კლოპის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია » Liverpool Fc - ფანკლუბი

კლოპის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

ავტორი: Javaxa, 10-08-2018, 15:24, კატეგორია - სიახლეები, 751, 4


როგორც იცით, დღეს იურგენ კლოპმა წინასამატჩოდ ტრადიციული პრეს-კონფერენცია ჩაატარა, სადაც ჟურნალისტებმა გერმანელს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა დაუსვეს.

კლუბიდან შესაძლო წამსვლელებზე

- "კიდევ სხვაც? დიახ. სატრანსფერო ფანჯარა მხოლოდ ერთი გზით დაიკეტა, ყიდვა აღარ შეგვიძლია, მაგრამ გაყიდვა - კი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პრემიერ ლიგაში ვერცერთ ფეხბურთელს ვეღარ გავუშვებთ. ნათელია, რომ რამდენიმე რამ კვლავ მოხდება." - საუბრობს კლოპი.

როგორც იცით, გუშინ საუთჰემპტონიდან დენი ინგსზე გვიანდელი შეთავაზება მოვიდა, თუმცა მელვუდში გადაწყდა, რომ 26 წლის ინგლისელი ფორვარდი წლევანდელ სეზონს იჯარით "წმინდანებში" გაატარებს, რის შემდეგადაც კლუბი მას 18+2 მილიონ ფუნტად აუცილებლად გამოისყიდის:

- "ინგსი ბრწყინვალე ფეხბურთელი და ადამიანია. გულახდილად გეტყვით, ის ძალიან მომენატრება. მასთან არავინ მისულა და არ უთქვამს, შენ აუცილებლად უნდა წახვიდე. დანიმ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და ჩვენც ამ ფაქტს შევეგუეთ. ეს ფეხბურთია და ასეთი მოვლენები ხშირად ხდება, მას აქ უამრავი მეგობარი ჰყავს. ჩვენ მანამდეც მეგობრები ვიყავით და მომავალშიც კვლავ ვიქნებით - ეს ძალიან მაგარია. ის იქ დაბრუნდა, სადაც კარიერას იწყებდა და ადრე თუ გვიან ეს ყველასთვის მშვენიერია." - აგრძელებს გერმანელი.

როკული "წითლები"

- "გეგმაა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლოთ ჩემპიონობაზე. ძალიან დიდი ხანია ეს არ გაგვიკეთებია, ამიტომ მგონი დროც მოვიდა. მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენ კლუბებს? ჩემპიონი მანჩესტერ სიტია, მათ არ გაუყიდიათ არცერთი ფეხბურთელი და იქით დაიმატეს რაიდ მაჰრეზი, ასე რომ, ისინი არ დასუსტებულან. ჩვენ ვართ როკი ბალბოა და არა ივან დრაგო. ჩვენ ვართ ის, ვისაც მართებს მეტი ბრძოლა - ეს უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება".

ბრწყინვალე მოლოდინები

- "ჩემი საკუთარი მოლოდინი ყოველთვის ძალიან მაღალია. აქედან საუკეთესო გამოსავალია, რომ ეცადო მიაღწიო უმაღლესს. სადღაც იქნება ყოველთვის ერთი წერტილი, სადაც იტყვიან, რომ მე წელს ბევრი ფული დავხარჯე. რამდენი წელია ვზივარ და ტრანსფერებზე ვფიქრობ, გავყიდო მეტი და ვიყიდო - ცოტა. მიზანი ერთია, უნდა გაკეთდეს გუნდი, რომელიც პრემიერ ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს. ჩვენ ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ხალხი ყოველთვის მეკითხება, არის ეს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა რაც კი ოდესმე გყოლია? ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ."

არავის ეპარება ეჭვი სტარიჯში

- "გულახდილად რომ ვთქვა ამ პრე-სეზონზე მისი ცუდი თამაში არ მახსენდება. ეს ძალიან კარგია. მგონი, ეს უკვე 500-ჯერ მათქმევინეთ. თუ დანი ჯანმრთელია, მასში ეჭვი არავის ეპარება. ის კარგ ფორმაშია და შეუძლია, რომ ეს ამ სეზონზე კარგად ასახოს."

რჩევა ალისონს

- "ორი კვირაა ვუყურებ და ვერ ვხვდები როგორაა ის ასეთი მშვიდი პიროვნება. ის მოედნის შიგნით და გარეთ ორი სხვადასხვა ადამიანია. იყო პრემიერ ლიგის ფეხბურთელი, ნიშნავს იმას, რომ გახსნა ახალი ყუთები. მეკარისთვის სიმშვიდე ძალიან კარგი თვისებაა. ის კარგ სიტუაციაში ძალიან კარგად იქცევა. ალისონი ნამდვილად სწრაფად მოგვერგება. ჯერ მხოლოდ 2 კვირაა რაც აქაა, მაგრამ მგონია რომ საუკუნეა მას ვუყურებ."

ჩვენ გვინდა, რომ ისინი გუნდში გვყავდეს

კამაჩო, ჯონსი, ფილიპსი პრე-სეზონზე რეგურალურზე დიდხანს თამაშობდნენ

- "ახლა მათთვის ბრწყინვალე დროა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც ზუსტად ასე ფიქრობენ. ეს სამი მოთამაშე ყველა სესიაზე იმყოფებოდნენ და ძალიან სწრაფ პროგრესსაც მიაღწიეს. ჩვენი ამოცანაა, მათ ყველა ასპექტში დავეხმაროთ. მიზანი მხოლოდ ერთია - გვინდა, რომ სამივე გუნდში გვყავდეს"- ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს მერსისაიდელთა ოფიციალური ვებ-გვერდი.

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

იგსს იმედია სხვებიც მიყვებიან

heerenveen
მომხმარებელი

ადამიანი ჟილკა იყო ინგსინიო

AzraeL
მომხმარებელი

ალისონის იმედი გვაქვს 9

gio_chyoi
რედაქტორი

ერთი თუ კაცი ხარ ეს ზედმეტი ხალხი მოაშორე რა, თამაშობს არ თამაშობს ჩვენ გუნდში რომ ირიცხებიან უკვე არ მომწონს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze