x

სეზონის წინ - "ლივერპული"

ავტორი: Bedeladze, 8-08-2018, 11:26, კატეგორია - სიახლეები, 1 614, 13


”ლივერპული” ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. გუნდს ინგლისის ჩემპიონატი 18-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა თასი/ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული. იურგენ კლოპის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე ლეგენდარულ კლუბს მძიმე, უღიმღამო 5 წელი ჰქონდა, თუმცა გერმანელი სპეციალისტის გუნდში მისვლით „ლივერპულში“ ყველაფერი შეიცვალა. გუნდმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და წელს პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

2017/18 სეზონის შედეგი პრემიერლიგაში

იურგენ კლოპის გუნდმა ახალი სეზონი სეზონისთვის ლიდერები შეინარჩუნა და არაერთი შენაძენი გააკეთა. შეძლებს თუ არა გუნდი ნანატრი პრემიერლიგის მოგებას ამას მომავალი სეზონი გვიჩვენებს.

 

შემადგენლობა

 

მეკარე- ალისონ ბეკერი, ლორის კარიუსი, სიმონ მინოლე

 

გასულ სეზონში ლორის კარიუსი ცუდ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა, თუმცა ფინალში ორი უხეში შეცდომა დაუშვა და გუნდი უშანსოდ დატოვა. იურგენ კლოპმა მეკარის რგოლის გასაძლიერებლად რესურსები არ დაიშურა და „რომადან“ ბრაზილიის ძირითადი კიპერი ალისონ ბეკერი დაიმატა. ბეკერის ტრანსფერი მეკარისთვის რეკორდული თანხა(€62 მილიონი) დაჯდა და  წელს გუნდის კარს სწორედ ის დაიცავს.




გასულ სეზონში ალისონმა „რომას“ კარში წასული ბურთების 80.1% აიღო და ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მხოლოდ „ატლეტიკოს“ კარის დარაჯს იან ობლაკს(85.8%) ჩამორჩა. ალისონი თამაშში საშუალოდ 2.71 სეივს აკეთებდა. შედარებისთვის კარიუსის საშუალო მაჩვენებელი 1.55-ია.

 

იურგენ კლოპმა ახალი მეკარე კი მოიყვანა, მაგრამ კარიუსს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, ლორის კარიუსი არ არის ის მოთამაშე, რომელიც ფინალში დაშვებული შეცდომების გამო დაისჯება და კლუბს დატოვებს. მან მოუწოდა ყველა გულშემატკივარს, რომ კარიუსს გვერდში დაუდგნენ, რადგან ასეთ დროს თანადგომა გერმანელი მეკარის სამომავლო განვითარებისა და მოტივაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

შეფასება - 9/10

 

დაცვა - ნათანიელ კლაინი, ვირჯილ ვან დაიკი, დეიან ლოვრენი, ჯო გომეზი, რაგნარ კლავანი, ალბერტო მორენო, ენდრიუ რობერტსონი, ჟოელ მატიპი, კონორ რენდალი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

 

გასული სეზონის სტარტზე „ლივერპულის“ დაცვა არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. ნეგატიური შეფასება მეტწილად დაცვის ცენტრზე, დეიან ლოვრენისა და ჟოელ მატიპის დუეტზე მოდიოდა. ლოვრენისა და მატიპის დუეტი შეთამაშებული არ იყო და მერსისაიდელთა კართან ხიფათი ხშირად იქმნებოდა. იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვირჯილ ვან დაიკის დამატებით „ლივერპულის“ დაცვის ხაზი ბევრად უკეთესი გახდა.



დეიან ლოვრენმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაში აჩვენა და მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ლოვრენსა და ვან დაიკს პოტენციალი აქვთ დაცვის ცენტრში, პრემიერ ლიგაში საუკეთესო ტანდემი შექმნან.

 

 „ლივერპულის“ პრობლემა შეიძლება დაცვის მარჯვენა ფლანგი გახდეს. ნათანიელ კლაინს სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა, 19 წლის ალექსანდერ-არნოლდს კი სწრაფ ვინგერებთან გამკლავების პრობლემა აქვს, რაც გასული სეზონის მიმდინარეობისას არაერთხელ გამოჩნდა. რაც შეეხება დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგს, რობერტსონმა კარგი სეზონი ჩაატარა და ძირითადი გუნდის წევრად მოიაზრება.

 

შეფასება - 8/10

 

ნახევარდაცვა - ნაბი კეიტა, ფაბინიო, ჯორდან ჰენდერსონი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ხერდან შაქირი, ჯეიმს მილნერი, ადამ ლალანა, ლაზარ მარკოვიჩი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, მარკო გრუჟიჩი,პედრო ჩირიველა, შეი ოჯო.



ამ რგოლში ერთბაშად სამი ახალწვეულია. ნაბი კეიტას ლივერპულში გადასვლა ჯერ კიდევ წინა სეზონში გადაწყდა, ზაფხულში კი „ლაიფციგის“ ყოფილი ფეხბურთელი მერსისაიდული კლუბის წევრი ოფიციალურად გახდა. კეიტა ეფექტურია როგორც შეტევის ჩაშლაში, ასევე სწრაფი იერიშის წამოწყებაში. ის გუნდს მოედნის შუაში გააძლიერებს და ძირითადის მოთამაშედ მიიჩნევა. კიდევ ერთი ახალწვეული, ფაბინიოც სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება. ტანმაღალი, ტექნიკური ბრაზილიელი კეიტას მსგავსად შეტევასა და დაცვაში ეფექტური თამაშით გამოირჩევა. ორი ახალწვეულის გვერდით კი გუნდის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დადგება.

 

გუნდს შეუერთდა  გამოცდილი ვინგერი - ხერდან შაქირი. შვეიცარიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეა.“სტოკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში, კევინ დე ბრუინესთან ერთად, საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი, ხუთი გოლი გაიტანა.  შაქირი სათადარიგო სკამზე დიდი ძალაა, რომელიც ერთის მხრივ „ლივერპულის“ შემტევ ტრიოს დასვენების საშუალებას მისცემს და საჭირო მომენტში კი გუნდის შეტევას გააძლიერებს.

 

 შეფასება - 8/10

 

თავდასხმა - მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, რობერტო ფირმინო, დენიელ სტარიჯი, დივოკ ორიჯი, დენი ინგზი, დომინიკ სოლანკე, რაიან ბრიუსტერი

 

 სალაჰი, ფირმინო და მანე გასულ სეზონში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო იყო. მათ ერთად 55 გოლი გაიტანეს, სალაჰი კი საერთოდ პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის გამო, მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში ვერ შეხვდა, თუმცა პრემიერლიგის სტარტზე 100%-ით მზად იქნება. სეზონისწინა შეკრებაზე თამაშებით თუ ვიმსჯელებთ სადიო მანეც კარგ ფორმაშია და ძირითადის უცვლელ წევრად დარჩება.



რობერტო ფირმინოს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მსოფლიო ჩემპიონატზეც, ლიმიტირებულ დროში, ურიგოდ არ უთამაშია. ფირმინო უნივერსალური ფორვარდია, რომელსაც შეტევის წამოწყება, განვითარება და დაგვირგვინება ერთნაირად კარგად შეუძლია. მეტოქის ნახევარზე სწორედ ფირმინო და მანე უთავისუფლებდნენ ზონებს სალაჰს, რომელსაც გასულ სეზონში უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდა. სალაჰმა ყველაზე მეტი 32 გოლი კი გაიტანა, მაგრამ პრემიერ ლიგის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი 23 საგოლე მომენტიც გააფუჭა.

 

შეფასება  - 9/10

 

მთავარი მწვრთნელი - იურგენ კლოპი 



იურგენ კლოპი „ლივერპულში“ 2015 წელს მოვიდა და მას შემდეგ გუნდი ყოველ წელს პროგრესს განიცდის. მერსისაიდული გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ მრისხანე ძალად იქცა. გერმანელი სპეციალისტის ხელში „ლივერპული“ სწრაფი, შემტევი გუნდია, რომლისთვისაც ბურთის კონტროლი პრიორიტეტია და მეტოქეს პრესინგს მთელ მოედანზე ეთამაშება. კლოპის გუნდისთვის არც სწრაფი კონტრიერიშებია უცხო ხილი და გასულ სეზონში კონტრიერიშით გატანილი არაერთი გოლიც ვიხილეთ.  ახალ სეზონში გუნდი იმავე სათამაშო ტაქტიკასა და მენტალობას შეინარჩუნებს. კლოპი შეეცდება ინგლისის ჩემპიონატი ან ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ფინალებში მუდამ დამარცხებული მწვრთნელის „წყევლა“ მოიშოროს.

 

შეფასება - 9/10

 

სათადარიგოთა სკამი

 

წლების მანძილზე გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი სისუსტე მოკლე სათადარიგო სკამი იყო. სეზონის მეორე ნახევარში, ძირითადის მოთამაშეებს გადაღლა ეტყობოდათ და „ლივერპული“ მნიშვნელოვან ქულებს კარგავდა. წელს, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის შემდეგ კი გუნდის სათადარიგო სკამი პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა.  ხერდან შაქირის ფაქტორი „ლივერპულის“ შემტევი ხაზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ლალანასა და ოქსლეიდ-ჩემბერლენის სკამზე ყოლა ნამდვილად ფუფუნებაა. გარდა ამისა, დაცვის ხაზში გამოცდილი რაგნარ კლავანი და ჟოელ მატიპი ლოვრენისა და ვირჯილ ვან დაიკის შემცვლელად მოგვევლინებიან.

მას შემდეგ, რაც ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა გასულ წელს დანიელ სტარიჯი და დივოკ ორიჯი სხვადასხვა გუნებში გაანათხოვრეს, ცენტრალური ფორვარდის შემცვლელის ძიება იურგენ კლოპს გაუჭირდა. რობერტო ფირმინო თითქმის ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელსაც ამ პოზიციაზე თამაში შეეძლო. სტარიჯის გუნდში დაბრუნება კი ამ პრობლემასაც გამოასწორებს.

 

შეფასება - 8/10

 

სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა




სეზონის პროგნოზი

 

„ლივერპული“ პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა მერსისაიდულ კლუბს მოულოდნელი ქულების დაკარგვა ახასიათებს, ლივერპულმა გასულ სეზონში პრემიერლიგის ბოლო სამ გუნდთან(სუონსი, სტოკი, ვესტ ბრომვიჩი) მხოლოდ ორი თამაში მოიგო, ერთი წააგო და სამჯერ ფრედ ითამაშა. 18 შესაძლო ქულიდან მხოლოდ 9 აიღო. მსგავს შეცდომებს კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ნაკლებად, „მანჩესტერ სიტი“ კი ფაქტობრივად არ უშვებს. ამასთან ერთად გუნდი ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი შედეგის მინიმუმ გამეორებას შეეცდება და ფეხბურთელებზე მეტი დატვირთვა იქნება.


 

ავტორი: ნიკა ნოზაძე ©
sport.adjara.com

კომენტარები


phoenixx
მომხმარებელი

Chveni sheteva 10/10 shia da mekarec 10/10 Shi Ravi mashin 10/10 ze sheteva visyavs msoflioshi ?

Bedeladze
ადმინისტრატორი

phoenixx,
10/10 ნიშნავს იდეალურს, უნაკლოს, ჩვენ კი თითქმის იდეალური გამოვდივართ :))

Anffield best
სტუმარი

ბრავო jurgen klopp ძალიან კარგი სტატია იყო ძალიან მიხარია რომ ლივერპული ყოველ წელს ასე ძლიერდება და დიდი იმედებით იწყებს ახალ სეზონს! წინ სქაუზერებოო!!!!

Ynwa Scousers
VIP Member

აჭარას ედო ეს სტატია და ძალიან ვისიამოვნე სხვა ფავორიტების განხილვაცაა გურჩევთ წაიკითხოთ

Kloppout
VIP Member

ძალიან კარგია (Y)

kataloniis msajelona
მომხმარებელი

კაი სტატიაა იურგენ საღოლ :)
ნუ მე ნახევარდაცვასაც 9/10 ით შევაფასებდი დალშე კარგადაა შეფასებული. წელს ძალიან დიდი იმედებიმაქ და იმედია გაამართლებენ ბიჭები ჩემ იმედს :)

LUIS SUARES 001
VIP Member

Jurgen klop 10/10 shen am statiistvis ,sago dzmao.sul ramodenime dges ds bichebs saqmeshi vixolavt

James Pearce
VIP Member

ხენდო ფაბინიო და კეიტა ცუდი ნახდაცვაა ხენდოს რა უნდა ძირითადში ვინმე შემტევი გვინდა ნახდაცვაში და იყოს შაქირი მაგალითად :)) კეიტა-ფაბინიო-შაქირი უკეთესია :) დაცვაში გომესმა ტრამვა თუ არ მიიღო შეუძლია ლოვრენის ამოგდება და იმედია ასეც მოხდება ტრენტს მე კლაინი მირჩევნია დაცვა უფრო ძლიერი იქნება ტრენტი რო შეტევაში კარგია ვიცი მაგრამ მაგის გარეშეც ძლიერები ვართ წინ :))

gio_chyoi
რედაქტორი

ყოჩაღ, კარგი სტატიაა ძალიან. ჩვენ რაც შეგვეხება კიდე წელს უნდა მოვიგოთ როგორმე ტიტული რა, ძალიან დაგვიანდა უკვე, დრო მოვიდა რო რომ თასი ავწიოთ

lasha77
VIP Member

არნოლს ნაღდად არ იჭირს სწრაფი შემტევენის განეიტრალება . მაგის მაგალითია სიტისთან ჩატარებული თამაში . სადაც ჯერ სანე არ გაახარა ხოლო მეორე თამაშში სანე და სილვა ერთად

lashafss
VIP Member

ცოტა მეტი კონცენტრაცია და პროფესიონალიზმი გვმართებს , აი მერე კი უკვე მართლა ვიქნებით ერთერთი ფავორიტები

Madrid1993
მომხმარებელი

სკაუზერო გულით ვიძახი და გეტყვით რომ დიდი სურვილი მაქვს ლივერპულმა მოიგოს ინგლისიც და ევროპაც ძააან გამიხარდება იმსახურებს ამას ლივერპული მე 15 წელია რეალ მადრიდის ფანი ვარ , მაგრამ ნამდვილი მადრიდისტები უდიდეს პატივს სცემენ ლივერპულს არასდროს ქონია რეალს მტრული ურთიერთობა ისტორიაში და არც ფინალის მერე ჯანსაღი მეტოქეობაა ქონდათ და ექნებათ

ისტორიული კლუბია ლივერპული და თუ მადრიდის რეალის შემდეგ ისტორიული კლუბი უნდა უწოდო ვინმეს ესაა ლეგენდარული ლივერპული და მილანი ამ სამმა კლუბმა დაწერა დიდი ისტორია საფეხბურთო სამყაროში

bmw1
მომხმარებელი

ვის უნდა ყავდეს იდეალური გუნდი გამოვა ეხლა ბარსას ფანი და ბარსას ყავსო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze