x

"წითლები" ეროვნულ გუნდებში

ავტორი: johnson, 5-09-2018, 17:06, კატეგორია - სიახლეები, 1 261, 6


სანაკრებო შესვენების დროს "ლივერპულის" ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნის ეროვნულ გუნდებში ეცდებიან თავის გამოჩენას :

* ინგლისის ნაკრებში უხმეს ჯო გომესს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, ჯორდან ჰენდერსონსა და ადამ ლალანას, თუმცა როგორც იცით, ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და მელვუდში დაბრუნდა. "სამი ლომი" 6 სექტემბერს ესპანეთს, ხოლო 9 სექტემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.

* "ლესტერის" საშინაო არენას კიდევ ერთხელ ესტუმრება ჯერდან შაჩირი. შვეიცარია კიდევ ერთ მატჩს ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

* დომინიკ სოლანკეს ინგლისის 21 წლამდელთა გუნდში უხმეს ჰოლანდიასა და ლატვიასთან მატჩებისთვის. კურტის ჯონსი კი 18 წლამდელთა განაცხადში მოხვდა - მისი გუნდი რუსეთს, საფრანგეთსა და ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

* 7 სექტემბერს ენდი რობერტსონი შოტლანდიის ნაკრებს ბელგიასთან მატჩში უკაპიტნებს, სამი დღის შემდეგ კი ბრიტანელთა მეტოქე ალბანეთი იქნება.

* ბელგიის ნაკრებში უხმეს სიმონ მინიოლეს, თუმცა დიდი ალბათობით მას თავის გამოჩენის შანსი არ მიეცემა. "წითელი ეშმაკები" შოტლანდიასა და ისლანდიას დაუპირისპირდებიან.

* აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას მომო სალაჰი(ეგვიპტე), ნაბი კეიტა(გვინეა) და სადიო მანე(სენეგალი).

* ჰოლანდიის ნაკრების ღირსებას პერუსა და საფრანგეთთან მატჩებში ჟორჟინიო ვეინალდუმი და გუნდის კაპიტანი, ვირჯილ ვან დეიკი დაიცავენ.

* აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ნაკრების განაცხადში მოხვდა დეიან ლოვრენი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია. ხორვატთა მეტოქე ესპანეთი და პორტუგალია იქნებიან.

* "სელესაოს" რიგებში თავიანთ შანსს მიიღებენ ალისონ ბეკერი, რობერტო ფირმინო და ფაბინიო. ბრაზილია 7 და 11 სექტემბერს აშშ-სა და ელ სალვადორდს დაუპირისპირდება.

* პოლონეთის 21 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს კამილ გრაბარა. ახალგაზრდა კიპერი თავის გამოჩენას "ფარერებთან" და "ფინეთთან" მატჩში ეცდება.

* პორტუგალიის 19 წლამდელთა ნაკრებში უხმეს რაფაელ კამაჩოს. მისი გუნდი ორჯერ დაუპირისპირდება იტალიელ თანატოლებს. 

კომენტარები


mamimi
მომხმარებელი

იმედია არცერთი არ გაიტრამვება მთვარი ეგაა! გომესი უნდა ათამაშონ აუცილებლად!

gio_chyoi
რედაქტორი

ლალანამ და მინიოლემ ტრავმები მიიღესო და ეგ არაფერი მაგას გადავიტანეთ ვინც გვჭირდება იმან არ მიიღოს. არ როგორ ახერხებენ ამ საკრებში ასე უცბად ტრავმების მიღებას ვერ ვიგებ.

ლალანამ და მინიოლემ ტრავმები მიიღესო და ეგ არაფერი მაგას გადავიტანეთ ვინც გვჭირდება იმან არ მიიღოს. არ როგორ ახერხებენ ამ საკრებში ასე უცბად ტრავმების მიღებას ვერ ვიგებ.

_z_l
მომხმარებელი

ლალანას ნაკრებში რატომ იძახებენ? რა უნდოდა ნაკრებში? ტრავმა ბოლომდე მოეშორებია :(

LUIS SUARES 001
VIP Member

ტრამვების გარეშე უნდა გავიაროთ

bulleye
მომხმარებელი

იმედია ტრავმებიაღარ იქნება..

Capitan
ტოპ კომენტატორი

ლოვრენი იმედია დაიწყებს თამაშსს გვჭირდებაა...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze