x

"ჯო კარგია, მაგრამ შეუძლია უკეთესი გახდეს"

ავტორი: Javaxa, 5-09-2018, 16:58, კატეგორია - სიახლეები, 1 025, 13


მიმდინარე სეზონში თუ ვინმე კარგ ფორმაშია, ეს პირველ რიგში ჯო გომესზე ითქმის. 21 წლის უნივერსალი ინგლისელი მცველი სეზონის სტარტზე მართლაც რომ კარიერის საუკეთესო ეტაპზეა. ამის აღნიშვნა არც კაპიტან ჯორდან ჰენდერსონს დაავიწყდა და თქვა:

- "ის უკვე კარგია, მაგრამ შეუძია საუკეთესო გახდეს. ჯო ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა, ახლა იწყებს უმაღლეს დონეზე თამაშს და კვლავ პროგრესირებს, ამაში კი მას მთელი გუნდი და სტაფი ეხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც გომესი უკეთესად განვითარდება.

ძალიან მიხარია, რომ ის კარგი ადამიანია. მას კარგად ვიცნობ და ვიცი, თუ რა ძლიერი მენტალიტეტიც აქვს. მისი ასაკისთვის უკვე ძალიან მოწიფულია, კარგად დგას მოედანზე და შეუძლია იმაზე ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე ჰგონია"
.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად 21 წლის ჰავბეკი ინგლისის ნაკრებთან ერთად იმყოფება, სადაც "სამი ლომები" შვეიცარიისა და ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

ჯო მართლაც კარგია 4 თამაშში და ესე უნდა გაგრძელოს

GoGson
VIP Member

ყველააა ვიძახდით რო ეს ბიჭი ცენტრში უნდა გადაეწიაა... არვიცი დამთხვევაა და კარიერის პერიოდი დაემთხვა თუ ის რო პოზიცია შეუცვალა მაგრამ აი რაც არ უნდა იყოს ცენტრში გაცილებით უფრო პროდუქტიული გომესი ვიდრე ფლანგზე. მაქსიმუმ 10 მცველი ჯობდეს პრემიერლიგაში (ეგეც ბევრია) და 21 წლის მცველისთვის ძაან კარგი სტატუსია ეგ, ცოტა ხანში მაგუერს თუარა სტოუნს უეჭველი ამოაგდებს ძირითადიდან

Kloppout
VIP Member

ჯო შარშანაც კარგი იყო 2-3 პოზიციური შეცდომა ქონდა და ალბათ იმის გამო აკრიტიკებენ აქ რო სხვა გუნდების თამაშებს არ უყურებენ ამის ასაკში პოზიციურად იდეალური მცველი არ არსებობს სტოუნსი რომ ამხელა იყო ყველა თამაშში ჩასვრილი დარბოდა განსაკუთრებით სიტიში გადასვლის წელს ეგ იმის ბრალია რო პოზიციური შეცდომის არიდება თამაშის წაკითხვითაა შესაძლებელი თამაშის წაკითხვას კი ჭირდება გამოცდილება რომელიც 20-21-22 წლის ასაკში ვერ გექნება მით უმეტეს თუ არ გათამაშებენ შენს პოზიციაზე
ჯოს კიდე ექნება შეცდომები მარა რაც აჩვენა ისიც საკმარისია მისი უდიდესი ტალანტის სადემონსტრაციოდ იმედია დიდი ხანი იქნება ჩვენს გუნდში

mamimi
მომხმარებელი

ცენტრში აშკარად უკეთესია! მომავალ წელს უკვე უკვე ძირითადის შეუცვლელი წევრი უნდა იყოს, თან ასაკიც კარგი ავს. იმედია ნაკრებშიც ორივე თამასი თუ არა ერთიში მაინც ითამაშებს

GoGson
VIP Member

reversi,
დელიხტი, პავარი , უპამეკანო და აი ამათთ გვერდზე დგას ჩემთვის, ყოველშემთხვევაში ბევრით არაფრით ჩამორჩება თავის აასაკში გომესი

heerenveen
მომხმარებელი

გომესი კი მარა შენ რა გეშველება კაპიტანი ხარ და სატავეში ვერ ხვდები

gio_chyoi
რედაქტორი

ამ სეზონში თუ დიდი ტიტული დავდეთ და ამან ესე ითამაშა მთელი სეზონი ჩათვალეთ ერთი დიდი ლეგენდა გაგვეზრდება, მერე ეს აქედან წამსვლელი არამგონია იყოს და თან ფსიქოლოგიურადაც მაგრად მომჯობინდება

GoGson
VIP Member

gio_chyoi,
ხო ბაზარი არაა, ოუენის და სტერლინგისნაირი გამონაკლისები ბევრი არააა ნამდვილად ))) ანუ ინგლისელი ბიჭი პატარაობააშივე მოყვანილი და წარმატებამიღწეული შენივე გუნდში დიდი ალბათობით არ გაგექცევა შიდა ჩემპიონატში. და წესით არც სხვა ჩემპიონატში გაგექცევა თუ კარგად წავიდა საქმე :დ იშვიათი გამონაკლისები არსებობს რათქმაუნდა, პროსტა მაინც რისკი ნაკლებია როცა ბრიტანელია

LUIS SUARES 001
VIP Member

კარგია ჯოს რომ შანსი მივეცით

bulleye
მომხმარებელი

ძალიან მაგარია ჯო, მით უმეტეს აკადემიის აღზრდილია. ლოვრენს ძალიან გაუჭირდება იმ მცველის ამოგდება, რომელმაც ოთხივე თამაში უშეცდომოდ ჩაატარა და 1-ში საუკეთესოდაც დაასახელეს..

Capitan
ტოპ კომენტატორი

ჩემი აზრით ეპლს გრანდების გარდა ყველგან ეს უნდა დააყენოს კლოპმა ლოვრენის დაბრუნების შემდეგაც ლიგაზე და გრანდებთან ლოვიკა იყოს და გომეს მინიმუმ 20 თამაში უნდა მისცეს ძირითადში მითუმეტეს დაცვის მილნერია ტიპი ყველგან თამაშობს...

Kloppout
VIP Member

რატო გონია ხალხს რო ეს ჩვენი აკადემიის აღზრდილია? :დ
მეგობრებო ჯო გომესი 2015 წელს დავიმატეთ ჩარლტონიდან 5 მილიონ ევროდ დაახლოებით

Javaxa
ადმინისტრატორი

აგალაპარაკათ ჯოომ?

http://liverpoolfc.ge/index.php?newsid=7598

:)

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კვირა, 20:00 სთ


  • ლივერპული
  • Vs

    16.12.18


  • მანჩესჩესტერ იუნაიტედი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    11.12.2018


  • ნაპოლი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ალისონ ბეკერი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze