x

რას ველით დედლაინისგან

ავტორი: Javaxa, 8-08-2018, 14:34, კატეგორია - სიახლეები, 1 791, 8


როგორც იცით, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 9 აგვისტოს იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისურ კლუბებს ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება აღარ ექნებათ. თუმცა არის ერთი ნიუანსი, სხვადასხვა ქვეყნებში ფანჯარა სხვადასხვა დროს იხურება, ამგვარად კუნძულელებს მოთამაშეების გაყიდვა თავისუფლად შეეძლებათ.

უკვე წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც პეპე რეინა £3 მილიონად იყიდებოდა, დირკ კიუტი £1-ად, ხოლო ჯონჯო შელვი £5,3-ად. თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უკვე რამდენს ნიშნავს იურგენ კლოპი და მაიკლ ედვარდსი "ლივერპულისთვის", ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბის ფეხბურთელი.

მერსისაიდულმა გუნდმა, შეიძლება ითქვას რომ გეზი 180 გრადუსით შეიცვალა და უკანასკნელად რაც გვახსენდება £12,5 მილიონად გაყიდული დანი უორდია, რომელსაც უკან მისდევენ კრისტიან ბენტეკე (£29), კევინ სტიუარტი (£8 - ან თუნდაც ენდრიუ რობერტსონში 1X1-ში ბარტერი), მამადუ საკო (£26) და ა.შ.

წლებსა და ფეხბურთელების ხარისხ/ფასებში რამხელა სხვაობაცაა, ამაზე ფიქრი თქვენთვის მოგვინდია. ამჟამად "წითლების" ფეხბურთელებიდან ტრანსფერზე დანი ინგსი, დივოკ ორიგი, მარკო გრუიჩი, შეი ოჯო, ლაზარ მარკოვიჩი, სიმონ მინიოლე და პედრო ჩირიველა დგანან.

ორიგის "ლივერპული" £27 მილიონს აფასებს, თავდაპირველად "ვალენსია" მზად იყო ეს თანხა გადაეხადა, თუმცა მოლაპარაკებები ამჟამად გაჩერებულია. მიზეზი კლუბის ფორვარდი როდრგოა, რომელსაც მადრიდის "რეალში" ელიან. სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება დივოკო "ღამურებში", ამიტომ "სქაუზერები" როდრიგოს გამადრიდელებას უნდა ქომაგობდნენ. სხვა შემთხვევაში დივოკი ან დაბალ ფასში წავა, ან საქმე იჯარას მიადგება.

წასვლის პირასაა 26 წლის დანი ინგსიც, რომელიც ძალიან ახლოს იყო "კრისტალ პალასში" ტრანსფერთან. ფეხბურთელის სანაცვლოდ £25 მილიონს "არწივების" გარდა "საუთჰემპტონის" და "ნიუკასლის" მფლობელებიც იხდიან. სასიამოვნო იქნება, თუ დანი იმ გუნდისთვის გაიტანს, რომელსაც "კოპიტების" ერთ-ერთი უსაყვარლესი მწვრთნელი უდგას სათავეში. ამ შემთხვევაში თავს ისე ვიგრძნობთ, თითქოს ინგსს კვლავ "ლივერპულისთვის" გაჰქონდეს.

მარკო გრუიჩი რომის "ლაციოს" სურდა, თუმცა იურგენ კლოპი არ აპირებს ასე ადვილად შეელიოს თავის პირველ ტრანსფერს "ლივერპულში". მარკო ალბათ ისევ იჯარით წავა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია სად, რადგან "კარდიფმა" მის მიმართ ინტერესები დაკარგა.

შეი ოჯო ის ფეხბურთელია, რომელიც არც მწვადს წვავს და არც - შამფურს. იურგენ კლოპი მისი გაშვების წინააღმდეგი სულაც არ არის. ის ახალგაზრდა ინგლისელს იმ შემთხვევაში შეელევა, თუ შეთავაზებული თანხა არანაკლებ £15 მილიონი იქნება - წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯო კვლავ არენდით მიაშურებს რომელიმე ინგლისურ კლუბს.

რთულადაა საქმე სიმონ მინიოლესა და ლაზარ მარკოვიჩის შემთხვევაში. "წითლები" მინიოლეს £12 მილიონს აფასებენ, თუმცა გადამხდელი კლუბი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. იწერებოდა, რომ წამყვანი თურქული კლუბები მის შესაძენად ერთმანეთს შეერკინებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა "გალათასარაისაც" და "ბეშიქთაშსაც" სიმონი ერთი წლით უნდოდათ - კლოპი კი ამის სასტიკი წინააღმდეგია. ლაზარ მარკოვიჩი "ანდერლეხტისა" და "ოლიმპიაკოსის" სიაშია, თუმცა ამჟამად სერბის ტრანსფერს მისი ღირებულება აბრკოლებს.

რაც შეეხება პედრო ჩირიველას - ნორვეგიული "როზენბორგი" და "ლივერპული" უკვე შეთანხმებულნი იყვნენ £3.5 მილიონზე, თუმცა უარი თავად ფეხბურთელმა თქვა. ესპანელის პრიორიტეტი ან ისევ კუნძულზე დარჩენაა, ან სამშობლოში დაბრუნება. მომდევნო მსურველი, რომელიც პედროს დაიმატებს შოტლანდიური "სელტიკია", თუმცა ამჯერად არანაირ წინადადებას ოფიციალური სახე არ მიუღია.

ამ დროისთვის "წითლებისთვის" სატრანსფერო მიდი-მოდიზე დახარჯული თანხა (ყიდვა-გაყიდვა) £164 მილიონი ფუნტია. თუ რამდენით შეამცირებს აღნიშნულ თანხას კლუბის დირექტორი მაიკლ ედვარდსი, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

კომენტარები


heerenveen
მომხმარებელი

27 მილიონი ძალიან კარგი თანხაა, დროა გაიწმინდოს გუნდი

ThisIsAnfield
მომხმარებელი

გრუიჩზე კარდიფს არ დაუკარგავს ინტერესი, ლივერპულმა ჩაშალა მოლაპარაკებები, თვითონ უორნოკმა ილაპარაკა , კარდიფის მწვრთნელმა

gio_chyoi
რედაქტორი

1 დღე დარჩა და ესენი კიდევ აქ არიან :D რით ვერ წავიდნენ, მარა არც ხვალ წავლენ, ნუ ინგსი წავა ალბათ იმიტომ რომ ინგლისში გადადის და ოჯოც, თორე მარკოვიჩი და ორიჯი ალბათ ევროპაში წავლენ და მაგათი ტრანსფერები 31 აგვისტომდე გაიწელება

Mate chavchavadze
მომხმარებელი

ინგსში 25 და დივოკში 27 ორივე ძაან გაბერილი თანხაა, არამგონია ვინმემ რომელიმეში ამდენი გადაიხადოს,18,19,20 მილიონამდე თუ არ დაწიეს ფასი ისევ იჯარის მომსწრენი გავხდებით.მინოლე 12 მილიონად უეჭველი უნდა წაიყვანოს ვინმემ მაგდენი ნამდვილად ღირს,მარკოვიჩი აჩუქონ ვინმეს

LUIS SUARES 001
VIP Member

Klubi iwnindeba da dzalian kargia

PRINCE
ტოპ კომენტატორი

გრუიჩის გაყიდვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მითუმეტეს 1-2 წელში მილნერი და ლალანა დიდი ალბათობით აღარ იქნებიან ლივერპულის შემადგენლობაში. რაღატომ უნდა იხადოს კლუბმა კიდევ მილიონები ვაკანტური ადგილის შესავსებად, როცა ასეთი მონაცემების მქონე ახალგაზრდა ჰყავს?! გრუიჩის გარდა ვინცაა ჩამოთვლილი, ეგენი უნდა წავიდნენ რა, მაგათთვისაც უკეთესი იქნება და გუნდისთვისაც.

ოუენ_10
მომხმარებელი

გრუიჩჰი და კამაჩოს გასშვება არანაირად შეიძლება

Capitan
ტოპ კომენტატორი

yvelaze magrad gavdzlierdit da axla gawmendvistvisac dro sakmarisze meti gvaq

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze