კლოპი : მოგვენატრები დენი » Liverpool Fc - ფანკლუბი

კლოპი : მოგვენატრები დენი

ავტორი: johnson, 9-08-2018, 23:53, კატეგორია - სიახლეები, 1 345, 6


დენი ინგსი კარიერას "საუთჰემპტონში" გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა. როგორც ირკვევა, 2018/19 წლების სეზონს ის "სენტ მერიზე" იჯარის წესით გაატარებს, მომავალ ზაფხულს კი "სოტონი" ინგსს სრულად გამოისყიდის.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგსის ტრანსფერი "საუთჰემპტონს" 20 მილიონი ფუნტი დაუჯდება. ინგლისელის ტრანსფერს "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპიც გამოეხმაურა :

"ეს ძალიან უცნაური გრძნობაა. ის განსაკუთრებული ბიჭია. მის ხასიათი და სული მთელს მსოფლიოს ეყოფა. ინგსი საოცრად პოზიტიური და ენერგიით სავსე ადამიანია.

აქ მას საერთოდ არ გაუმართლა. როცა აქ მოვდიოდი, ვუყურებდი "ლივერპულის" მატჩებს და მოუთმენლად ველოდი მასთან მუშაობის დაწყებას. ჩვენ ყველამ ვიცით როგორ განვითარდა მოვლენები.

მეორეს მხრივ, ამ ტრანსფერით კმაყოფილი ვარ, რადგან მას საკმაოდ ნათელი მომავალი აქვს. როცა მან გვითხრა, რომ სურდა კლუბის დატოვება, რათა რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა, ჩვენთვის ნათელი იყო, რომ "საუთჰემპტონი" სწორედ მისი შესაფერისი კლუბი იქნებოდა. იქ მისი სახლია, მისი ოჯახია(ინგსი "სენტ მერიდან" რამდენიმე კილომეტრში გაიზარდა[ავტ]).

ვიცი, რომ მას წინ აქვს კარიერის საუკეთესო წლები. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. დენი, ჩვენ შენ მოგვენატრები!"
- ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

სამწუხარო ისაა რომ ასე ცუდად განვითარდა მისი კარიერა ჩვენთან, სხვა ბევრმა უბრალოდ დონე ვერ დააკმაყოფილა და ამას წესიერად არც მიეცა შესაძლებლობა, ტრავმები საერთოდ რო არ მიეღო ალბათ მაინც არ იქნებოდა არაფერი განსაკუთრებული მარა ყოველ შემთხვევაში მყარი ცვლილების ფეხბურთელი იქნებოდა და ჰენდერსონის დონეს მაინც ითამაშებდა

hattrick
მომხმარებელი

ჩვენს წინააღმდეგ ნუ იფრენს და თუ უნდა 30 გაიტანოს სეზონში

LUIS SUARES 001
VIP Member

Rom ara tramvebi ityoda tavis satqmels magram

heerenveen
მომხმარებელი

წარმატებები ინგსინიოს.

Logan
მომხმარებელი

უნდა წასულიყო. თავისთვის სჯობდა ისევ, მაგრამ ცრემლები წამომივიდა, გული დამწყდა ისე თითქოს გუნდი ლეგენდამ დატოვაო. წარმატებები ინგსს. ტრამვებისგან გაწამებული ესეთი ჟილკიანი ფეხბურთელი ძალიან ცოტა თუ მოინახება.

kloppo
მომხმარებელი

მე ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა დანი , რაღაცნაირი სხვანაირი ადამიანია. მიხაროდა ჩვენ ფორმაში რო ვხედავდი, პირველი სეზონი კარგად დაიწყო და ყველას უცებ შეაყვარა თავი . არაუშავს მისი კარიერისთვის და ჩვენთვისაც ასე ჯობდა . დასაფასებელი პიროვნებაა რადგან მიხვდა რო გუნდისთვის სარგებელი არ მოპქონდა და მუქთად გუნდის გაღარიბების ნაცვლად ადგა და წავიდა ამით რეალურად დაეხმარა ლივერპულს , იმედია სხვა შუშა ფეხბურთელები ისწავლიან რამეს მისგან და მიხვდებიან რამეს !

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze