ახალი სეზონი - მედიის პროგნოზი » Liverpool Fc - ფანკლუბი

ახალი სეზონი - მედიის პროგნოზი

ავტორი: johnson, 11-08-2018, 23:27, კატეგორია - სიახლეები, 1 500, 17


10 აგვისტოს სტარტი პრემიერ ლიგის ახალმა სეზონმა აიღო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი გულშემატკივართა მოლოდინს პირველივე ტურში ამართლებს. როგორც იცით, 12 აგვისტოს საქმეში ტურნირის მოგების ორი მთავარი ფავორიტი - "ლივერპული" და "მან. სიტი" ჩაერთვებიან.

საინტერესოა რას ელიან მომავალი სეზონისგან ადამიანები, რომლებიც თავისი დროისა და ენერგიის დიდ ნაწილს სწორედ ამ ტურნირზე ხარჯავენ.

მაშ ასე, "ლივერპულის" ოფიციალური საიტი გთავაზობთ ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტების პროგნოზებს :

მელისა რედი (Goal.com)
* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - ზაფხულში პრემიერ ლიგაში მომუშავე არაერთ მწვრთნელს ვესაუბრე. მთავარ ფავორიტად ისევ "მან. სიტი" სახელდება. მათ გვერდით "ლივერპულსაც" მოიაზრებენ. რთულია მათ არ დაეთანხმო. არ ვთვლი, რომ წელსაც დიდი ხნით ადრე გამოვლინდება გამარჯვებული. "წითლები" გაძლიერდნენ, უფრო ღრმა სათადარიგოთა სკამი ჰყავთ და სუსტი მხარეების გამოსწორებაზე მუშაობენ. ცხადია, კლოპის გუნდის მიზანი ამ ტურნირის მოგებაა.

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - ეს სეზონი მერსისაიდელთათვის წინაზე უკეთესი იქნება - როგორც მოპოვებული ქულების, ისე დაკავებული პოზიციის თვალსაზრისით.

* რას ფიქრობთ "ლივერპულის" ახალწვეულებზე  - ისინი ცდილობენ სუსტი მხარეების გამოსწორებას. ალისონს კარგად შეუძლია ფეხით თამაში მისი თანამემამულის, ედერსონის მსგავსად. ფაბინიოს დამატებით მოედნის ცენტრი უფრო სოლიდური გახდა და კონკურენციამაც იმატა. კეიტას კი აქვს ყველა მონაცემი, რათა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორის იყოს. შაჩირის დამატება კი ძალიან ჭკვიანური იყო - იგულისხმება როგორც სატრანსფერო ღირებულება, ისე ის მრავალფეროვნება, რომელსაც ის შეტევას შემატებს. 

* წლის აღმოჩენა "ვულვზი" და "ფულჰემი" ნამდვილად საინტერესო სეზონს შემოგვთავაზებენ. არ მგონია ცხრილის ზედა ნაწილში ბევრი რამ შეიცვალოს, აი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის კი დიდი ბრძოლა იქნება.

* წლის საუკეთესო მოთამაშე - "ლივერპულიდან" ასეთები ნაბი კეიტა და სადიო მანე იქნებიან. ცხადია, შედეგებზე დიდი გავლენა ექნებათ ვან დეიკს, ფირმინოსა და სალაჰს. სამწუხაროდ, ტრავმირებულია ჩემბერლენი. სხვა კლუბებს რაც შეეხება - კანტე და დე ბრუინი კვლავ განსაკუთრებულები იქნებიან.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "კარდიფი", "ბრაიტონი"(იმედია ვცდები) და "საუთჰემპტონი". 

* "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - 
ნაბი კეიტა. ასევე, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მოუმატებს კურტის ჯონსი. პრე-სეზონზე ის ნამდვილად განსაკუთრებული იყო.



ჯეიმს პირსი (Liverpool Echo)
* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - "მანჩესტერ სიტი"

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - მეორე

* რას ფიქრობთ "ლივერპულის" ახალწვეულებზე - კლუბისთვის ფანტასტიური სატრანსფერო ფანჯარა იყო. მათ პრობლემატური პოზიციები გააძლიერეს. ველი, რომ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ნაბი კეიტა იქნება. ფაბინიომ ემრე ჩაანაცვლად, შაჩირის დამატება კი საკმაოდ გამჭრიახი სვლა იყო. რა თქმა უნდა, მთავარი შენაძენი მაინც ალისონ ბეკერია. ეს კლუბის ამბიციებზე მეტყველებს. მას შეუძლია იყოს გუნდის მთავარი კიპერი მომდევნო ათწეულის განმავლობაში.

* წლის აღმოჩენა "ვულვზი". მათ ჩინებული ტრანსფერები განახორციელეს და სხვა ახლად აღზევებულ კლუბებთან შედარებით, უკეთ არიან დაკომპლექტებული.

* წლის საუკეთესო მოთამაშე - მოჰამედ სალაჰი. მცველებმა შეიძლება იცოდნენ რის გაკეთებას აპირებს მომო, მაგრამ მისი შეჩერება სრულიად სხვა რამაა.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "კარდიფი", "ფულჰემი" და "უოტფორდი".

* "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ -
რობერტო ფირმინო. ის კლოპის გუნდის საკვანძო მოთამაშეა.



კრის ბასკომბი (Telegraph) 
* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - ალბათ, არასდროს მიწინასწარმეტყველებია "ლივერპულის" მოგება და ახლა სწორედ შესაფერისი დროა. ასევე, ფავორიტია "მან. სიტიც". გარდა ამისა, მხოლოდ სულელი თუ ჩამოწერს ჟოზე მოურინიოს გუნდს. და მაინც, ყველაფრისდა მიუხედავად, ასეთი კარგი შანსი "ლივერპულს" იშვიათად აქვს. 

*
 რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - პირველზე.


* რას ფიქრობთ "ლივერპულის" ახალწვეულებზე - შესანიშნავია. მათ იზრუნეს სუსტ მხარეებზე. ახლა გუნდს შეუძლია როტაციას მიმართოს ისე, რომ სასტარტო 11-ეული არ დასუსტდეს. მათ უბრალოდ ტრავმები უნდა აირიდონ თავიდან.

* წლის აღმოჩენა - "ვულვზი". მათ გამოიყენეს თავიანთი კონტაქტები კარგი გუნდის ჩამოსაყალიბებლად.

* წლის საუკეთესო ფეხბურთელი - რობერტო ფირმინო.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "ბრაიტონი", "კარდიფი" და "ჰადერსფილდი".

* "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - სადიო მანე. გასულ წელს მას მცირე პრობლემები ჰქონდა, თუმცა პრე-სეზონზე თავის ძველებურ ფორმას უკვე დაუბრუნდა.


დომინიკ კინგი (Daily Mail)
* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - "მან. სიტი". ისინი ფავორიტები არიან და ეს ახალი არ არის. ვფიქრობ, გამოცდილება მათ წელს დაეხმარება. ამავდროულად, ისინი ვეღარ მოიგებენ ისე მარტივად, როგორც ეს წინა სეზონში შეძლეს.

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - მეორეზე, "სიტის" სულ მცირედით ჩამორჩებიან. თუ "ქალაქები" წაბორძიკდებიან, მაშინ კლოპის გუნდს უპირატესობა ექნება.

* რას ფიქრობთ "ლივერპულის" ახალწვეულებზე - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. განსაკუთრებით კეიტასა და ალისონის მოსვლით. როგორც ვხედავ, ფაბინიოს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, ნაბი კი ვარსკვლავს ჰგავს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მომდევნო 6 თვეში მასზე ყველაზე მეტს ილაპარაკებენ. მოემზადეთ მის საყურებლად.

* წლის აღმოჩენა - "ვულვზი". შესაძლოა ამ გუნდმა არ გაიტანოს ბევრი გოლი, მაგრამ მოიგებს უფრო მეტ მატჩს, ვიდრე წააგებს. მათ ათეულშიც კი ვხედავ.

* წლის საუკეთესო ფეხბურთელი - კევინ დე ბრუინი. ვისურვებდი კვლავ მენახა სალაჰის მიერ გატანილი 30 გოლი, მაგრამ თუ "სიტი" კვლავ მოიგებს ტიტულს, მაშინ ეს ჯილდო დე ბრუინის იქნება. ის განსაკუთრებული მოთამაშეა.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "ჰადერსფილდი", "კარდიფი" და "ბორნმუთი". იმედია, "ჰადერსფილდზე" ვცდები.

* "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - წინა კითხვაზე პასუხისას ბევრი ვისაუბრე ნაბი კეიტაზე და ვფიქრობ, გვინეელს სხვებიც დაასახელებენ, ამიტომ ჩემი პასუხია ვირჯილ ვან დეიკი. ის უზადო იყო საწყისს 6 თვეში და ახლა უკეთ ესმის რას ითხოვენ მისგან. მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.


ენდი ჰანტერი (The Guardian)
* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - "მან. სიტი" ან "ლივერპული".

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - პირველზე ან მეორეზე

* რას ფიქრობთ "ლივერპულის" ახალწვეულებზე - ძლიერი და ამაღელვებელი. ეს სწორედ ისაა, რაც კლოპს შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად სჭირდებოდა.

* წლის აღმოჩენა - "ვულვზი".

* წლის საუკეთესო მოთამაშე - არ გამიკვირდება, თუ კვლავ ისეთ მომო სალაჰს ვიხილავ, როგორიც შარშან ვნახე. თუ ასე მოხდა, ის მოიგებს კიდეც ამ ჯილდოს.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "ნიუკასლი", "ჰადერსფილდი" და "კარდიფი".
 
* "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - რა თქმა უნდა, მოჰამედ სალაჰი. ასევე, ნაბი კეიტა. 

რომელ ჟურნალისტს ეთანხმებით ყველაზე მეტად ?

კომენტარები


phoenixx
მომხმარებელი

Ra debruini to wels an isev salahi gaxdeba wlis motamashe an firmino ( keita pirvelive sezonshi armgonia ) azars aqvs kidev Didi shansi mesamed gaxdes. Racsheexeba mtavars chempionobas nu eg isedac cxadia ro favoritebi viqnebodit mara mgonia ro siistan shedarebit ufro metad favoritebi vart 50/ 30 zea shansebi Ra.... Fabinioze kidev yvela eqsperti ambobs ro adamptacia chirdeba da keitas da Alison's bevrad aqeben

Anffield best
მომხმარებელი

საღოლ ძმაო ჯონსონ კარგი სტატიაა ნამდვილად 11 რაც შეეხება პრემიერლიგას ყველა ჩვენგან ჩემპიონობას მოელის და იმედია მოვიგებთ იმ სანატრელ პრემიერ ლიგას. მე მჯერა ჩემი ბიჭების და ყოველთვის მჯეროდა წინ სკაუზერებო!!!!!

fromanfield
მომხმარებელი

მაინც მგონია რომ,სიტი,ჩვენ და ჩელსი.აი ეს სამი კლუბი გაიწევს ტიტულებზე წელს განსაკუთრებით.

ხო კიდე დავამატებდი რომ ვესტ ჰემი 8 გუნდში მაინც მოხვდება და შაქირის ექნება ძალიან მაგარი სეზონი

James Pearce
VIP Member

კარგი სტატიაა :))
* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - იმედია ლივერპული მაგრამ რავი სიტი ძალიან ძლიერია

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - მეორეზე ან მესამეზე


* რას ფიქრობთ "ლივერპულის" ახალწვეულებზე - ფაბინიოს ტრანსფერი თავიდანვე არ მომწონდა ნუ ხენდოს მირჩევნია მაგრამ მაინც მეტი მინდა იმედია მოუმატებს შაქირი კარგი ტრანსფერია აი ალისონი და კეიტა სუპერ ტრანსფერებია ძალიან მაგარი <3 ცენტრმცველი და კოუს შემცვლელი რო ეყიდა კარგი იქნებოდა


* წლის აღმოჩენა - "ვულვზი".

* წლის საუკეთესო მოთამაშე - კევინ დებრუინი


* რომელი კლუბები გავარდებიან - "ბრაიტონი", "კარდიფი" და "ჰადერსფილდი".


* "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - კურტის ჯონსი და ნაბი კეიტა

liverpool515
VIP Member

City ar mgonia egeni wels ligisken gaiweven da ai mand gveqnebq shansi da unda gamoviyenot

reversi
VIP Member

ჩვენ ან სიტი მოვგებთ შესაბამისად 1-2 ადგილებზე დავასრულებთ :)
ფანტასტიკური ტრანსფერები იყო ფაბინიო სოლიდურობას შესძენს გუნდს 1-2 ჩავარდნილი პრესეზონის იგრის გამო მხოლოდ სულელი ან მისი თამაშის უცოდინარი ჩამოწერს ფაბის სამწუხაროა ბევრნი რო არიან ასეთები :( (იმედია მხოლოდ მისი თამაშის არმცოდნეები :) ) ნაბი ცხოველია ყოველმხრივ შაქირი იმას მიცემს ლივერპულს რაც აკლდა - სიღრმეს და მთავარი ტრანსფერი ალისონ ბეკერი რითაც ხაზი გაესვა ჩვენს ამბიციას ტიტულზე
წლის მოთამაშე ბევრი კანდიდატია გამარჯვებულის მხრიდან აირჩევა (ამჯერად) ვისურვებდი ჩვენგან იყოს ეს მოთამაშე :) ვინ სულერთია საბედნიეროდ ბევრი ფეხბურთელია ვისაც შეუძლია ამაზე გაიწიოს ლივერპული გუნდური თამაშითაა გამოსარჩევი თუმცა გამოვყოფდი რობერტო ფირმინოს რომელიც შეუცვლელია გუნდის სული და გულია ყველაზე მეტად მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ლივერპული

beqa_liverpool
მომხმარებელი

სიტი არსენალის ამბიციები ხვალ გამოჩნდება. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ მაგრამ არც ჩელსია ჩამოსაწერი და არც ტოტე. ოთხეული გარანტირებული გვაქვს ასე მგონია და ჩემპიონობაზეც უნდა გავიწიოთ ,მეტი ვინღა უნდა მოიყვანოს რომ საჩემპიონო გუნდი გვერქვას. მაინც მგონია რომ ბოლო ტურებში გადაწყდება ჩემპიონის ბედი და ფორტუნა ჩვენკენ გადმოიხრება. დავიმსახურეთ ბოლოს და ბოლოს ეპლი

gio_chyoi
რედაქტორი

რავიცი აღარმგონია ისევ სიტიმ მოიგოს. იუანაიტედიც არ მგონია, არსენალი და ტოტენჰემი ისედაც და სარის ჩელსი ვნახოთ როგორ ითამაშებს. უნდა მოვიგოთ რა ჩვენ

momo
მომხმარებელი

ციტატა: James Pearce
კარგი სტატიაა :))
* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - იმედია ლივერპული მაგრამ რავი სიტი ძალიან ძლიერია

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - მეორეზე ან მესამეზე


* რას ფიქრობთ "ლივერპულის" ახალწვეულებზე - ფაბინიოს ტრანსფერი თავიდანვე არ მომწონდა ნუ ხენდოს მირჩევნია მაგრამ მაინც მეტი მინდა იმედია მოუმატებს შაქირი კარგი ტრანსფერია აი ალისონი და კეიტა სუპერ ტრანსფერებია ძალიან მაგარი <3 ცენტრმცველი და კოუს შემცვლელი რო ეყიდა კარგი იქნებოდა


* წლის აღმოჩენა - "ვულვზი".

* წლის საუკეთესო მოთამაშე - კევინ დებრუინი


* რომელი კლუბები გავარდებიან - "ბრაიტონი", "კარდიფი" და "ჰადერსფილდი".


* "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - კურტის ჯონსი და ნაბი კეიტა

Reebs bodav to ra meore an mesame ver vxvdebi ratom geparebat echvi liverpoolshi modi brat nomers mogcem da tan gavmazot ro sitize win chven viqnebit, 595 04 23 18 dato. Ara marto shen visac echvi epareba ro sitis chavixevt damikavshirdit.

heerenveen
მომხმარებელი

ჩვენი მთავარი კონკურენტი სიტი იქნება, ლივერპული სიტი ტოტენჰემი ესე მგონია სეზონის ბოლოს, მეოთხე კი არ ვიცი და კეიტაზე დიდ იმედებს ვამყარებ ვანდაიკისგან ველის ფანასტიკურ სეზონს, გაუვალი კედელი იქნება .

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

რომელმაც გადაჭრით დაწერა სიტი ხდება ჩემპიონიო, იმას მისცეს ყველაზე მეტი ხმა. :დ საოცარი გამოკითხვები იმართება ამ საიტზე.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ყველაზე კარგად იბაზარა კრის ბასკომბმა

chipe888
მომხმარებელი

ვინ მოიგებს ეპლს? - ლივერპული

ლივერპულისგან ველი- იმაზე კარგ თამაშს,რაც გასულ სეზონში ითამაშეს და თუ ტრანვები არ იქნა,მაშინ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ეპლს.

ახლალწვეულებზე- პრემიერლიგაში ბევრი კარგი მეკარეა,მაგრამ ალისონს აქვს ყველაფერი დეხეას ჰეგემონია დაამხოს. ასევე შაჩირის გამოვარჩევდი,რადგან 13 მილიონად ასეთი მუშა კაცი დაითრიო ძალიან მაგარია

აღმოჩენა-ფულემი

ვინ იქნება საუკეთესო- წინა სეზონში სალაჰმა ყველა ალაპარაკა და თუ რამეზე ფიქრობს წელსაც იგივე დონე უნდა აჩვენოს.რეალურად გამოჩნდა რომელიც მესის და რონალდუს ჰეგემონიას დამოხობს და ეს მო სალაჰია,კი ბატონებო კი ის ლივერპულში ბურთაობს.

გავარდებიან-სოტონი,ჰადესფილდი და კრისტალ პალასი

ლივერპული ფეხბურთელი რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ- კურტის ჯონსი და დანიელ სტარიჯი. პირველი მათგანი ახალგაზრდა სქაუზერია,რომელიც ბევრ დროს მიიღებს და წელს მისი პროგრესის მომსწრენი უნდა გავხდეთ. რაც შეეხება სტარიჯის ჩვენ გავხდებით მისი კარიერის რეინკარნაციის მომსწრენი. შეგნებულად არ ვასახალებ ახალწვეულებს.

გამოკითხვას რაც შეეხება,არ მიმიცია ხმა არცერთისთვის,რადგან ბევრ რამეში არ ვეთანხმები არცერთს. ერთი ინგლისელი დაYლევებული თავებსისაც და ლივერპულის ჩემპიონობაზე ჩამოვალ ფსონს

LUIS SUARES 001
VIP Member

მელისა რედიმ ჩამოაყალიბა მაგრამ ერთი ვერ დასვა წელს ეპლი ჩვენია დალშე ისე იქნება ალბათ როგორც თქვა.ვულვერჰემპტონი თავის სიტყვას მართლაც იტყვის და ევერტონთანაც დაამტკიცა გუშინ

Riro97
მომხმარებელი

წელს ლივერპულის წაუგებლად ჩემპიონობას ველი ასეთი დაბალანსებული გუნდი გუნდი 80იანების მერე არ გვყოლია

S.J
მომხმარებელი

წელს ეპლ-ს ჩელსი მოიგებს, ოთხეულია სამწუხაროდ ჩვენი მიზანი ამ დასირებული დაცვის გამო. სანამ სტივი არ მოვა გუნდში ეპლი სანატრელი გვექნება. სამწუხაროდ კლოპში თავმოყრილია სიჯიუტე და უიღბლობა, რაც დამღუპველია მისი გაწვრთნილი გუნდებისთვის. ეხლა არ მითხრათ ბუნდესლგა და თასი მოიგოო, ეგრე კაიზერსლაუტერნმაც მოიგო და ახლა ტრაკშია, ვოლფსბურგმა ცოტა ხნის წინ და შარშან ვარდებოდა და ა. შ.... 12

GoGson
VIP Member

S.J,
რაა ჩელსიი მოიგებს კაიიი რაა :(((((((((((

4ეულშიც ვერ შევა ჩელსი. ჩვენ და სიტი ვართ ფავორიტები. რატოოო გაქ ესეთი პესიმისტური ხედვა ტოო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze