x

გაიცანით - რაფაელ კამაჩო

ავტორი: ლევან არჩუაძე, 8-08-2018, 01:04, კატეგორია - სიახლეები, 1 082, 6


პრე-სეზონებზე ხშირად ხდება ხოლმე ამომავალი ვარსკვლავების აღმოჩენა, რომლებიც მანამდე უცნობი იყვნენ გულშემატკივართა დიდი ნაწილისთვის და შეიძლება ითქვას, მწვრთნელისთვისაც. მაგალითად, წინა ზაფხულის სეზონის წინა მოსამზადებელ პერიოდში, ჩვენი თვალთახედვის არეში მოექცა უელსელი ვუნდერკინდი ბენ ვუდბარნი, რომლის მუშაობაც კლუბმა მაღალ დონეზე შეაფასა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2018 წლის ზაფხული უფრო სიურპრიზებით სავსე და სასიამოვნო გამოდგა. ამჯერად არა ერთმა, არამედ სამმა ახალგაზრდამ დაგვამახსოვრა თავი მისი ბრწყინვალე თამაშით. თუმცა ჩემთვის გამორჩეული იყო რაფაელ კამაჩოს მიერ ნაჩვენები პერფორმანსი და გადავწყვიტე უფრო ახლოს გამეცნო ქართველი გულშემატკივრისთვის.

ვინ არის ის?
რაფა კამაჩო დაიბადა 2000 წლის 22 მაისს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში. ის არის "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილი, საიდანაც "მანჩესტერ სიტის" აკადემიაში გადაინაცვლა, "ლივერპულს" კი ორი წლის წინ შეუერთდა. გასულ სეზონში მას სტივ ჯერარდი წვრთნიდა, მისი ნადავლი 18-წლამდელთა გუნდში 14 გოლი იყო.

როგორი იყო მისი პრე-სეზონი
ახალგაზრდა პორტუგალიელის შემოქმედება მხოლოდ ერთ და ორ პოზიციაზე თამაშით არ შემოიფარგლება, მას შეუძლია ითამაშოს ვინგერად ორივე ფლანგზე, შეითავსოს არა მხოლოდ შემტევი, არამედ დაცვითი ფუნქციებიც და არანაკლებ შედეგიანია 10-იანის პოზიციაზეც. იურგენ კლოპმა უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში ის მარჯვენა ვინგ-ბექის პოზიციაზე დააყენა და უნდა აღინიშნოს, რომ კამაჩომ საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა.

"პრენტონ პარკზე", "ტრანმერის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელიც "ლივერპულის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა, პირველი გოლი სწორედ კამაჩომ გაიტანა. შემდეგ მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგაც ითამაშა და მოჰამედ სალაჰს გაატანინა ფლანგიდან ჩაწოდებით.

რას ამბობს თავად კამაჩო პრე-სეზონის შესახებ
მისი დაცვითი როლის შესახებ : "ბოსმა მთხოვა, რომ შემესრულებინა სამუშაო მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მას სურს დაინახოს ჩემი დაცვითი უნარები, მე კი ვცდილობ საუკეთესო გავიღო, რათა დავეხმარო ჩემს გუნდს. თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რომ განვვითარდე და დავუმტკიცო ბოსს, რომ შემიძლია ვიყო "ლივერპულის" ნაწილი"

რა იქნება შემდეგ?
სეზონის დაწყების შემდეგ, პორტუგალიელი ალბათ ისევ 23-წლამდელთა გუნდს დაუბრუნდება, თუმცა იგი რეგულარულად ივარჯიშებს მელვუდში პირველ გუნდთან ერთად და არ არის გამორიცხული, კლოპმა მას თასებზე თავის გამოჩენის შანსიც მისცეს. ასევე, იქნება "ლივერპულის" 19 წლამდელთა გუნდის წევრი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.

 

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

კლოპი მას შანშშ მისცემს,მაგრამ როდის ეგაა გასარკვევი

gio_chyoi
რედაქტორი

ეს და კურტისი ხშირად მიიღებენ შანსებს ამ სეზონში როგორც ამ პრესეზონიდან გამოჩნდა. როგორც ჩანს ენდობა კლოპი და თან მგონი ორივეს უნივერსალურობა მოსწონს. ვნახოთ რა იქნება, ამათ გარდა კიდევ გრუიჩის ბედი მაინტერესებს

LUIS SUARES 001
VIP Member

კარგი ბიჭია კამაჩო ,ეს და ვუდბარნი თავიანთ სიტყვას იტყვიან

PRINCE
ტოპ კომენტატორი

კარგი ბიჭია, მაგრამ უსერიოზულესი კონკურენციაა გუნდში. ინგლისის თასებით დაიწყოს ამ სეზონში და მერე ვნახოთ.

GoGson
VIP Member

კამაჩოც, ჯონსიც, უილსონიც, გრუიჩიც, გრაბარაც, ბრიუსტერიც, ვუდბარნიც... კაროჩე აი რო გავაგრძელო იმენა 1 საშუალო დონის ინგლისური გუნდის შემადგენლობა გამოვა ამ პატარა ლაწირაკებით. ძააან მახარებს ეს. აუცილებელია სწორი განვითარება მათი, სწორად დატოვება გუნდში და საკმარისი დროის მიცემა, ან სწორ გუნდში განათხოვრება

kloppo
მომხმარებელი

ესააა შავი და უფრო კრეატიული მილნერი :დდ ძაან კაი ბიჭია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze