x

კლავანი ენფილდის დატოვებისთვის ემზადება

ავტორი: gio_chyoi, 17-08-2018, 14:54, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 648, 7


მოგეხსენებათ, რომ იტალიაში ინგლისის მსგავსად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაა სეზონის დაწებამდე იხურება და, ასე რომ, ხვალიდან იტალიურ გუნდებს ახალი შენაძენების გაკეთება აღარ შეეძლებათ.

ამიტომ, სარდინიული „კალიარი“ ეცდება დღის ბოლომდე რაგნარ კლავანის ტრანსფერი მოაგვაროს, რაც მათ სულ რაღაც 2 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ, აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

მიუხედავად იმისა, რომ არც დეიან ლოვრენი და არც ჟოელ მატიპი სრულიად მწყობრში არ არიან, კლოპმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება ესტონელი მცველის გუნდიდან გაშვების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი ისაა, რომ კლოპს სურს აკადემიის ფებურთელებს მისცეს შანსი. პირველ რიგში კი ნათანიელ ფილიპსს და, აგრეთვე, კონორ მასტერსონს.

ზემოთხსენებული მიზეზის გარდა, აღსანიშნავია, რომ რაგნარ კლავანს მომავალი სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მერსისპირელებს მისი უფასოდ გაშვება მოუწევდათ, ახლა კი, სულ მცირედით მაინც შეივსებენ ანგარიშს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რაგნარ კლავანი გერმანული „აუგსბურგიდან“ „ლივერპულში“ 2016 წელს გადავიდა 4.2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

მისი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, ალბათ, ახალ წელს, „ბარნლის“ კარში გატანილი გამარჯვების გოლი იყო

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

კარგი ბიჭი ჩანს ის ფილიპსი და ერთის მხრივ სწორიცაა რა, ესეც მუდმივად ითამაშებს იქ და ეს პატარებიც აქ გამოცდილებას მიიღბენ

david25
სტუმარი

სადაა ჩიპე :D კლოპს იმის გამო რომ აკრიტიკებდა ახალგაზრდებს შანსს არ აძლევსო,აჰა ხარისხიან ტალანტებს ხო აძლევს შანსს ? ტრენტიც მაგის აღმოჩენილია(ხოლო ჩირიველა,ოჯო,ეჯარიას შეატყო რომ რამე არ დადგებოდა) დალშე ჯონსსაც ხო აძლევს შანსს?


გამორჩეულ ტალანტებს აძლევს იურგენა შანსს,აბა ახლა ანანიძესავით მუდამ პერსპექტიულებისთვის დრო არ ითმენს.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

რა მნიშვნელობა აქვს სკამზე იჯდება თუ არა წავიდეს სადმე და ცოტა ხანი კიდე გააგოროს ბურთი. სათქმელად ის მაინც დარჩება რო ცოტა ხანი ლივერპულში ითამაშა და მიუხედავად იმის რო მცველია გოლის გატანაც მოასწრო

LUIS SUARES 001
VIP Member

Es erti da sxva mravali,samarcxvinod 2 milioni girs tipi

skylark1
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
კარგი ბიჭი ჩანს ის ფილიპსი და ერთის მხრივ სწორიცაა რა, ესეც მუდმივად ითამაშებს იქ და ეს პატარებიც აქ გამოცდილებას მიიღბენ


ფილიპსი მართლა კარგი ბიჭია, იმედისმომცემი...
შანსიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აკადემიის სასტავს და ეს შანსი კლოპომ გაუჩითა ჰოდა ახლა საქმეს მიხედონ და დაიმსახურონ ძირითადი...

mamimi
მომხმარებელი

ძალიან გამისწორდა რაა ესეთი ბალასტისგან უნდა გაიწმინდოს გუნდი

chipe888
მომხმარებელი

david25,
ტრენტს იმიტომ მისცა შანსი,რომ სხვა გზა არ ქონდა და მერე გაუმართლა. დაველოდოთ სეზონს და გამოჩნდება. ის კი უაზრობაა,რომ რამდენი რაღაც დაიწერება ეგრევე მე მახსენებ. შენი ნიკი მეორედ შემხვდა სულ და სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს როდიდან ხარ საიტზე. მე ჩემი აზრი დავწერე და იგივე გააკეთე შენც. ხოდა შეეშვი ნიშნის მოგებით საუბარს და ამ საუბარში ჩემს ხსენებას. თუ ესე გულზე მოგხვდა ჩემი სიტყვები,მაშინ გეტვი რო დაველოდოთ სეზონის დასრულებას და მერე ვისაუბროთ.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze