x

მარკოვიჩის ტრანსფერი ჩაიშალა

ავტორი: gio_chyoi, 1-09-2018, 13:21, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 945, 8


2018 წლის საფხულის სატრანსფერო ფანჯარა „ლივერპულისთვის“ ძალიან წარმატებული გამოდგა, თუმცა, საბოლოო აკორდმა მაინც ყველას გული გაუცრუა. 

საქმე ისაა, რომ ლაზარ მარკოვიჩის ტრანსფერი ბელგიურ „ანდერლეხტში“ ჩაიშალა და სერბი ფეხბურთელი მინიმუმ იანვრამდე ისევ მერსისაიდული კლუბის ღირსებას დაიცავს.

ბელგიური კლუბის მესვეურები მზად იყვნენ ფეხბურთელში 2.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეხადათ, რაზეც წითლებიც თანახმანი იყვნენ, თუმცა, როგორც ჩანს თავად ფეხბურთელსა და სავარაუდო მყიდველებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და, შესაბამისად, ტრანსფერიც ჩაიშალა.

ასე რომ, დიდია იმის ალბათობა, რომ, თავის დროზე, 20 მილიონ ფუნტად ნაყიდი ფეხბურთელი, კლუბმა მომავალ ზაფხულს სულ უფასოდ გაუშვას.

იმის შანსი, რომ მან იურგენ კლოპის გუნდში კიდევ ითამაშოს რა თქმა უნდა მიზერულია.

მარკოვიჩის გარდა, ბევრისგან მოულოდნელად, კლუბი არ დაუტოვებიათ არც სიმონ მინიოლეს, არც დივოკ ორიჯის და არც პედრო ჩირიველიას.

კომენტარები


beqa_liverpool
მომხმარებელი

რუსეთში თუ სადღაც ხო 5 სექტემბრამდეა და იქნებ მივასაღოთ :)))

cotne8
სტუმარი

რას ვიზამთ... დაველოდოთ ზამთარს

gio_chyoi
რედაქტორი

ეს ვინ ყოფილა არ ვიცი რა, ბორინი ვეძახდი მახსოვს კიბოს, ვერ მოვიშორეთთქო და ის ამასთან რა შესადარებელია, ჯერესერთი იმას რო ვანათხოვრებდით თამაშბდა მაინც და მონდომებული იყო, აგერ ეხლა მილანშიც დარბის და ეს ვინ ყოფილა, ან ფეხბურთის თამაში არ უნდა ან რა უნდა საერთოდ ვერ გავიგე. მე ის მიკვირს კლოპი ამას ვარჯიშებზეც რატო ეძახდა საერთოდ. ესეთს მე ბაზასაც არ გავაკარებდი. 20 მილიონი ხო გვაზარალა, თავი ხო მოაძულა ყველას, ნამდვილ შავ ლაქად დარჩება ლივერპულის ისტორიაში. მე რაც მახსოვს და ლივერპულის ფანი ვარ, ეს ყველაზე ცუდი ტრანსფერია საერთოდ

bulleye
მომხმარებელი

რაღაც თამაშებს ითამაშებს, თასზე მაგალითად (სკამზე)

gio_chyoi
რედაქტორი

bulleye,
არამგონია, მაქსიმუმ ახალგაზრდულ გუნდშI ათამაშოს, ამას რატო უნდა მისცე შანსი როცა კურტისი და ბევრი სხვა უკეთესი ახალგაზრდაა, ალბათ არც თასებზე ითამაშებს

GoGson
VIP Member

უთავმოყვარეოა ტიპი რა შანსებზეა საუბარი. ვითომ ჩვენი რა მიდის მაგრამ მაინც ნერვები მეშლება ზოგადად ესეთი კადრები ნებისმიერ სფეროში ამოსაძირკვია რა

LUIS SUARES 001
VIP Member

Es xo veravis mivasaget

Logan
მომხმარებელი

არადა როდესაც ვიყიდეთ მე მახსოვს ამის თამაშები არც თავიდან ბრწყინავდა, მაგრამ რაღაც დონეზე ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ შეეძლო კაი იგროკი დამდგარიყო. თითქოს არც სისწრაფე აკლდა, არც დარტყმა, ტექნიკასავითაც ქონდა რაღაც. მე მგონია რომ ეს არის ზარმაცი პიროვნება, არ ცდილობს რომ ივარჯიშოს და რამეს მაინც მიაღწიოს თუნდაც სერია ბ-ეს დონეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze