x

ლივერპული - მანჩესტერი (პრევიუ)

ავტორი: Liverbird, 28-08-2013, 21:10, კატეგორია - სიახლეები, 4 294, 38


ლივერპული - მანჩესტერი (პრევიუ)


კვირას, 16:30 -სთ.ზე, გაიმართება ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურის შეხვედრა, სადაც "ენფილდ როუდზე" მერსესაიდული "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება!


პრევიუ:


ლივერპული შეეცდება შეინარჩუნოს თავისი 100%-იანი წარმატებული სტარტი, როდესაც დევიდ მოიესი პირვეად ეწვევა თავის გუნდთან ერთად ენფილდს!. ბრენდან როჯერსს 6-იდან 6 ქულა აქვს აღებული პირველ ორ თამაშში, განსხვავებით "მანჩესტერისა" , რომელიც ერთი გამარჯვებით და ერთი ფრით კმაყოფილდება ჯერჯ-ერობით. "ლივერპულისა და მანჩესტერის" ბოლო შეხვედრა გასულ სეზონში, "ლივერპულის" დამარცხებით დასრულდა ანგარიშით 2:1, სადაც გოლები სტივენ ჯერარდმა, რაფაელმა და ვან პერსიმ გაიტანეს.

გასული თამაშები:



გასული ათი თამაშიდან (5 ენფილდზე / 5 ოლფ ტრაფორდზე) ლივერპულმა 4 მოიგო , ერთხელ ფრედ დაასრულა და 5 ჯერ წააგო, აქედან :
გასული 5 თამაშიდან, რომელიც ენფილდზე გაიმართა , ლივერპულმა 3 მოიგო, 1 ფრედ, ხოლო ერთი წაგებით დაასრულა!
გასული 5 თამაშიდან რომელიც ოლდ ტრაფორდზე გაიმართა ლივერპულმა 1 მოიგო და 4 წააგო.

მატჩის სტატისტიკა:


გოლები:

მანჩესტერისა და ლივერპულის შეხვედრებში სულ 112 გოლია გასული, აქედან ლივერპულმა 49 ხოლო მანჩესტერმა 63 გაიტანა.

ბარათები:

სულ 102 ყვითელი ბარათი ნაჩვენები, აქედან 51 ლივერპულს , 51 მანჩესტერს.
11 წითელი ბარათი - 5 ლივერპულს , 6 მანჩესტერს. სულ: 113 ბარათი!

გუნდების შესახებ:


ლივერპული:

ლივერპული აპირებს გააგრძელოს მოგებათა სერია, რომელიც პრემიერლიგის პირველ ტურში დაიწყო. გუნდმა ორი თამაშიდან ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოაგროვა. ამ გამარჯვებების საწინდარი კი კარგად ჩატარებული აზიურე ტურნე და ამხანაგური მატჩები გახლავთ. გუნდმა საკმაოდ იაქტიურა სატრანსფერო ფანჯარაზეც: შეიძინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან სიმონ მინოლე, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში პენალტი მოიგერია, ასევე კოლო ტურე, ლუის ალბერტო, იაგო ასპასი და ალი სისოხო. გუნდს კვლავაც ვერ დაეხმარება დისკვალიფიცირებული სუარესი, რომელმაც ეს სასჯელი ჯერ კიდევ გასულ სეზონში მიიღო. ასევე ახსანიშნავია რომ "ნოთს ქანთთან" რამოდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და გუნდს ვერ დაეხმარება, ესენი კოლო ტურე, ალი სისოხო და ჯოი ალენი არიან. სავარაუდოდ მარტინ შკრტელი ამ მატჩისთვის მზადყოფნაში იქნება. ლივერპულისთვის მანჩესტერი საკმაოდ უხერხული მეტოქეა, რაც სტატისტიკიდანაც ჩანს, როჯერსის გუნდს წინ უდიდესი ბრძოლა ელის!

მანჩესტერი:

გუნდში დამთავრდა სერ ალექსის ერა და დაიწყო მოიესისა. მანჩესტერმა არც ისე წარმატებულად ჩაატარა აზიური ტურნე, ეტყობოდა გუნდს, რომ არ იყო ოპტიმალურ ფორმაში. ბევრი აკრიტიკებს და ბევრიც აქებს ახალ მწვრთნელს. კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი სატრანსფერო პოლიტიკაა. გუნდი არ გაძლიერებულა, სატრანსფერო ფანჯარაზე არცერთი ფეხბურთელი არ უყიდია. პირველი ორი ტურიდან მანჩესტერმა 4 ქულა წამოიღო. მანჩესტერის ახალგაზრდა ფორვარდის დენი ველბეკის თქმით, იგი სულმოუთქმელად ელის მატჩს ენფილდზე: "მე ვესაუბრე სტარიჯს ნაიკის ივენთზე, ვისაუბრეთ ჩვენს გოლებზე, ასე რომ ველოდები და ერთი სული მაქვს როდის გავალ მის პირისპი"- ამბობს ველბეკი.

P.S. როდესაც საიტზე დაიდება მომდევნო მატჩის პრევიუ, ვებ-გვერდის მარცხენა მხარეს მოწინააღმდეგე გუნდის გერბის ქვემოთ ღილაკი "პრევიუ" გაშავდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ღია ფერის. სამომავლოდ პრევიუები აღარ დაიკავებს სტატიების სათავეში ადგილს.

კომენტარები


Admin
ადმინისტრატორი

ყოჩაღ ირაკლი. ცოტა რედაქტირება დასჭირდა გრამატიკის თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ძალიან კარგია.

Liverbird
მომხმარებელი

Цитата: Nika
ყოჩაღ ირაკლი. ცოტა რედაქტირება დასჭირდა გრამატიკის თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ძალიან კარგია.

მადლობა :) (Y)

Xabii
მომხმარებელი

იმედია იმ ყ*ე ვისდომს სასტავში არ ვნახავ

lasha.lfc
მომხმარებელი

მიდით ბიჭებო დედა უნდა მოუხნათ შარშან ორივე თამაში წავაგეთ და ეხლა ფრეც კი სირცხვილი იქნება ჩემი აზრით !!! THIS IS ANFIELD !!!

Liverbird
მომხმარებელი

Цитата: Xabii
იმედია იმ ყ*ე ვისდომს სასტავში არ ვნახავ

არამგონია , შკრტელი და აგერი იქნებიან ალბათ

SAS
მომხმარებელი

უნდა მოვგუოთ და ლიდერები გავხდებით ეპლის. ჩელსი ამ კვირას არ თამაშობს, თან შარშან 2ივე თამაში მოგვგეს და შური უნდა ვიძიოთ

xvicha
VIP Member

მხოლოდ მოგება და მოგება!!!

sulkhan
VIP Member

უნდა მოვიგოტ აუცილებლად

qartveli123
მომხმარებელი

ყველაზეეე მეტააად მეზიზღებააა იუნაიტედიიი !!! უნდა ვიხმაროთ , ავწიოთ , გავანადგუროთ და მოვსპოთ :** წარმატებები და კარგი თამაშის მოლოდინში ვარ !

sosoia
მომხმარებელი

უნდა მოუგოტ ლივერპულის მგლებო თუ გინდ 1; 0 ოღონდ 3 ქულა ჩვენი უნდა იყოს. სხვანაირად გაფიქრებაც მიჭირს. ჩვენი ბიჩები გაამართლებენ იმედებს.ბოსი მაგარი კაცია იცის როგორ უნდა ეთამაშოს მართლა ეშმაკებს მაგენს

10_GO_POOL
მომხმარებელი

ცესიტ უნდა მოვუგოტ..
ტუ ეხა მოვიგეტ პრაკტიკულად დიდი სეზონი გველის!!!

და კიდე ვინმემ მითხარით თქო!!!!
სუარესის დისკვალიპიკაცია თასის თამასჰებს ეხებააა??? ანუ ითვლება???

Reziko
VIP Member

მანჩესტერს სამივე მატჩს მოვუგებთ ამ სეზონში.

Liverpool-8
მომხმარებელი

imedia movugebt

goga
მომხმარებელი

2-1 მოვუგებტ

Reziko
VIP Member

2:0 იქნება :))

Liverpool-8
მომხმარებელი

visac ar gezarebat daalaiket ra liverpulis gverdi https://www.facebook.com/pages/Fans-of-
Liverpool-FC/1409504055935096

suarez7
მომხმარებელი

თასზე წყეულ მანჩესტერს ვხვდებით 25-ში სტუმრად:)

Scouser8
მომხმარებელი

3 თვეზე მეტია ველოდები ამ თამააშს...ერთი სული მაქვს როდის მოვა კვირა დღეე...აუცილებლად უნდა მოვიგოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი მოგებების სერია!!!!

Daniel Agger
მომხმარებელი

იმედია მოვუგებთ, მაგრამ გაგვიჭირდება.

LiveRpooLaDia
მომხმარებელი

მანჩესტერი ჯერ კიდე არაა კაი შეთამაშებული და შანსი გვაქ რო მოუგოთ !

LaMBo
მომხმარებელი

ძაან მინდა რო მოუგოთ გავაჩუმოთ მანჩესტერის ფანები YNWA <3

xvicha
VIP Member

ხანდახან შევიკრიბოთ ხოლმე, უფრო ახლოს გავიცნობთ smile ერთმანეთს

Saba_FCLiverpool
მომხმარებელი

უეჭველი ვიგებთ ჯერო იკაცებს ხვალ.

beqa67
მომხმარებელი

მოვიგებთ სტივი გაიტანს

justice
მომხმარებელი

otxeulshi isedac shevalt mara es tu moviget pl s mogebis shansic gvaq ase chaketili tamashi tu vitmashet da momentebi gamoviyenet

qartveli123
მომხმარებელი

რამე შეკრების თემაა არაა და ერთად ყურების? კაი იქნებოდა სადმე ყურება )

misha sirbiladze
მომხმარებელი

რამდენი ხანია ლივე პირველ პოზიციაზე არ გინახავთ? XVAL AM დროს კოუტინიოს ერტადერტი გოლის წყალობით ლივე ცხრილის ერპიროვნული ლიდერი იკნება
1 ლივერპული 3 3 0 0 9

patimara
მომხმარებელი

ტელევიზორში სად ვნახო ვინ მეტყვის?

zuro888
მომხმარებელი

ლივეპულის ფანკლუბი გავხსნატ მანH
ესტერის გაიხსნა ტბილისჰი და ბათუმში

ეგ მარტლა შემშურდა am

Liverpool-8
მომხმარებელი

ise bijebo martla ro shevqmnat panklubi ar gindat?

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze