x

"ლივერპულმა" და რაბიომ საერთო ინტერესები გამონახეს

ავტორი: Javaxa, 6-09-2018, 15:54, კატეგორია - სიახლეები, 2 054, 20


ESPN-ის ცნობით "ლივერპულსა" და ადრიენ რაბიოს დედას შორის კონტრაქტი შედგა, რომელიც ამასთანავე ფეხბურთელის აგენტია. პრემიერ ლიგური მხარე 23 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმართ მყარ ინტერესებს იჩენს, რასაც რაბიოს კონტრაქტის ვადაც უმშვენებს მხარს. ზაფხულში "პსჟ"-ს ნახევარმცველი უფასო აგენტი ხდება, რაც გუნდებს საშუალებას აძლევს ფეხბურთელი უფასოდ ჩაიგდონ ხელში.

"ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და მისი დამატება ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა დორტმუნდის "ბორუსიაში" მუშაობდა. ESPN სხვა წყაროზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის თურმე სატელეფონო საუბარი შესაძლო ტრანსფერზე უკვე შედგა.

პარიზული კლუბი რამდენიმე ხნის განმავლობაში ცდილობდა საყრდენის დაყოლიებას ახალ კონტრაქტზე, თუმცა რაბიომ ყველანაირი შეთავაზება უარით გაისტუმრა. გასულ სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონა" აქტიურად ცდილობდა ფეხბურთელის შეძენას, თუმცა ფრანგებმა შეთავაზებული თანხა უარყვეს და "ბლაგარუნას" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გაყიდვაზე სასტიკი უარიც შეუთვალეს.

ივარაუდება, რომ მის დასამატებლად "ლივერპულს" კონკურენცია კატალონიელთა წინააღმდეგ მოუწევს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადრიენს "წითლებისადმი" თავისი დამოკიდებულება არასდროს დაუმალავს და ხშირად უთქვამს, რომ მისი ოცნება სწორედ "მერსისიადელებში" თამაშია. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ გასულ სეზონში ფეხბურთელის სახე პაპარაცებმა "ენფილდზეც" დააფიქსირეს.

გასულ წელს RMC-თან საუბრისას რაბიომ შემდეგი რამ განაცხადა:

- "მე ძალიან მინდა რომ პრემიერ ლიგაში ვითამაშო, ოღონდ ერთ კლუბში. მთელი ბავშვობა ლივერპულის სიყვარულით ვიზრდებოდი და თუ ოდესმე შანსი მომეცა ვეცდები ახალგაზრდობის სიყვარული გამოვცადო".

მოგახსენებთ, რომ რაბიო პარიზულ კლუბში 2012 წლიდან ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში მისი მონაგარი 137 მატჩში 12 გოლია. ფეხბურთელმა საფრანგეთის ნაკრების ღირსება 6 თამაშში დაიცვა.

კომენტარები


PaoloMaldini
მომხმარებელი

აუ რამდენი ხანია ეს კაცი მინდა ლივეში. ნეტავ მოვიდეს ნეტავვვ <333

137 თამაში მარტო საფრანგეთში იმის გარეთ 208 თამაში აქვს ჩატარებული რაბიოს <3 ძალიან დონეა აი ძალიანნნ

Joker
მომხმარებელი

კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით ამის მოსვლით.

PaoloMaldini
მომხმარებელი

წარმოიდგინეთ ეს 23 წლისაა კეიტა 22 მინიმუმ 7-8 წელი საყრდენზე პრობლემა არ გვექნება იქიტ კიდევ ჩემბერლენი

zuzu1989
მომხმარებელი

ისე ზამთარში ძალიან იაფად ჯობია ავიყვანოთ ვიდრე ზაფხულში ბარსას გავუწიოთ კონკურენცია... პ.ს . ძალიან მომწონს მეც ეს ფეხბურთელი.

GoGson
VIP Member

ადრე მქონდა აქ ამაზე სტატია და ძაან სკეპტიკურად შევხვდით ყველა რო არცერთ შემთხვევაში არ გამოვიდოდა ეს ტრანსფერი. კარგი რო ეხლა რეალურია შედარებით, თუმცა უნდა ვაღიარო რო ფაბინიოს მოსვლის მერე გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება ვინმე კოუს ან ერიქსენის ტიპის ნახევარმცველი კეიტასთან და ფაბისთან ვიდრე რაბიო.

ამისმიუხედავად სისულელე იქნება იმაზე ბაზარი რო რაბიო არ გვინდა ან არ გვჭირდება, მითუმეტეს შანსი როცაა რო უფასოდ მოვიდეს. წარმოიდგინეთ რაბიო, კეიტა და ფაბინიო ცენტრში , ცოტა არალივერპულურად მძიმე ცენტრი გამოდის მაგრამ საშინლად მაღალი კლასის ნახევარდაცვგვეყოლება. ზამენიდან ვეინალდუმი, ჰენდერსონი და მილნერი იქნებიან.. იქით კიდე ჩემბო დაგვიბრუნდება , შაქირიც გვეყოლება და ვინმე კარგი ფორვარდიც გაგვეზრდება მაგალითად ბრიიუსწერი. აი ამის შემდეგ თამამად ვიტყვით რო ყველა ტურნირზე მოსაგებად გავალთ და სეზონში 3 და 4 ტიტული შეგვეძლება რო მოვიგოთ.

ამის ტრანსფერი თუ სერიოზულ ეტაპზე გადავიდა ლალანას და გრუიჩის კარიერა ჩვენთან საბოლოოდ დამთავრდება, შეიძლება სულაც ჯინი ან მილნერი ან თუნდაც კაპიტანი გაიყიდოს. მაგრამ მაინც ვფიქრობ რო ლალანა და გრუიჩი წავლენ.

რაც შეეხება კონკურენციას რეალურ კონკურენტად მარტო ბარსა მოჩანს ჯერჯერობით, შეიძლება რეალამაც წამოყოს თავი კოვაჩიჩის შემცვლელად ან სხვა ნებისმიერ მა გუნდმა იმიტო რო უფასო იქნება. სწორად თუ მიუდგებიან გული მიგრძნობს სტივის სიყვარული დაძლევს (რაზეც არაერთხეწლ უთქვამს) და ჩვემთან გადმოვა. მართალია ეხლა ნაკლებად გვჭIრდება ვიდრე ადრე წინა წელს თუნდაც, მაგრამ უფასოდ რაბიოს დონის იგროკი მართლა ზედმეტად მაგარი ფუფუნებაა რაზეც უარს ვერ იტყვი

live...1986
მომხმარებელი

ძალიან მაგარი ბიჭია თუ მართლა კლოპს უნდა შედგება კიდევაც ეს ტრანსიი და გამოვაა იმენაა გასხმა ტრანსიი

Giopotsk
სტუმარი

ციტატა: live...1986
ძალიან მაგარი ბიჭია თუ მართლა კლოპს უნდა შედგება კიდევაც ეს ტრანსიი და გამოვაა იმენაა გასხმა ტრანსიი

ტრანსი გენდერი??

gio_chyoi
რედაქტორი

დიდად არ მომწონს ეს ფეხბურთელი მარა უფასოდ მშვენიერი ვარიანტია. ეს ლალანა გასაშვებია სეზონის ბოლოს, სტარიჯს კლასი მაინც აქვს და თან რო ბრუნდება მაშინათვე ფორმაში დგება და ეს ვეღარც თამაშობს ტრავმების მერე და მოკლედ გასაშვებია რა და მაგის ნაცვლად უფასოდ ამის მოყვანა ნამდვილა იდეალური იქნება.
თან რაბიო ძალიან მაღალია, 1.91მ არის სიმაღლეში და ჩვენთვის ეგეც მნიშვნელოვანია

mamimi
მომხმარებელი

ეს თუ მოვიდა ძალიან მაგარი ნახევარდაცვა გვეყოლება რააა<თან ახალგაზრდული. ფაბინიო,კეიტა,რაბიო, ოქსი, ვეინალდუმი,გრუიჩი

giginio
VIP Member

ogond es gadmoiyvanos da tu ginda kariusi daabrunoos

Ynwa Scousers
VIP Member

მე ფულითაც კმაყოფილი ვიქნებოდი :)

LUIS SUARES 001
VIP Member

ხოოოო ეტა დაააააა

bulleye
მომხმარებელი

ძალიან მაგარი ტრანსფერი იქნება, რა თანხაც არ უნდა გადაიხადონ მაინც. თუ უფასოდ მოვა საერთოდ სასწაული იქნება.. იმედია ბარსელონას არ აირჩევს და ჩვენსკენ წამოვა

lashafss
VIP Member

მეპირადად ვერ ვხვდები რაბიო კი არის უმაგრესი ტრანსფერი და მიხარია კიარა რავი მარა , ფაბინიო ვეინალდუმი ჰენდერსონი და რაბიო ერთ გუნდში საცოდაობაა ნამეტანი + ამას კეიტა და ჩემბო ნუ რავიცი რავიცი რა . ჩემბო და კეიტა კიდევ შეტევის ასპექტშიც მშვენიალურები არიან , მაგრამ ამდენი საყრდენი და თან ასეთი დონის ცოოტაარიყოს მაშინებს :)

Capitan
ტოპ კომენტატორი

იტოკში ინგლისში თუ წამოვა ლივერპოლს ირჩევს... მაინც მგონია საფრანგეთში დარჩება)))

ამირან დოლიძე
მომხმარებელი

ძალიანაც არ აინტერესებსო - დაიწერა დღეს.

Carroll_9
მომხმარებელი

სიმართლე გითხრათ მე არ მგონია რომ რაღაც სასწაული იგროკია ეს. გრძელბვადიან პერიოდში ფაბინიო უნდა დადგეს ჩამშლელად და კეიტა ბოქს თუ ბოქსი, დღევანდელი გადმოსახედიდან საყრდენ ზონაში ამის ადგილი არაა და 10 ნომრად ძაან ცუდი ვარიანტი იქნება ეს.


ამისი საუკეთესო პოზიცია ეგრეთწოდებული Deep laying Play-maker _ ია. ერთადერთი ფაბინიო თუ დაჯდება მაგრამ როგორც ჩამშლელი მე მგონია რო ფაბინიო უფრო ძლიერი დადგება. კიდე ერთი ვარიანტია ეს და ფაბინიო უკან როგორც მასკე და ალონსო მაგრამ მერე კეიტას 10 ნომრად თამაში დიდად არ მხიბლავს, ჯერ ერთი იმიტო რო ნახევარდაცვაში ერთადერთი კაცია რომელსაც დაცვიდან შეტევაში საოცრად გადააქვს ბურთი საოცარი სისწრაფით, მეორე ენერგია მოაკლდება საყრდენ ზონას და გოლებიც ნახევარდაცვიდან მოგვაკლდება და მესამე იმიტო რო 10 ნორად ვინმე ისეთი უფრო მინდა სეზონში 10-15 გოლით და ამდენივე ასისტით.

რავი ცოტა ფაბინიოს პირდაპირი კონკურენტი გამოდის რა გითხრათ

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

Carroll_9,
მერე კონკურენცია ზრდის ფეხბურთელების თამაშის ხარისხს და ერთმანეთს აძლიერებენ. არც ფაბინიოა ჩვენი ბიძაშვილი და არც რაბიო რო რომელიმე ამოვიჩემოთ:დდდ რომელიც უფრო მოძლიერდება და ძირითადში ადგილს დაიმსახურებს, საყრდენ პოზიციაზეც ის დადგება)) როგორც იქნა კლოპი გუნდში კონკურენციის შექმნას ცდილობს და ამას ახარხებს კიდეც და ამჯერად ეს შედეგსაც გამოიღებს.

Kloppout
VIP Member

ბოლოს წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები
რათქმაუნდა ამ დონის ფეხბურთელზე უარს არავინ იტყვის მით უმეტეს კონტრაქტი უმთავრდება და უფასოდ რაბიოს დათრევა კეთილ ზღაპარს გავს მაგრამ კლასიკური (თანამედროვე გაგებით თორე სადღა არიან კლასიკური 10-ანები) 10-ანის მოსვლა გაცილებით მირჩევნია ვინც შორიდან გაისვრის და სისწრაფეს შესძენს ნახევარდაცვას და საჭიროების შემთხვევაში კრაის შემტევადაც დადგება
ჩემთვის კოუტინიოს ალტერნატივა ისევ ვაკანტური ადგილია გუნდში

ლევან არჩუაძე
მომხმარებელი

"ESPN-ის ცნობით "ლივერპულსა" და ადრიენ რაბიოს დედას შორის კონტრაქტი შედგა" - ეს როგორ გავიგოთ :დდდ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze