x

გრუიჩმა განათხოვრებაზე უარი თქვა

ავტორი: akaki, 9-08-2018, 00:33, კატეგორია - სიახლეები, 1 493, 15


ლივერპულის ცენტრალურმა ნახევარმცველმა კლოპს კიდევ ერთ არენდაზე უარი განუცხადა.

საუბარი იყო, პრემიერლიგაში ახლადაღზევებულ კარდიფში ერთ წლიან არენდაზე. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ ეს შეთანხმება ფეხბურთელის გადაწყვეტილებამ ჩაშალა. სერბი ფეხბურთელი აპირებს, დიდი კონკურენციის პირობებშიც იბრძოლოს შემადგენლობაში ადგილისთვის.

შეგახსენებთ, რომ მარკო გრუიჩი გასული სეზონის მეორე ნახევარში სწორედ კარდიფში იყო განათხოვრებული, სადაც 13 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

უნდა წასულიყო,მოუწევს სკამის ხეხვა ეხლა დიდი ხნით

gio_chyoi
რედაქტორი

მაგრად მომწონს ამის პირადი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მინდა მაგარი ნახევარმცველი დადგეს, თასებზე ითამაშებს და ლიგაშიც სკამიდან გაგვაძლიერებს, კარგი დარტყმა აქვს და მეორე სართულზე ძალიან კარგია და ცვლილებაზე კარგად შემოვა ხოლმე

PRINCE
ტოპ კომენტატორი

აი ამ ბიჭის იმედი ნამდვილად მაქვს. არ მახსენდება ერთი მატჩიც გრუიჩის მონაწილეობით, რომ რამე დასამახსოვრებელი და კარგი ეპიზოდი არ შეეთავაზებინოს მაყურებლისთვის. ხან გოლი გაჰქონდა, ხან ძელს ახვედრებდა შორეული დარტყმით. მოტივაციაზე აღარ ვსაუბრობ, უჟილკოდ მოთამაშე გრუიჩი არავის უნახავს მოედანზე. ისე რომ იცოდეთ ლაციო ამას მილინკოვიჩ-სავიჩის შემცლელად განიხილავს მომავალში და ეგ პატარა ამბავი არაა. არენდაზე უარის თქმას რაც შეეხება, მე პირადად ვუწონებ საქციელს. მაგას სიდებილე არ ჰქვია, ეგაა ამბიციურობა. ზუსტად ასეთი ხასიათის ადამიანები ხდებიან დიდი ფეხბურთელები და არა ისინი, სათადარიგოზე შეზლონგი რომ აქვთ დადგმული და გუნდში მხოლოდ მაღალი ხელფასის გამო რჩებიან. იბრძოლებს მარკო თავისი წილი სათამაშო დროის მისაღებად და ძალიანაც კარგი. წინ და უკან გაუთავებელ თრევას და რაიან კენტის ბედის გაზიარებას, ჯობია ისევ კლოპის ხელში იყოს და დაელოდოს თავის შანსს.

chipe888
მომხმარებელი

gio_chyoi,
გრიუჩი ძალიან კარგი ფეხბურთელია და შენი არ იყოს მეც ვბალეშიკობ ამ კაცს. გადაწყვეტილებას კი მოვუწონებ,რადგან კარდიფები და ვოლსბურგები ნაღდად არ იქნება ამისათვის გამოსადეგი. კლოპი სულ სხვა სტილს თამაშობს და კარდიფები კი სხვა. სერბებს დიდი ხანია,რაც ცენტრალური ნახევარმცველები დიდი მარაგი აქვს და თან ყველა მაღალ დონეზე თამაშობს. გადახედეთ მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრებს რა ხალხი ყავდათ ცენტრში და კარდიფში ფაქტიურად უთამაშებელი გრუიჩსაც ნახავთ მათ გვერდით. თუ ვინმეს ჰგონია,რომ ვილსონი,კენტი,ვუდბარნი ლივერპულის მომავლებად განიხილებიან ძალიან ცდება ის ადამიანი. ამდენი არენდები სარფიანად გასხვისებისთვის უფროა,ვიდრე ლივეპულის მომავლის საშენებლად. ვინც ეიმედებათ ისინი გუნდში დატოვეს ჯონსი,კამაჩო,ბრიუსტერი და არ დააწყებინეს აქეთ იქეთ ბოდიალი. თუ წელს ვერ დაიმკვიდრა ადგილი გრუიჩმა ის წავა უეჭველად.

ხო მართლა აკადემიიდან იგროკს არენდები რო დაშჭირდება წარამარა ეს მის მარად მწვანე ტალანტობაზე მიუთითებს და არა სხვა რამეზე

Kloppout
VIP Member

უნდა წასულიყო ჰენდერსონი ფაბინიო მილნერი ვეინალდუმი კეიტა ლალანა მერე ოქსი დაბრუნდება და სხვათაშორის კურტის ჯონსიც ყველა ამაზე წინ დგას და რა შანსზეა ლაპარაკი

giginio
VIP Member

amjamindel liverpulshi sayrdebis poziciaze zamenaze rato ar unda ijdes gruichii . xalxno rit ver faiget amdeni xani ro grdzeli skami igebs titulebss. ai fabiniom ro ar gaamartlos tavidan da hendersoni daimtvres rac dzaan xshirad xdeba xolme sayrden zonas vin mixedavs ? lalanaa? veinaldumi tu milnerii dzaan kargia ro rchebaa

GoGson
VIP Member

reversi,
მილნერისთვის და ლალანასთვის ალბათ ბოლო სეზონი იქნება , და ჩაანაცვლებს რა

lukaivan
მომხმარებელი

ძაან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ბიჭმა, ჯერ ერთი ისაა დასაფასებელი რომ ასეთ გამოწვევას იღებს და რისკზე მიდის და ამას რომ თავი დავანებოთ მოსფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელბთან მოუწევს ყოველდღე ვარჯიში და თამაშის საშუალებაც მიეცემა, სწორედ ეს ჭირდება გრუიჩს განვითარებისთვის და არა ჩანჩალა გუნდებში 90 წუთი სირბილი, არ არის იმ ასაკში რომ მეტი სათამაშო დრო იყოს პრიორიტეტი თან ლივეპულში.

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

სწორსაც აკეთებს რაღა არენდა ახლა თუ ვერ ხვდება გუნდში კარდიფში რას იზამს ასეთს რომ ამ მონსტრ შემადგენლობის შუახაზზე დადგეს, წავა ეს ზამთარშიბან ზაფხულში აგერ ნახავთ არაა ეს საჩვენო კოჭებში ეტყობა მერამდენე არენდაზე უშვებენ არც ისე პატარაა

Madrid1993
მომხმარებელი

წარმატებები სკაუზერებო ნამდვილი მადრიდისტებისგან და არა ბავშვებისგან რომლებმაც ლივერპულის ისტორია არც იციან, წარმატებები სამეფო კლუბისგან რომელიც მუდამ პატივს სცემს ისტორიულ ლივერპულს

გენაცვალეთ ნამდვილ სკაუზერებს რეალის შემდეგ ჩემი გუნდის შემდეგ ლივერპული მყავს გულში და მინდა რომ ლიგაც და ეპლიც ლივერპულმა მოიგოს და აქვს ამის ძალა

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

აქამდე კიდე არ ვაფასებდი ამას ძაან და ეხლა კი პირიქით ყველაზე მეტად ვაფასებ ამის მერე,ასეთი უნდა იყო ფეხბურთელი,ასეთი მებრძოლი,დაუზარებელი,ასეთ ფეხბურთელებთან უნდა დაამტკიცო შენი შესაძლებლობები და ღირსი ხარ ლივერპულში ითამაშო,თუ გინდა რო ტოპ კლასი გახდე აქ უნდა გაუწიო კონკურენცია ამათ,ასე თუ გახდები ტოპ ფეხბურთელი,ყველამ ასე მიაღწია და ციდან არავის ჩამოუგდია ვარსკვლავობა ფეხბურთელებისათვის,ვინც კარდიფში და დანდიში და მსგავს გუნდებში გადავიდა ვითომ დროებით ისინი დღეს ისტორიასაც არ ახსოვს,ყოჩაღ გრუიჩს,არ ნებდება,ამისგან დაიმახსოვრეთ ვარსკვლავი დადგება

Kloppout
VIP Member

მარტივად ვიტყვი რა :დ თქვენი არგუმენტების სიმყარე ამის სათამაშო დროის პროპორციული იქნება :დ
და კიდე ვისაც გონია რო უბრალო ვარჯიშით და მესამე გუნდში თამაშით ფეხბურთელი განვითარდება და ეგ ჯობია ეპლის გუნდში ძირითადში 30 თამაშის ჩატარებას ლოგიკასთან აცდენილია ძალიან და კამათს არ ვაპირებ ამ თემაზე მოვა სეზონი და ნახავთ რამდენ წამს მიიღებს გრუიჩი
რაც შეეხება მომავალ პერსპექტივას კარდიფში თუ ვერ უნდა გაქაჩოს ის ფეხბურთელი რაში მჭირდება სამომავლოდ ლივერპულში? წავიდეს ესეც ხომ ჩემპიონშიფი არაა უმაღლესი დონის ტურნირია და ნაკლები წნეხი იდეალური ადგილი განსავითარებლად

ან კიდე გრძელი სკამიო 7 ფეხბურთელია ამის წინ და 3 პოზიციაა
ფაბინიომ ასეთი რა საშინელება უნდა აკეთოს და ჰენდერსონმა რამდენი ხანი უნდა გამოტოვოს რომ ამან დრო მიიღოს საყრდენზე ამაზე წინ ვეინალდუმი მიიჩნევა ვაკანტურ ტიპად
და კიდე აგერ არ იდგა ტორინოსთან? ამასთან ერთად ხო იყო კურტის ჯონსი? ვინ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ვინმემ ვინც უყურეთ თქვით? რომელი იმსახურებს დროის მიღებას (ვერცერთი ვერ მიიღებს განსავითარებელ დროს მარა მაინც)

bulleye
მომხმარებელი

Madrid1993,
11

lashafss
VIP Member

მე მგონია რომ გრუიჩი მაგარი ბიჭია ძაან და გაქაჩავს: ) კარგია მარკო მეც ვიბრძოლებდი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze