პრე-სეზონის აღმოჩენა - კურტის ჯონსი » Liverpool Fc - ფანკლუბი

პრე-სეზონის აღმოჩენა - კურტის ჯონსი

ავტორი: ლევან არჩუაძე, 9-08-2018, 19:15, კატეგორია - სიახლეები, 941, 8


7 აგვისტოს, "ლივერპულმა" "ტორინოს" წინააღმდეგ ენფილდზე გამართული მატჩით საკმაოდ საინტერესო და ბევრის მომცემი პრე-სეზონი დაასრულა. ამხანაგურ შეხვედრებში არაერთმა ახალგაზრდა მერსისაიდელმა მიიღო თავის გამოჩენის შანსი, რამდენიმე მათგანმა მოლოდინს გადააჭარბა და ძალიან ბევრი სკაუზერი გააოცა.

რაფაელ კამაჩოს შესახებ უკვე გიამბეთ, ახლა კი არანაკლები ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე კიდევ ერთი თინეიჯერი მერსისაიდელის, კურტის ჯონსის შესახებ შემოგთავაზებთ სტატიას.

მოგეხსენებათ, მერსისპირეთში "ლივერპულის" აკადემიის გაწვრთნილი ადგილობრივი მოთამაშეები განსაკუთრებით უყვართ. ხშირად არ ხდება ხოლმე, როცა სკაუზერი პირველ გუნდში ახერხებს მოხვედრას. ალბათ, ახლა სტივი ჯი, კარა, ოუენი, ალექსანდერ-არნოლდი და სხვები გაგახსენდათ. ამის შემდეგ ჯონსიც გაგახსენდებათ ხოლმე, რადგან იგი ქალაქ ლივერპულში დაიბადა 2001 წლის 30 იანვარს და რვა წლის ასაკიდან "ლივერპულის" მაისურით იწონებს თავს.

მრავალმხრივი უნარების მქონე კურტისს, რომელიც ნახევარდაცვის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება შეგვხვდეს, შეუძლია მიიღოს ბურთი, დაიჭიროს, გააკეთოს მოკლე გადაცემებიც და კროსებიც, ასევე საკმაოდ კარგად დაარტყას შორეული დისტანციიდან. მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, არც ისე იშვიათად შეხვდებით შედარებას, მასსა და მის ყოფილ დამრიგებელს 18-წლამდელთა გუნდში, ლეგენდარულ სტივ ჯერარდს შორის.

ჯონსმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფურ ეტაპზე 4 გოლის გატანა შეძლო. კლოპი მისი სამსახურით დიდად მოხიბლული დარჩა, გადაწყვიტა, პრე-სეზონზე მიეცა შანსი მისთვის და აშშ-ში, შეკრებაზე წაიყვანა, სადაც "დორტმუნდის" წინააღმდეგ ერთი ტაიმი, ინგლისის მოქმედ ჩემპიონებთან კი 62-წუთს ითამაშა.

"მე უბრალოდ გავდივარ მოედანზე და ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია. დიდი ყურადღებით ვუსმენ ყველაფერს, რასაც მენეჯერი გვეუბნება, შემდეგ კი ვცდილობ პრაქტიკაში გამოვიყენო მისი რჩევა-დარიგებები. ჩემთვის უდიდესი პატივია ასეთი მაღალი კლასის მოთამაშეების გვერდით ყოფნა. ისინი ცდილობენ დამეხმარონ განვითარებაში. მათგან ვსწავლობ რას ვაკეთებ სწორად და არასწორად." - განაცხადა მოთამაშემ ქალაქელებთან მატჩის შემდეგ.

გასულ სეზონში ჯონსი სტივი ჯის შეგირდი იყო 18-წლამდელთა გუნდში, სადაც მისი როლი უდიდესი იყო და თავად ჯერარდი აღტაცებას არასდროს მალავდა კურტისის ტალანტის გამო.

2018 წლის თებერვალი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდია - მან "ლივერპულთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.. სავარაუდოდ, ამ სეზონში ისიც მიიღებს თავის გამოჩენის შანსს ოფიციალურ შეხვედრებში პირველი გუნდის მაისურით.

 

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

არნოლდი ,კურტისი ,კამაჩო ,ვუდბარნი ლივერის საუკეთესო ახალგაზრდები არიან რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ

ლევან არჩუაძე
მომხმარებელი

LUIS SUARES 001,
ვუდბარნის რა გითხრა, მაგრამ ალიკას, კამაჩოს და ჯონსს ნამდვილად შეუძლიათ თავიანთი სიტყვა თქვან ფეხბურთში. ალიკამ უკვე თქვა იმაზე მეტი, ვიდრე ხალხი მისგან მოელოდა

GoGson
VIP Member

უილსონიც არანაკლები ბიჭია და გრუიჩიც. უილსონს პროსტა იმ პონტში "არგაუმართლა" რო სალაჰი მანე გვყავს მაგ პოზიციაზე და შაქირი ჩემბო ზამენაზე.

ვნახოთ აბა ეს ჯონსი რას იზამს , იქნებ ეს გახდეს ჩვენი ათიანი. . ყველაზე მაგარი იქნება

ბრიუსტერმა ტრამვა რომ მიიღო იმიტო ჩამოწერეთ?

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

მაგარი ბიჭია.წინა სეზონში ევერტონის ახალგაზრდულებს რო ეთამაშებოდნენ მაშინ ვუყურე აგებდნენ და ამან ორი გოლი გაიტანა მაგრად ითამაშა და იმის მერე დამამახსოვრდა.ეტყობა ნიჭი და ტანის მოძრაობები აქ ისეთი რო იმ გველის წიწილ კოუტინიოს მაგონებს ხოლმე.

James Pearce
VIP Member

გიჟია <3 ტრენტსაც აჯობებს და უფრო მაგარი იქნება

lashafss
VIP Member

ამის იმედი მაქვს და უილსონისაც , ასევე კამაჩოც მომეწონა , რავიცი ახალგაზრდებს აშკარად არ ვუჩივით ვიღაც ამომავალი ვარსკვლავი მალე გვეყოლება და იმედია არაერთი

gio_chyoi
რედაქტორი

ამდენი ახლაგაზრდაა და 2 მაინც გაუყვეს არნოლდის გზას, რამხელა შეღავათი იქნება ჯერ მარტო ფინანსურად და მეორეც, ისედაც როგორი სასიამოვნოა რომ აკადემიის ფეხბურთელი გყავს პირველ გუნდში

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze