ოფიციალურად : შაჩირი "ლივერპულისთვის" შეუტევს

ავტორი: johnson, 14-07-2018, 00:06, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 2 142, 16


ჯერდან შაჩირი ახალი სეზონიდან "ლივერპულისთვის" შეუტევს. ინფორმაცია ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა. როგორც ცნობილია, 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა "სტოკს" 13 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

მოგეხსენებათ, "წითლებმა" უკვე წარადგინეს ფაბინიო და ნაბი კეიტა. შაჩირი კი გუნდის მესამე ახალწვეულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარელმა ფეხბურთელმა შვებულება ნაადრევად შეწყვიტა, რათა მელვუდში ჩასულიყო და ახალ კლუბთან გაეფორმებინა კონტრაქტი.

"აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დიდებული კლუბია, დიდებული ისტორიით, მოთამაშეებითა და მწვრთნელით. როგორც ფეხბურთელს, მე ყოველთვის მსურს მაღალ დონეზე ყოფნა. რამდენიმე წლის წინაც მსურდა მოსვლა, თუმცა მაშინ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მინდა უკეთესი ფეხბურთელი გავხდე, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო და ტიტულები მოვიგო. აქ სწორედ ამისთვის ვარ." - ციტირებს შაჩირის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.



შეგახსენებთ, რომ "სტოკ სიტიში" შაჩირიმ 3 სეზონი გაატარა და სულ 92 მატჩი ჩაატარა. ეროვნული ნაკრების მაისური მას სულ 72-ჯერ მოირგო და 21 გოლის გატანა შეძლო. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის შვეიცარიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

"ლივერპულის" ღირსებას ის 23 ნომრიანი მაისურით დაიცავს.

კომენტარები


STEVEN8
მომხმარებელი

უმაგრესი შენაძენია სკამისთვის იდეალურია

gio_chyoi
რედაქტორი

მაინც გილოცავთ ახალ ტრანსფერს, გუნდს შეავსებს და სკამიდან იმედი გვექნება რომ ვინემ ნორმალური შემოვა ხოლმე, თან ტრავმიანობაც არ ახასიათებს და ფიზიკურად კარგად არის მომზადებული რაც დიდი პლიუსია

Capitan
მომხმარებელი

13 milioni aseti gamocdili kacistvis dzalian magaria :))) klopo xels daatyobs vingerebis zamenebic gvyavs oxsi shaqro kenti

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მაგარი საჭირო ტრანსფერი იყო, გილოცავთ! არაერთ თამაშში მოუტანს ქულებს ლივერპულს ამის შორეული გასროლები და შესრულებული სტანდარტულები. მანე-სალაჰის დევნით დაქანცულ მცველებს ახალი თავის ტკივილი გამოუჩნდებათ, როცა საქეში შაქირი ჩაერთვება ხოლმე. ძლივს ვეღირსე ლივერპულში ისეთ სათადარიგო ფეხბურთელს, ვისი იმედიც მართლა მექნება. 14

FirminO
მომხმარებელი

სკამზე კიარა ამან შეიძლება ძირითადზე გაიწიოს, ამის პრესინგი ნახეთ კლოპის ლივეში. ნაბი ფაბი შაქჩირი ეს ცენტრი პრემიაერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი უნდა იყოს

8 gerrard
მომხმარებელი

გილოცაავთ კაი შენაძენია სკამისთვის თან 13 მილიონი ესეთ ფეხბურთელში ბრავო კლოპო ერთი კიპერიც და ეგაა თორე მინოლეს და კარიუსის იმედზე მანჩესტერი იყოს

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

იმდენ ტურნირებზე ვიქნებით რო ბევრ მატჩებს ძირითადშიც დაიწყებს. მილნერი უფასოდ მოვიდა მარა კაცი ვიცე კაპიტანიც გახდა და ბევრ მატჩში მონაწილეობა სასტარტოშიც დაიწყო. ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდიც კი დაამყარა. ასე რო შაქირისგან არაფერი გაგიკვირდეთ თუ 26 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა და ჩემპიონთა ლიგის ერთადერთმა ოქროს მედლის მფლობელმა გაიბრწყინოს ამდენ ვერცხლის პრიზიორებში

GoGson
VIP Member

თავიდან არმინდოდა და ეხლა მიხარია რატომღაც :დდდდ რა უცნაურია.
წარმატებები შაქროს))

ცუდ იგრომად არასდროს ვთვლიდი , პროსტა უილსონი მეცოდება

V-V DIJK
მომხმარებელი

კუნთაზი მაგარი როჟაა

gio_chyoi
რედაქტორი

სტივენ ჯერარდი,
სტარიჯსაც აქვს ჩEემპიონთა ლიგის ოქროს მედალი :))

GoGson
VIP Member

ჩემბო , შაჩირი , ჯინი , ლალანა , უილსონი , სოლანკე. წინა ხაზის ზამენა

Emre chan 23
მომხმარებელი

კაია. ახლა მეკარე გვინდა

LUIS SUARES 001
VIP Member

ჯარიმების კარგი შემსრულებელი გვყავს უკვე და თან სიღრმიდანაც კარგად ამოიტანს ბურთს

lashafss
VIP Member

გაემართლებინოს ჩემი იმედები ... ერთადერთი ვინც შემარცხვინა იყო კარიუსი :) დანარჩენი ყველაფერი კარგად მიდის

mamimi
მომხმარებელი

მეკარეე მეკარე მოიყვანე კლოპ და ყველანი მშვიდად ვიქნებით!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ბერი
  • VS

    14.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ტრანმერ როვერსი
  • 2:3

    10.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჰარი უილსონი

მეტოქე - ჩესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze