x

ალისონი: "ძალიან გავბრაზდი"

ავტორი: Javaxa, 1-09-2018, 22:13, კატეგორია - სიახლეები, 1 839, 15


დღეს "ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში რიგით მეოთხე მატჩი მოიგო, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გოლის ეპიზოდში სასტიკად შეცდა გუნდის მთავარი მეკარე ალისონ ბეკერი. აღნიშნულზე მატჩის შემდეგ კომენტარი თავად 25 წლის ბრაზილიელმა გააკეთა:

- "შეცდომა დავუშვი, გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩავაგდე და ამის გამო საკუთარ თავზე ძალიან გაბრაზებული ვარ. როდესაც გუნდში ერთი ადამიანი შეცდომას უშვებს, ამის გამოსწორებას ყველა ერთად ცდილობს. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს მოსამატებელი, ერთადერთი რაც კარგ ხასიათზე მაყენებს ეს მატჩის შედეგია.

ეს იყო ცუდი გადაწყვეტილება, თამაშის სცენარი კარგად ვერ წავიკითხე და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მე არ მიმიღია ძალიან კარგი პასი და ამის შესახებ გასახდელ ოთახში ვირჯილს უკვე ვესაუბრე. ვალდებული ვიყავი უბრალოდ ბურთი შორს მომეგერიებინა.

მინდა, რომ თამაში კარგად წავიკითხო და მოედანზეც ყოველთვის ამის გაკეთებას ვცდილობ. არ ვაპირებ, რომ კიდევ ერთხელ ვიყო სულელი და დავუშვა მსგავსი შეცდომები. ჩვენ სწორედ საკუთარი შეცდომებისგან უნდა ვისწავლოთ. ეს არის ჩემი თამაშის ნაწილი და არ ვაპირებ სტილი შევიცვალო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი შეცდომებისგან
" - განაცხადა ბეკერმა.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის IV ტურის შემდეგ "წითლებს" 12 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები


_z_l
მომხმარებელი

ლორის ალისონი :) 67 მილიონია გადახდილი ამაში და იმედია მეტი შეცდომა აღარ იქნება, ამის მეტი შეცდომა არ დაეშვას და ამას ავიტანთ. არადა, წინა ტურშიც გააკეთა ასე და გამოძვრა. მაგრად მოხვდებოდ ავირჯილისგანაც და კლოპისგანაც. ალისონს რომ თავი დავანებოთ, 1990 წლის მერე ასეთი სტარტი არ ყოფილა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მარტო ლივერპულს არ აქვს ასეთი სტარტი

heerenveen
მომხმარებელი

მარტივად შეეძლო მოეშორებინა მაგრამ არა უშავს, სამი ქულა წამოვიღეთ

Ynwa Scousers
VIP Member

ეე ატრაკებ უკვე რა პასი არ ყოფილა იდეალური უბრალოდ წინ ამოგერტყა

gio_chyoi
რედაქტორი

კი შეცდა მარა დანარჩენი ყველაფერი იდეალური აქვს, პირველ ტაიმში ერთი მაგარი ბურთიც აიღო. ამ შეცდომას თუ აღარ გაიმეორებს სხვა ყველაფერი იდეალური აქვს

chipe888
მომხმარებელი

შეცდომა დაუშვა კი ბატონო და უნდა გადაეგდო აუტზე,მარა მარტო მისი ბრალიც არ იყო. დეიკმა სად გაუკეთა პასი და სად იყო მეკარე. თუ დეიკის შეცდომას არ ვაღიარებთ. არადა ყველაფერი ამით დაიწყო. არ ვცდილობ გამართლებას,უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. დეიკმა რამოდენიმე შეცდომა დაუშვა და მთლიანობაში თამაშიც არ მომეწონა. თუ შენარჩუნებაზე თამაშობ,მაშინ ბურთი უნდა დაიჭირო და არა უაზროთ მოიგერიო წინ. მაღალ ბურთზე მაგუაერს სალაჰი ან ფირმინო მოუგებს?! გოლში 30 პროცენტი დეიკის ბრალი იყო და 70% ალისონის. ალისონ უფრო ყურადღებით თორე დედას დაგინგრევ

ხო მთავარი 3 ქულაა

william265
მომხმარებელი

კლოპი გადააპწნიდა ამას ლაზათიანი გერმანულით :დ

Stevie8
მომხმარებელი

კარიუსი რო შეცდომებს უშვებდა ის იყო უკლასობით და თავდაჯერების არქონით გამოწვეული და ეს იმენა ძალით იჩალიჩებს, მერამდენე ესეთი მომენტი ქონდა უკვე ამ 2 თამაშში და ბოლოს დაისაჯა. ტრაკის თამაშს მორჩეს ვერავის ვერაფერს ვერ უმტკიცებს საჯარიმოში მატაობით და ძალიან მაგარი მეკარე იქნება

bulleye
მომხმარებელი

მაგარი მეკარეა ძალიან, მაგრამ ეტყობოდა სადღაც დაუშვებდა ასეთ შეცდომას და კარგია, რომ აქ დაუშვა.. მიდი ალისონ მიაწექი

lukaivan
მომხმარებელი

ალისონი ცდილობს ხალხს დაანახოს რომ ფეხით ედერსონს არ ჩმაოუვარდება, სხვა ყველაფერი დამტკიცებული აქვს და მაგიტომაც არის ნაკრების #1 მეკარე, მაგრამ ფეხით თამასში დღეს ედერსონი სხვა ლევენზეა, ხოდა ესეც ცდილობს მაგ კომპონენტში მოუმატოს, მაგრამ არ არის რა მაგის ეს ყველაფერი და რატო ეპოტინება ამოარტყი გადააჯმეინე რას მატაობ, მაგარი ჯიბრინიანი ტიპი ჩანს აი მაგარი!

LUIS SUARES 001
VIP Member

Ushecdomo aravinaa

GoGson
VIP Member

კლოპსაც უთქვამს და მოდი ჩვენც ვაღიაროთ რო გულის სიღრმეში ყველამ ვიცოდით რო ადერე თუ გვიან მინიმუმ ერთი ესეთი გოლი გაგვივიდოდა..

სასტავი რო გამოხტა სხვადასხვა გვერდებზე , რატო იცავთ , კარიუსს რო ეს ექნა ხო დააფარებდით თავზეო - იმათ ვუპასუხებ რო კარიუსს ძაან ბევრი ეპატია, ერთ შეცდომას და მეტსაც ამასაც ვაპატიებთ

რაც მთავარია როგორც "მეკარეს" ჯერ არ დაუშვია შეცდომა..

გოლი კიდე ჯობდა 2-0 ის დროს გაგვსლოდა და ახლა გაგვსლოდა ვიდრე გვიან
ამ კაცს კომენტარიდანაც ეტყობა რა ძლიერი მასტია ფსიქოლოგიურად , მიზანი და ჟილკა იგრძნობა ამ ბიჭში და თავდაჯერება . რათქმაუნდა შეცდომების კასკადი თუ გააგრძელა ამასაც ისევე გავლანძღავთ როგორც მის წინამორბედებს მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. გამოასწორებს ამ შეცდომას ჩვენი რონალდინიო .


პ.ს.კინაღამ აიღო ეგ ბურთი და ეგ იქნებოდა ყველაზე ღადაობა. .

პ.პ.ს. კარის ხაზზე და პოზიციის შერჩევისას საუკეთესო თუარა ერთერთი საუკეთესო მეკარეა ალბათ ტოპ 5 ის კაცია დღეს.

Capitan
ტოპ კომენტატორი

რა საჭიროა უბრალოდ ამის კეთება????

chipe888
მომხმარებელი

GoGson,
კინაღამ აიღოში არის მთელი მუღამი. როგორც კი შეცდომა დაუშვა ეგრევე კარისკენ დაეშვა რო გამოესწორებინა შეცდომა. თავში ხელები არ წაუშენია,რაც მის მენტალიტეტზე მეტყველებს. პასიც ცუდი მიუვიდა ესეც სათქმელია. იმ ედერსონს ისეთი გავიდა შარშან რო რავი. ყველა უშვებს შეცდომას,მაგრამ როცა 3-1 აგებ და 2 გოლს შენი შეცდომით უშვებ ეგ არის კარიუსობა,თორე 2-0ზე გასაგებია შეცდომა. კარიუსივით კი არ დაპანიკდა და შეცდომას შეცდომა არ მოაყოლა. არც შეცდომამდე და მის მერეც არ მინერვიულია,რადგან ვიცი რა მეკარეც არის. ბრაზილიელი მეკარე იქნება ის თუ წYლის მომტანი ყველას მატაობა უყვარს და მასაზე თამაში. მე თანახმა ვიქნები ასეთი მატაობის და შეცდომების თუ არ წაგვაგებინებს თამაშს. ვიღაც ამბობს,რომ არაფერი სეივი არ გაუკეთებია პირველ ტაიმში და საიდან იგონებენ ესეთ რამეს. ფეხბურთს უყურებენ ეს ხალხი?! დაფარული დარტყმის მოგერიება 3 მეტრიდან იოლი საქმე არაა მე ესე ვიცი. თუ ვინმეს ჰგონია,რომ გინებას ვინმე დამასწრებს სცდება. ალისონი კი არა ჯერარდიც რო იყოს თუ იYლევებს ხშირად იმას ვაგინებ,მაგრამ ალისონი საგინებელი არაა

DIMAX777
მომხმარებელი

მეკარე რო ხარ და სასწაულ სეივებს აკეთებ და მკვდარ ბურთ იღებ 1 ცუდ პასზე არ უნდა წუწუნებდე მითუმეტეს რო მიუსწარი და დროც საკმარისი ფქონდა რო კუთხურზე კი არა დაჟე ჰაუტზეც არ გადაგეშვა ამოგერტყა და გადაგეგდო ცენტრისკენ მეკარე ხარ ეგეთი ფინტები ვარჯიშზე და ამხანაგურებზე აკეთე ..როგორ მინდოდა კარი მშრალად შეენახა და ძალით გაიჩალიჩა ...ერთისმხრივ კაია ჭკუას ისწავლი და თუ არ ისწავლი მოგათვინიერებს კლოპი

phoenixx
მომხმარებელი

რა მაგარი ცუდი ტიპია ჯერ საკუათარ თავზე გავბრაზდიო მერე ხო მაინც მოვიგეთო მერე მარტო ჩემი ბრალიც არიყო ვანდეიკმა ცუდი პასი მომცა და ბოლოს ეს ჩემი თამაშის სტილია და არვაპირებ შევიცვალოო ხოდა მოგე*ცენზურა*ება აქ პატრონი.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze