x

ფეხბურთელები, რომლებიც ახალ კონტრაქტებს იმსახურებენ

ავტორი: Javaxa, 12-09-2018, 16:41, კატეგორია - სიახლეები, 1 399, 11


9 დღის წინ ჯორდან ჰენდერსონი გახდა უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელმაც "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. კაპიტანმა საკუთარი თავი კლუბს მომდევნო 5 წლით დაუკავშირა. სასიხარულოა თუ არა ეს ფაქტი თქვენთვის ეს სხვა მნიშვნელობისაა, ხოლო ჰენდერსონს რამოდენიმე თანაგუნდელმაც მხარი რომ უნდა აუბას, ეს ცალსახად მნიშვნელოვანია.

კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, გეტყვით რომ საუბარია "წითლების" სამ ფეხბურთელზე: ტრენტ-ალექსანდერ არნოლდზე, ჯეიმს მილნერსა და სადიო მანეზე. ახლა კი განვიხილოთ, თუ რატომ უნდა მიიღოს კლუბმა ეს გადაწყვეტილება.


სადიო მანე

"ლივერპულის" 25 წლის სენეგალელმა გარემარბმა სეზონის წინ საკმაოდ თამამი განაცხადი გააკეთა, როდესაც კლუბის #10 ნომრიანი მაისური მოითხოვა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებამ შედეგი აშკარად გამოიღო. მიმდინარე სეზონში სადიომ ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლიც გაიტანა. ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით კლუბის მთავარი ლიდერი არა მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო, არამედ აფრიკელი შემტევია.

სამართლებრივად ამბობენ, რომ მანე არის ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ დროს მწარე პრესინგი, კონტრშეტევა და ცივსისხლიანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ამასთანავე, სწორიც იქნება თუ ვიტყვით, რომ ერთი-ერთზე მეტოქის მოტყუება კლუბში მასზე კარგად არავის გამოსდის. 


"მერსისაიდელთა" ათიანს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მისი ფორმისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სეზონის ბოლოს მანეს შეძენის მადა ალბათ საკამაოდ ბევრ კლუბს გაეხსნება, ამიტომ იურგენ კლოპმა გაუმჯობესებული კონტრაქტი ფეხბურთელსმალევე უნდა შესთავაზოს.

გასულ სეზონში მანე გუნდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო და ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ სენეგალელმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. დამეთანხმებით, იმის ფონზე რომ მანეს შარშან არც თუ ისე წარმატებული პერიოდები ედგა, მაინც შესანიშნავი მაჩვენებელია.

ამჟამად სადიოს აგენტსა და "ლივერპულის" წარმომადგენლებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა სიჩქარე არცერთ მხარეს არ აწყობს და ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ორივე მხარესთვის მისაღები იქნება.

ჯეიმს მილნერი

კაცი ლეგენდა! სეზონის წინ ვინ იფიქრებდა, თუ სასტარტო შემადგენლობაში ცენტრში პირველი არჩევანი სწორედ ჯეიმს მილნერი იქნებოდა. 32 წლის ინგლისელმა ოთხივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში მილი არ ყოფილა უბრალოდ "ლივერპულის" ფეხბურთელი, ის იყო კლუბის აღორძინების მთავარი პერსონა და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითამაშოს პროფესიონალმა ფეხბურთელმა.

"მერსისაიდელთა" ვიცე-კაპიტანი იურგენ კლოპის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, რადგან მისი ნდობა გერმანელს ნებისმიერ დროსა და მომენტში შეუძლია. როდესაც კლუბს უჭირდა, მილნერმა არ ითაკილა მთელი სეზონი მარცხენა მცველის პოზიციაზე ჩაეტარებინა. მომდევნო წელს ის ფანტასტიურად მოქმედებდა მოედნის ცენტრშიც, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც დააგროვა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელს ყველა თამაში ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია.

"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი 32 წლისააა, მაგრამ პრე-სეზონზე ნათლად გამოჩნდა, რომ ის ბევრ ახალგაზრდაზე უკეთეს ფორმაში იმყოფებოდა და სწორედ ამიტომაა, რომ მარკო გრუიჩი ამჟამად გერმანიაშია განათხოვრებული, მილნერი კი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. 


მილის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და თუ "მერსისაიდელები" მას ახალ ხელშეკრულებას არ შესთავაზებენ, ეს იქნება ძალიან სულელური და დიდი შეცდომა. "წითლების" #7-იანის გამოცდილება და ცოდნა ფასდაუდებელია და ის ჯერ კიდევ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს გუნდისთვის. ჯეიმსი შეუდარებელია როცა მინდორზეა, მისი ცოდნა და მენტალიტეტი კი სათადარიგოთა სკამიდანაც კლუბისთვის ზედმეტი აშკარად არ იქნება.

ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი

ეს ის ბიჭია, რომელიც "ენფილდზე" გრძელვადიან ასპექტთან უნდა იყოს დაკავშირებული. ის მომავალია. არნოლდს ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა იმდენად იმედისმომცემია, რომ სულაც არ იქნება ურიგო თუ კლუბი ახალ, 5 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

მას კლუბი ძალიან უყვარს და გულშემატკივრებიც არანაკლებ სიყვარულს იჩენენ არნოლდისადმი. მერსისაიდში დაბადებულ-აღზრდილი ყმაწვილი საკმაოდ თამამ ფეხბურთელად ყალიბდება და ამას მოწმმობს ის ფაქტიც, რომ ტრენტი ნელ-ნელა ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" შეუცვლელ წევრად ყალიბდება.

გასულ სეზონში ის იყო სუფთა ჰაერი დაცვის მარჯვენა ფლანგზე, რომელმაც ისეთი სტაბილური ფეხბურთელის გაუჩინარება გამოიწვია, როგორიც ნათანიელ კლაინია. ის არის ფეხბურთელი, რომლის პოტენციალიც ცაზე მაღალია. ამის დასტურად შეგვიძლია მისი შარშანდელი წარმატებები გავიხსენთ, როცა ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი.

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

ამ სამიდან ყველაზე საჩქარო მანეს კონტრაქტია,რადგან შესაძლოა დაიყოლიონ სარფიანი წინადადებებით. აფრიკელები ერთგული ხალხია,მაგრამ ასევე მშიერი. ხო შეიძლება მანემ მილიარდის შოვნა მოინდომოს,მერე ამ ფულით თავისი მშიერი თანამემაულეების დაპურება,ხოლო შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი გახდეს სენეგალის. რა იცი რა ხდება. მილნერი და არნოლდი ყველანაირ კონტრაქტზე თანახმა იქნებიან,მაგრამ შესაბამისი უნდა იყოს მათი გაწეული სამსახურის. არანაირი სალაჰი,არანაირი ფირმინო ან ბეკერი,მილნერის გაწეული სამსახური შეუფასებელია ლივერპულში და შესაბამისად უნდა დაფასდეს ეს კაცი. ინგლისში ორმაგად სასიამოვნოა,როცა ლიდსში მობურთავე მილნერი ლივერპულისთვის ყველაფერს აკეთებს. არნოლდს კი სულ უფასოდ რო მოუწიოს თამაში ის მაინც დარჩება. მოვა 2020 და ის გახანგძლივებს. არნოლდი ოცნებაში ცხოვრობს და რა უნდა შესთავაზონ სხვა კლუბებმა რო წავიდეს?!

mamimi
მომხმარებელი

მანეს სასწრაფოდ უნდა გაუხანგრძლივონ კონტრაკტი!რაც შეეხება მილნერს 1 წლით გახანგრძლივება ეკუთვნის ნამდვილად,აი მერე კი მის ადგილს მე პირადად ვერ ვხედავ იმიტომ,რომ 2წლის მერე ლივერპული იმ დაშლილი ძველი ლივერპულისგან არაფერი იქნება დარჩენილი მოგონების გარდა, რომ ერთი პერიოდი გუნდს ჰქონდა ჩავარდნა.

mamimi,
არნოლდის კონტრაქტის გახანგრძლივება საჩქარო არ არი.ეგ არსად წამსვლელი არაა,ლივერპულელია და ვსო.

Asterion
მომხმარებელი

მილნერი არი პროფესიონალიზმის ეტალონი, არამარტო ფეხბურთში და სპორტში, ყველა სფეროში თითზე ჩამოსათვლელია ესეთი ტიპები

gio_chyoi
რედაქტორი

პირველ რიგში მანე რა თქმა უნდა, არნოლდი არსად გაიქცევა, ნუ ჯერ მაინც და მილნერიც არაა პრობლემა. მანეს გაუხანგრძლივონ სასწრაფოდ

LUIS SUARES 001
VIP Member

სამივეს უნდა გაუხანგრძლივონ აუცილებლად

bulleye
მომხმარებელი

სამივე ძალიან საჭირო ფეხბურთელია, მანე ფასდაუდებელია მაგის წასვლა უნდა გამოირიცხოს.. მილნერი 1-2 სეზონი თავის გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე ძალიან დაგვეხმარება და ტრენტზე არც არასდროს ვინერვიულებ, სქაუზერია და მომავალი კაპიტანი ალბათ გუნდის.. ინგლისის ნაკრებს ვგულშემატკივრონ და ორმაგად მიხარია მის მომავალზე ფიქრი

GoGson
VIP Member

რობერტსონიც არ გამოგრჩეთ. იყო საუბეები მაგის კონტრაქტზეც როგორც მახსოვს .

მანეს აუცილებლად უნდა გაუხანგძლივონ. 180-200 მინიმუმ. ზედმეტია თუ არა ფაქტია დღევანდელ ფეხბურთში მანეს დონის იგროკებს ამაზე მეტიც აქვთ, თანანე უფრო იქნება მტაცებელი.კლუბების სამიზნე ვიდრე მილნერი . გარდა ამისა მილნერი ისედაც საკაიფო ხელფასს იღებს 105 _120 ათასს თუ არ ვცდები. ნუ ტოპ 5 ში ნაღდად არის ჩვენ გუნდში.

lashafss
VIP Member

ყველაფერი რიგზეა , ყველა გაახანგრძლივებს აქედან... მანე რომ მიყვარს რავი რა :X სალაჰზე ვერვიტყვი დაჟე მაგას, მანე მირჩევნია ამგუნდში ყველას თავისი მონდომებით, ხასიათი არქონდა და ვერთამაშობდა მარა მაინც უდიდესი ძალაა გუნდისთვის...

Capitan
ტოპ კომენტატორი

milners 3 wliani manes da arnolds 5 tianebi gazrdili xelpasit... aseve robertsonic

zuzu1989
მომხმარებელი

კარგი სტატიაა მაგრამ ბარემ ხელფასებიც უნდა ეწეროს

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

მანე და არნოლდზე სანერვიულო არაფერია. მთავარია ლივერპულის ვიცე-კაპიტანს ნდობა კიდე გამოუცხადონ. მილნერი იმსახურებს კონტრაქტს და იმედი მაქვს რომ კიდევ დიდხანს დარჩება. იმდენად უნივერსალური ფეხბურთელია რომ შეუძლია 40 წლამდეც გაქაჩოს. იმ იშვიათთაგანია რომელზეც ამის თქმა შემიძლია. მილნერი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია. ჯერარდის წასვლის მერე ჩემთვის პირველია გუნდში ვისი ხილვაც კიდე დიდი ხანი მსურს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze