უკანასკნელი ცნობები ჯეიმს მილნერის ტრავმაზე » Liverpool Fc - ფანკლუბი

უკანასკნელი ცნობები ჯეიმს მილნერის ტრავმაზე

ავტორი: RUSH, 11-08-2018, 15:44, კატეგორია - სიახლეები, 851, 10


მოსალოდნელია, რომ კვირას, "ენფილდ როუდზე", "ვესთ ჰემთან" შეხვედრაში გუნდს მისი "პენსიონერი" ლიდერი ჯეიმს მილნერი დაუბრუნდეს.

დუბლინურ ტესტ-გაჯიბრებაში, სადაც აპენინური "ნაპოლი" "ლივერპულისგან" უბრალოდ განადგურდა (5-0), ჯეიმს მილნერიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა მეორე ტაიმის შუაწელს მისმა თავმა იმდენად მძიმე დარტყმა მიიღო, რომ 15 ნაკერით გახდა გასამთელებელი.

დღეის მდგომარეობით კი, იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ მილნერს "ვესთ ჰემთან" პრემიერ-ლიგური დებიუტი ექნება:

"ის კარგადაა. მაგრამ თავსახვევით უწევს ვარჯიში, მისი ყველა თავსახვევი სხვადასხვა ფერისაა, მაგრამ ყველა უხდება!

ძალიან გრძელი ჭრილობაა. მილის რაც შეეხება, მას არ ანერვიულებს ეს. თავით თამაში არასდროს ყოფილა მილის საუკეთესო საფეხბურთო თვისება, თუმცა საქმე ამაში არაა - ვალდებულნი ვართ, ფეხბურთელი ფორმაში ჩავაყენოთ.

ჩვენ გაოცებულები ვუყურებდით მის თავს, ხოლო მან გვითხრა ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ მომავალ კვირას სათამაშოდ, თავსახვევი დამაბრკოლებსო.

ტრამვების საკითხს სამედიცინო შტაბი წყვეტს, მე არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასთან ყველაფერი პოზიტიურადაა." - დაასრულა წითლების ბოსმა.

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

მილნერის ნაირი მებრძოლი ჩვენ მეორე არაგვყავს ტიპი მგელია..

johnson
ადმინისტრატორი

მისი ყველა თავსახვევი სხვადასხვა ფერისაა, მაგრამ ყველა უხდება!
13

liverpool-fan
VIP Member

ყველა ამისნაირად უნდა იყოს დაგეშილი და წარმატებას აუცილებლად ნივახწევთ

ThisIsAnfield
მომხმარებელი

Vax ra degenerati xar kloppo :)))))))))) yvela uxdebao:)))

S.J
მომხმარებელი

უმაგრესი მებრძოლია!

juja
მომხმარებელი

არასდროს არ ნებდება ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიყვარს ეს კაცი "ადამიანი ჟილკა"
ამის გულის ნაწილი კარიუსს გადაუნერგონ იქნებ რამე ეშველოს

gio_chyoi
რედაქტორი

მაგარი კაცია მილნერი გადმოსვლის დღიდან მევასება, ეს ჩვენი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია

Ynwa Scousers
VIP Member

ნუ ეღადავები კლოპო მილის

reversi
VIP Member

არვიცი რატომ მიაჩნიათ ის მოსაწყენ ადამიანად იქნებ იმიტომ რომ 14 წელია ერთი და იგივე ვარცხნილობა აქვს :დ
იმენა ცალმხრივად აქვს გახსნილი შუტკა :D

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ჩვენ გაოცებულები ვუყურებდით მის თავს, ხოლო მან გვითხრა ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ მომავალ კვირას სათამაშოდ, თავსახვევი დამაბრკოლებსო. 11

მიმაჩნია რომ რომ კაპიტანი უნდა მილნერი იყოს. ძირითადის კაცია!.. ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებს. რასაც ეს დარბის და შრომობს. თანაც ნაყოფიერია მისი ძალისხმევა. პასიც იცის, პრესინგიც, ართმევაც, პენალტის შესრულებაც შეუძლია. ყველაზე მებრძოლია და არასდროს ნებდება. ნამდვილი კაპიტანია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze