x

კლავანი არჩევანის წინაშე - ინგლისი თუ გერმანია?!

ავტორი: RUSH, 14-08-2018, 18:04, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 296, 11


რაგნარ კლავანი მიიჩნევა ერთ-ერთად იმ სამი ცენტრალური მცველიდან, ვინც მუდმივად ლაზარეთშია - იგივე ითქმის, დეიან ლოვრენსა და ჟოელ მატიპზე; შესაბამისად, ვირჯილ ვან დაიკს პატრნიორობას ჯო გომესი უწევს.

გომესიც მსგავსი სიტუაციების დიდი "მოტრფიალეა", ინგლისელს, წარსულში, პრობლემები საფიტნესო ნაწილში ხშირად ექმნებოდა, თუმცა დღესდღეობით გუნდის ერთ-ერთ საიმედო ასპექტს წამოადგენს. ახალი სახის უგულებელყოფა, ახალგაზრდული გუნდიდან, ნამდვილად არ შეიძლება - ნათანიელ ფილიპსი ნებისმიერ მომენტში მზად იქნება დაცვის ხაზში იასპარეზოს.

ყოველივე ზემოთთქმულიდან და გარემოებიდან, რომელიც მოასწავებს, რომ 31 აგვისტომდე, იურგენ კლოპი აქტიურად იქნება დაკავებული გუნდის გაწმენდით, მიგვითითებს მხოლოდ ერთზე, კლავანისთვის კარები ღიაა.

"Liverpool Echo"-ს რეპორტიორის, ჯეიმს პირსის სიტყვებით, თუ კი იარსებებს რეალური წინადადება, წითლები ნებას მისცემენ კლავანს დატოვოს კლუბი.

2016 წელს ესტონელი 4.2 მილიონ ფუნტ სტერლინგად იქნა შეძენილი, მისი კონტრაქტი კი მხოლოდ ერთ წლის გასვლას ითვლის.

"კლოპი არ აქტიურობს კლავანის გაშვების საკითხზე.", გვიხსნის ჯეიმს პირსი - "მყარი და მაცდური წინადადების არ არსებობის შემთხვევაში, რაგნარ კლავანი ისე გუნდის წევრად დარჩება."


"ნიუკასლ იუნაიტედის" ინტერესი ინტერესადვე დარჩა, იმდენად, რამდენადაც ინგლისურ კლუბებს მოთამაშის შეძენის უფლება აღარ გააჩნიათ; რაც შეეხება "ბეშიქთაშზე" გავრცელებულ ხმებს, ნაკლებად რეალისტურია თურქულმა გრანდმა რაგნარ კლავანის გამო, "ლივერპულში" წინადადება გააგზავნოს.

შესაბამისად, პირსი გერმანულ ვარიანტს გვთავაზობს - სავსებით მოსალოდნელია, ბუნდესლიგის კლუბთა ინტერესი.

გუნდში ყველაზე ხნიერმა, 32 წლის მცველმა საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია "ლივერპულს", ამიტომ მისი გადაბარგება ბევრისთვის გულდასაწყვეტი იქნება, თუმცაღა ნეტ ფილიპსის პრე-სეზონზე საიმედო თამაშმა და მისმა ოფციამ რაგნარი კლავანის შანსები მომავლის "ლივერპულში", თუნდაც სათადარიგო სკამზე, ძალზედ შეამცირა. 

კომენტარები


ნუ რაც იყო მისი დონე ითამაშა და რამოდენიმე მატჩიც მაღალ დონეზე ჩაატარა "ბარნლისთანაც" კარგი გოლი გაიტანა და ესტონელი ხნიერი მცველისთვის კარგი შედეგია და აუცილებლად უნდა წავიდეს მაგრამ თუ წავა იანვარში უნდა დავიმატოთ ერთი მცველი აუცილებლად ზემოდ ხსენებულ მატიპი გომესის ტრამვიანობა და ლოვრენის არაორდინალურობა ქმნის დაცვის ცენტრის პრობლემას რაც სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა გამოსწორდეს.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ამდენი ხანიც რო გუნდში შემორჩა ეგეც უკვე დიდი წარმატებაა მისთვის. კლავანი სათადარიგოთა სკამიდანაც ვერ გაგვაძლიერებს. ვინმე კაი მცველია მოსაყვანი

chipe888
მომხმარებელი

თუ უშვებ ადრე გაუშვი ბესარიონ ან მოგეყვანა ვინმე. წავიდეს ბაზარი არაა,მარა რო რამე სად მივდივართ მერე. მატიპი სულ ავადმყოფობს,გემესიც ფაქტიურად იქითაა. კი გასაგებია რო ფილიპსი კაი ბიძია მარა მაინც. დატოვონ წელს და მერე გაუშვან

GoGson
VIP Member

წავა 99 პროცენტით ჩემი აზრით. გული დაგვწყდებათქო ტყუილი იქნება მაგრამ რავი ისევ ზამენის პრობლემას ვაწყდებით. ფილიპსი დაიკავებს ვაკანტურ ადგილს ან ფაბინიოს გადაწევს ხოლმე მცველად. 1 თამაში ათამაშა კიდეც მცველზე და ვესტჰემთანაც მცველი არ ეჯდა ზამენაზე ფაბინიო ეჯდა მაგისთვის . მაინც მგონია რო ვანდეიკის გარდა ან კლასით ან ტრავმებით არაა მთლად სტაბილური სიტუაცია გუნდში. ვანდეიკის ტრავმისგანაც არ ვართ დაზღვეულები და რაგნარიშე ბრაიტონებთან მაინც ასვენებდა ხოლმე ასნავნოის. ვნახოთ ვნახოთ

mamimi
მომხმარებელი

ამის წასვლა გამისწორდება ყველაზე მეტად.)) ამაზე კაი მცველი ჩვენს ნაკრებს მინიმუმ 2 ყავს

LUIS SUARES 001
VIP Member

კლავანი წესით არც უნდა ყოფილიყო ჩვენთან მაგრამ რას ვიზამთ რაც იყო იყო დროა უკვე წავიდეს

lashafss
VIP Member

აი დევრეი რატომ იყო საჭირო :)

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

Mo*ცენზურა*d fexburtelebi movidnen,satadarigoc gaivso,modit tvalebi davxuchot da vifiqrot rom van deikma tramva miigo,warmogidgeniat chvens dacvashi ra ambebi datrialdeba?vandeikis uimisod jobia nebismieri fexburteli gagvigdon da 10 kacit vitamashot

gio_chyoi
რედაქტორი

არ მქონია ამასთან დიდი პრობლემები, თავისი ფასისას ნამდვილად თამაშობდა, მატიპზე მეტად მგონი ეს გამოვიყენეთ, არა ცუდი მცველი, პრემიერ ლიგის საშუალო დონის გუნდში თავისუფლად ითამაშებს, მარა მგონი ისევ ბუნდესლიგაში დაბრუნდება თუ წავა

bulleye
მომხმარებელი

ბუნდესლიგას უფრო გამოადგება კლავანი ვიდრე ლივერპულს

STEVEN8
მომხმარებელი

იარლ რაგნააარ. ამის მოძრაობებს რა დმავიწყებს :დ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze