილი 13 მილიონი თუ უშლის ხელს მეკარის ყიდვას, აღარ ყოფილა მაშინ ლივერპულის საშველი. მარტო სტარიჯის გაყიდვით ამოიღებენ ამ თანხას, დანარჩენ ბალასტზე რომ არაფერი ვთქვათ. ახლა რაც შეეხებათ ლივერპულის ახალგაზრდებს, მეხუთე დივიზიონის, ნახევრად სამოყვარულო გუნდების წინააღმდეგ რომ გამოიჩინეს თავი, თქვენ ფიქრობთ რომ პრემიერლიგაში ჩელსის, სიტის, ტოტენჰემის, მანჩესტერის წინააღმდეგაც იგივეს გაიმეორებენ? შარშანდელი პრე-სეზონი გაიხსენეთ, ისიც გაიხსენეთ სოლანკე როგორ კარგად გამოიყურებოდა და მერე რა შედეგიც აჩვენა კი იცით, ერთი გოლი მთელ სეზონში. არც ოჯოს, არც კენტს და მითუმეტეს არც ვუდბარნს არაფერი ესაქმებათ პირველ გუნდში ჯერ-ჯერობით. ერთადერთი უილსონია ვინც დაიმსახურა შანსი და დიდი ალბათობით მიიღებს კიდევაც ამ შანსს. შაქირისნაირი საიმედო კაცი რომ ეყოლება გუნდს შეტევის გასაძლიერებლად, მეტი რაღა უნდა? ვის წინააღმდეგაც არ უნდა შეიყვანო, ყველასთან გაამწვავებს თამაშს და გუნდს დინამიურობას შემატებს. ამისი მარტო ჯარიმები და კუთხურები ღირს 13 მილიონი, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ. ყველანაირი გადმოსახედიდან მივესალმები ამ ტრანსფერს.

fabinho888
მომხმარებელი

klopi unicho *ცენზურა*... mekare moatrie alisoni es kariusi rogor mzuls mai *ცენზურა*vari avamdyofi gaatrion gundidan

hendersoni aris erti didi nagvis buketi ai keita da fabinho didi imedebit
mavsebs hendersonze vinc tqva gerardis memkvidreo magari gaqceuli aq

GoGson
VIP Member

გადავავლე თვალი კომენტარებს და ერთი რამის აღნიშვნა მინდა რა...

იმას არავინ ამბობს რომ შაჩირი ცუდი როჯააა, მითუმეტეს 12 მილიონად წარმოუდგენლად შეუსაბამოდ მაღალი კლასი აქვს ფასთან შედარებით....

სწორხაზოვნად არუნდა შევხვედოთ "რადგან იაფია და მაგარია" ან "რადგან ნომინალური ვინგერი არ გყვავს სხვა და ვილსონსაც არ შეუშლის" ხელს... შეუშლის იმიტომ რომ ვილსონს, ოჯოს, ვუდბარნს და კიდე ბევრს სათამაშო პრაქტიკა არ ეძლევათ იმის გამო რო ისედაც ზამენაზე ლალანა, ჩემბბო , ჯინი გვყავს სხვებს რო თავი გავანებოთ, და ამ ხალხს ისედაც აცვლევინებენ მანე სალაჰს და თუ ტრანსფერმარკტზე ვინგერი არ უწერიათ პოზიციაში იმას არ ნიშნავს რო არ ცვლიან, მითუმეტეს კლოპისნაირ როტაციაში... ამიტომ ოკო და უილსონი უნდა დავაწინაუროთ ისედაც კონკურენტულ პოზიციაზე და ამ შაჩირიმ სხვა გუნდი მოძებნოს

lasha77
VIP Member

13 მილიონი საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელს აქვს წლიური ხელფასი და შაქირში ამ თამხის გადახდა ნაჩუქარივითაა . ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურია ზუსტად ისეთია ლივერპულს სკამზე რომ სჭირდება .

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze