x

ოფიციალურად : ინგსი კარიერას "საუთჰემპტონში" გააგრძელებს

ავტორი: johnson, 9-08-2018, 23:32, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 297, 6


დენი ინგსი კარიერას "საუთჰემპტონში" გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა. როგორც ირკვევა, 2018/19 წლების სეზონს ის "სენტ მერიზე" იჯარის წესით გაატარებს, მომავალ ზაფხულს კი "სოტონი" ინგსს სრულად გამოისყიდის.

თავდაპირველად 26 წლის თავდამსხმელს "კრისტალ პალასს" უკავშირებდნენ, თუმცა "წმინდანებმა" სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს "ლივერპულს" უფრო მომგებიანი წინადადება შესთავაზეს და მერსისაიდიდან თანხმობაც მიიღეს. Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგსის ტრანსფერი "საუთჰემპტონს" 20 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ინგსი "ლივერპულს" 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა. მის სანაცვლოდ "წითლებმა" "ბარნლის" 6,5 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

აქვე გეტყვით, რომ ინგსმა მერსისაიდელთა პირველ გუნდში სულ 25 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მას "ენფილდზე" თავის დამკვიდრებაში ხელი ტრავმებმა შეუშალა. როგორც იცით, ჯვარედინი იოგების დაზიანების გამო, მას 2015/16 წლების სეზონი სრულად გაუცდა. ანალოგიურმა ტრავმამ თავი მოგვიანებითაც იჩინა.

Liverpoolfc.ge-ს სახელით დენის წარმატებას ვუსურვებთ ახალ კლუბში ! YNWA


კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

წარმატებები ინგსს, თავის დონეს ნამდვილად დააკმაყოფილებს სოტონის დონეზე, მთავრია ტრავმებმა არ გააწამოს ისევ, თორე ეს ჩვენი დონის ნამდვილად არ იყიდა სკამზე გასახმობად ნამდვილად მეცოდებოდა, 20 მილიონი კიდე ძალიან მაგარი ფასია, ყოჩაღ ედვარდსს კიდევ ერთხელ

johnson
ადმინისტრატორი

ბავშვობაში საუთჰემპტონის ფანი ყოფილა, სენტ მერიდან რამდენიმე კილომეტრში გაიზარდაო... ხოდა უფრო მოინდომოს ახლა და დაამტკიცოს იქ რა შეუძლია 11

ისე დასაფასებელია მიხვდა რომ ძირითადში ადგილი არ ექნება და სკამზე ჯდომას მუდმივი პრაქტიკა არჩია, ნეტა ბევრმა აიღოს მაგალითი

beqa_liverpool
მომხმარებელი

გამიხარდება დენის წარმატება. დარწმუნებული ვარ კარგი სეზონი იქნება და დაამტკიცებს რომ ნამდვილად კარგი ფეხბურთელია

LUIS SUARES 001
VIP Member

Warmatebebi

chipe888
მომხმარებელი

მართლა გამიხარდებოდა,რომ ამას თავისი სიტყვა ეთქვა ლივერპულის მაისურით,მაგრამ ტრანვებმა ამის შესაძლებლობა არ მისცა. მას დრო სჭირდება,რაც ჩვენთან არ ექნებოდა და მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. შარშანდელ სეზონში მიღებულ წუთებში მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობდა,ბრძოლობდა და ეტყობოდა ხოლმე,რომ ხელფსისთვის არ თამაშობდა. მუხედავად ყველაფრისა მაინც დანაკლისია,როცა ხვდები რო ორიგი და სოლანკე დარჩნენ და ეს კი აბარგდა. წარმატებები მას და იმედია ისე ითამაშებს,რომ ამ იჯარის თემას გავწყვიტავთ და არ გამოსყიდინებთ სოტონს.

Capitan
ტოპ კომენტატორი

mgonia ro atamashdeba ))) warmatebebi

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze