x

შაჩირი : კლოპთან მუშაობა ყოველთვის მსურდა

ავტორი: johnson, 11-09-2018, 11:23, კატეგორია - სიახლეები, 766, 12


"ლივერპულის" შემტევი, ჯერდან შაჩირი მოხიბლულია იურგენ კლოპით და აცხადებს, რომ გერმანელ სპეციალისტთან მუშაობა წლების წინ, ჯერ კიდევ "ბაიერნში" ყოფნისას სურდა.

როგორც იცით, შაჩირი მერსისაიდულ გრანდს ზაფხულში 12 მილიონ ფუნტად შეუერთდა. მას პრემიერ ლიგაში დებიუტი უკვე ჰქონდა, თუმცა თავის გამოჩენისთვის არც თუ დიდი დრო მიეცა.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, შვეიცარელმა ფეხბურთელმა "წითლების" მთავარ მწვრთნელსა და თავის დებიუტზე ისაუბრა :

"კლოპი ძალიან კარგი მწვრთნელია, თუმცა ჩემთვის ხასიათიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ის ნამდვილად გამორჩეულია. თავადაც ხედავთ როგორი ურთიერთობა აქვს მას ბიჭებთან. ის ძალიან მეგობრულია, მას შეგიძლია თამამად ეხუმრო. როცა "ბაიერნში" ვთამაშობდი, იურგენი "ბორუსიაში" მუშაობდა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ მას "ლივერპულის" მწვრთნელობა სურდა, მე კი მასთან ერთად მუშაობა.

ახლა "ლივერპულის" მიზანი ტიტულის მოგებაა - ჩვენ თითეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. პირველ რიგში, გვსურს ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ, თუმცა ვიცით, რომ წარმატების მისაღწევად ეს ყოველთვის საკმარისი არ არის.

"ბაიერნში" ბევრი ტიტული მოვიგე და მინდა ჩემი გამოცდილება თანაგუნდელებსაც გავუზიარო. "ლივერპულის" შემადგენლობა ხომ საკმაოდ ახალგაზრდულია.

"ვესტ ჰემთან" თამაშისას სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო შექმნილი. ეს ახდენილ ოცნებას ჰგავდა. ადრე ამ ადგილს არენას "სტოკის" მოთამაშის რანგში ვესტუმრე - სტუმარი გუნდისთვის კი "ენფილდი" ყოველთვის რთულად სათამაშო სტადიონია. მოუთმენლად ველი აქ კიდევ არაერთი წუთის გატარებას."

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

კი ვიძახით დრო არ ეძლევათო ბევრი ამას და სტარიჯს და ფაბინიოს ხო საერთოდ მაგრამ არ დაგვავიწყდეს რო წინ მთელი სეზონია, კიდევ 34 ტური მარტო პრემიერ ლიგაში, პლიუს თასები და ჩემპიონთა ლიგა. ასე რომ ხშირად მოგვიწევს მაინც მაგ სამეულის ყურება. ასე იყვნენ შარშან ჩემბერლენი და რობერტსონიც მაგრამ ბოლოს უცვლელ წევრებად იქცნენ ძირითადის. ასე რომ მოვიცადოთ ცოტა

LUIS SUARES 001
VIP Member

შაჩირი იტყვის თავის სიტყვას და 15 გოლამდეც შეაგდებს .წინ მთელი სეზონია

heerenveen
მომხმარებელი

შაქრომ თუ არ მოუმატა ასე სასტავის კაცი ვერ იქნება.

juja
მომხმარებელი

ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია შაჩირი და ამას სეზონის განმავლობაში ბევრჯერ დაამტკიცებს

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: heerenveen
შაქრომ თუ არ მოუმატა ასე სასტავის კაცი ვერ იქნება.

როგორ უნდა მოუმატოს თუ შანსი არ მისცეს

Kabula 543
მომხმარებელი

Satiro kacia me mjera yvelas sasiamovnod gagvakvirvebs

heerenveen
მომხმარებელი

ციტატა: Ynwa Scousers
ციტატა: heerenveen
შაქრომ თუ არ მოუმატა ასე სასტავის კაცი ვერ იქნება.

როგორ უნდა მოუმატოს თუ შანსი არ მისცეს

რაც ითამაშა არ იყო იმედისმომცემი რომ გახდება სასტავის მოთამაშე, თავიდან ფირმინოც მასე იყო მაგრამ მერე რაც ქნა ყველა ვხედავთ

lashafss
VIP Member

heerenveen,
რა არიყო იმედისმომცემი მანჩესტერის კარში გატანილი მაკრატელა დარტყმა? :) თუ სტარიჯზე დაგორებული პასი :? :) შაჩირი ძალიან ნიჭიერი ბიჭია , სწრაფი და კარგი დარტყმაც აქვს, თან ჟილკიანია და აუუცილებლად კარგ სეზონს ჩაატარებს

GoGson
VIP Member

უდაოდ ძაან ნიჭიერია შაჩირი და ჩემი აზრით 10 იანზე ბევრად უფრო გამოსადეგი იქნება შაქრო, აქვს ყველა კომპონენტი ამისთვის , პახოდუ სწრაფიცააა..

Capitan
მომხმარებელი

oxsis shemcvlelad moiyvana klopma da idaluri varianti iyo warmatebebi shaqro

bulleye
მომხმარებელი

შაქირი ყოველთვის ძალიან მომწონდა, ულამაზესად თამაშობს და მაგარი გოლებიც გააქვს. წინ გრძელი და რთული სეზონია და დარწმუნებული ვარ ბევრჯერ მიეცემა შანსი თავის გამოჩენის და ძირითად 11-ეულს არ მოადუნებს თავის შიშით

heerenveen
მომხმარებელი

ციტატა: lashafss
heerenveen,
რა არიყო იმედისმომცემი მანჩესტერის კარში გატანილი მაკრატელა დარტყმა? :) თუ სტარიჯზე დაგორებული პასი :? :) შაჩირი ძალიან ნიჭიერი ბიჭია , სწრაფი და კარგი დარტყმაც აქვს, თან ჟილკიანია და აუუცილებლად კარგ სეზონს ჩაატარებს

მეც ეგ მინდა რომ გაგვახაროს და ძალიან კარგი სეზონი ქონდეს უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, აქ ყველა კომენტარს ვკითხულობ და ვხედავ რომ ყველას ჯერა მისი და იმედია მე ვცდები და გახდება სასტავის კაცი.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze