x

კლოპი : ემრეს საკითხი თვეებით ადრე იყო გადაწვეტილი

ავტორი: johnson, 10-08-2018, 12:59, კატეგორია - სიახლეები, 801, 7


მოგეხსენებათ, განვლილი სეზონის ბოლოს ემრე ჯანმა "ლივერპული" დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდა.

როგორც ცნობილია, მერსისაიდული გრანდი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა გერმანელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა თავად ემრემ "წითლებთან" ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

სულ ცოტა ხნის წინ, ამ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი :

"ჩვენ დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. პრობლემა ჰქონდა კლუბს, რადგან არ სურდა მისი უფასოდ გაშვება. "მოაწერე ხელი კონტრაქტს და მერე შემდეგ წადი." - ეს ხომ არარეალური იყო.

ჩემსა და ემრეს შორის უთანხმოება არასდროს ყოფილა. ის 24 წლისაა. ზოგჯერ ისახავ ახალ მიზანს და გსურს სხვა ქვეყანაშიც ითამაშო. "მე ინგლისში 4 წელი გავატარე და მინდა ძალები სხვა ლიგაშიც მოვსინჯო." - რატომაც არა ? ის ტოპ მოთამაშეა და ტოპ კლუბში წავიდა. ყველაფერი კარგადაა.

საკმაოდ ადრე ვიცოდით, რომ ის კლუბს დატოვებდა. არ იყო საჭირო ამ ყველაფრის მარტის თვეში გამოცხადება, რადგან ამ შემთხვევაში ხალხი დაიწყებდა საუბარს, რომ ემრე ბოლომდე აღარ იხარჯებოდა და "ლივერპულზე" აღარ იყო კონცენტრირებული. მას კი ძალიან სურდა გადამწყვეტ მატჩებში მონაწილეობის მიღება."


როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ, ემრემ მადლობა გადაუხადა კლოპს და განაცხადა, რომ მსგავს სიტუაციაში ბევრი მწვრთნელი მოთამაშეს არ მისცემდა რეგულარულად თამაშის საშუალებას

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ლივერპულს ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრას ემრემ და პირადად კლოპს რო მართლა სკამზე არ იჯდა ბოლო წელს.

ფაბინიო რო არ მოსულიყო გამიტყდებოდა ამის წასვლა, მაგრამ ახლა ვთვლი რო გაცილებით უკეთესი მოთამაშით შევცვალეთ

beqa_liverpool
მომხმარებელი

საშუალო დონის ფეხბურთელია,განა იმიტომ რომ ესე წავიდა,არასოდეს შემიტყვია ამისთვის რომ რაღაც სასწაული ფეხბურთელი დადგებოდა. დიდად არმწყდება გული

Kloppout
VIP Member

მიყვარდა ემრე მაგარი ჟილკა როჟა იყო მარა უკეთესი ფეხბურთელი როცა მოგყავს უკვე ნიშნავს რომ გული არ უნდა დაგწყდეს მით უმეტეს მაშინ როცა მისი სურვილით მიდის :)

George
ტოპ კომენტატორი

johnson,
მაგრამ ვინ გვყავდა მასზე უკეთესი ან მაგის შემსვლელი იმ დროს?

LUIS SUARES 001
VIP Member

რაც გაუკეთებია ემრეს ჩვენთვის მაგისთვის მადლობა და წარმატება ახალ კლუბში

heerenveen
მომხმარებელი

საჭირო კაცი იყო მაგრამ როცა მოთამაშეს წასვლა უნდა არ უნდა ეხვეწო და უნდა გაუშვა

gio_chyoi
რედაქტორი

ცუდი ფეხბურთელი მართლა არ იყო მარა ახლა ამას არ გამოვიტირებ ნამდვილად, აგერ ფაბინიო მოვიდა და უკეთესიც იქნება დიდი ალბათობით

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze