x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 3-09-2018, 16:04, კატეგორია - სიახლეები, 705, 6


პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში "ლესტერმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 1:2 დამარცხდა.

სტუმართაგან გოლები სადიო მანემ და რობერტო ფირმინომ. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპაუხა :

თამაში და შედეგი
ვიცით, რომ უკეთ შეგვიძლია თამაში, შედეგის მხრივ კი ყველაფერი რიგზეა. მატჩის დასაწყისში ვაჩვეენეთ როგორ კარგად შეგვიძლია საკუთარი თავის წარმოჩენა, თუმცა სეზონი ახლახანს დაიწყო და ჯერ არ შეგვიძლია სტაბილურად ასე თამაში. მოედანი ძალიან მშრალი იყო, რაც გარკვეულ პრობლემებს გვიქმნიდა. ამასთანავე, მთელ რიგ ეპიზოდებში უკეთ თამაში გვმართებდა. მიუხედავად ყველაფრისა, გავიტანეთ ორი გოლი და კიდევ გვქონდა ძალიან კარგი შანსები.

გვსურდა, რომ მეორე ტაიმში მატჩის მიმდინარეობა გვეკონტროლებინა. ბურთით ეს არ გამოგვივიდა, თუმცა როცა უბურთოთ ვიყავით, თავს ღრმად ვიცავდით და კონტრშეტევებსაც არ ვერიდებოდით. სხვადასხვა მიზეზთა გამო, ასეთი შეტევები გოლით ვერ დავასრულეთ - აღსანიშნავია, რომ 1-2ჯერ მეტოქემ ტაქტიკური ჯარიმაც აიღო. დღეს ბევრ სირთულეს შევხვდით. პირველ რიგში ეს მეტოქის სიძლიერე იყო. მატჩის დაწყებამდეც ვიცოდი, რომ ბრძოლა მოგვიწევდა. საბოლოოდ 3 ქულა მოვიპოვეთ.

ალისონის შეცდომა, რომელსაც გაშვებული გოლი მოჰყვა
1 კვირის წინ ის ზუსტად ასე მოიქცა და მას შემდეგ ყველა ბეკერზე საუბრობდა. ნათელი იყო, რომ ერთ დღესაც ამის გამო გოლს გავუშვებდით. ამის მიუხედავად, ჩვენ კვლავ გვსურს მისი უნარების გამოყენება. მას უკვე ვუთხარი, რომ ეს იყო საუკეთესო მატჩი მსგავსი მომენტისთვის. როგორც გუნდი, ჩვენ ჯერ კიდევ გავდივართ ადაპტაციის პერიოდს. "ლესტერს" ჰქონდა მომენტები, როცა ჩვენ მეკარე გვჭირდებოდა. ასევე, ჯო გომესმა დაბლოკა ძალიან კარგი ბურთი. ვიტყოდი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ეს ერთადერთია, რაც ახლა მაინტერესებს.

ალისონისთვის ბურთით თამაში სახიფათოა
არა, ასე არ არის. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ თუ როგორ გამოვიყენოთ ბურთი სწორად - ვგულისხმობ, როდის გავაკეთოთ გადაცემა და ასე შემდეგ... ცხადია, დღეს ის შეცდა. ასეთ მომენტში მსოფლიოს არც ერთ მეკარეს დრიბლინგზე არ უნდა ეფიქრა. ყველაფერი რიგზეა, პუბლიკას სურდა, რომ მას ნერვიულობა დაეწყო, თუმცა ასე არ მოხდა. ფეხბურთი არის სპორტი, სადაც 90 წუთის განმავლობაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ. ცხადია, დღეს ამ შეცდომას გოლი მოჰყვა, თუმცა შემდგომი რეაქცია ძალიან კარგი იყო. ვფიქრობ, ეს აღარ მოხდება. 

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

ჯიუტი ხარ გერმანელო, ან ფაბინიოს რას ერჩი ან ამ კლაინს რომ ამ დებილ ტრენტს მაყურებინებ? ან ჰენდერსონი რათუნდოდა როცა ჯერ საწყისი ტურწბია და კეიტა არ იყო ჯერ გადაღლილი, და კიდევ ერთი ნამეტანი გვიანდება სტატიები, ალბათ მოუცლელობის ბრალია ამ ცოტა ჟურნალისტია თორემ თამაში შაბათს შუადღით იყო და დღეს ორშაბათია, საწყენათ არ მიიღოთ უბრალოდ მაინტერესებს ესე რატო ხდება

gio_chyoi
რედაქტორი

ალისონს რო ის შეცდომა არ დაეშვა ისევ 0 გვეწერებოდა გაშვებული გოლების გრაფაში 4 მოგებასთან ერთად. ამიტომ მე კლოპთან არ მაქვს ჯერ პრეტენზიები, ეხლა იწყება რთული პერიოდი და ვნახავთ უბრალოდ უმართლებდა ამ მატჩებში თუ ტაქტიკა იყო ასეთი პრაგმატული, ნუ მე უფრო მეორე მგონია

Mate chavchavadze
მომხმარებელი

თამაშის ხარისხზე კლოპმაც გაამახვილა ყურადღება და თქვა რო უკეთესად ითამაშებენ ახსენა ადაპტაცია 1 თვეში იფრენს კლოპის გუნდი

STEVEN8
მომხმარებელი

Ynwa Scousers,
ფაბინიო არაა ჯერ ფორმაში, ან ეს მიდგომა "რას ერჩი" რა შუაშია? თუ მწვრთნელი თვლის რომ მისი ფეხბურთელი არაა ფორმაში უნდა დააყენოს მაინც სასტავში? მონაკოში ასეთ ფეხბურთს არ თამაშობდა ფაბინიო და ადაპტაცია სჭირდება ნაბი კეიტასგან განსხვავებით. არნოლდზე გეთანხმები მარა აქ კიდევ ერთი ნიუანსია რომ კალინს ფაქტიურად 2 წელია არ უთამაშია ნორმალურად.
კოკას წყალი მოაქვს ჯერ ჯერობით. კლოპთან პრეტენზია არ მაქვს. არასოდეს შემპარვია ეჭვი კლოპის ქმედებებში, თუ უშვებდა შეცდომას ესეიგი ეს საჭიროც იყო და ბუნებრივიც, ვიცოდი და ვიცი რომ ეპლს მოგვაგებინებს და გუნდს გაგვხდის სად ვიყავით და სად ვართ. კლოპი ზუსტად იგივეა რაც 3 წლის წინ იყო ზუსტად იგივე.
ასეთი სტარტი ეპლში არ გვქონია, ბოლოს როცა გვქონდა (1990 წელს) ჩემპიონები გავხდით და მგონია რომ წელსაც ასე იქნება.
თამაშIს ხარისხი არაა დამაკმაყოფილებელი და ესეც კლოპმა მიგვაჩვია 5-0 ების მოგება, მოითმინე და მოვა ეგ დროც.

LUIS SUARES 001
VIP Member

Shemdegi totenhemia romelic araa idealur formashi

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: STEVEN8
Ynwa Scousers,
ფაბინიო არაა ჯერ ფორმაში, ან ეს მიდგომა "რას ერჩი" რა შუაშია? თუ მწვრთნელი თვლის რომ მისი ფეხბურთელი არაა ფორმაში უნდა დააყენოს მაინც სასტავში? მონაკოში ასეთ ფეხბურთს არ თამაშობდა ფაბინიო და ადაპტაცია სჭირდება ნაბი კეიტასგან განსხვავებით. არნოლდზე გეთანხმები მარა აქ კიდევ ერთი ნიუანსია რომ კალინს ფაქტიურად 2 წელია არ უთამაშია ნორმალურად.
კოკას წყალი მოაქვს ჯერ ჯერობით. კლოპთან პრეტენზია არ მაქვს. არასოდეს შემპარვია ეჭვი კლოპის ქმედებებში, თუ უშვებდა შეცდომას ესეიგი ეს საჭიროც იყო და ბუნებრივიც, ვიცოდი და ვიცი რომ ეპლს მოგვაგებინებს და გუნდს გაგვხდის სად ვიყავით და სად ვართ. კლოპი ზუსტად იგივეა რაც 3 წლის წინ იყო ზუსტად იგივე.
ასეთი სტარტი ეპლში არ გვქონია, ბოლოს როცა გვქონდა (1990 წელს) ჩემპიონები გავხდით და მგონია რომ წელსაც ასე იქნება.
თამაშIს ხარისხი არაა დამაკმაყოფილებელი და ესეც კლოპმა მიგვაჩვია 5-0 ების მოგება, მოითმინე და მოვა ეგ დროც.

რაც ჰენდერსონმა ლესტერთან აკეთა მაგაზე დიდ სისულელეს ვერ იზავს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze