x

არნოლდი: მე ყოველთვის "ლივერპულში" თამაში მინდოდა

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 9-09-2018, 22:54, კატეგორია - სიახლეები, 1 466, 14


ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რომ არნახულად დიდი გზა გაიარა, ეს უკვე არახალი და ყველასთვის შესამჩნევია.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იურგენ კლოპი და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მეთაურები იმაზე მსჯელობდნენ, ღირდა თუ არა ახალგაზრდა ინგლისელის საქართველოში ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატზე გაშვება, დღეს კი არნოლდი გარეთ საუთგეიტის "ლომების" განუყოფელ ნაწილად ითვლება.

მაშინ არნოლდის "ლივერპულში" დარჩენა გადაწყდა, რათა ახალგაზრდა მცველს მშობლიურ გუნდში თავის დამკვიდრების შანსი მისცემოდა და ტრენტმა ეს შანსი ბოლომდე გამოიყენა: მთელი სეზონის განმავლობაში იურგენ კლოპის რჩეულ მარჯვენა მცველად გვევლინებოდა, "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, ზაფხულში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს გაჰყვა რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე და დღესაც მერსისაიდელთა ძირითადი თერთმეტეულის ღირსეულ წევრია.


თუმცა ამ გზის გავლა მარტივი არ ყოფილა და ცოტა ხნის წინ ინგლისურ პრესაში გავრცელებულ ინტერვიუში არნოლდი თავად გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ მოვიდა აქამდე, რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია და ვინ ეხმარებოდა მას ამ დროის განმავლობაში.

"თავი ძალიან იღბლიან ადამიანად მიმაჩნია."-უთქვამს არნოლდს. "ბავშვობაში სულ ვოცნებობდი რომ ერთ დღეს ნამდვილი ფეხბურთელი გავხდებოდი, და თუ გამიმართლებდა საყვარელ გუნდშიც ვითამაშებდი და დღეს ეს ოცნებები უკვე ამიხდა. ალბათ აბსოლუტურად ყველა ბავშვი იმავე ოცნებებით იზრდება, მაგრამ ასიდან ერთს ან ორს თუ გამოსდის ხოლმე ეს ყველაფერი.


"ამის შესახებ მშობლები მუდამ მაფრთხილებდნენ. დედაჩემიც და მამაჩემიც ცდილობდნენ გავემხნევებინე, ჩემზე ეზრუნათ და დამხმარებოდნენ წარმატებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, მაგრამ იმასაც მეუბნებოდნენ, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოსულიყო, როგორც მინოდა.

"ამიტომ სწავლაზეც ბევრს ვფიქრობდი. სკოლა წარმატებით დავამთავრე და "ლივერპულთან" კონტრაქტი რომ არ გამეფორმებინა, უნივერსიტეტში ჩასაბარებლადაც მზად ვიყავი.

"მე დღემდე მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და დიახ, საშინაო საქმეებშიც ჩვეულებრივ ვეხმარები ხოლმე ოჯახს. ჭურჭლის რეცხვა მაინცდამაინც ჩემი ძლიერი მხარე არაა, მაგრამ მტვერსასრუტით ხშირად შემომივლია ოთახები. შეიძლება არც ეს გამომდის იდეალურად, მაგრამ ვცდილობ ჩემი წილი საქმე სახლშიც გავაკეთო."

არნოლდი იმაზეც საუბრობს, რაც მშობლიურმა გუნდმა ასწავლა: "ძალიან ემოციური ვიყავი, რაც აუცილებლად უნდა შემეცვალა. მოწინააღმდეგეები ხშირად ამჩნევდნენ ამ სისუსტეს და ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანე.

"როგორც კი რამე შემეშლებოდა, მაშინვე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი ხოლმე, მაგრამ ფეხბურთში ასე არ შეიძლება, წამითაც არ უნდა მოადუნო ყურადღება, ყურები არ უნდა ჩამოყარო, მუდამ უნდა აკონტროლო საკუთარი თავი.

"ნილი და ალექსი(ნილ კრიჩლი და ალექს ინგელთორპი - "ლივერპულის" აკადემიის მწვრთნელები. მთარგ.) ამაზე ბევრს მუშაობდნენ ჩემთან. მკაცრად მაფრთხილებდნენ, ხშირად შეგნებულად მიწვევდნენ, კამათსაც კი არ ერიდებოდნენ, რათა ამგავარი ზეწოლის ქვეშ ყოფნას შევჩვეოდი და მომავალში თავი მომეთოკა.


"მათი დახმარების გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ახლა გაცილებით გაწონასწორებული ვარ. ფეხბურთში ემოციები და შემართება საჭიროა, მაგრამ როცა ასეთ მაღალ დონეზე თამაში გიწევს, თავს უნდა აკონტროლებდე. უსწრაფესად უნდა იფიქრო და სწორი ადგილი შეარჩიო. როცა წინ მარკუს რაშფორდის ან ვილფრიდ ზაჰასნაირი ტექნიკური და სწრაფი მოთამაშე გიდგას, შეიძლება წამებმა ყველაფერი გადაწყვიტოს.

"სტივენ ჯერარდის პირველ წლებს თუ შეხედავთ, ნახავთ რომ ისიც კი ხშირად გამოდიოდა წყობიდან და ბარათებს ხშირად იღებდა. რაც უფრო გაწონასწორებული ხარ, მით უფრო ნაკლები შანსია რომ შეცდომა დაუშვა."

გასულ სეზონს როცა "წითლები" "მანჩესტერ სიტის" ეთამაშებოდნენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალში არნოლდი სუსტ რგოლად ჩათვალა "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამაც. მანჩესტერული გუნდი ორივე მატჩში აშკარად იმ გათვლით თამაშობდა, რომ ლეროი სანეს მარცხენა ფლანგიდან უნდა გაერღვია "ლივერპულის" დაცვა და ამგავარად დაეჯაბნა მეტოქე.

თუმცა მერსისაიდელთა დაცვის მარჯვენა ფრთა მყარად გამაგრებული აღმოჩნდა - ლივერპულში მელვუდის მეზობლად დაბადებულმა და გაზრდილმა 19 წლის ბიჭმა არაფერი დაუთმო მილიონებად შეძენილ გერმანელ ამომავალ ვარსკვლავს და კიევში გამართულ ლიგის ფინალშიც საბოლოოდ სწორედ ეს 19 წლის ლივერპულელი გავიდა ოლიმპიური სტადიონის მინდორზე.


აი კიევში კი არნოლდის ახალგაზრდული მონდომება საკმარისი აღარ აღმოჩნდა. მერსისაიდულმა გუნდმა ვერაფერი გააწყო მადრიდელთა მზაკვრულ გეგმებთან, რაც პირველ რიგში სერხიო რამოსის აშკარად არაჯენტლმენურ საქციელში გამოვლინდა.

თუმცა თავად არნოლდი ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს: "გამარჯვებისთვის ყველა თავისი გზით იბრძვის და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რამოსმა დაგვიმტკიცა, რომ მან იცის მიზანს როგორ მიაღწიოს.

"ზუსტად ისე, როგორც მისმა გუნდმა. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება უბრალო რამე ნამდვილად არაა. რამოსი კი ალბათ ბოლო რამდენიმე წლის საუკეთესო ცენტრალური მცველია მთელ მსოფლიოში. შეიძლება მაისში ჩვენ ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვიყავით, მაგრამ როგორც ფეხბურთელი პატივისცემას მაინც იმსახურებს."

თავისი ბავშვობის საუკეთესო მცველებზე საუბრისას არნოლდმა პირველ რიგში ფაბიო კანავარო და ფილიპ ლამი გაიხსენა, თუმცა არც ის დაუმალია რომ თავისი ნამდვილი გმირები სახლიდან გაცილებით უფრო ახლოს, იმავე ქალაქში ეგულებოდა, რომელშიც იზრდებოდა.

"ჩემთვის პირველი მუდამ "ლივერპული" იყო - ჯეიმი კარაგერი და მთელი მისი ხაზი. "ბაიერნში" და ასეთ გუნდებში თამაშზე არც არასდროს მიოცნებია. მე ყოველთვის "ლივერპულის" ფეხბურთელობა მინდოდა."-ამაყად ამბობს 19 წლის მერსისაიდელი.

"დღეს ცოტა მიჭირს იმის დაჯერება, რომ 7-8 წლის ბიჭები ახლა მეც ისე მიყურებენ, როგორც მე მათ ასაკში სტივენ ჯერარდს და ჯეიმი კარაგერს ვუყურებდი, მაგრამ როგორც ჩანს ასეა. იმედია მათთვის ყოველთვის კარგი მაგალითი ვიქნები.

"მაისში ცხრაწლამდელთა გუნდთან მომიწია შეხვედრა. მახსოვს, მე რომ მათხელა ვიყავი ჯეიმი კარაგერი მოვიდა ჩვენთან და მასთან სურათიც გადავიღე. მაშინ ოცნება ამიხდა. საოცარი შეგრძნება იყო პატარების მომღიმარ სახეებზე იმავე გრძნობის დანახვა."

მომზადებულია The Guardian-ისა და Daily Mirror-ის მიხედვით.

კომენტარები


Bedeladze
ადმინისტრატორი

კაი ბიჭია ძალიან, უყვარს გუნდი, ბრძოლობს ბოლომდე და სულ ვიტარდება, მეტი რა გვინდა :))

ველქამ ბექ გიო :) კაი ხარ

bulleye
მომხმარებელი

მომავალი კაპიტანია <33

beqa_liverpool
მომხმარებელი

მიდი ტრენტ არ გაჩერდე უფრო მეტი და მეტია საჭირო

leo leo
მომხმარებელი

კლაინი ჯობია ამას

LUIS SUARES 001
VIP Member

არნოლდი მაგარი გვყავს

mamimi
მომხმარებელი

უნდა იშრომო ბევრი და 2-3 წელიწადში საუკეთესო იქნები რაა

gio_chyoi
რედაქტორი

ჯარიმები დაარტყმევინონ რა ეს სალაჰი ნუ ურტყავს, ამას შეასრულებინონ ხოლმე ან შაჩირი თუ იქნება მოედანზე ისიც შეიძლება

chipe888
მომხმარებელი

კარგი ბიჭია ეს არნოლდი და თან სქაუზერია. კლაინს ეხლავე ყოფნის ამის კლასი და კიდევ მოუმატებს

GoGson
VIP Member

ამ ბიჭს ზედმეტად ნუ მიკრიტიკებთ ხოლმე. .. შეცდომებს კი უშვებს მაგრამ გადახედეთ ამის ასაკში ამის პოზიციას. საუკეთესოა უბრალოდ. პოზიციურ და ფიზიკურ სისუსტეებს 19 წლის ტანწერწეტა ბიჭი იასნად გამოავლენს მაგრამ უკვე ამ ასაკში ძაან ბევრ ასპექტშია წინ. რაც მთავარია დარწმუნებული ვარ ეს ფლანაგანის გზას გაყვება თუ ლამის დონის ფულბეკი დადგება ყველა შემთხვევაში შანსი თუ მიეცა მთელ კარიერას ჩვენ მოგვიძღვნის. ესეც , რობოც , ჩემბოც და რავიი.. იმედია უფრო მეტ მაღალი დონის იგროკზე ვიტყვით თამამად ამას

Ynwa Scousers
VIP Member

რა კლაინს ყოფნუის ამის კლასი ღადაობთ? კლაინის ფრჩხილის ღირსიც კი არაა

GoGson
VIP Member

რაც შეეხება კლაინთან შედარებას, ნუ აჯიბრებთ ჯერ. პოზიციურობით და ფიზიკით , გნებავთ სისწრაფით

gio_chyoi
რედაქტორი

Ynwa Scousers,
აი კლაინი რითი მოგწონს თუ ძმა ხარ. ერთი ჩვეულერივი მცველია, ცუდი არაა მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ აქვს მაგ ფეხბურთელს

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: gio_chyoi
Ynwa Scousers,
აი კლაინი რითი მოგწონს თუ ძმა ხარ. ერთი ჩვეულერივი მცველია, ცუდი არაა მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ აქვს მაგ ფეხბურთელს

პოზიციურად ბევრად უფრო ძლიერია ერთი ერთზე გაუვალია ტიპი მერე რა რო გიჟივით არ უტევს როგორც მცველი ერთ ერთი საუკეთესოა

Capitan
მომხმარებელი

sitystan paizaxi iyo ro peps arnoldma chaujva klopis metaurobit

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze