x

ოფიციალურად : ჰენდერსონმა "ლივერპულთან" გაახანგრძლივა

ავტორი: johnson, 4-09-2018, 00:11, კატეგორია - სიახლეები, 1 004, 14


"ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დადასტურდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მომავალი ამ კლუბს დავუკავშირე. თითქოს არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც "ლივერპულის" ფეხბურთელი გავხდი. თითქოს ეს გუშინ იყო, თუმცა მას შემდეგ ნამდვილად ბევრი რა მოხდა..

მსოფლიოში არ არის ადგილი, სადაც მე თავს უკეთ ვიგრძნობ. მინდა აქ რაც შეიძლება დიდ ხანს ვიყო. იმედი მაქვს, ამის პრივილეგია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მექნება."
- ციტირებს ჰენდერსონის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველი მერსისიადულ გრანდს 2011 წელს შეუერთდა. მას შემდეგ მან "წითლების" რიგებში 284 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

2014 წელს ის "ლივერპულის" ვიცე-კაპიტანი გახდა, მომდევნო წელს კი სტივენ ჯერარდისგან გადაიბარა სამკლაური. 

კომენტარები


Papuashvili
მომხმარებელი

ჩემი ძმაააა 10 5

bulleye
მომხმარებელი

იქნები ლივერპულში კიდევ დიდ ხანს, მაგრამ 60% სკამიდან დაიწყებ ხოლმე

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ამის იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებული დედა .... 13 13 13

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: PRINCE
ამის იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებული დედა .... 13 13 13

აბაა, ჯერარდის მერე ხო მოუწია თამაში და თან ამხელა გუნდში მართლა 1 წესიერი საკაპიტნე კაცი არ გამოჩნდა თორე ამას ვინ მისცემდა სამკლაურს. მოკლედ უნდა შეიცვალოს ცოტა ხანში კაპიტანი ლივერპულში რა

chipe888
მომხმარებელი

ჩვენი კაპიტანი და ერთგული კაცი. ამ ლივერპულში ამაზე მეტად არავინ იმსახურებს კაპიტნობას და ნამდვილად კარგი კაპიტანია. კიდევ კარგი არ დარჩა კოუტინიო ლივერპულში თორე ის იქნებოდა კაპიტანი. ზოგი დეიკს გაიძახის კაპიტნად,მარა გავიწყდებათ რო დეიკი ვინ ჩემი შიბლაკოსტააა. კაპიტნობა იმას აქვს ვინც იმსახურებს. ჯერარდის მერე თამასა მაღლა არის აწეული და ვერ დაძრახავ ჰენდერსონს რომ არაა ჯერარდი. ეგრე ჯერარდის დონის არავინაა ლივერპულში და მასზე უკეთ ვერავინ იკაპიტნებს.

heerenveen
მომხმარებელი

ეგ ისეთი იღბლიანი როჟაა არ გამიკვირდება ერთ დღეს რეალის ან ბარსელონას მაისურით ვიხილო, ამაში კლასი ვერ დავინახე და როგორ მაუნტერესებს რა აქვს ამ კაცს დადებითი და რატომ არ უნდა გინდოდეს ვანდაიკი იყოს გუნდის კაპიტანი.

Kloppout
VIP Member

კაპიტნობის ჩამორთმევა სასაცილო იქნება თუ არ წავიდა სადმე
მართლა გჯერავთ რომ ასე უცებ მივარდება კლოპი და ეტყბის შენ *ცენზურა* არა გაქ რა გინდა კაპიტნადო? მოიხსენი და მიეცი დეიკსო? :დ

არც მილნერს ჩამოართმევს ეგ უფრო დიდი უტოპიაა ასე რომ მესამე კაპიტნობა გაქაჩოს წელს და მომავალ წელს მაქსიმუმ დეიკმა მარა ეს ორი თუ დაჯდა ხშირად სკამზე მაშინ გაიკეთებს სამკლაურს უბრალოდ დღევანდელი მილნერის დასმა წარმოგიდგენიათ ვინ უნდა დასვას მილნერი?

giginio
VIP Member

chipe sheni azrit kapitnobas hendersoni imsaxurebs da kapitnoba ras nishnavs marto samklauri ro gaq da arioli reshkas ro tamashobs?

chipe888
მომხმარებელი

დეიკი რატო უნდა იყოს კაპიტანი ვინმე მეტყვის? იმდენად არ მოგწონთ ტიპი,რომ უაზროდ ასხავთ საყვარელი გუნდის კაპიტანს. კიდე ერთხელ ავხსნი,რომ დღევანდელ ლივერპულში არავინ არ იმსახურებს კაპიტნობას ჯერარდის მერე,მაგრამ რა ვქნათ. ჰენდერსონი იქნება თუ სხვა ერთი Yლეა.


giginio,
გეტყვი რასაც ნიშნავს. ტრენერის შემდეგ ყველაზე მეტი უფლებები აქვს გუნდში და ისაა პასუხისმგებელი გუნდში როგორი გარემო იქნება. ის,რომ არ ეკამეთება ყველაფერზე მსაჯებზე და რამოსივით არ ტლიკინებს არ ნიშნავს რო ცუდი კაპიტანია. ტრენერის დავალებაა,რომ არ იკამათონ და ტრენერის დავალებას პირველი კაპიტანი უნდა ასრულებდეს. ადრე წავიკითხე,რომ გერმანიის ნაკრებში სანამ შვაინშტაიგერი იყო კაპიტანი,მანამ არ იყო გუნდი ორად გაყოფილი. ახლანდელ გერმანიის ნაკრებში სუფთა გერმანელები და სხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხი სხვადასხვა კუტოკებში იყვნენ. დღეს ლივერპულში რომ არ არის სხვადასხვა კუტოკები და კარგი სიტუაციააა ეს კლოპთან ერთად კაპიტნის დამსახურებაა. ეგ რო ცუდი კაპიტანი იყოს მუსლიმანები ცალკე კუტოკში იქნებოდნენ დ ქრისტიანები ცალკე,ბრიტანელები ცალკე და დანარჩენები ცალკე. ახლა ბრაზილიელი ქრისტიანი ფირმინო და არაბი სალაჰი იდიალურად ეწყობიან ერთმანეთს ვარჯიშზეც და თამაშებზეც. ეხლანდელ ინგლისის ნაკრებში იდიალური სიტუაციაა და ეს კაპიტნების დამსახურებაა. ადრე ინგლისის ნაკრებში სრული ბარდაგი იყო. ტერი,ფერდინანდი,ბექემი,რუნი,ჯერარდი,რომელზე იტყვი რო ცუდი კაპიტანი იყო,მაგრამ კუტოკები იყო და იმიტომაც ვერაფერი მოიგეს. ეს მე ხომ არ მომიგონია,თავად ჯერარდმა თქვა. როცა ჩართავთ ვარჯიშის ვიდეოებს დააკვირდით სიტუააციას და ჰენდერსონი გაიხსენეთ მერე. როგორც ფეხბურთელი არ წყვეტს ვარსკვლავებს,მაგრამ როგორც კაპიტანი მაგარია. ეჭვს არ იწვევს მისი ავტორიტეტი გუნდში. როგორც კი გვერდზე კიდესთან შემოსასვლელად ემზადება,ეგრევე გარბიან სამკლაურით მისკენ. კლოპიც და ჰენდოც ერთნაირი მასტები არიან,მათ არ უყვართ ზედმეტი საუბარი და ამიტომაც უგებენ ერთმანეთს. გასაგებია ყველას გვინდა ჯერარდის გასროლები,მაგრამ რეალობა სხვაა. იმედი მაქვს,რომ დაალპობს ფაბინიოს სკამზე და ტრენერის პირველი არჩევანი ჰენდო იქნება. ან კეიტა ვინ ჩემი Yლეა ბოლო ბოლო. ეგ კეიტა არ იყო გუნდელს რო ეჩხუბა,მაშინ თქვენ გაამართლეთ რო ლივერპულში გადმოსვლა უნდოდა და მაგიტომ იYლევაო. ლივერპულში გააკეთოს ეგრე და გ*ცენზურა*ავს სახოსავით. ხო მართლა ადამიანებს ჰგონიათ,რომ პუტინი და ტრამპი განაგებს მსოფლიო პოლიტიკას,მაგრამ არიან ადამიანები,რომლებსაც ორივეზე ერთად აღებული მეტი ძალაუფლება აქვთ და არც ჩნდებიან. ასე არის ჰენდოს სიტუაციაა და თქვენ გგონიათ,რომ სხვა ფეხბურთელი აკეთებს ამ ყველაფერს,მაგრამ ეგ ფეხბურთელი ჰენდერსონია.

პ.ს. მე მაპატიეთ,თუ ჩემი აზრი თქვენსას არ დაემთხვა:) რა ვქნა ვერ ვისწავლე პოპულარული აზრების გაყოლა ნებისმიერ შემთხვევაში.

LUIS SUARES 001
VIP Member

Dasafasebelia hendos ertguleba

Play_Like_Torres
მომხმარებელი

chipe888,
100% გეთანხმები.. კაპიტნობა არ ნიშნავს აუცილებლად კარგ ფეხბურთელს.. კაპიტანი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც აკონტროლებს ატმოსფეროს და სიტუაციას გუნდში..

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჰენდრო ჯერარდის დროს გახდა ვიცე კაპიტანი, ჰოდა ძალიან ძალიან არ მგონია, რომ ჯერარდი არაფერს არ იტყოდა, თუ არ იქნებოდა შესაფერისიკანდიდატი.. მედიტ, დარწმუნებული ვარ ჯერარდსაც ჰკითხეს აზრი..

Capitan
ტოპ კომენტატორი

arada msoflioze damaimedia xendersonam))) warmatebebi

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ჰენდერსონი ისეთი ფეხბურთელია რომელიც მეორე ტაიმში უნდა უნდა შემოიყვანო როცა იგებ რო თამაში ჩააწყნაროს და პასები დაარიგოს. საწყის წუთებში საჭირო არაა. სასტარტოში მილნერი უფრო გამოსადეგია ვიდრე ჰენდერსონი)) ფაქტია რო სანდერლენდიდან მოსვლის მერე საგრძნობლად დაიხვეწა პასების მხრივ. ადრე უფრო ჟილკიანი იყო და კარგი პრესინგი ქონდა. ახლა მისი პლიუსი მხოლოდ პასებია. ძაან დინჯი ფეხბურთელი გახდა. ლივერპულს კი უფრო ქარიზმატული კაპიტანი ჭირდება რომელიც მუხტს შეიტანს მატჩში

anfield13
მომხმარებელი

აუ წადი რა სოტონში ან სადმე ოღონდ წადი რა 2023 ტო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze