კლოპის ვერდიქტი » Liverpool Fc - ფანკლუბი

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 12-08-2018, 22:43, კატეგორია - სიახლეები, 1 837, 9


პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 4:0 გაანადგურეს.

გოლები სადიო მანემ(2), მოჰამედ სალაჰმა და დანიელ სტარიჯმა გაიტანეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკოფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა :

არის თუ არა იდეალური სტარტი
ცხადია, ეს ძალიან კარგი დასაწყისია, თუმცა ჩვენთვის ეს იდეალური არ იყო. პრე-სეზონზე ზუსტად არასდროს იცი რას აკეთებ და როგორ, უბრალოდ იმედი გაქვს, რომ მზად ხარ ბრძოლისთვის, რადგან პრემიერ ლიგა სულ სხვა გამოწვევაა. თავადაც ნახეთ, რომ დღეს იყო მომენტები, როცა არ ვდომინირებდით და მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალება მივეცით. შესვენებამდე კი გავიტანეთ და ეს იდეალური დრო იყო. შემდეგ კი იყო მესამე და მეოთხე გოლები - სტარიჯს მგონი სულ 8 წამი დასჭირდა და ეს ნამდვილად მაგარია. დღეს კარგად ვითამაშეთ და ასეც უნდა გავაგრძელოთ.

კეიტას თამაში
რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად ითამაშა. ის უკვე 6 კვირაა აქ არის და მე ვერ ვხედავ განსხვავებას მასსა და ჩვენს ძველ მოთამაშეებს შორის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მილიმ და ჯინიმ მომდევნო ნაბიჯი გადადგან. ადრეც ვთქვი, რომ ნაბი საკმაოდ მალე შეეწყო გუნდს. მას სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში, თუმცა "რვიანი" მისთვის იდეალურია. მას თანაგუნდელებიც მხარს უჭერენ - სადიო ძალიან ბევრს შრომობს ჯინისთან, მილისთან და რობოსთან ერთად. მე კმაყოფილი ვარ. სწორედ ამას ველოდით მისგან.

რას ელის ახალი სეზონისგან...
ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლოდინები. პრემიერ ლიგის მატჩი სრულიად განსხვავდება პრე-სეზონისგან, თუნდაც იყოს ეს 100 000 გულშემატკივრის წინაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში. კარგია, რომ ხალხი პოზიტიურ განწყობაზეა. მათ ისიც იციან, რომ წინ დაუჯერებლად რთული სეზონი გველის. მინდა გითხრათ, რომ წელს ჩვენ აუცილებლად ვიქნებით პრეტენდეტები, რადგან ჩემი აქ მოსვლის დღიდან არაფერი მოგვიგია და ეს დიდი დროა.

ასე რომ, უფრო მეტი უნდა შევქმნათ და ვიბრძოლოთ - სწორედ ამას ველით საკუთარი თავისგან. ვნახოთ რას მოგვიტანს ყოველივე ეს. ვიცით, რომ "ვესტ ჰემს" კარგი სეზონი ექნება, თუმცა ის არ არის ისეთივე ძლიერი, როგორც "სიტი" ან "იუნაიტედი". ჩვენ ყოველ კვირას უნდა ვიყოთ მზად თითოეული გამოწვევისთვის. მოლოდინი ძალიან დიდია, თუმცა ეს არაფერს ცვლის.

გრძელი სათადარიგოთა სკამი
დიახ, მეც ვხედავ რომ საკმაოდ ღრმა შემადგენლობა გვყავს. ვიცი ვინ არის ძირითადში და ვინ თადარიგში. ახსნაც კი არ შემიძლია თუ რატომ არ იყო განაცხადში ალბერტო მორენო, რომელსაც ძალიან კარგი პრე-სეზონი ჰქონდა. არ უთამაშია არც ადამ ლალანას. იმას თქმა შეიძლება კლაინზე, სოლანკეზე, ორიჯიზე... სულაც არ მომწონს ფეხბურთელისთვის იმის თქმა, რომ განაცხადში არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვარჯიშზე ისინი ბოლომდე იხარჯებიან. მაგრამ, ეს ყველაფერი საქმის ნაწილია.

ცხოვრებაში ბევრ უფრო რთულ რამესთან გვიწევს შეგუება. ჯერ მხოლოდ აგვისტოა. დადგება დრო როცა კვირაში 3 თამაში გვექნება ჩასატარებელი. ახლა ბიჭების საქმე მუშაობაა, ისინი თავიანთ შანსს უნდა დაელოდოთ და მისთვის მზად იყვნენ.

კომენტარები


Mesi10
მომხმარებელი

გამარჯობათ ძაან მაგარი გუნდი ყავს ლივერპულსს იბრძოლებს ჩემპიონობისთვის....

reversi
VIP Member

რათქმაუნდა ღრმა შემადგენლობა საჭიროა როტაციის გარეშე ტრავმებს ვერ ავცდებით ვერანაირად ძალიან კარგია რომ დღეს ჯინი კეიტა მილი იყვნენ იქეთ კვირაში ჰენდერსონი ფაბინიო ლალანა იქნებიან მოვა დრო ოქსი დაემატებათ იგივე დაცვაში დღეს რობო დეიკი გომესი და არნოლდი იყვნენ მათ კლაინი მატიპი მერე ლოვრენიც ზოგჯერ მორენოც დაასვენებს ატანადია როცა ლიმიტირებული დრო აქვს წინ შაქრო ძალიან დიდი ძალაა სკამიდან იმედია სტარიჯი არ დაიმტვრევა და დანარჩენს მიხედავს მთელი პრესეზონი და დღევანდელი 5 წუთი კმარა იმის სანახავად რომ სხვანაირად თამაშობს უფრო ღრმად ჩამოდის უფრო მეტად დარბის სივრცეებს უკეთ ითვისებს გოლზე მეტად ის მომენტი მომეწონა კეიტას რო გაეხსნა სივრცე გაჩნდა თუ არა ეგრევე შეირბინა ოფსაიდიდან ამოვიდა და მომენტი შეიქნმა, ვერ დაარტყა მარა მთვარი ეგაა რომ ესმოდეს გუნდი რას თამაშობს უბრალოდ საკითხავია რამდენად გაძლებს ისეთი თამაშების დატვირთვას სადაც რეალურ დროს მიიღებს და ფირმინოს დაასვენებს იმედია ჩემი პესიმისტური განწყობა ამ საკითხში მცდარი აღმოჩნდება... მეორე ნაწილში ჩემბო წინა ხაზსაც დაასვენებს ხოლმე შარშან იყო მატჩები სადაც 4-4-2-ზე გადადიოდა გუნდი მაგ დროს ერთი ვინგერი მაინც დაისვენებს ცუდია რომ ჩემბიკა გვაკლია ამ მომენტში და კიდე უფრო ცუდია რომ ერთი შემტევი არ დავიმატეთ დაგვჭირდებოდა როტაციისთვის 10-ანი გაასწორებდა მარა ვინგერზეც არ ვიტყოდი უარს მაგალითად ლეონ ბაილიზე

GoGson
VIP Member

"მინდა გითხრათ, რომ წელს ჩვენ აუცილებლად ვიქნებით პრეტენდეტები, რადგან ჩემი აქ მოსვლის დღიდან არაფერი მოგვიგია და ეს დიდი დროა"
- ეს ფრაზა მომეწონა :დ შეინიშნება უკვე ის ნიუანსები რაც პრემიერლიგის მომგებ გუნდს უნდა ქონდეს. ზოგი ფიქრობს რომ ვესტჰემი არ გამოდგება საზომად , მაგრამ ვინც დღევანდელი თამაშის მერე მხოლოდ აამას იტყვის არც შევეკამათები მე პირადად ;დდ (ფბდან მაქ მოშლილი ნერვები) :D

ერთადერთი დაცვაში ტრავმიანობა მაწუხებს და ნუ სტაირჯზე არაფერს ვამბობ ჯერ, იყოს ჯანმრთელად. დანარჩენი იდეალურია ყველაფერი. ასეა თუ ისე ზამთრამდე ამ გუნდითაც მშვენივრად გავქაჩავთ. მერე უფრო გამოჩნდება საჭიროებები

gio_chyoi
რედაქტორი

ტრავმებმა არ უნდა შეგვიშალოს რა ხელი, ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. დანარჩენს რავიცი კლოპი მიხედავს

LUIS SUARES 001
VIP Member

ეს კაცი არის გენიოსი..ყველაზე კარგი ისაა რომ როტაციისთვის სკამი გვყავს

chipe888
მომხმარებელი

მოგებულს არ ასამართლებენო,მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. ცვლილებები დაგვიანდა და იგივეს აკეთებს,რას შარშან. ის ცვლილებები რაც გააკეთა მესამოცე წუთისთვის შეილებოდა. ვესტჰემი არ ტოვებდა შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას და გაუმართლებელი იყო სალაჰის კიდევ 25 წუთით დატოვება და ა.შ. ყოველთვის ესე ადვილათ ვერ მოიგებ და დასჭირდება ტაქტიკის შეცვლაც და საჭიროა გყავდეს სკამზე ნათამაშები ფეხბურთელები. შარშან როტაცია ცენტრში აკეთებდა მხოლოდ და წელსაც იგივეს გამეორებას იწყებს. თამაში კარგი გამოვიდა და ვესტჰემის შემხედვარე 3 ქულის არ დადება ტრაგედია იქნებოდა. რაც შეეხება იმას,რომ ჩვენ ვართ რეალური კანდიდატები ეპლის მოგების ცოტა გადამეტებულია. ლივერპულის დარი გუნდისგან ყოველთვის ტიტულისთვის ბრძოლას მოითხოვენ,მაგრამ რეალურად რისი შესაძლებლობა გვაქვს ესაა მთავარი. ყველა ფავორიტმა მოიგო და გარდა ბურთების შეფარდებისა უპირატესობა არცერთთან არ გვაქვს. როგორც წესი ტოტენჰემი მძიმედ იწყებს,მაგრამ მის თამაშს ამასაც ვერ დავარქმევთ. სიტი ისევ შეუჩერებელია,მაგრამ ცოტა მეტი თვიდაჯერება არსენალის ფეხბურთელებს და მინიმუმ ქულას გამორჩებოდნენ. გასაგებია ახალი ტრენერი ყავთ,მაგრამ არ იგრძნობოდა რო წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს. ჩელსი კიდევ მოუმატებს და პირველმა თამაშმაც აჩვენა რო კარგი სეზონი ექნებათ,რომლებიც ლიგაზე არ იქნებიან. მოურინიოს ისევ უმართლებს და არაფრიდან გოლი გაიტანა. პირველი ტურის შემდეგ ჩემი აზრი ასეთია: თუ ჩვენ ტიტულს მოვიპოვებთ ეს იქნება სასწაულის ტოლფასი შედეგი,რადგან იმაზე რთული სეზონი იქნება ვიდრე ვინმეს აქამდე უნახავს. არსენალმა კი წააგო,მაგრამ ტურისტად არ მოუყვანიათ ლონდონში და პრობლემებს შექმნის. ამბობენ რო ახალ მწვრთნელს დრო სჭირდებაო,მაგრამ მოურინიო მივიდა ჩელსიში მოუგო,კონტე მივიდა მოიგო ეგრევე და არ დასჭირვებია წლები შედეგის დასადებად. მარტო ლივერპულში სჭირდებათ დრო?! არადა წელს ბოლო წლებში ყველაზე ხარისხიანი ტრასფერები გაიჩარხა და კლოპი ვალდებული იყო ეთქვა ვიბრძოლებთო. რეალურად რისი თავი გვექნება 10 ტურის მერე გამოჩნდება. მანამდე კი დავტკბეთ ჩაქუჩების დაჩაქუჩებით და მოვემზადოთ არწივებისათვის.

Ynwa Scousers
VIP Member

რამდენიმე მომენტში არნაუტოვიჩი უყურადღებოდ დატოვეს საჯარიმოსთან, სულ თავიაუფლად შეეძლო დავესაჯეთ

phoenixx
მომხმარებელი

Keitam itamasha dzalian magrad da milnerma saerto jamshi skamic kargi gvyavs da dziritadic shegvidalia movigot pl eseti gundi Didi xania argvyolia ...stariji Tu ardaitramva da formashi shevida eg iqneba Didi pliusi da magrad dagvexmareba salahma unda moumatos da realizaciaze unda ivarjishos sxvamxriv kargi iyo es 5 tamashi 5 ive mosagebia wels rtuli premier liga iqneba

bmw1
მომხმარებელი

მესი წაუსნიკერსე მოყინულზე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze