x

საუბრები მარკო გრუიჩის არენდაზე არ წყდება

ავტორი: RUSH, 14-08-2018, 17:18, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 747, 9


პრემიერ-ლიგის პირველივე ტურში, "ენფილდზე", "ვესთ ჰემთან" მატჩში, "ლივერპულის" ნახევარდაცვის ძირითად ნაწილსა და რეზერვს ექვსი კაცი ავსებდა (ნაბი კეიტა, ჯინი ვინალდუმი, ჯეიმს მილნერი, ადამ ლალანა, ჯორდან ჰენდერსონი და ფაბინიო ტავარესი), მათ შორის ვერ მოხვდა ახალგაზრდა მარკო გრუიჩი.

ნახევარდაცვის ხაზში, წითლების ამგვარი სიღრმე, 22 წლის ფეხბურთელისათვის დიდი დაბრკოლებაა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ მის წინა "პატრონს", "კარდიფ სიტის", ტრანსფერის გაკეთების შესაძლებლობა აღარ აქვს.

"კარდიფის" მენეჯერმა, ნილ უორნოკმა, გრუიჩთან მიმართებაში, პრობლემები "ლივერპულის" [ზოგად პოზიციას] ახალ კონტრაქტსა და მის დამატებით ქვე-პუნქტებს დაუკავშირა.

არსებული სიტუაცია მარკო გრუიჩს "ენფილდზე" დარჩენასა და მძლავრი კონკურენციის პირობებში, ძირითადისთვის ბრძოლას უქადის, თუმცა რამდენიმე რუსული გამოცემა ღიად აცხადებს, რომ სერბი შესაძლოა მოსკოვში გაემგზავროს.

"Championat" გვთავაზობს მოვლენების იმგვარ განვითარებას, სადაც "ცსკა" ერთწლიანი იჯარით მარკოს ინათხოვრებს, ფეხბურთელი კი მერსისაიდში მომავალ ზაფხულს დაბრუნდება.

ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მუშა მდგომარეობაშია და რომ ერთწლიანი არენდით, ფეხბურთელიც არაა ყაბულს დატოვოს ნისლიანი ალბიონი.

იგივეს აცხადებს "Sport 24"-ის ჟურნალისტი არტურ პეტროსიანი - "სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ის იჯარით დატოვებს კლუბს."

ე.წ. "Deadline" დღე რუსეთში 6 სექტემბერსაა, სწორედ არსებულ თარიღამდე ექნებათ კლუბებს მოილაპარაკონ გრუიჩის მომავალზე.

კომენტარები


ყველაზე ცუდი ჩემპიონატი იქნება მისი განვითარებისთვის ნუ სერბები ტრაკს ულოკავენ რუსებს მაგრამ მაინც :დდდ

chipe888
მომხმარებელი

უნდა დარჩეს და შანსი მიეცემა. ასე ჯობია მაგისთვის

Kloppout
VIP Member

სკამზეც ვერ მოხვდა როგორც ვწერდი ადრე ზუსტად ესე იქნება

GoGson
VIP Member

შანსი თუ ტრავმები არ გვქონდა არ მიეცემა , ძააან მეათასეხარისხოვანი მატჩების გარდა. და რუსეთში განათხოვრებას ჩემპიონშიპში მირჩევნია ისევ (აქვთ უფლება). ან იტალია _ გერმანიაში. არამგონია სურვილი არ ქონდეთ იქ

mamimi
მომხმარებელი

რაის რუსეთი *ცენზურა* არ გაქ მაგას ჯობია დარჩე და უ21 ში ითამაშო

GoGson
VIP Member

ჯერარდთან გაშვება იქნება იდეალური . ... ახალგაზრდა ნახევარმცველს რო სტივი გრწთვნის იმემა მაგარი მოსახოდი თემაა რაა... პახოდუ ტიტულისთვის მებრძლოლი გუნდია გლაზგო რეინჯერსი და ეგეც გაუსწორდება. რავი დაინტერესდეს რა რეინჯერსი

LUIS SUARES 001
VIP Member

რუსეთში წასვლას ყველგან წასვლა ჯობია,ვერანაერად ვერ განვითარდება და მთლად ჩაკვდება...ან დარჩეს და იბრძოლოს ან სტივისთან წავიდეს მაგრა მოერგება რენჯერსს

gio_chyoi
რედაქტორი

არადა როგორ მევასება ეს კაცი რაა

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

გრუიჯის ადგილი საერთოდ არაა ლივერპულში და ტყუილად გეიმედებათ ამ ბიჭის

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze